10 ივლისი 2020, 11:31 / სანდო წყარო

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ, მთავრობის მეთაურმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა...“.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს X მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2020, 12:11

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ლიგაში ორივე ფინალისტი ცნობილია

საქართველოს ფუტსალის ლიგაში ორივე ფინალისტი ცნობილია. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „თელასი ჯორჯიანსმა“ ნახევარფინალის მეორე მატჩში „თბილისი“ 8:4 დაამარცხა და ტიტულის დაცვისთვის იბრძოლებს. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ჰეთ-თრიკი ორმა ფეხბურთელმა გიორგი ტიკურიშვილმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა შეასრულა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

09 აგვისტო 2020, 12:06

COVID19

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარაში ერთით გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, COVID-19 კარანტინში მყოფი პირს დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ერთი პაციენტი გამოჯჯანმრთელდა. ჯამში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს 18 პაციენტი.

ჩავი ერნანდესი

09 აგვისტო 2020, 12:05

COVID19

კარანტინის წესების დარღვევის გამო, „ალ საადის“ მთავარი მწვრთნელი ჩავი კატარის ფეხბურთის ფედერაციამ 2 700 დოლარით დააჯარიმა

კარანტინის წესების დარღვევის გამო, „ალ საადის“ ლეგენდარული ესპანელი მთავარი მწვრთნელი ჩავი ყატარის ფეხბურთის ფედერაციამ 2 700 დოლარით დააჯარიმა, - ამის შესახებ ინფორმაციას First Post-ი ავრცელებს. ერნანდესი კორონავირუსით რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირდა და იზოლაციაში გადაინაცვლა, თუმცა ჩავი ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ რეგულაციებს არ იცავდა და სახლიდან გარეთ რამდენჯერმე გავიდა. ლეგენდარული ესპანელი ვირუსისგან მალევე განიკურნა და საქმიანობას დაუბრუნდა. მისი მომზადებული „ალ საადი“ კატარის ჩემპიონატში ოცი ტურის შემდეგ 41 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ალ დუჰაილს“ 5 ქულით ჩამორჩება.

09 აგვისტო 2020, 11:52

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 5,189 შემთხვევა დაფიქსირდა, 77 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 5,189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 887,536-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 14,931-მდე გაიზარდა.

09 აგვისტო 2020, 11:52

რეგიონი

თურქეთში სამუშაოდ გამგზავრებაზე დადებითი პასუხი უკვე 101-მა ადამიანმა მიიღო

ნინო ნიჟარაძის თქმით, საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მოწვევა გადაკვეთონ საზღვარი და დანიშნულების ადგილზე მივიდნენ.

09 აგვისტო 2020, 11:37

სპორტი

ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბი „ვულვზი“ უეფამ მკაცრად დასაჯა

ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბი „ვულვზი“ უეფამ მკაცრად დასაჯა. Birmingham Live-ის ინფორმაციით, ფინანსური ფეარ-პლეის წესის დარღვევის გამო, „მგლებს“ 2021 წლის ზაფხულამდე 30-მილიონიანი საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრა მოუწევთ და მომდევნო სეზონში ევროტურნირებზე მოხვედრის შემთხვევაში გუნდს განაცხადში 25-ის ნაცვლად, მხოლოდ 23 ფეხბურთელის შეყვანა შეეძლება. გარდა ამისა, „ვულვზს“ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სასარგებლოდ ჯარიმის სახით 700 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

09 აგვისტო 2020, 11:35

მსოფლიო

ავღანეთის უზენაესმა კრებამ, „ლოია ჯირგამ“ 400 თალიბის გათავისუფლება გადაწყვიტა

ავღანეთის უზენაესმა კრებამ, იგივე „ლოია ჯირგამ“, რომელიც სასულიერო პირებისა და ეთნიკური ლიდერებისგან შედგება, გადაწყვიტა, 400 თალიბი გაათავისუფლოს. „დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად, სამშვიდობო პრეცესის დასაწყებად და სისხლისღვრის დასასრულებლად, ლოია ჯირგა ამტკიცებს 400 თალიბის გათავისუფლებას“ - წერია დადგენილებაში.

09 აგვისტო 2020, 11:30

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღე-ღამეში სომხეთში COVID-19 225 ადამიანს დაუდგინდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.ბოლო მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსი 40,410 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 32,520 გამოჯანმრთელდა, 791 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. სომხეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 1-ელ მარტს გამოვლინდა.

09 აგვისტო 2020, 11:27

რეგიონი

ვლადიმერ ბორცვაძე: ახალქალაქში ვითარება სტაბილურია და ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია, ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

დიმიტრის იტუდისი

09 აგვისტო 2020, 11:25

COVID19

თორნიკე შენგელიას ახალი გუნდის, მოსკოვის „ცსკას“ მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა

თორნიკე შენგელიას ახალი გუნდის, მოსკოვის „ცსკას“ მთავარ მწვრთნელს დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Euro Hoops-ი ავრცელებს. ბერძენი სპეციალისტი სამშობლოში,ოჯახთან ერთად ისვენებდა, როდესაც COVID 19-ით დაინფიცირდა.მისმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, მეუღლეს და შვილებს კი ვირუსი არ აღმოაჩნდათ. უკვე გადაწყვეტილია, რომ იტუდისი საბერძნეთში დარჩება და იმკურნალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენგელია და მისი ახალი თანაგუნდელები სეზონისთვის მზადების საწყის ეტაპს მთავარი მწვრთნელის გარეშე გაივლიან.

09 აგვისტო 2020, 11:19

მსოფლიო

ბეირუთში ანტისახელისუფლებო გამოსვლებისას 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

8 აგვისტოს ბეირუთის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა პორტში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულების ხსოვნისთვის პატივი მიეგო. მოგვიანებით აქცია ანტისახელისუფლებო გამოსვლაში გადაიზარდა, დემონსტრანტების ნაწილი კი ჯერ საგარეო საქმეთა, შემდეგ კი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების შენობებში შეიჭრა. დედაქალაქის ცენტრში შეტაკებების დროს ერთი სამართალდამცველი დაიღუპა.

09 აგვისტო 2020, 11:02

მსოფლიო

ინდოეთში, საკარანტინო სასტუმროში ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ანდჰრა-პრადეშის შტატში, ხანძარი გაჩნდა სასტუმროში, რომლიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საკარანტინო სივრცედ იყო გადაკეთებული. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. სამართალდამცველების ინფორმაციით, ხანძარი კონტროლს ექვემდებარება და ადგილზე სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

09 აგვისტო 2020, 10:41

სპორტი

„ბარსელონამ“ „ნაპოლი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა

მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესო ლიონელ მესი იყო, რომელმაც ერთი ბურთი გაიტანა და ერთი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. მეოთხედფინალში „ბარსელონას“ მეტოქე „ბაიერნი“ იქნება, რომელმაც „ჩელსის“ გუშინ 4:1 მოუგო და ორი მატჩის ჯამში ლონდონის გუნდი 7:1 დაამარცხა.

ესპანეთის ყოფილი მეფე, ხუან კარლოსი

09 აგვისტო 2020, 10:36

მსოფლიო

მედია: კორუფციაში ბრალდებული ესპანეთის ყოფილი მეფე აბუ-დაბიში ჩავიდა

კორუფციულ სკანდალში გახვეული ესპანეთის ყოფილი მონარქი, ხუან კარლოსი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, აბუ-დაბიში ჩავიდა. 3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ყოფილმა მონარქმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. „მე თითქმის 40 წელი ვიყავი ესპანეთის მეფე და ამ წლების განმავლობაში ყოველთვის საუკეთესო მსურდა ესპანეთისთვის“, - აღნიშნა მან შვილისთვის დაწერილ წერილში.

09 აგვისტო 2020, 10:34

სპორტი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა. ვიდეო

„ინდიანა პეისერსმა“, სადაც გოგა ბითაძე თამაშობს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ 116:111 დაამარცხა. 21 წლის ქართველმა ცენტრმა 12 წუთი ითამაშა და ერთ ეპიზოდში „ლეიკერსის“ ლიდერს ლებრონ ჯეიმსს ეფექტურად დაუფარა. ბითაძემ ორიდან ორი ორქულიანი, ორიდან ერთი სამიანი გამოიყენა და შეხვედრა 7 ქულით, 2 მოხსნით, 1 დაფარებითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. „პეისერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო ტი ჯეი უორენი იყო, რომლის ანგარიშზეც 39 ქულა და 5 მოხსნაა. მომდევნო შეხვედრას ბითაძე და მისი თანაგუნდელები 11 აგვისტოს „მაიამისთან“ გამართავენ.

09 აგვისტო 2020, 10:25

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1225 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1000-ს შეადგენს.

09 აგვისტო 2020, 10:22

მსოფლიო

ჩეხეთში ხანძარს 11 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩეხეთში, ქალაქ ბოჰუმინში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 6 ადამიანია დაღუპული, დანარჩენები კი, ცეცხლისგან თავის დაღწევის მიზნით, სახლებიდან გადახტომის შემდეგ დაიღუპნენ.

09 აგვისტო 2020, 10:19

თავდაცვა

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი კოჯორში საველე შეკრებაზე იმყოფება

კურსის ფარგლებში, 15-21 წლის ახალგაზრდები ითვისებენ სალაშქრო - გადაადგილების, დაზვერვისა და შენიღბვის უნარ-ჩვევებს, ასევე ეცნობიან პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს. მომზადების გავლის შემდეგ, ახალგაზრდები ლეგიონს შეუერთდებიან.

09 აგვისტო 2020, 10:04

სამართალი

ახალქალაქში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება

09 აგვისტო 2020, 10:04

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით 555 ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 555 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 215 891-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 196 პაციენტი გარდაიცვალა, 197 400 კი გამოჯანმრთელდა.