www.imedi /  09 ივლისი 2020, 00:05 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: ჩვენ ოპოზიციის მხრიდან შეჩვეული ვართ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის არსებული სიტუაციის გამოყენებას

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

ჩვენ ოპოზიციის მხრიდან შეჩვეული ვართ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის არსებული სიტუაციის გამოყენებას და ეს არა ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევას, საზღვრების გახსნას. მე აბსოლუტურად არ მაინტერესებს მათი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებებს და ისინი უნდა იყონ თანმიმდევრულები ამ გადაწტყვეტილებებში.

„ჩემთვის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, მთავარია ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, მათ ჯანმრთელობაზე, ისევე, როგორც ზრუნვა ჩვენი პარტნიორი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. რადგან პასუხისმგებელია ხელისუფლება, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები ამ გადაწტყვეტილებებში. ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ყოველ დღე ახალ-ახალ ინფორმაციას ვიღებთ, რომ ამა თუ იმ რეიტინგში, საქართველო დაწინაურდა, მაგალითად, იგივე უსაფრთხო ქვეყნის კუთხით და ეს ყველაფერი გამოძახილია იმ ეფექტიანი პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და ასევე იმ რეფორმების გატარების კუთხით, რაც განაპირობებს ჩვენ წინსვლას. ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არა მიადგეს ზიანი და რა შეფასებას მისცემს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“ თუ სხვა ოპოზიცია, ნაკლებ მნიშვნელოვანია.

ჩვენ გადაწყვეტილებებს ყველა დეტალის გათვალისწინებით ვიღებთ. მაგალითად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და მეც ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ ვიზიტის დროს მომხდარიყო შეთანხმება და მყისიერად გაგვეხსნა საზღვრები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია როგორც უნგრეთში, ისე მის მოსაზღვრე ქვეყნებში არ ვითარდებოდა ბოლო დღეებში ისე, როგორც სასურველია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შედგება ერთობლივი კომისია, რომელიც ორმხრივად გადაწყვეტს, რა დროიდან ამოქმედდება მიმოსვლა. ჩვენ პასუხისმგებლობით ვუდგებით ყველა საკითხს და არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება საკითხის ზედმიწევნით შესწავლის გარეშე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2020, 09:39

რეგიონი

კახეთში ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებათ

კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის ოდენობა დათვლილია.

13 აგვისტო 2020, 09:34

მსოფლიო

ერაყში აფეთქება მოხდა

ერაყში, ბაღდადში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზა ტაჯის მიმდებარედ აფეთქება მოხდა. იერიში მიიტანეს იმ ავტომობილებზე, რომელთაც შეიარაღებული ძალებისთვის ბაღდადიდან აღჭურვილობა გადაჰქონდა. შედეგად, ერთი კონტეინერი დაიწვა.

13 აგვისტო 2020, 09:18

მსოფლიო

იემენში უამინდობას 174 ადამიანი ემსხვერპლა

იემენში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა. დაღუპულთა ორი მესამედი ქალაქ მარიბის მკვიდრია. მხოლოდ სანას პროვინციაში, წყალდიდობას 134 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 124 კი დაშავდა.

13 აგვისტო 2020, 08:59

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 55 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 175 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 55 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 175 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 3 164 785 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 104 201 ადამიანი გარდაიცვალა.

13 აგვისტო 2020, 08:51

COVID19

იტალიაში რამდენიმე ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კორონვირუსზე ტესტის გავლა სავალდებულო იქნება

იტალიის ხელისფლების გადაწყვეტილებით, ხორვატიიდან, საბერძნეთიდან, მალტადან და ესპანეთიდან ჩასულ ვიზიტორებს კორონავირუსზე ტესტის გავლა მოუწევთ. „ფრთხილი მიდგომა უნდა გავაგრძელოთ, რათა რათა შევინარჩუნოთ ის შედეგები, რომელთაც ბოლო თვეების განმავლობაში ერთობლივი თავდადების შედეგად მივაღწიეთ,“ - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე იტალიის ჯანდაცვის მინისტრი, რობერტო სპერანზა.

13 აგვისტო 2020, 08:36

მსოფლიო

აშშ-ში დაანგრევენ პავილიონს, სადაც მონებით ვაჭრობდნენ

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, დაანგრევენ პავილიონს, სადაც მე-18 საუკუნეში მონებით ვაჭრობდნენ. ლუისვილის საქალაქო საბჭომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, 4 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.

13 აგვისტო 2020, 08:16

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 4 800-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 737 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 737 417 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 162 474 ადამიანი დაინფიცირდა.

13 აგვისტო 2020, 08:03

მსოფლიო

ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა

ბელარუსში, ქალაქ გომელში, საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა. როგორც მედიასთან დაღუპულის, 25 წლის კაცის დედა აცხადებს, მას გულის პრობლემები ჰქონდა და აქციაზე დაკავების შემდეგ, პოლიციის ფურგონში რამდენიმე საათი გაატარებინეს.

კანიე უესტი ფეხსაცმელი

13 აგვისტო 2020, 00:52

ტაბლოიდი

კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა

ამერიკელმა რეპერმა და დიზაინერმა კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა. უესტის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამომწერების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

13 აგვისტო 2020, 00:44

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეიცვალა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეცვალა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, დიდ ბრიტანეთში კორინავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა (46 706-დან 41 329-მდე).

13 აგვისტო 2020, 00:37

ტაბლოიდი

კურტ კობეინის სახლის დაზღვევის საბუთი მუსიკოსის ხელმოწერით აუქციონზე გაიყიდება

საბუთს კომპანია Inscriptagraphs Memorabilia ფლობს, რომელიც ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით ვაჭრობს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისში, აშშ-ში აუქციონზე კურტ კობეინის გიტარა $6 მილიონად გაიყიდა.

ტესლა

13 აგვისტო 2020, 00:20

ეკონომიკა

ილონ მასკმა გადაწყვიტა Tesla-ს აქციები ხელმისაწვდომი გახადოს

ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა აქციების გაყოფის შესახებ განაცხადა. კერძოდ ერთი აქცია 5 ნაწილად გაიყოფა და ისე გაიყიდება. ამ ფონზე აქციის ფასმა 7%-ით აიწია. ამის შესახებ Reuters წერს.

13 აგვისტო 2020, 00:09

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დღეს COVID-19-ზე სინჯი 280-მდე მოქალაქეს აუღეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა COVID-19-ზე სინჯი 280-მდე მოქალაქეს აუღეს. აქედან 20 პირის ტესტირება დაბა სტეფანწმინდაში მოხდა, ისინი დაინფიცირებულის კონტაქტები არიან. 19 პირს აუღეს ნიმუშები სოფელ არშაში, ისინიც ასევე ინფიცირებული პირის კონტაქტები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

13 აგვისტო 2020, 00:02

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 165 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 165 ათასს გადააჭარბა.

კელი დეგნანი

12 აგვისტო 2020, 23:59

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

ახლა საქართველოს სჭირდება აღსრულების ვალდებულება, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გახადოს ის გამძლე. საქართველოს სჭირდება მისი პრობლემების მართვა. ახლა საქართველო იმ დონეზეა, სადაც მას სჭირდება დემოკრატიულ და ეკონომიკურ გზაზე მსვლელობის გაგრძელება“, - განაცხადა დეგნანმა.

იური ტრუტნევი

12 აგვისტო 2020, 23:59

COVID19

რუსეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის ვიცე-პრემიერს, იური ტრუტნევს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

12 აგვისტო 2020, 23:47

მსოფლიო

პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ

პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ. კერძოდ, სახელმწიფო ტელეარხები „ბელარუს 1“ და „ონტ“ ხუთმა ტელეწამყვანმა დატოვა.

კორონავირუსი დიდი ბრიტანეთი

12 აგვისტო 2020, 23:20

COVID19

ბოლო კვირის განმავლობაში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე მესამე დღეა ათასს აჭარბებს

კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა ათასს უკვე მესამედ გადააჭარბა. ჯამში ქვეყანაში ვირუსის 315 560 შემთხვევა გამოვლინდა.

ნინო წილოსანი

12 აგვისტო 2020, 23:16

პოლიტიკა

გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. ახალ რეგულაციებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში ახალია და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება. ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა. პარლამენტი კი მის განხილვას სექტემბრიდან დაიწყებს.

12 აგვისტო 2020, 23:05

COVID19

საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.