imedi /  10 ივლისი 2020, 20:03 / სანდო წყარო

დეპუტატებმა საკომიტეტო მოსმენაზე კომუნიკაციების კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

სოფო კილაძე

სოფო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, ვახტანგ აბაშიძის განმარტებით სატელეკომუნიკაციო სფეროს მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა მთელი საქმიანობა გადავიდა ელექტრონულ სისტემებზე, სატელეკომუნიკაციო ქსელებზე.

„საქართველოც არ იყო გამონაკლისი, ყველანი დისტანციურ რეჟიმზე ვართ გადასული. მოსახლეობასთან საკომუნიკაციო საშუალება კარანტინის პირობებში სწორედ სატელეკომუნიკაციო საშუალებები გახლავთ. ეს სფერო საკმაოდ მომზადებული შეხვდა ამ დაუგეგმავ პრობლემას და მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნებისა და მოხმარებისა, არ ყოფილა არცერთი სერიოზული ჩავარდნა კომპანიების მუშაობაში. პირიქით, მათ საკმაოდ ეფექტურად შეასრულეს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

მან ისაუბრა შესრულებულ და განსახორციელებელ, ასევე განხორციელების პროცესში მყოფ პროექტებზე.

ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ შეაფასა უწყების გაწეული სამუშაო.

„ნამდვილად მნიშვნელოვანია აღნიშნული სისტემის გამართული ფუნქციონირება, მით უფრო, 21-ე საუკუნეში. პანდემიის პირობებში კიდევ უფრო საჭირო გახდა სატელეკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება. ეს ძალიან ბევრ სხვადასხვა უფლებას უკავშირდება და არამხოლოდ ინფორმაციის მიღების უფლებას. ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში ადამიანები უზრუნველყოფილნი იყვნენ კომუნიკაციების თანამედროვე ხერხებით და საშუალებებით. სამაგალითო იყო თქვენი უწყების მიერ ბავშვის კოდექსის იმპლემენტაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები იმიტომ, რომ თქვენ იყავით პირველი უწყება, რომელმაც სწრაფად და ხარისხიანად მიიღო ის კანონქვემდებარე აქტი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ბავშვის კოდექსისთვის. ამისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენც და თქვენს უწყებას“, - მიმართა სოფო კილაძემ ვახტანგ აბაშიძეს.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2021, 17:16

რეგიონი

ბათუმში უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 666 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვის 2 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ირაკლი იაშვილი

24 ივნისი 2021, 17:12

პოლიტიკა

ირაკლი იაშვილი მამუკა ხაზარაძეს: არ შეიძლება აყვედრო ადამიანებს შენი გაკეთებული საქმე, კიდევ ბევრი რამე არ შეიძლება, მაგრამ, ეს იქით იყოს

მისი თქმით, 20 წელია სკოლა წარმატებით ფუნქციონირებს და დღეს ვისმენთ, რომ, თურმე, მხოლოდ დღეს ჩამოთვლილი სამი კაცი ყოფილა ამ საქმის გამკეთებელი.

თამთა მეგრელიშვილი

24 ივნისი 2021, 16:56

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: როგორც კი პრემიერმა დააანონსა ჯარიმების ამნისტიის ინიციატივა, „ნაცმოძრაობამ“ მყისვე დაიწყო ხალხის მოტყუება, ჩვენი ინიციატივაა და ჩვენ გვითხარით მადლობაო

საჯარო სამართლის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივის საპასუხოდ ამბობს, რომ პანდემიის წესის დარღვევით დაჯარიმებული მოქალაქეების პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება მათი ინიციატივაა.

24 ივნისი 2021, 16:46

რეგიონი

ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი დაარსდა 2019 წელს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)“ და USAID პროგრამასთან „კარგი მმართველობის ინიციატივა“ (GGI)“ ერთად.

ემანუელ მაკრონი

24 ივნისი 2021, 16:46

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: რუსეთთან დიალოგი ევროპული კონტინენტის სტაბილურობისთვისაა საჭირო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი ევროპული კონტინენტის სტაბილურობისთვისაა საჭირო. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა ევროკავშირის სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

24 ივნისი 2021, 16:34

პოლიტიკა

დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

„პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ასამბლეის ფარგლებში გუშინ გამართული არჩევნების გამო, სადაც დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს. ასაფ ჰაჯიევთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 ივნისი 2021, 16:31

პოლიტიკა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის შედეგებზე ინფორმაცია მოისმინა

ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" შედეგების ანალიზი მოისმინეს დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

24 ივნისი 2021, 16:30

საზოგადოება

თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

„2021 წლის ფესტივალი დამთვალიერებლებს განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და დატვირთული პროგრამით ხვდება. ჰყავს 50-ზე მეტი მონაწილე - გამომცემლობები, წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და წიგნთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციები. მათ შორის არის თბილისის მერიის და იუნესკოს ერთობლივი პროექტი "თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", რომლის სტენდზეც ძალიან საინტერესო ინტერაქტიულ პროექტს გთავაზობთ“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

ვლადიმერ ბოჟაძე

24 ივნისი 2021, 16:22

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: გახარია ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ შემთხვევით მოხვდა იმ სასტუმროში, რომელშიც თურმე სულ ჩერდება სააკაშვილი, რაც ზღაპარია

„გახარია ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ შემთხვევით მოხვდა იმ სასტუმროში, რომელშიც თურმე სულ ჩერდება სააკაშვილი(ისიც საინტერესო რა უნდა ამ დროს სააკაშვილს ვაშინგტონში), რაც არის ზღაპარი, ხოლო ამ ვერსიის შეთავაზება, საზოგადოების შეურაცხყოფა. საბედნიეროდ ხალხი/ამომრჩეველი ბრძენია და ეს არაერთხელ დადასტურდა არჩევნებზე, შესაბამისად დასკვნებს გახარია - სააკაშვილის ალიანსიდან თავადაც კარგად გამოიტანს!“ - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

24 ივნისი 2021, 16:20

მსოფლიო

ევროკავშირმა ბელარუსს მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

გიორგი ცუცქირიძე

24 ივნისი 2021, 15:47

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე პრემიერის ინიციატივაზე: კანონპროექტი ჰუმანურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, უპირველესად პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 15:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით

„ერთი წამით, წარმოვიდგინოთ, სმენის არმქონე ადამიანების რეაქცია, როცა ბატონი მამუკა მათ დამამცირებელ და დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენიებს“, - წერს იონათამიშვილი.

24 ივნისი 2021, 15:16

სამართალი

ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ (GCSD) და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

დავით ზალკალიანი

24 ივნისი 2021, 15:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა შეუძლებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების გარეშე

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უსაფრთხოების სფეროში მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან და რა თქმა უნდა, რუსეთთან კონფლიქტი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას.

ვასილ ხოდელი

24 ივნისი 2021, 15:02

პოლიტიკა

ვასილ ხოდელი: ტექნიკური შესაძლებლობა თუ იქნება, მზად ვართ დღესვე გაწყდეს ეს კონტრაქტი, მაგრამ ამას დრო სჭირდება

„ამ პერიოდის განმავლობაში „ლიბერთი“ განიცდის საკმაოდ სერიოზულ წნეხს გარედან, რეპუტაციულ ზიანს იღებს. ეს არ არის მისაღები ამ კომპანიისთვის. გაგახსენებთ, რომ 5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს ამ კომპანიაში. ჩვენ კეთილსინდისიერად ვიხდით გადასახადებს და ეს მოცემულობა ჩვენთვის მისაღები არ არის“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 ივნისი 2021, 14:55

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი ე.წ. ინდურ შტამზე: ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს

ინდური შტამით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია ხუთიდან რვამდე ადამიანი დააინფიციროს, საქართველოშიც ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ინდური შტამით დაავადებული იქნება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

24 ივნისი 2021, 14:51

საზოგადოება

ალეკო ელისაშვილი: გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს ბანკი კრედიტის დაფარვას არ მოსთხოვს

გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს არ მოსთხოვს ბანკი კრედიტის დაფარვას, ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

24 ივნისი 2021, 14:51

ეკონომიკა

ირაკლი რუხაძე: ჩავედით საპენსიო სესხის პროცენტის ისეთ ნიშნულზე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ ახლა ბანკს დაწეული აქვს საპენსიო სესხის პროცენტი ისეთ ნიშნულამდე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას.

24 ივნისი 2021, 14:45

საზოგადოება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის ონლაინ ტრენინგს გამართავს

ტრენინგი საქართველოს 31 ქალაქსა და დაბაში ჩატარდება და ჯამში კერძო სექტორის 500-მდე წარმომადგენელი გადამზადდება. ტრენინინი 30 ივნისის ჩათვლით გაიმართება და შემდეგ თემებს მოიცავს: ინკლუზიური ტურიზმი და კოვიდ 19 (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია UNWTO) ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელი (ENAT) რეკომენდაციები, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა-უნივერსალური დიზაინი, მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები, ინკლუზიური ტურიზმის ეკონომიკური პოტენციალი და მსოფლიო გამოცდილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეთიკა, სწორი კომუნიკაცია და ტერმინოლოგია.

დავით ზალკალიანი

24 ივნისი 2021, 14:37

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაციაში ხაზი გაუსვას რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას

რაც შეეხება ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობას, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაციაში ხაზი გაუსვას რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას.