08 ივლისი 2020, 00:18 / სანდო წყარო

ლაშა ნაცვლიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: ხალხი, რომელიც თაკო სალაყაიასა და დათა ახალაიას სატელეფონო ზარების ჩანაწერებს არ იღებდა, დღეს ითხოვს საქმის არარსებული ფიგურანტის სატელეფონო ზარების ამოღებას

ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილი

ხალხი, რომელიც [სანდრო გირგვლიანის საქმეზე] თაკო სალაყაიასა და დათა ახალაიას სატელეფონო ზარების ჩანაწერებს არ იღებდა, დღეს ითხოვს საქმის არარსებული ფიგურანტის სატელეფონო ზარების ამოღებას. ეს იმიტომ, რომ როგორმე, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მიაწერონ კრიმინალი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ვუერთდები სამძიმარს ოჯახის მიმართ და ღრმად მწამს, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინება და ამის ადამიანური, პოლიტიკური, მოქალაქეობრივი ნება ხელისუფლებას აქვს და ეს ნება რომ აქვს, ამაზე მეტყველებს ის 17 ბრალდებული, რომელიც არც ერთ სიუჟეტში, გარდაცვლილი შაქარაშვილისა და მისი ოჯახის წევრებზე ცრემლებმომდგარი პოლიტიკური და მედიაკანიბალები, არსად არ ახსენებენ. ბოლოს როდის თქვა ოპოზიციურმა მედიამ, რომ ამ საქმეზე, მყისიერი რეაგირების ფარგლებში, ძალიან მძიმე ბრალდებით, 10-ზე მეტი, 17 პირია დაპატიმრებული? ეს მათ ინტერესში არ შედის და არც უთქვამთ.

რაც შეეხება საუბარს იმაზე რომ, წინააღმდეგობრივია ჩვენებები. აქაც პარადოქსთან გვაქვს საქმე. ყველა რომ ერთნაირად ჭიკჭიკებდეს, მაშინ უნდა გაუჩნდეს გონიერ ადამიანს ეჭვი - დალაგებული ხომ არ არისო. გამოძიება, ობიექტურად არსებული, ნატურალური წინააღმდეგობების დაძლევისა და ჭეშმარიტების პოვნის ხელოვნებაა და, ვინაიდან ამ ჩვენებებში წინააღმდეგობებია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ამბობენ იმას, რაც ან ახსოვთ, ან - უნდათ, რომ ახსოვდეთ, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. გავიხსენოთ, როდის მოხდა ეს ყველაფერი: ღამით, ნასვამები... ერთსა და იმავე ამბავს სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად ჰყვება. შესაბამისად, ის, რომ ამ საქმეში, მოწმეების ჩვენებებს შორის სხვაობაა, ჩემი ოპტიმიზმის საფუძველია. ეს ნიშნავს, რომ იქ არაფერი არაა დალაგებული. აბა, თუთიყუშივით, ერთნაირ ჩვენებებს აძლევდნენ... მაშინ გაუჩნდებოდა გონიერ ადამიანს ეჭვი. ეს ახალგაზრდები, რომლებიც ეგზალტირებულები, აღგზნებულები იყვნენ, ერთხელ იჩხუბეს, მეორედ... ღამით, ნასვამები იყვნენ და რას ჰქვია, რომ დალაგებულად არ ლაპარაკობენ? სწორედ ის, რომ საქმეში არის წინააღმდეგობები, ნიშნავს, რომ გამოძიება მიდის ერთადერთი მართალი გზით.

საზოგადოებაში არანაირი კითხვები არ არსებობს, მონაწილეობდა თუ არა ამ საქმეში ბერა ივანიშვილის ე.წ. „მეგობარი“. საზოგადოების სმენადობაში არსებობს გვარამიას განაჩენი, რომ ის მონაწილეობდა საქმეში და გვარამიამ ეს ვერდიქტი უკვე გამოიტანა. ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ არსებობს კადრები, სადაც თაკო სალაყაია და დათა ახალაია ცეკვავენ იმ სუფრაზე, სადაც ნათია ტრაპაიძე, ბოდიში მომითხოვია და, სკამზე დგას. დღეს ისინი ითხოვენ საქმის არარსებული ფიგურანტის ანძების ამოღებასა და გადამოწმებას. ჩემი აზრით, თუ ამოსაღები იქნება, ამასაც ამოიღებენ და ჩემი საპროკურორო ზედამხედველობა არ სჭირდება დღევანდელ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, მაგრამ ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვალა და სტრასბურგმა არ თქვა, რომ მთელი სახელმწიფო ამ ერთი ბიჭისა [სანდრო გირგვლიანის] და ერთი ოჯახის წინააღმდეგ შეიკრა, რომ არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება, რა იყო საზოგადოებისა და ადვოკატი შავგულიძის მთავარი მოთხოვნა? რომ ამოღებულიყო თაკო სალაყაიას სატელეფონო ანძები. სასამართლოს დონეზეც კი, მათ უარი ეთქვათ. დღეს ეს ხალხი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ანძების ჩანაწერები არ ამოღებულიყო, როდესაც ჩვენ გვაქვს ბოკერიას სინქრონი, როცა ამბობს, რომ თაკო სალაყაიას და დათა ახალაიას სატელეფონო ჩანაწერებისა და ანძების ამოღება პოლიტიკურ სპეკულაციას ემსახურებაო და როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და (მეც ვმონაწილეობდი ამ გამოძიებაში) ამოვიღეთ ასამდე ზარი. ხალხი, ვინც თაკო სალაყაიასა და დათა ახალაიას სატელეფონო ზარების ჩანაწერებს არ იღებდა, დღეს ითხოვს საქმის არარსებული ფიგურანტის სატელეფონო ზარების ამოღებას. ეს იმიტომ, რომ როგორმე, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მიაწერონ კრიმინალი“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2020, 09:58

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1068-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 245.

13 აგვისტო 2020, 09:55

სპორტი

25-წლიანი პაუზის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია

ოცდახუთწლიანი პაუზის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. პარიზელები „ატალანტასთან“ მარიო პაშალიჩის ბურთით მარცხდებოდნენ, თუმცა შეხვედრის ბოლოს, 149-წამიან ინტერვალში, მეტოქეს ორი ბურთი გაუტანეს და 2:1 გაიმარჯვეს.

13 აგვისტო 2020, 09:47

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსზე სინჯი 500-ზე მეტ მოქალაქეს აუღეს

გაიზრდება თუ არა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ეს სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ეპიდემიოლოგთა ჯგუფებმა სამ დასახლებაში ეპიდკვლევა დაასრულეს. აღებულია ხუთასზე მეტი ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში, რომელსაც PCR-მეთოდით, კორონავირუსზე შეამოწმებენ.

13 აგვისტო 2020, 09:39

რეგიონი

კახეთში ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებათ

კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის ოდენობა დათვლილია.

13 აგვისტო 2020, 09:34

მსოფლიო

ერაყში აფეთქება მოხდა

ერაყში, ბაღდადში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზა ტაჯის მიმდებარედ აფეთქება მოხდა. იერიში მიიტანეს იმ ავტომობილებზე, რომელთაც შეიარაღებული ძალებისთვის ბაღდადიდან აღჭურვილობა გადაჰქონდა. შედეგად, ერთი კონტეინერი დაიწვა.

13 აგვისტო 2020, 09:18

მსოფლიო

იემენში უამინდობას 174 ადამიანი ემსხვერპლა

იემენში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა. დაღუპულთა ორი მესამედი ქალაქ მარიბის მკვიდრია. მხოლოდ სანას პროვინციაში, წყალდიდობას 134 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 124 კი დაშავდა.

13 აგვისტო 2020, 08:59

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 55 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 175 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 55 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 175 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 3 164 785 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 104 201 ადამიანი გარდაიცვალა.

13 აგვისტო 2020, 08:51

COVID19

იტალიაში რამდენიმე ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კორონვირუსზე ტესტის გავლა სავალდებულო იქნება

იტალიის ხელისფლების გადაწყვეტილებით, ხორვატიიდან, საბერძნეთიდან, მალტადან და ესპანეთიდან ჩასულ ვიზიტორებს კორონავირუსზე ტესტის გავლა მოუწევთ. „ფრთხილი მიდგომა უნდა გავაგრძელოთ, რათა რათა შევინარჩუნოთ ის შედეგები, რომელთაც ბოლო თვეების განმავლობაში ერთობლივი თავდადების შედეგად მივაღწიეთ,“ - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე იტალიის ჯანდაცვის მინისტრი, რობერტო სპერანზა.

13 აგვისტო 2020, 08:36

მსოფლიო

აშშ-ში დაანგრევენ პავილიონს, სადაც მონებით ვაჭრობდნენ

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, დაანგრევენ პავილიონს, სადაც მე-18 საუკუნეში მონებით ვაჭრობდნენ. ლუისვილის საქალაქო საბჭომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, 4 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.

13 აგვისტო 2020, 08:16

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 4 800-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 737 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 737 417 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 162 474 ადამიანი დაინფიცირდა.

13 აგვისტო 2020, 08:03

მსოფლიო

ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა

ბელარუსში, ქალაქ გომელში, საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა. როგორც მედიასთან დაღუპულის, 25 წლის კაცის დედა აცხადებს, მას გულის პრობლემები ჰქონდა და აქციაზე დაკავების შემდეგ, პოლიციის ფურგონში რამდენიმე საათი გაატარებინეს.

კანიე უესტი ფეხსაცმელი

13 აგვისტო 2020, 00:52

ტაბლოიდი

კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა

ამერიკელმა რეპერმა და დიზაინერმა კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა. უესტის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამომწერების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

13 აგვისტო 2020, 00:44

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეიცვალა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეცვალა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, დიდ ბრიტანეთში კორინავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა (46 706-დან 41 329-მდე).

13 აგვისტო 2020, 00:37

ტაბლოიდი

კურტ კობეინის სახლის დაზღვევის საბუთი მუსიკოსის ხელმოწერით აუქციონზე გაიყიდება

საბუთს კომპანია Inscriptagraphs Memorabilia ფლობს, რომელიც ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით ვაჭრობს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისში, აშშ-ში აუქციონზე კურტ კობეინის გიტარა $6 მილიონად გაიყიდა.

ტესლა

13 აგვისტო 2020, 00:20

ეკონომიკა

ილონ მასკმა გადაწყვიტა Tesla-ს აქციები ხელმისაწვდომი გახადოს

ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა აქციების გაყოფის შესახებ განაცხადა. კერძოდ ერთი აქცია 5 ნაწილად გაიყოფა და ისე გაიყიდება. ამ ფონზე აქციის ფასმა 7%-ით აიწია. ამის შესახებ Reuters წერს.

13 აგვისტო 2020, 00:09

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დღეს COVID-19-ზე სინჯი 280-მდე მოქალაქეს აუღეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა COVID-19-ზე სინჯი 280-მდე მოქალაქეს აუღეს. აქედან 20 პირის ტესტირება დაბა სტეფანწმინდაში მოხდა, ისინი დაინფიცირებულის კონტაქტები არიან. 19 პირს აუღეს ნიმუშები სოფელ არშაში, ისინიც ასევე ინფიცირებული პირის კონტაქტები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

13 აგვისტო 2020, 00:02

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 165 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 165 ათასს გადააჭარბა.

იური ტრუტნევი

12 აგვისტო 2020, 23:59

COVID19

რუსეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის ვიცე-პრემიერს, იური ტრუტნევს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

კელი დეგნანი

12 აგვისტო 2020, 23:59

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

ახლა საქართველოს სჭირდება აღსრულების ვალდებულება, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გახადოს ის გამძლე. საქართველოს სჭირდება მისი პრობლემების მართვა. ახლა საქართველო იმ დონეზეა, სადაც მას სჭირდება დემოკრატიულ და ეკონომიკურ გზაზე მსვლელობის გაგრძელება“, - განაცხადა დეგნანმა.

12 აგვისტო 2020, 23:47

მსოფლიო

პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ

პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ. კერძოდ, სახელმწიფო ტელეარხები „ბელარუს 1“ და „ონტ“ ხუთმა ტელეწამყვანმა დატოვა.