imedi /  09 ივლისი 2020, 15:55 / სანდო წყარო

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილეს.

ინიციატივა პარლამენტის 73 წევრის მიერაა ​წარმოდგენილი. დადგენილების პროექტი კომიტეტში განსახილველად პარლამენტის წევრმა, ირინა ფრუიძემ გამოიტანა.

„ახალგაზრდობა დღეს უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, რაც შეეხება ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, დასაქმებას, ეკონომიკურ გაძლერებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში. იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი კონკრეტული სფეროს რეფორმა. ეს კომპლექსური საკითხია და ახალგაზრდული პოლიტიკა მოითხოვს სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა უწყების ჩართულობას და კოორდინირებულ საქმიანობას“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

მან დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, რომ 2019 წელს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შეიქმნა „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების სამუშაო ჯგუფი“, რომელმაც გააერთიანა სფეროში მოქმედი სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო და სხვა ტიპის დაწესებულებათა წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის ხელშეწყობით და საქართველოში გაეროს ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით კომიტეტმა მოამზადა და ჩაატარა მთელი რიგი კვლევები, რომელთა ანალიზის საფუძველზეც გამოვლინდა სფეროში არსებული ხარვეზები, განისაზღვრა ახალგაზრდების საჭიროებები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მათი პრიორიტეტები. სწორედ ამის საფუძველზე მომზადდა „2020-2030 წლების სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ პროექტი.

მომხსენებლის თქმით, კონცეფციით განისაზღვრება სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის 5 სტრატეგიულ პრიორიტეტი. ესენია: საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა; ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა. ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა; მათი ეკონომიკური გაძლიერება და ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სრულყოფა.

ირინა ფრუიძემ ისაუბრა ახალგაზრდული კონცეფციის სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ, და აქვე აღნიშნა, რომ ვინაიდან ეს არის კონცეფცია, ჩარჩო დოკუმენტი არ განსაზღვრავს კონკრეტულ გადასადგმელ ნაბიჯებს და აქტივობებს. ეს კონკრეტული აქტივობები უნდა გაიწეროს ახალგაზრდობის სააგენტოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. ამიტომ, დღესდღეობით არანაირი ფინანსური გათვლა საბიუჯეტო დანახარჯების შესახებ არ არსებობს. მას შემდეგ, რაც სააგენტო შეიმუშავებს სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი სახსრები.

ამასთან, სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განსახილველად გამოიტანა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2014 წლის 21 ნოემბრის „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის დაფინანსების ხელშეკრულების (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)“ ცვლილება.

ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოში ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების დაფინანსების მიზნით მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ საქართველოსთვის სესხის სახით დამატებითი თანხების გამოყოფას.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 15:32

სამართალი

პროკურატურა: ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. უწყებამ ამ საქმეზე კლინიკის დირექტორი და ერთი ექიმი დააკავა. კიდევ ერთი ექიმის მიმართ კი დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

04 აგვისტო 2020, 15:29

სპორტი

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა. ევროპაბეთის პლატფორმაზე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპმა სტარტი 5 ივლისს აიღო, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს დაიწყო. ტურნირის მონაწილეები საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტმა, რევაზ ცხოვრებაშვილმა და ევროპაბეთის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია კოპინაძემ დააჯილდოვეს.

04 აგვისტო 2020, 15:11

სამართალი

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ექიმი დააკავეს

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

04 აგვისტო 2020, 15:08

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში, იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, იან ჰომერის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. სამუშაოების შედეგად, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 4 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგო, - ამის შესახებ ინფორმაციას საბურთალოს რაიონის გამგეობა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

გიორგი ვაშაძე

04 აგვისტო 2020, 15:02

პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი ვაშაძეს კანდიდატურა შესაძლოა ისნის ოლქში დაუყენოს

„გიორგი ვაშაძემ დაუშვა მძიმე პოლიტიკური შეცდომები როცა ჯერ განაცხადა სრულიად უადგილო პრეტენზია პრემიერობაზე, შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა არ დაინახა ეს მძიმე პოლიტიკური შეცდომები, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამომრჩევლის დამოკიდებულება ვაშაძის მიმართ იქნება ისეთი, როგორიც ადრე", - აცხადებს წიკლაური.

04 აგვისტო 2020, 14:52

რეგიონი

ნინო ლომჯარიამ ოზურგეთში მდებარე უფასო სასადილო და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოზურგეთში მდებარე უფასო სასადილო მოინახულა, საკვების დამზადებისა და შენახვის პირობები შეამოწმა, ყოველდღიურ მენიუს გაეცნო და სასადილოს ბენეფიციარებს გაესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 14:51

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: სტიქიით დაზარალებულ, ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით სტიქიის ზონაში, ყველა სექტორის ეფექტიანმა და კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელთან და საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. 4 სოფელთან კავშირი დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით ხორციელდება. ამასთანავე, ყოველდღიური კომუნიკაციაა მოსახლეობასთან სტიქიის ზონაში და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეუფერხებლად მიეწოდება ვერტმფრენის საშუალებით, უამინდობის შემთხვევაში კი მეხანძრე-მაშველების დახმარებით.​

04 აგვისტო 2020, 14:32

საზოგადოება

კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები მუშაობას ახალი რეგულაციებით განაახლებენ

„ამ ეტაპზე ზოგადი მოთხოვნები, როგორიც არის დისტანცია, სადენზიფექციო სამუშაოების განხორციელება ეს იქნება შესაბამისად მოთხოვნა, რაც შეეხება ზოგადად სხვა პროტოკოლურ მოთხოვნებს, ეს უახლოეს დროში კერძო და სახელმწიფო სექტორთან შეთანხმებით იქნება დაზუსტებული, მათ შორის ბავშვების რაოდენობაც“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

04 აგვისტო 2020, 14:24

რეგიონი

რაჭაში, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოძრავი სასურსათო მაღაზიები მოემსახურება

რაჭაში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოძრავი სასურსათო მაღაზიები მოემსახურება. პროდუქციის ტრანსპორტირება გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ხდება. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია რეგულარული ფრენაც.

04 აგვისტო 2020, 14:20

საზოგადოება

თეონა თამაზაშვილი: აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ საქმეში FBI-ის ჩართვა სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს

„ჩავთვლი, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩემთვის, ამასაც არ ველოდით, რომ ვინმე წარმომადგენელი შეგვხვდებოდა. როგორც მითხრეს, ელჩი კელი დეგნანი არ იმყოფება ამ წუთას ადგილზე, - ეს განცხადება მედიასთან თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა გააკეთა.

04 აგვისტო 2020, 14:17

საზოგადოება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხვალ გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ხვალ ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნება. როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში აცხადებენ, ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა. მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა, საქმე მისმა მკვლელობამ შეაფერხა. მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა.

ვახტანგ გომელაური

04 აგვისტო 2020, 14:04

სამართალი

ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ბედოიძე.

04 აგვისტო 2020, 14:02

COVID19

ფილიპინებზე 24 საათში COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში COVID-19-ის 6 352 შემთხვევა დააფიქსირა. მონაცემები უწყების Facebok-ზეა ხელმისაწვდომი. 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 11 ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 112 593 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ლეტალურად 2 115 შემთხვევა დასრულდა.

თემურ მიქელაძე

04 აგვისტო 2020, 13:59

COVID19

თემურ მიქელაძე: ბავშვებს კორონავირუსი შედარებით მსუბუქად გადააქვთ, მაგრამ მისი სუპერ გამავრცელებლები არიან

„ყველას აქვს სოფელი, ამიტომ მშობლებს შეუძლიათ ბავშვები ნებისმიერ სოფელში გაიყვანონ. სწორი კვებით და ცხოვრების ჯანსაღი წესით ნებისმიერ სეზონზე ჩვენ ავიცილებთ ხშირ ავადობას, გავაძლიერებთ ბავშვის იმუნიტეტს. თუ ბავშვი არ იღებს ხილს, შეგვიძლია ორცხობილა ხილთან ერთად შევაზავოთ და ისე მივცეთ, რადგან ასეთ საკვებს უფრო მიირთმევენ“, - განაცხადა პედიატრმა.

ფაუერჩაინა/სინოჰიდრო

04 აგვისტო 2020, 13:53

ეკონომიკა

Powerchina/Sinohydro-ში აცხადებენ, რომ მზად არიან, ხულო-ზარზმის რთული პროექტის ხარისხიანად შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღონ

კომპანიამ Powerchina/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს. ამ ეტაპზე კომპანიასა და სამინისტროს შორის ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.

04 აგვისტო 2020, 13:50

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „შტადლერი“ დავარწმუნეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათი ბიზნესის გაფართოებისთვის

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის“ მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ ფრანცენი. ასევე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

04 აგვისტო 2020, 13:32

COVID19

გერმანიაში სკოლები გაიხსნა

გერმანიაში სკოლები გაიხსნა და მოსწავლეებს შედარებით მოკლე სასწავლო დღეები ექნებათ. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, საკლასო ოთახებში მოსწავლეების დასაშვები რაოდენობა. ასევე, განახლდება ცხრილები, რათა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს დერეფნებში ერთმანეთთან ნაკლები შეხება ჰქონდეთ.

ნაზი ჯანეზაშვილი  რან გიდორი

04 აგვისტო 2020, 13:30

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნაზი ჯანეზაშვილმა რან გიდორს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლა.

04 აგვისტო 2020, 13:28

ეკონომიკა

აუქციონზე 70 მილიონი ლარის 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 146 560 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.308 პროცენტით განისაზღვრა.

04 აგვისტო 2020, 13:26

ეკონომიკა

აუქციონზე 20 მილიონი ლარის 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 63 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტით, მაქსიმალური 8.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.274 პროცენტით განისაზღვრა.