IMEDI /  10 ივლისი 2020, 16:59 / სანდო წყარო

საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, ანგარიში რამდენიმე თვით ადრე იყო მოწოდებული და საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მას გასცნობოდა.

„ინტერესი სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართ საქართველოში და განსაკუთრებით, საქართველოს პარლამენტში ყოველთვის ძალიან მაღალია. წლევანდელი მოსმენაც არის ასევე, საპარლამენტო კონტროლის ძალიან ეფექტური საშუალება. ყოველთვის, როდესაც ჩვენ ამ ანგარიშს ვიხილავთ, ინტერესი მაღალია და ცხადია, ეს ინტერესი ეფუძნება ჩვენს საერთო მიზანს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული, უსაფრთხო და ჩვენი შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ამ მხრივ ძალიან აქტიურად მუშაობენ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ანგარიში სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა წარადგინა.

„ანგარიშში ასახულია თუ რა გამოწვევები, რა პრობლემები და რა საფრთხეები არსებობდა 2019 წელს. ასევე, ასახული, თუ რას პასუხობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ პრობლემებს და გამოწვევებს“, - განაცხადა ანგარიშის წარდგენისას ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მომხსენებელმა თავის გამოსვლაში ყურადღება შეაჩერა პანდემიასთან დაკავშირებულ მოვლენებზე.

„საქართველოს მოსახლეობამ კარგად დაინახა, თუ რამხელა ეფექტი ჰქონდა სახელწიფოს დროულ და ეფექტურ ჩარევას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე, კარგად გამოჩნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ძლიერი ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების არსებობას ქვეყანაში. ამ ვითარებაში, ჩვენი სამსახური 24-საათიან რეჟიმში ჩართულია სახელმწიფოს ძალისხმევაში, რათა დაძლეული იყოს ეპიდემია და შეიზღუდოს მისი გავლენა უსაფრთხოების გარემოზე“, - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ.

მისივე თქმით, კვლავ რთულ და მტკივნეულ საკითხად რჩება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები.

„2019 წლის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების მიერ როგორც ოკუპირებულ ცხინვალის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 100-მდე სხვადასხვა ტიპის სამხედრო სწავლება ჩატარდა. საოკუპაციო ძალების მიერ კვლავ მიმდინარეობდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და მოქალაქეების უკანონო დაკავებები. 2019 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 86, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 27 უკანონო დაკავება დაფიქსირდა. ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა და ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაციის პროცესი რჩება“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი ჰქონდა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვით და სხვა დესტრუქციული ქმედებებით.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დესტრუქციული შედეგების მკაფიო დადასტურებაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელდა საოკუპაციო ხაზთან მძიმე ტექნიკის განთავსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მობილიზება, უკანონო ინსტალაციების აღმართვა და სხვა პროვოკაციული აქტივობები“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, რუსეთის ფედერაცია 2019 წელსაც განაგრძობდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ე.წ. პოლიტიკური სპექტრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ კვლავ მწვავედ დგას ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლისა და ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და რეგიონში დაბრუნების გამორიცხვის მიზნით მათი სახლების განადგურება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. სამსახურის მიერ ხორციელდებოდა აღნიშნულ პროცესებში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების იდენტიფიცირება. მიმდინარეობდა საერთაშორისო ფორმატების გამოყენება ოკუპირებულ რეგიონებში დაფიქსირებულ უკანონო აქტივობებზე, მათ შორის, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროვებაზე რეაგირების მიზნით“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, დღის წესრიგში კვლავ დგას არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საკითხი.

„გასულ წელს საოკუპაციო ძალამ და დეფაქტო რეჟიმებმა კვლავ უარი განაცხადეს აღნიშნული პირების მკვლელობისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დადგენის მიზნით შემხვედრი ნაბიჯები გადმოედგათ“, - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი თავის გამოსვლაში 20 ივნისს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აღნიშნული მოვლენები ძალიან მტკივნეულად აისახა ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

„სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა და უკონტროლო ვითარება ასევე აღნიშნულის მიღების ნორმად დამკვიდრების მცდელობები, მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობისათვის. გარდა აღნიშნულისა, მსგავსი აქტივობები შესაძლოა, მყისიერად იყოს გამოყენებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ, უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისათვის“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ქვეყანაში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მინიმუმამდეა შემცირებული.

„არ გამოვლენილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლების განმავლობაში მიღებულმა ზომებმა, მათ შორის, გადამბირებლებისა და ტერორიზმის მხარდამჭერი პირების დაკავებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დღეისათვის ამ მხრივ ქვეყანაში არსებული კონტროლირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა 2019 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გატარებულ საგამოძიებო ღონისძიებებზე ისაუბრა.

„კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში, 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 91 საქმეზე. ხოლო, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 135 პირი, მათ შორის, ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნა არაერთი საჯარო მოხელე“, - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თავის გამოსვლაში, ასევე, ისაუბრა: ჰიბრიდულ ომზე, რომელიც კვლავ დიდ გამოწვევად რჩება; კონტრდაზვერვით საქმიანობაზე; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობაზე; ეკონომიკურ უსაფრთხოებზე; საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებზე და კიბერსადაზვერვო ოპერაციებზე; უწყებათაშორის თანამშრომლობაზე და კოორდინაციაზე და სხვა საკითხებზე.

მოხსენების შემდეგ, საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში, დახურულ ფორმატში გაგრძელდა.

ყველა სიახლე

24 ივლისი 2021, 15:10

საზოგადოება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების მიერ, ქუჩებში გაკრულ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატებს ხსნიან

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა. აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში

24 ივლისი 2021, 14:52

COVID19

შიდა ქართლში „ფაიზერით“ ვაქცინაცია ორ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი

„ფაიზერი“ უკვე შიდა ქართლშია. რეგიონისთვის ვაქცინის 2160 დოზაა გამოყოფილი და მათი შენახვისთვის ყველა აუცილებელი პირობაა დაცული. ვაქცინაცია ორ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. „ფაიზერით“ ადმინისტრირებაში სამხედრო ჰოსპიტალის გარდა გორის კლინიკა „გორმედიც“ ჩაერთო. იმუნიზაციის პროცესი ამ კონკრეტულ ვაქცინაზე 26 ივლისიდან დაიწყება. ამისთვის მოქალაქეებს პორტალზე დარეგისტრირება მოუწევთ.

24 ივლისი 2021, 14:48

COVID19

ორშაბათიდან, კახეთში „ფაიზერით“ აცრაც შესაძლებელი იქნება

კახეთში „ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესი ორშაბათიდან დაიწყება. რამდენიმე ასეული დოზა ვაქცინა თელავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს ცოტა ხნის წინ გადაეცა. რეგიონში მოქმედი ამცრელი დაწესებულებიდან „ფაიზერით“ აცრები, ამ ეტაპზე, მხოლოდ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩატარდება.

24 ივლისი 2021, 14:35

COVID19

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აშშ-ს ვაქცინების გადმოცემისთვის მადლობას უხდის და თვლის, რომ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს

სამედიცინო საზოგადოების სახელით გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენ მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კოვიდ-19 ის პანდემიის დამარცხების გზაზე ვაქცინის მნიშვნელოვანი მარაგის გადმოცემისთვის, - ამის შესახებ განცხადებას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

24 ივლისი 2021, 14:26

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვიხილეთ გავეშებული, გააფთრებული შეტევა საზოგადოებაზე, სახელისუფლო სტრუქტურებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რათა შექმნილიყო ილუზია, თითქოს, არჩევნები გაყალბდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ გაყალბებული არა ცესკო-ს შედეგები, არამედ - ხმების პარალელური დათვლისა და კვლევების შედეგები იყო გაყალბებული.

გივი მიქანაძე

24 ივლისი 2021, 14:25

პოლიტიკა

გივი მიქანაძე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე: თუ ოპოზიციას რამე არგუმენტაცია აქვს, მოვიდნენ და კონკრეტული კითხვები დასვან

მთელი რვა თვის განმავლობაში მათი მხრიდან გაკეთებული მაღალფარდოვანი განცხადებები სხვა არაფერი იყო, თუ არა საზოგადოების სიცრუეში შეყვანა და თავისი ე.წ. რევულუციური სცენარის განვითარების მცდელობა. ეს იყო უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომელმაც ქვეყანა დააზიანა და ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვანი შეფერხებები შეუქმნა, - ამის შესახებ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე.

თამარ გაბუნია

24 ივლისი 2021, 14:15

COVID19

თამარ გაბუნია ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე: ამჟამად, საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არაა

„დღეს, 12:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია „ფაიზერის“ ვაქცინაზე. ამ დრომდე, დარეგისტრირებულია 107 ათასზე მეტი მოქალაქე. პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, დიდი ნაკადის გამო, საიტი, შედარებით, ნელა მუშაობდა, თუმცა, ნახევარ საათში, ეს პრობლემები სრულად მოიხსნა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

24 ივლისი 2021, 14:01

მსოფლიო

ინდოეთში სტიქიას უკვე 110 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ მეწყერებსა და წყალდიდობას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დატბორილია ასობით სოფელი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, შტატში, ივლისში, რეკორდული ოდენობის ნალექი დაფიქსირდა.

ლონდა თოლორაია

24 ივლისი 2021, 13:49

პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მისი თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა არასრულწლოვნების წინაშე.

24 ივლისი 2021, 13:44

COVID19

ბათუმში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის, კოვიდვაქცინაციის მნიშვნელობაზე, საინფორმაციო შეხვედრა იმართება

ბათუმში, კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან, საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის ორგანიზატორი გაეროს ბავშვთა ფონდია. ცნობილი ექიმები იმუნიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ, ასევე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და გლობალურ ტენდენციებზე მსჯელობენ.

გივი მიქანაძე

24 ივლისი 2021, 13:24

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: არჩევნების შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს და სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების რიგმა მათ პოზიციები გაუმყარა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ 26 ივლისს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომაზე, სადაც განიხილება და დამტკიცდება კომისიის დასკვნა, სხვა გარემოებებთან ერთად, წარდგენილი იქნება ოპოზიციისა და არასამთავრობოთა ნაწილის მიერ მოსახლეობის აზრით მანიპულირების შემთხვევებიც.

24 ივლისი 2021, 13:12

COVID19

კელი დეგნანმა ეკატერინე ტიკარაძეს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა . დიპლომატმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

24 ივლისი 2021, 13:03

პოლიტიკა

უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიების პროექტების განხილვის მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული კომისიის სხდომა გაიმართა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური უძღვებოდა.

გივი მიქანაძე

24 ივლისი 2021, 12:49

პოლიტიკა

რა დაადგინა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა კომისიამ. გივი მიქანაძის განცხადება

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ 26 ივლისს ჩანიშნულ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ განხილვაში, რომელზეც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა უნდა მოისმინონ და დაამტკიცონ.

24 ივლისი 2021, 12:37

COVID19

ბათუმში საზღვაო სექტორის წარმომადგენლები ვაქცინაციაში ჩაერთნენ

ბათუმში, 100-მდე მეზღვაური, ლოცმანი და ნავსადურის პერსონალი „სინოფარმითა“ და „სინოვაკითა“ აიცრა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დაესწრო.

24 ივლისი 2021, 12:35

საზოგადოება

გლდანში, ექვს მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეები ეწყობა. მათ შორის, ფიტნეს ზონების მოწყობის სამუშაო ექვს მისამართზე უკვე დასრულდა, კიდევ ექვსზე კი, მიმდინარეობს.

24 ივლისი 2021, 12:28

COVID19

„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყო, აცრა კი 26 ივლისიდან დაიწყება. ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

24 ივლისი 2021, 12:23

რეგიონი

წითელ ხიდზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტისა და სხვა ტვირთის საქართველოდან უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტი აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ სატვირთო ავტომობილით, არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - 170 980 ღერი სხვადასხვა სახეობის სიგარეტისა და პიროტექნიკური ნაწარმის (294 880 ცალი) საბაჟო წესის დარღვევით საქართველოდან გატანის ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

24 ივლისი 2021, 12:18

საზოგადოება

მაშველები საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 100-მდე ადამიანს დაეხმარნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მიმდინარე საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის დაჯილდოვდნენ. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლაშა თვაურმა განსაკუთრებული მამაცობისთვის სამახსოვრო საჩუქრები 3 მაშველს: მამუკა წულუკიძეს, დავით ბაუჟაძეს და ბექა ხელაძეს გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

თამარ გაბუნია

24 ივლისი 2021, 12:06

COVID19

თამარ გაბუნია: მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში sms-ის სახით

გარკვეული ცვლილებებია რეგისტრაციის წესში. რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში sms-ის სახით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, „ფაიზერის“ ახალი დოზებით ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება.