08 ივლისი 2020, 00:50 / სანდო წყარო

ივანე მაჭავარიანი ტურიზმის გახსნაზე: ჩვენ უნდა მივიღოთ ინფექციის მინიმალური იმპორტი და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

ჩვენ უნდა მივიღოთ ინფექციის მინიმალური იმპორტი და, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი და არა ის, რომ, ეკონომიკაზე პრაქტიკულად უმნიშვნელო, არამატერიალური ეფექტი გვქონდეს, მაგრამ - კორონავირუსის გავრცელებისთვის საკმარისი იყოს. ამ შემთხვევაში, კოვიდის იმპორტს მივიღებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტურიზმის გახსნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„შარშან ევროკავშირიდან საქართველოში 480 ათასი ადამიანი ჩამოვიდა. 100-ვე პროცენტით ხომ ვერ აღდგება შარშანდელი ტურიზმი?.. უკეთეს შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ამის 50% აღდგება. ამ საკითხს სპეციალურად ვიკვლევდი და, საბერძნეთში, ესპანეთში, სადაც ტურიზმი იხსნება, მოლოდინი მაქსიმუმ, 50%-ია. ჩვენ შემთხვევაში, იმის ნახევარი, რაც შარშან იყო, მაგალითად, პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრამდე, ევროპელი ტურისტების მაჩვენებლის ნახევარიც რომ აღდგეს, ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა და ტურიზმისთვის, ესაა წვეთი ზღვაში. ეს 1%-იც არაა ჩვენი ჯამური, წლიური ტურიზმის. ამას ვნახავთ კიდეც. ერთ-ერთ ქვეყანასთან რომ გავხსნით მიმოსვლას, მაგალითად, გერმანიასთან. შარშან აქედან 80-85 ათასი იყო ტურისტი. გახსნის შემდეგ ვნახავთ, წლის ბოლომდე რამდენი აღდგება - ნახევარი, მესამედი თუ მეოთხედი. [2019 წელს] მარტო სომხეთიდან გვყავდა მილიონზე მეტი ტურისტი, მილიონზე მეტი - აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან... ჩვენ უნდა მივიღოთ ინფექციის მინიმალური იმპორტი და, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი და არა ის, რომ, ეკონომიკაზე პრაქტიკულად უმნიშვნელო, არამატერიალური ეფექტი გვქონდეს, მაგრამ - კორონავირუსის გავრცელებისთვის საკმარისი იყოს. ამ შემთხვევაში, კოვიდის იმპორტს მივიღებთ. შესაბამისად, რისკი და შედეგი, ანუ - სიკეთე, უნდა იყოს დაბალანსებული. არ შეიძლება, რომ მხოლოდ გარისკო, თუ იცი, რომ ამას არანაირი სიკეთე არ მოჰყვება. ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია, აქ არაა საჭირო გენიოსობა, ამას დიდი ჭკუა არ სჭირდება. უნდა შევხედოთ, იმ ქვეყნებს, საიდანაც, ტრადიციულად, მაღალი პოტენციალი იყო. თუ მათთან ეპიდემიოლოგიური ვითარება მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება, უკვე შეიძლება, რომ გახსნაზე ვილაპარაკოთ“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ყველა სიახლე

06 აგვისტო 2020, 22:25

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ჩემი კოლია, ალბათ, არასდროს იქნება პრეზიდენტი - მას პრეზიდენტობისთვის არ ვამზადებ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თავის უმცროს შვილს პრეზიდენტის როლისთვის არ ამზადებს. ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

06 აგვისტო 2020, 22:05

სამართალი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალგზარდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა დაბა ჯვარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

06 აგვისტო 2020, 21:57

სამართალი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

06 აგვისტო 2020, 21:44

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

ექსპერტების შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით (1,3 მილიარდი ადამიანი) ეს არც თუ ისე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა მთავრობას ვირუსის გავრცელების რეალური სტატისტიკის დამალვაში ადანაშაულებენ.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

06 აგვისტო 2020, 21:37

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ვიმედოვნებ, რომ აშშ ჯანმოდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს და უფრო ძლიერი ურთიერთობები გვექნება, ვიდრე ოდესმე გვქონია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ ჯანმოდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს.

ნათია სხვიტარიძე

06 აგვისტო 2020, 21:25

COVID19

ნათია სხვიტარიძე: ჩვენ შევძელით ქვეყანაში პანდემიის მიმდინარეობა კონტროლირებადი გაგვეხადა

„იმისათვის რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ და რისკი არ გაიზარდოს, მხოლოდ მთავრობის და სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის. როგორც გაზაფხულის პერიოდში იყო, ახლაც, ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ დავიცვათ ის მარტივი რეკომენდაციები რომელიც ჯანდაცვის სექტორის მიერ არის მოწოდებული და რომელიც აპრობირებულია“, - აღნიშნა ნათია სხვიტარიძემ.

სალომე ზურაბიშვილი

06 აგვისტო 2020, 21:15

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი გაერო-ში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის პარტნიორ ქვეყნებს მადლობას უხდის

​საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რვა ქვეყნის მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

06 აგვისტო 2020, 20:56

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, ევროკავშირი და ნატო ბელარუსს სანქციებით ემუქრებოდა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, ევროკავშირი და ნატო ბელარუსს სანქციებით ემუქრებოდა. ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

06 აგვისტო 2020, 20:54

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: არანაირი საფუძველი არ გვაქვს დღეს, რომ არჩევნების გადადებაზე ვიფიქროთ

ჩვენი ქმედებების, იმ ღონისძიებების შედეგად, რაც ჩვენ პირველივე დღეებიდან განვახორციელეთ, პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით დღეს საკმაოდ სტაბილური ვითარება გვაქვს, შესაბამისად არანაირი საფუძველი არ გვაქვს დღეს, რომ ჩვენ არჩევნების გადადებაზე ვიფიქროთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი შოთაძე

06 აგვისტო 2020, 20:52

სამართალი

გენერალური პროკურორი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ოჯახის ადვოკატს შეხვდა

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნით. მონაცემების შენახვა მოთხოვნილ იქნა „ფეისბუქ“ მომხმარებლის პროფილის შექმნის დღიდან 24 ივლისის ჩათვლით (ის რისი შენახვის მაქსიმალური შესაძლებლობა არსებობს).

მაია ცქიტიშვილი

06 აგვისტო 2020, 20:50

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილმა იმ სამუშაოს შესახებ ისაუბრა, რომელიც სოციალური დახმარების მესამე პაკეტის წარდგენას წინ უძღოდა

„მას შემდეგ რაც ჩვენ უკვე შეგვეძლო შეგვეფასებინა თუ რამდენ ადამიანს სჭირდება შემოსავლების ან სამსახურის დაკარგვის შემდეგ მისაღები კომპენსაცია და თვითდასაქმებულთა კომპენსაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე შევძელით რომ შეგვეფასებინა თუ რა რესურსი იქნებოდა ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმისთვის რომ ჩვენ უკვე მესამე პაკეტი შეგვეთავაზებინა. და სწორედ ამ ანალიზის შედეგად ჩვენ შევძელით, რომ ის პაკეტი შეგვეთავაზებინა დღეს, რაც იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელი

06 აგვისტო 2020, 20:38

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფინანსური დახმარება მთავრობის მთავარ პრიორიტეტს - თითოეულ ადამიანზე ზრუნვას უსვამს ხაზს

„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის მთავარ საზრუნავს - თითოეულ ადამიანზე და განსაკუთრებული ზრუნვა ჩვენს ახალგაზრდებზე, რადგან ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

06 აგვისტო 2020, 20:26

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ანგელა მერკელი ძუ მგელია - ევროპა მის გარეშე ძალას დაკარგავს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ძუ მგელია, ხოლო ევროპა მის გარეშე ძალას დაკარგავს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

06 აგვისტო 2020, 20:12

COVID19

ჯანმოს დირექტორი: დეზინფორმაცია ვირუსზე უფრო სწრაფად შეიძლება გავრცელდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVID-19-მა გამოავლინა, თუ როგორ წარმოადგენს დეზინფორმაცია უსაფრთხოების ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს.

TikTok

06 აგვისტო 2020, 19:51

ეკონომიკა

Forbes-მა TikTok-ის ვარსკვლავების პირველი რეიტინგი შეადგინა

პირველ ადგილზე ედისონ რეი ისტერლინგი გახდა, რომლის შემოსავალმათ Forbes-ის გათვლებით 5 მილიონი დოლარი შეადგინა. მის საცეკვაო ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. გოგომ კონტრაქტები გააფორმა Reebok-თან, საათების მწარმოებელ Daniel Wellington-თან და ტანსაცმლის ბრენდთან American Eagle.

დავით ბაქრაძე

06 აგვისტო 2020, 19:43

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: საქართველოში რუსეთის ყველა მოქმედება არის უკანონო

„რუსეთის ნაბიჯები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ამიტომ ბუნებრივია, რომ გაერო თავის რეზოლუციებში მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს საქართველოს როგორც რუსული აგრესიის მსხვერპლს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

06 აგვისტო 2020, 19:40

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტებს აქვეყნებს

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ სამართლებრივი აქტის პროექტებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ წესებში გაწერილი მოთხოვნები წარმოადგენს ინვესტორთა უფლებების დაცვის მექანიზმს, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს და, თავის მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.

06 აგვისტო 2020, 19:28

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას ეხმაურება

სპეციალური პენიტენციური სამსახური 2020 წლის 6 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებებში გასულ ყოფილი პატიმრის ანონიმურ ინტერვიუს ეხმაურება , სადაც რესპოდენტი საუბრობს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდზე და აცხადებს, რომ სხვა პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, ასევე სექსუალური შევიწროების მცდელობას.

ალექსანდრე ლუკაშენკო

06 აგვისტო 2020, 19:22

COVID19

ალექსანდრე ლუკაშენკო: კორონავირუსი ჩამიდეს - ახლა ამ საკითხს ვიძიებთ

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ იგი კორონავირუსით განზრახ დააავადეს.

06 აგვისტო 2020, 19:15

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ დევნილი ბენეფიციარები მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აბასთუმანში აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარები მოინახულა, რომლებიც „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ სარეაბილიტაციო კურსს გადიან, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.