imedi /  11 ივლისი 2020, 21:43 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაშიც, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი რომ დამტკიცდეს, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება.

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

ეს კანონპროექტი რომ დამტკიცდეს, არ ნიშნავს საქართველოსთვის დახმარების 15 პროცენტით შემცირებას. საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, როგორ ხდება ქვეყანაში ინსტიტუტების გაძლიერება, დემოკრატიის კიდევ უფრო გამყარება, ევროინტეგრაციისკენ სვლა, რომელიც არის საკმაოდ გრძელვადიანი პერიოდი და ჩვენ ამას მივყვებით ძალიან წარმატებით.

ზუსტად ამ პროცესის აღწერას ცდილობენ კანოპროექტის ენაზე და ვნახოთ, რამდენად იქნება ეს დამტკიცებული - რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ამ სამი კონკრეტული მიმართულებით - კიდევ უფრო რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, კორუფციასთან ბრძოლა თუ კერძო სექტორის კიდევ უფრო თავისუფლება.

მზად ვართ, დამატებითი რეფორმების ნაწილი, რომელიც ამერიკელებთან ერთად მუშავდება, გავატაროთ და კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ ბრძოლა კორუფციასთან. რეიტინგებიც რომ ავიღოთ, ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ, თუმცა გვინდა ყველაფერში მაქსიმალურად მიახლოებული ვიყოთ პირველობასთან.

ამიტომ, არის გადასადგმელი ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია, რომ შეფასდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

რაც შეეხება ლობისტურ კომპანიებს, მისი თქმით, „ამერიკაში პოლიტიკის კეთება წარმოუდგენელია ლობისტური კომპანიების გარეშე, ეს არის ყოველდღიურობის ნაწილი, აბსოლუტურად კანონიერი და ყველა იყენებს ამ მეთოდს.

„ამიტომ, ის ფაქტი, რომ შენი ინტერესების გასატარებლად ლობისტი გამოიყენო, ჩვეულებრივი ფაქტია ამერიკაში. ჩვენს მიერ წარმატებულ ბრძოლას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მცდელობა იყო, 5 პუნქტი გასულიყო კანონპროექტში, მაგრამ პირველივე ეტაპზე ამოიღეს ის ორი პოლიტიკური ნაწილი და დარჩა ტექნიკური საკითხები.

ნამდვილად არ დავეთანხმები მას, ვინც იტყვის, რომ ეს არ არის საგულისხმო და არაფერია, პირიქით - ძალიან მნიშვნელოვანია და არასასიამოვნოა, როდესაც ასეთი ჩანაწერი ჩნდება, მაგრამ ეს ჩანაწერი არ არის ის, რომლის მიწოდებასაც საზოგადოებისთვის ცდილობენ. სინამდვილეში - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

დოკუმენტში ასევეა საუბარი საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტში გაწერილია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს.

ყველა სიახლე

29 ივლისი 2021, 01:02

COVID19

ენტონი ბლინკენმა ჯანმოს დირექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარებას მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარებას მხარს უჭერს.

თეა წულუკიანი

29 ივლისი 2021, 00:53

საზოგადოება

თეა წულუკიანი: 2030 წლისთვის საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 10 წლის თავზე საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი სპორტის ძირითადი სახეობების განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

29 ივლისი 2021, 00:26

COVID19

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. 23 ივლისს, ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

29 ივლისი 2021, 00:26

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციას შექმნილ სიტუაციაში ყველა შესაძლო „ტყვია“ გასროლილი აქვს და არ იცის რას მიედ-მოედოს

„ოცნების“ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და კარგად მოფიქრებულ სვლად მეჩვენება, რამაც ოპოზიციის მოწინააღმდეგე, მაგრამ დაქსაქსული ამომრჩეველი „ოცნების“ გარშემო უნდა გააერთიანოს. - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. მისი აზრით, ოპოზიცია დაბნეულია, ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ და არ იციან რა ქნან, „მიკროფონების რევოლუციაც“ ჩაფლავდა, მათი უკანასკნელი იმედი.

28 ივლისი 2021, 23:59

პოლიტიკა

შარლ მიშელის მრჩეველი: შარლ მიშელი საქართველოში მხარეებთან კონსულტაციებს გადის - ამ ეტაპზე ის სიტუაციის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში სტრატეგიული მრჩეველი, იურეკ კუჩკიევიჩი „ქართულმა ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება.

პედრო კასტილიო

28 ივლისი 2021, 23:41

მსოფლიო

პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა

პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2021, 23:23

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - მის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

თეა წულუკიანი

28 ივლისი 2021, 23:18

კულტურა

თეა წულუკიანი: სახელმწიფომ არა მხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვაზე, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა ქართული კინოს განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ კინოს აქვს ინდუსტრიასა და ეკონომიკაში თავისი წვლილის შეტანის შესაძლებლობა, რომელიც დღეს პრაქტიკულად არ არის გამოყენებული, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, სამინისტრომ არა მხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვასა და გაციფრებაზე, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და ამ მიმართულებით სამინისტრო აპირებს 40 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას.

ზურაბ ქადაგიძე

28 ივლისი 2021, 22:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიაზე: „მედია-ტერორისტი“ „ჯიჰადს“ აანონსებს

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას ბრიფინგს ეხმიანება, რომელმაც დააანონსა, რომ მისი ტელეკომპანია - გამოდის სპეციალური მუშაობის რეჟიმიდან და უბრუნდებიან მწვავე კრიტიკული გაშუქების სტანდარტებს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

28 ივლისი 2021, 21:52

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსი წარმატების ისტორია იქნება

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

თამთა მეგრელიშვილიუ

28 ივლისი 2021, 21:51

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პოლიტიკურ პარტიებად ქცეული ტელევიზიები, მათი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები საზოგადოებაში მასობრივ ფსიქოზს ნერგავენ

დიახ, ეს ჟურნალისტები, მედია მფლობელებთან ერთად, ქმნიან და ემსახურებიან კონკრეტული პარტიის შენარჩუნების უნარს, ამ ტელევიზიებში შექმნილი გადაცემათა შინაარსი პირდაპირ კორელაციაშია დამფინანსებელთა ინტერესებთან. მათ მიერ ხდება ინფორმაციული პროპაგანდა, როგორც მიზანმიმართულად მანიპულირებული კომუნიკაცია, - წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი. მისი აზრით, გაუგებარია ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება, რომ გამოდიან სპეციალური რეჟიმის მუშაობის მდგომარეობიდან და უბრუნდებიან მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 ივლისი 2021, 21:20

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: მართლა მაინტერესებს, ახლა რომ ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდებით, მანამდე პოლიტიკით იყავით დაკავებული თუ მავნებლობით

რაო, რაო რას ვუბრუნდებითო? აქამდე რას ვაკეთებდითო? არა, ხალხმა კი იცის რას აკეთებდით ან რას არ აკეთებდით, მაგრამ თვითაღიარება მაინც კარგია, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 21:15

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გახარიას პარტიაზე: შეიძლება ითქვას, ისინი არიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში, რადგან მათი პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა

შეიძლება ითქვას, ისინი არიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში, რადგან მათი პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა, მათ „საქართველოსთვის“ კი არა, ობიექტურად თუ შევხედავთ, უნდა ერქვათ 43%-ისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გახარიას პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა.

ჯო ბაიდენი სვეტლანა ტიხანოვსკაია

28 ივლისი 2021, 21:14

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა.

28 ივლისი 2021, 21:08

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური: არ მოგვითხოვია ე.წ. „ფიფლმეტრების“ განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს შესწავლის მიზანს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს არ მოუთხოვია ე.წ. „ფიფლმეტრების“ განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს შესწავლის მიზანს, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ტავად ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 21:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმ პირობების უდიდესი ნაწილი, რაც შეთანხმებაში იყო, პრაქტიკულად შესრულებულია

იმ პირობების უდიდესი ნაწილი, რაც შეთანხმებაში იყო, პრაქტიკულად შესრულებულია. დარჩა რამდენიმე პუნქტი, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ დღეს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობას რაციონალური წინადადებების გაზიარების ვალდებულება ხალხის წინაშე აქვს და არა იმათ წინაშე, რომლებსაც ხელიც კი არ მოუწერიათ შეთანხმებაზე.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 21:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ძალიან საინტერესოდ ემთხვევა გიორგი გახარიას კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს დალაგებულ მესიჯბოქსს

ძალიან საინტერესოდ ემთხვევა გიორგი გახარიას კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს დალაგებულ მესიჯბოქსს​, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 20:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია 43%-ის. მე გარანტირებულებად გეუბნებით - არჩევნების მეორე დღეს ეს არგუმენტი და საუბარი აღარ იქნება რელევანტური

რა თქმა უნდა ის ფაქტორი, რომ გაყალბებული არჩევნები იყო ცრუ პროექტი და 6-თვიანი საბოტაჟის ცრუ საფუძველი, ეს გადაწყვეტილების ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივამა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 20:52

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმდენად ძაბავდნენ სიტუაციას ხელოვნურად, რომ მომავალი არჩევნები იქნებოდა სამოქალქო დაპირისპირების მცდელობა ოპოზიციის მხრიდან

ყველა ვხედავდით, რომ იმდენად ძაბავდნენ სიტუაციას ხელოვნურად, რომ მომავალი არჩევნები იქნებოდა ჩვეულებრივი სამოქალქო დაპირისპირების მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 20:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ „ქართული ოცნება“ ნაკისრ ვალდებულებას პუნქტობრივად ასრულებდა

თავიდან რამ გამოიწვია მათი ხელოვნური აჟიოტაჟი, რაც იყო მათი 6-თვიანი ცრუ კამპანიის საფუძველი - ეს იყო გაყალბებული არჩევნები, რაც აღმოჩნდა ტყუილი, გუშინ ამას საბოლოოდ დაესვა წერტილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივამა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.