imedi.ge /  08 ივლისი 2020, 17:54 / სანდო წყარო

პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა

კანონმდებლებმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში - „საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიში - სამოქალაქო საზოგადოების შეფასება“ განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საკითხი „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, კოტე ერისთავმა გამოიტანა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ევროკავშირისა და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის შემუშავებული 2017-2020 წლების დღის წესრიგი ითვალისწინებს მოკლევადიან და საშუალოვადიან პრიორიტეტებს, რომელთაგან პირველი 2018 წლის ბოლომდე უნდა მიღწეულიყო, ხოლო მეორე - 2020 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს შესრულებული. მისი თქმით, ორგანიზაციამ შეაფასა აღნიშნული პრიორიტეტების შესრულება შრომითი უფლებების და შრომის პოლიტიკის ნაწილში.

კოტე ერისთავმა თემატურად მიმოიხილა პრიორიტეტების შესრულების საკითხები და ყურადღება ძირითადად ოთხ მიმართულებაზე გაამახვილა: შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმები, შრომის ინსპექცია, შრომითი მედიაცია, სოციალური დიალოგის ხელშეწყობა და თანასწორი მოპყრობის საკითხები.

მან ისაუბრა პრიორიტეტების მიმართულებით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და აღნიშნა, არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა აღნიშნულ ვადებში ვერ მოხერხდა. მისი თქმით, არ გადადგმულა ნაბიჯები შრომითი ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით, პრობლემად რჩება რეგიონალური წარმომადგენლობების შექმნა და ადგილებზე ინსპექციის არარსებობა, საკვანძო საკითხია ინსპექციის სტრუქტურული დამოუკიდებლობა და ინსპექციის მანდატი. მისი თქმით, კანონპროექტის ჭიანურდება პარლამენტში, რადგანაც, როგორც ჩანს, პარლამენტი მზად არ არის, რომ ინსპექციის მანდატის გაზრდას დაუჭიროს მხარი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მთელი რიგი კონვენციებისა, რაც დაკავშირებულია სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებასთან, არ არის რატიფიცირებული. მისივე თქმით, იმედს იტოვებენ, რომ პარლამენტი მიიღებს კანონს შრომით ინსპექციასთან დაკავშირებით, რითაც საერთაშორისო ვალდებულებასაც შეასრულებს და დასაქმებულებსაც ღირსეულ სამუშაო პირობებს შეუქმნის.

მისივე თქმით, საშუალო ვადიან პრიორიტეტთაგანია მედიაცია და შრომითი დავების ეფექტური მექანიზმის შექმნა, რაც 2020-2021 წლამდე უნდა შესრულდეს. იმის მიუხედავად, რომ მედიაციის ინსტიტუტი ქვეყანაში არსი, სამწუხაროდ მედიაცია ვერ იქცა შრომითი დავების გადაწყვეტის ეფექტურ მექანიზმად. მედიაციის ინსტიტუტს ბევრი პრობლემა აქვს, მის გაძლიერების გეგმა შევიმუშავეთ და სამინისტროს მივაწოდეთ, აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გასაუმჯობესებელია სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის საქმიანობა, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას დეკრეტული შვებულებების მიმართულებით და სხვა.

„საბოლოო ჯამში, გარკვეული წინსვლა არის, თუმცა ბევრად მეტია გასაკეთებელი. არის საკითხები, რომელთა შესრულების ვადაც ამოწურულია, არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც პროგრესი არ შეინიშნება და ვადაც გვეწურება, ამიტომ, იმ საკითხების მიღება, რომლებიც დაინიცირებულია კანონპროექტების სახით ახლა პარლამენტში, 2020 წლამდე უნდა მოესწროს და ეს სესია არის ის შესაძლებლობა, რომ ევროკაშირთან აღებული ვალდებულებების შესრულება მოხდეს“, - განაცხადა კოტე ერისთავმა.

კომიტეტებმა ასევე განიხილეს დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

აღნიშნული ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გამოიტანა და კანონმდებლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული დღის წესრიგის სამინისტროს მხრიდან შესრულების შესახებ.

მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა წინა მომხსენებლის გამოსვლას და თავდაპირველად განმარტებები შრომითი მიმართულებით საკითხებზე გააკეთა. კერძოდ, მან ისაუბრა იმ პროგრესზე, რაც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წელს იყო მიღწეული. როგორც მან განაცხადა, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა, რომ შრომის ინსპექცია ინსტიტუციურად გაძლიერდეს, შესაბამის კანონმდებლობაზე მუშაობა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„2019 წელი რეალურად გარდამტეხი იყო შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით იმიტომ, რომ პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ და, შესაბამისად, გაზარდა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მანდატი და მათ ნებისმიერ დროს, სასამართლოსადმი წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეუძლიათ შევიდნენ საწარმოში და შეამოწმონ, რამაც საკმაოდ დადებითი შედეგი გამოიღო და მნიშვნელოვნად შემცირდა სიკვდილიანობა“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

მისი თქმით, პარლამენტში შემოსული საკანონმდებლო ინიციატივა მოიაზრებს შრომის ინსპექციის დამოუკიდებელ სსიპ-ად ჩამოყალიბებას შესაბამისი მანდატით, უფლებებით და ეს ინსპექცია შრომის კოდექსით მინიჭებული უფლებებით უნდა იქცეს საზედამხედველო ორგანოდ, ისე როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს. მისივე თქმით, უკვე აქტიურად მიმდინარეობს შრომითი ინსპექციის ორგანიზაციულად გაძლიერებაც.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის საქმიანობაზე და ამ მიმართულებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაზე, ისაუბრა კოლექტიური დავების და მედიაციის მექანიზმის განვითარებაზე და ამ მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, აუცილებლად განსახორციელებელ ღონისძიებებზე, მედიაციის მექანიზმის განვითარებისთვის შექმნილ ახალ ხედვებზე, თანასწორობის პრინციპებზე, იმ ნაბიჯებზე, რაც სამინისტრომ გადადგა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე და სხვა.

ორივე საკითხთან მიმართებაში გაიმართა დისკუსია, მომხსენებლებმა უპასუხეს დეპუტატთა კითხვებს. საბოლოოდ, კომიტეტებმა ორივე ანგარიში ცნობად მიიღო.​

ყველა სიახლე

27 ივლისი 2021, 22:21

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა

გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, 31 ადამიანი დაშავდა, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ამირან სალუქვაძე

27 ივლისი 2021, 22:18

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: რა პანიკა ატეხეს ე.წ. მთავარ არხზე?! თურმე არა ტელევიზიას, არამედ ტელევიზიასთან დაკავშირებულ სარეკლამო კომპანიას ამოწმებენ

რა პანიკა ატეხეს ე.წ. მთავარ არხზე?! თურმე არა ტელევიზიას, არამედ ტელევიზიასთან დაკავშირებულ სარეკლამო კომპანიას ამოწმებენ. სხვა ტელევიზიებთან დაკავშირებულ სარეკლამო კომპანიებსაც ამოწმებენ“ - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაზე სოციალურ ქსელში.

გია აბაშიძე

27 ივლისი 2021, 22:16

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სრულიად ტოქსიკური ტელემაუწყებლობის საპასუხოდ, ხალხს არ აქვს უფლება კრიტიკული აზრი და გაბრაზება საჯაროდ გამოხატოს?

„სრულიად ტოქსიკური ტელემაუწყებლობის საპასუხოდ, ხალხს არ აქვს უფლება (კანონის ფარგლებში) კრიტიკული აზრი და გაბრაზება საჯაროდ გამოხატოს? - სვამს კითხვას აბაშიძე „რა, ნაცსექტის მედიამ ოფშორული ზონის პირობებში უნდა „იღვაწოს“? რა, სრულიად ტოქსიკური ტელემაუწყებლობის საპასუხოდ, ხალხს არ აქვს უფლება (კანონის ფარგლებში) კრიტიკული აზრი და გაბრაზება საჯაროდ გამოხატოს? ფსევდო-ბრალდებების ეს გაცვეთილი ჰიბერბოლიზაცია კი, ბოროტი, დათხელებული სექტის მიღმა ვეღარ აღიქმება სერიოზულად. სააკაშვილის ფინიების სხვა კლასტერს, ზოგიერთ ე.წ. ფაქტჩეკერს განვუმარტავ, რომ ზემორე ნაწერი ძალადობის წახალისება და მისკენ მოწოდება კი არ გახლავთ, არამედ არსებული მოცემულობის აღწერა და კრიტიკული შეკითხვების დასმაა“ - წერს აბაშიძე.

27 ივლისი 2021, 22:11

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: სიტყვის თავისუფლებას გვართმევენო, დიქტატურა მყარდებაო, ამას გველაპარაკება ის ხალხი, ვინც არბევდა ტელევიზიებს, იჭერდა ფოტოგრაფებს, აპატიმრებდა ანტენებს, დევნიდა ყველას და ყველაფერს, რაც მათ პროპაგანდას არ ემთხვეოდა

„ვერ ამჩნევდე მედიის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ პროგრესს, ან ბრმა უნდა იყო, ან უბრალოდ შეგნებულად უარს ამბობდე რეალობის აღქმაზე. P.P.S. - ისე, ჩვენში დარჩეს, ისეთ დღეში ჩავარდნენ, მართლა კარგად არის შესამოწმებელი რა ხდება მანდ“ - წერს Facebook-ზე გვიდიანი.

27 ივლისი 2021, 21:43

COVID19

ბოლო 24 საათში ბრიტანეთში კორონავირუსს 131 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 17 მარტიდან სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით 131 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 17 მარტიდან სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

დიმიტრი ხუნდაძე

27 ივლისი 2021, 21:24

პოლიტიკა

„კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ტურიზმი საქართველოში“ - პარლამენტის ორგანიზებით საჯარო დისკუსია გაიმართა

ონლაინ საჯარო დისკუსიაზე პასუხები გაეცა მოსახლეობისათვის საინტერესო კითხვებს, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი და როგორია სამომავლო პროგნოზები, სად გადაამოწმონ და მიიღონ სწორი ინფორმაცია ვაქცინაციის თაობაზე, როგორია პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქების პოლიტიკა, პანდემიის პირობებში მოგზაურობა, შეზღუდვები და რეკომენდაციები.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა

27 ივლისი 2021, 20:56

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

„ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 58-ე კმ-ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

27 ივლისი 2021, 20:39

სამართალი

რამდენ ხანში გადაასვენეს ლექსო ლაშქარავას ცხედარი ბინიდან ექსპერტიზის ბიუროში

მიასვენეს თუ არა ლექსო ლაშქარავას ცხედარი ბინიდან ექსპერტიზის ბიუროში ერთი საათის დაგვიანებით? „ქრონიკამ“ ქალაქში დამონტაჟებული კერძო ობიექტების გარე-კამერების ჩანაწერები მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ცნობა ყალბია. განმარტება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშიც გაკეთდა, სადაც განაცხადეს, რომ არხმა იცრუა.

27 ივლისი 2021, 20:33

COVID19

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი: იტალიაში მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 99% სრულად არავაქცინირებულ პირებზე მოდის

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყაში მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 99% სრულად არავაქცინირებულ პირებზე მოდის.

27 ივლისი 2021, 20:32

პოლიტიკა

როგორ აფასებს მესამე სექტორი არჩევნების შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას

საკანონმდებლო ორგამომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის მიერ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემუშავებული დასკვნა და რეკომენდაციები დაამტკიცა.

გურამ მაჭარაშვილი

27 ივლისი 2021, 20:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას არც ადრე ჰქონდა მტკიცებულებები და მით უმეტეს, დასკვნის შემდეგ

„ოპოზიციას არც ადრე ჰქონდა მტკიცებულებები და მით უმეტეს, დასკვნის შემდეგ, ობიექტურ რეალობას თვალს ვერ გაუსწორებდა და ამიტომ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა. გამომდინარე აქედან, ამ დასკვნით პრევენციული ზომა გაკეთდება, რათა სამომავლოდ ვერავინ შეძლოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

27 ივლისი 2021, 20:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ კეთილი ინებოს და გვითხრას თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, რა არის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არასწორი

ოპოზიციამ კეთილი ინებოს და გვითხრას თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, რა არის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არასწორი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნას 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უნდობლობას უცხადებენ.

გივი მიქანაძე

27 ივლისი 2021, 20:22

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: კონკრეტულ სიტუაციებში მართლაც იყო გარკვეული გადაცდომები, თუმცა ამას ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა არჩევნების შედეგებზე

„კომისიამ ყველა მიმართულებით, რაზეც ბრალდებების ორკესტრირებული შეტევა იყო წამოსული, ძირითადად რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული განშტოებების მხრიდან, კითხვებს გასცა პასუხი. ყველაზე პრობლემური უბნების გადათვლით დადგინდა, რომ კონკრეტულ სიტუაციებში მართლაც რომ იყო გარკვეული ხარვეზები და გადაცდომები, თუმცა ამას ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

27 ივლისი 2021, 19:54

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რიკ დემსს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე, მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

27 ივლისი 2021, 19:53

COVID19

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ ზრდასრული მოსახლეობის 100% აცრეს

ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის პირველი რეგიონი გახდა, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 100% აცრეს. ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ელხან სულეიმანოვმა განაცხადა.

რიკ დემსი

27 ივლისი 2021, 19:49

პოლიტიკა

რიკ დემსი: საქართველოს თავმჯდომარეობა გახლდათ ერთ–ერთი ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპის საბჭოში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დემსის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით ქვეყნის ძალისხმევას, ოკუპირებულ რეგიონებსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს თავმჯდომარეობის წარმატებულ მემკვიდრეობაზე ევროპის საბჭოში.

27 ივლისი 2021, 19:41

მსოფლიო

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის გამო, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღდგენა უფრო ნელა მოხდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის გამო, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღდგენა უფრო ნელა მოხდება.

27 ივლისი 2021, 19:24

ტექნოლოგიები

საფრანგეთში კაცმა ეტლით მოსარგებლე შვილისთვის ეკზოჩონჩხი შექმნა, რომელიც მოზარდს სიარულში ეხმარება

მსგავსი ეკზოჩონჩხები რამდენიმე ქვეყნის კლინიკებში გამოიყენება, თუმცა ინდივიდუალური მოხმარებისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. მოწყობილობის ღირებულება დაახლოებით 150 ათასი ევროა.

შემოსავლების სამსახური

27 ივლისი 2021, 19:22

სამართალი

შემოსავლების სამსახური: ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული განცხადება, სამწუხაროდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ, გავრცელებულ განცხადებას და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით.

27 ივლისი 2021, 19:03

COVID19

Fox News: აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციით გამოვა, რომ გარკვეულ სიტუაციებში ზოგიერთმა ვაქცინირებულმა პირმა პირბადის ტარება უნდა განაახლოს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციით გამოვა, რომ გარკვეულ სიტუაციებში ზოგიერთმა ვაქცინირებულმა პირმა პირბადის ტარება უნდა განაახლოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.