imedi /  08 ივლისი 2020, 20:50 / სანდო წყარო

ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში სამმხრივი კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს შორის სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საფრანგეთის დელეგაციას - ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ფრედერიკ მონდოლონი, ხოლო გერმანულ მხარეს წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხებზე გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიჰაელ ზიბერტი.

კონსულტაციების ფარგლებში ყურადღება დაეთმო COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას და იმ პრიორიტეტულ საგარეო პოლიტიკურ თემებს, რაშიც საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციები, მხარდაჭერა და ამ ქვეყნებთან კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

საუბრის დასაწყისში გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს, როგორც ეფექტური და გამჭვირვალე და მიულოცეს ქართულ მხარეს მიღწეული წარმატება. ვახტანგ მახარობლიშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გერმანულ და ფრანგულ მხარეებს იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ გაუწიეს საქართველოს, როგორც უშუალოდ ვირუსის გავრცელების ეტაპზე წარმოქმნილი საჭიროებების, ისე პანდემიით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების აღმოსაფხვრელად. მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს პანდემიის პირობებში ქვეყნებს შორის მიმოსვლის კუთხით არსებული რეგულაციები.

მინისტრის პირველმა მოადგილემ კონსულტაციებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, ივნისის ბოლოს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ახალ საარჩევნო კოდექსზე, რაც მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს.

ხაზი გაესვა, რომ საქართველო განაგრძობს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს. მხარეებმა მიულოცეს გერმანიის წარმომადგენელს 2020 წლის 1 ივლისიდან გერმანიის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარება. მიჰაელ ზიბერტმა გააცნო კოლეგებს თავმჯდომარეობისას გერმანიის პრიორიტეტები და დაგეგმილი ღონისძიებები. თავის მხრივ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, გერმანულ და ფრანგულ მხარეებს გააცნო საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესი და თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველო მიერ ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც ქვეყნის ევროპულ ოჯახთან შემდგომ დაახლოებას ემსახურება. ამ მხრივ, აქცენტი გაკეთდა სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიმართულებებზე. ნატო-ში ინტეგრაციაზე საუბრისას მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა ნატო-საქართველოს განსაკუთრებული თანამშრომლობის აქტიური დინამიკა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ასპირანტი საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლების თაობაზე მოკავშირეებისა და საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას. SNGP-ის განახლების პროცესში აუცილებელია გაგრძელდეს მოკავშირეების აქტიური ჩართულობა. ამასთან, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მონაწილეობას ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით სამშვიდობო ოპერაციებში.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა მხარეებს საფანგეთისა და გერმანიის მხრიდან საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა ევროპის ამ ორი ლიდერი სახელმწიფოს მნიშვნელოვან როლს საქართველოს საგარეო მიზნების მიღწევის პროცესში.

კონსულტაციებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ფოკუსირებული იყო პანდემიის წინააღდეგ ბრძოლაზე, ამ პერიოდშიც გრძელდებოდა უკანონო ქმედებები, ხელოვნური ბარიერების აღმართვა, ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ რეგიონებში და ქვეყნის მასშტაბით დეზინფორმაციის კამპანია. გერმანულ და ფრანგულ მხარეებს ეთხოვათ კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოს საკითხს ევროკავშირის და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ განხილვებში.

საფრანგეთისა და გერმანიის დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებული კურსის მიმართ. მხარეებმა ასევე იმსჯელეს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში გერმანიისა და საფრანგეთის შემდგომი ჩართულობის კონკრეტულ შესაძლებლობებზე.

ხაზი გაესვა, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული განვითარების ყველაზე წარმატებული მოდელია და საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება მუდმივად იქნება ევროკავშირის და კონკრეტულად გერმანიისა და საფრანგეთის პოლიტიკურ დღის წესრიგის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

ქართულ-გერმანულ-ფრანგულ სამკუთხედს საფუძველი ჩაეყარა 2018 წელს. სამკუთხედის ჩამოყალიბება განაპირობა ევროპის ორ წამყვან სახელმწიფოსთან - გერმანიასა და საფრანგეთთან არსებულმა მჭიდრო, ინტენსიურმა და დინამიკურად მზარდმა ურთიერთობებმა და საქართველოს, როგორც ამ ორი ქვეყნის საიმედო პარტნიორის ინტერესმა, სამმხრივ ფორმატში (საქართველო-გერმანია-საფრანგეთი) რეგულარულად აწარმოოს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი. სამმხრივ ფორმატში კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა 2018 წლის 14 ნოემბერს, პარიზში.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

15 აგვისტო 2020, 20:44

COVID19

თამარ გაბუნია: ის ფაქტი, რომ შემთხვევების რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს

ქვეყანაში არსებული სურათი საყურადღებოა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ შემთხვების გარკვეული მერყეობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

15 აგვისტო 2020, 20:41

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყოფილი ხელისუფლების პრეტენზია, რომ ისევ მართონ ქვეყანა, ყველაზე საშიში და საფრთხის მატარებელია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩიხში არიან და ამიტომ ცდილობენ 2008 წლის ომის შემდგომ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც ჩაწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, დაშვებული შეცდომის აღიარებას.

ირაკლი სესიაშვილი

15 აგვისტო 2020, 20:33

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ეს იყო ის ჩანაწერი, რომელიც რუსეთსა და პუტინს აწყობდა

ერთმნიშვნელოვნად ეს იყო მოღალატეობრივი ქმედება, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ამ ჩანაწერს პირველად საერთაშორისო დონეზე, რითაც ფაქტობრივად მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველო და საქართველოს შეიარაღებული ძალები დაანაშაულა ცეცხლის გახსნასა და ომის დაწყებაში - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

15 აგვისტო 2020, 20:12

ტექნოლოგიები

ჩინეთში მომავლის ქალაქი შენდება, სადაც სავარაუდოდ ეპიდემიების დროს ცხოვრება უსაფრთხო იქნება

ჩინეთში შენდება მომავლის ქალაქი, სადაც ეპიდემიის დროს ცხოვრება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. ქალაქის მშენებლობა Guallart Architects-ის არქიტექტურულმა ბიურომ დააპროექტა. ინფორმაციას ArchDaily ავრცელებს. მომავლის ქალაქი პეკინიდან 100 კილომეტრის მოშორებით შენდება. „ჩვენ ამის შემდეგ ვეღარ დავაპროექტებთ და ავაშენებთ ქალაქებს ისე, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვენ პროექტი თვითიზოლაციის დროს მოვამზადეთ, ამიტომ გავითვალისწინეთ ყველა ასპექტი, რაც კარანტინის დროს ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს“, - აცხადებენ არქიტექტურულ ბიუროში.

15 აგვისტო 2020, 19:25

საზოგადოება

მეტროსადგური „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მოკლე ჩართვის გამო გაჩერდა

​​​​​​​​მეტროსადგური „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მოკლე ჩართვის გამო გაჩერდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ვესტიბიულის ტექნიკურ ოთახში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც გამოიწვია დაკვამლიანება.

დავით ქირიკაშვილი

15 აგვისტო 2020, 19:12

COVID19

ყაზბეგის მერის მოადგილე: შანსი იმისა, რომ ყაზბეგი ეპიდემიოლოგიურ რუკაზე წითელ ზონად მოინიშნოს, თითქმის არ არსებობს

დავით ქირიკაშვილის თქმით, შანსი იმისა, რომ ყაზბეგის რეგიონი საქართველოს ეპიდემიოლოგიურ რუკაზე წითელ ზონად მოინიშნოს, თითქმის არ არსებობს. მისივე თქმით, ინფიცირების პირველივე შემთხვევების გამოვლენისთანავე, ადგილობრივმა მოსახლეობამ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და აქტიურად ჩაერთვნენ ეპიდემიოლოგიურ კვლევებში, რამაც კერების ლოკალიზებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

15 აგვისტო 2020, 19:00

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონჭკათში მეწყერმა ბეტონის გზა ჩამოშალა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონჭკათში, შუა ღელესთან ახლოს მდებარე უბანში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა და მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ადგილებში მაცხოვრებლების გარდა, მთელი სოფელი გადაადგილდება, რადგან ციტრუსი აქვთ და ახლა ეს შემოვლითი გზის გარდა ვერ ხორციელდება.

ალექსანდრ ლუკაშენკო
ვლადიმერ პუტინი

15 აგვისტო 2020, 18:53

მსოფლიო

ლუკაშენკომ და პუტინმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს

„ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ წარმოშობილი პრობლემები მალე მოგვარდება. მთავარია, რომ ამ პრობლემებით არ ისარგებლონ დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც მიისწრაფვიან, რომ სახელმწიფო ერთობის ჩარჩოში ორი ქვეყნისთვის სასარგებლო ურთიეობები დააზიანონ“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით ზალკალიანი

15 აგვისტო 2020, 18:52

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ინდოეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

„ვულოცავთ ინდოეთის მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ერებს შორის მეგობრობა საერთო ვალდებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება. ერთად გავაგრძელებთ ამ პარტნიორობაზე ზრუნვას. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, - წერს ზალკალიანი.

15 აგვისტო 2020, 18:41

რეგიონი

2022 წლისთვის ქუთაისში ახალი საცურაო აუზის მშენებლობის დასრულება იგეგმება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. მისი სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება.

მიხეილ ყაველაშვილი

15 აგვისტო 2020, 18:41

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი დავით ბაქრაძის განცხადებაზე: სწორედ ამის გადასაფარად აბრალებდნენ სხვებს რუსეთუმეობას ეს ქვეყნის მოღალატეები

დავით ბაქრაძემ ქართული ჯარის დადანაშაულება ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში ღალატი კი არა, კომპრომისია და სწორად მოვიქეცითო- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის საარჩევნო ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას.

15 აგვისტო 2020, 18:23

რეგიონი

სხვადასხვა რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა, - ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

15 აგვისტო 2020, 18:15

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ღალატი

დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ღალატი - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბაქარაძემ დაადასტურა ფაქტი, რომ მათ მხარი დაუჭირეს ისეთ რეზოლუციას და დაუშვეს რეზოლუციაში ისეთი ტექსტის ჩაწერა, რომლითაც მათ საკუთარ სამშობლოსა და ჩვენს ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალეს.

ცოტნე ზურაბიანი

15 აგვისტო 2020, 18:07

პოლიტიკა

ცოტნე ზურაბიანი: მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადება და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია

პარლამენტის წევრი, ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას აფასებს. „დავით ბაქრაძის მტკიცებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი. მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადებაც და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია“, - წერს ზურაბიანი Facebook-ზე.

15 აგვისტო 2020, 18:06

კულტურა

Disney-მ „მულანის“ ახალი ტრეილერი გაავრცელა

კომპანია Disney-მ რეჟისორ ნიკი კაროს ფილმ „მულანის“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. სურათი 1998 წლის მულტფილმის ეკრანიზაციაა. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა გოგო თავს კაცად ასაღებს და ჯარში მიდის. შედეგად, ის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მეომარი ხდება.

კორონავირუსი აზერბაიჯანი

15 აგვისტო 2020, 18:04

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 34 107 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 506 ადამიანი. ვირუსისგან 31 697 პაციენტი განიკურნა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

15 აგვისტო 2020, 17:57

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ბაქრაძემ აღიარა, რომ საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში ხმა მისცა რეზოლუციას, სადაც აღიარებულია საქართველს მიერ ომის დაწყება

დავით ბაქრაძემ აღიარა, რომ საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში ხმა მისცა რეზოლუციას, სადაც აღიარებულია საქართველს მიერ ომის დაწყება, ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა, კასეტური ბომბების გამოყენება და სხვა - ამის შესახებ ეკონომისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი Facebook-ზე წერს.

გიორგი ვოლსკი

15 აგვისტო 2020, 17:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ 2008 წელს ომი დაიწყო, იყო უშველებელი ღალატი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას შეეხებოდა, განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ რეზოლუციაზე ხელმოწერის შედეგად, რუსეთს მისცა რესურსი, რომლითაც დღემდე ჰააგის სასამართლოში გვებრძვის.

15 აგვისტო 2020, 17:53

საზოგადოება

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული სამხედროები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული 2 სამხედრო პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული 13 პირის ნეშტი, მათ შორის, 8 სამხედროს და 5 მშვიდობიანი მოქალაქის.

ლუკაშენკო

15 აგვისტო 2020, 17:47

მსოფლიო

Bloomberg: ლუკაშენკოს გარემოცვა კრემლის წარმომადგენლებთან რუსეთში გაქცევის შესაძლებლობას განიხილავდა

თავად ლუკაშენკომ 14 აგვისტოს უარყო ინფორმაცია იმის შესახებ რომ ქვეყანას დატოვეს. „ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ წავსულვარ“, - განაცხადა მან. დღეს კი ლუკაშენკომ ვითარება რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში განიხილა. პუტინის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტები დარწმუნებულები არიან, რომ სიტუაცია ბელარუსში მალე დარეგულირდება.