imedi /  09 ივლისი 2020, 19:56 / სანდო წყარო

გია აბაშიძე: ვერც „ფრონტერას“ და ვერც შალიკოს „ფანჩატურელების“ მავნებელობა ვერ დააზიანებს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

მავნებელი ნაცოპოზიცია და მისი მარიონეტები მედიაში ორი დღეა ცდილობენ შემოგვასაღონ, რომ აშშ-ის კონგრესმა საქართველოს სანქციები დაუწესა. ესაა დიდი ტყუილი და შალიკოს ფანჩატურის ნაცოპოზიციის მორიგი ბლეფი - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, „ფრონტერას“ და შალიკოს „ფანჩატურელების“ მავნებელობა ვერ დააზიანებს.

,,აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს. კრიმინალური ნაცოპოზიცია ლობისტური საქმიანობის შედეგად, ცდილობს ამერიკულ კანონპროექტში საქართველოსთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს. დიდი ალბათობით, ეს არ იქცევა კანონად. ჯერ მხოლოდ კანონპროექტია, განხილვის საწყის ეტაპზე. ცალკეული კონგრესმენების აქტივობა ლობისტების მეშვეობით განწირულია ფიასკოსათვის. მარტივად - რასაც კრიმინალური ნაცოპოზიცია ამბობს, პირიქითაა. ეს არის და ეს. მათ ამინდის პროგნოზიც არ დაეჯერებათ. ვერც "ფრონტერას" და ვერც შალიკოს "ფანჩატურელების" მავნებელობა ვერ დააზიანებს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას“,- წერს გია აბაშიძე.

ყველა სიახლე

23 ივნისი 2021, 12:13

პოლიტიკა

აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის სენატში სენატორები რონ ჯონსონის, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

23 ივნისი 2021, 12:12

თავდაცვა

საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

23 ივნისი 2021, 12:01

პოლიტიკა

პარლამენტის ბიურომ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ დაარეგისტრირა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის“ რეგისტრაციის თაობაზე.

23 ივნისი 2021, 11:56

თავდაცვა

JTEC-ის ინიციატივის ნორვეგიელ ხელმძღვანელს მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ინიციატივის ნორვეგიელ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ კენეტ ბაკენს მედალი - „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა კენეტ ბაკენმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2019 წლის აგვისტოდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო.

23 ივნისი 2021, 11:44

თავდაცვა

DIBS-ში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების კურსი მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების კურსი დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კურსის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული კორუფციული რისკების გაცნობა, მათი აღმოფხვრისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ანტიკორუფციული საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვაა.

23 ივნისი 2021, 11:38

საზოგადოება

კახა კალაძემ საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილებაზე ისაუბრა

„აქ დაკმაყოფილებულია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები. ბაღი 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელს ემსახურება, დასაქმებულია 60 ადამიანი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია ლიფტი როგორც ეტლით მოსარგებლეებისთვის, ასევე ტექნიკური ლიფტი პერსონალისთვის. შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერებითა და უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო, თანამედროვე საბავშვო სათამაშო მოედნები და სივრცე სპორტული აქტივობებისთვის. საბავშვო ბაღის მშენებლობა ქალაქის ბიუჯეტიდან 1 203 000 ლარით დაფინანსდა“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

23 ივნისი 2021, 11:32

საზოგადოება

კახა კალაძე: დღეს, ბინები კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა

სამგორის რაიონში მცხოვრებ 15 ოჯახს გადავცემთ საკუთრებაში ბინებს, ისანში 3 ოჯახს გადაეცემა, წყნეთში, ოქროყანაში და ნაძალადევისა და ვაკის რაიონებში კი თითო ოჯახს დაუკანონდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

გრიგოლ გეგელია

23 ივნისი 2021, 11:31

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრორუსული არ არის

„არა. ერთადერთი, ისიც არ ვარ დარწუნებული ეს როგორ ან რატომ მოხდა,ეს ანაკლია არის. რუსეთის მთავარი მიზანი ჩვენთან მიმართებაში რა არის? დღეს რომ აქ, სტუდიაში სიმართლის აცრაგაკეთებული კრემლის ერთ-ერთ წამყვანი სტრატეგიული პოლიტიკის დამგეგმავი დავსვათ ის გეტყვით: არავითარი ევროკავშირი, არავითარი ნატო, საქართველოს თავისუფალ ნაწილში განლაგებული თუნდაც 1 სამხედრო ბაზა და მონაწილეობა და ვეტოს უფლება ყველა იმ პროექტში, რომელიც ენერგომატარებლების გატარებას გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის გავლით. არცერთი“, - განაცხადა ვაშაძემ.

23 ივნისი 2021, 11:30

მსოფლიო

აშშ-მა ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების 33 ვებგვერდი დაბლოკა

აშშ-მა ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების 33 ვებგვერდი დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

23 ივნისი 2021, 11:30

კულტურა

ევროპელი ექსპერტები გელათში არსებულ ვითარებას სწავლობენ

გელათის მონასტერი დილიდან დაკეტილია. ადგილზე ევროპელი ექსპერტები მივიდნენ, რომლებიც სამინისტროს მოწვევით ტაძარში არსებულ ვითარებას სწავლობენ. გელათში იმყოფება კულტურის მინისტრის მოადგილეც.

23 ივნისი 2021, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ

შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინირებულ თანამშრომლობას და ყურადღება გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

კახა კალაძე

23 ივნისი 2021, 11:25

საზოგადოება

კახა კალაძე: ბოლო წლებში მერიამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მილიარდზე ლარზე მეტი დახარჯა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად რთული ვითარებისა და პანდემიისა, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაკლებია. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ კუთხით, კიდევ უფრო მეტი თანხები დაიხარჯა.

ლევან იოსელიანი

23 ივნისი 2021, 11:20

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: უკრაინაზე დიდი მეგობარი საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს

„ვფიქრობ, რომ უკრაინაზე დიდი მეგობარი საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს, ეს ჩვენმა ხანგრძლივმა ურთიერთობამ არაერთგზის დაადასტურა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთერთობა იყოს იმ სიმაღლეზე, რომ არანაირი ბზარი და კითხვის ნიშანი არ იყოს ორ ქვეყანას შორის. მე, როგორც პარლამენტის წარმომადგენელი, ვაპირებ ინფორმაცია მივაწოდო იმ კრიზისთან დაკავშირებით რაც საქართველოში იყო“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მიხეილ გახელაძე

23 ივნისი 2021, 11:19

რეგიონი

ზაზა გახელაძის მამამ საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლა დროებით გადადო

დიდ პატივს ვცემ საქართველოს პატრიარქს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადავდივარ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მამამ მიხეილ გახელაძემ განუცხადა.

ანრი ოხანაშვილი

23 ივნისი 2021, 11:16

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო კანონმდებლობას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო კანონმდებლობას და მასში ასახული იქნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებიც.

ნინო ბარათაშვილი

23 ივნისი 2021, 11:15

პოლიტიკა

ნინო ბარათაშვილმა განმარტა, რა საკითხები განიხილება სალომე ზურაბიშვილის უკრაინაში ვიზიტისას

„საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იმართება 15-წლიანი პაუზის შემდეგ. განსახილველ საკითხებს შორის არის ორმხრივი ურთიერთობების თემატიკა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერისა და თანამშრომლობის თემატიკა. ცხადია, საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ეს ხარისხი კონკრეტულ შედეგებში რეალიზდეს“, - განაცხადა ბარათაშვილმა.

23 ივნისი 2021, 10:57

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,04%-ია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 360 828 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 346 792, გარდაიცვალა 5 211 პაციენტი.

23 ივნისი 2021, 10:55

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 360 828 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 346 792, გარდაიცვალა 5 211 პაციენტი.

23 ივნისი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 469 თბილისში, 69 კი იმერეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 29, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

23 ივნისი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 360 828 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 346 792, გარდაიცვალა 5 211 პაციენტი.