IMEDI /  13 ივლისი 2020, 13:36 / სანდო წყარო

ირაკლი ბერაია „THE HILL“-ში: მოვუწოდებთ კონგრესის ყველა წევრს, ეწვიონ ჩვენს ქვეყანას და ისინი ვერ დაინახავენ კონგრესმენ მალინის მიერ აღწერილ საქართველოს

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია

ჩვენ მოვუწოდებთ კონგრესის ყველა წევრს, ეწვიონ საქართველოს - შეხვდნენ ჩვენს ბიზნეს ლიდერებს, იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წინა ხაზზე და პირველ რიგში, შეხვდნენ აშშ-ის ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენს სამხედრო ძალებს წვრთნიან. თქვენ ვერ დაინახავთ კონგრესმენ მალინის მიერ აღწერილ საქართველოს. სამწუხაროა, რომ კომერციული დავა გარკვეულწილად დაკავშირებულია შავი ზღვის რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის ცვლასთან, განსაკუთრებით კი აშშ-ის კონგრესმენის მხრიდან. საქართველო ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე იყო სულ, რაც არ შეიცვლება, - გამოცემა „THE HILL“ საქართველოს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას სტატიას აქვეყნებს.

ბერაიას თქმით, საქართველო ყველა ეკონომიკური ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში საუკეთესოთა შორისა მისი დაბალი გადასახადების, იურიდიული გამჭვირვალეობისა და კორუფციის არარსებობის გათვალისწინებით და ფაქტები საქართველოს ღია და ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკის შესახებ კონგრესმენის არგუმენტებს ეწინააღმდეგება.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, საქართველო მტკიცედ ორიენტირებულია დასავლეთისკენ, რაზეც მეტყველებს ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომლითაც ქვეყანას დასავლური ინტეგრაციის ორიენტირი შეუნარჩუნა, წარმატებით მიიღო ისტორიული ასოცირების ხელშეკრულება DCFTA - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, 2016 წელს აშშ-თან თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს და 2017 წელს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას ხელი მოეწერა, რაც ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას უმაღლეს დონეზე აყენებს და ნატოში გაწევრიანების აგრესიულ მცდელობას მხარს უჭერს ამერიკის მთავრობაც.

გამოცემა „THE HILL“-თან ირაკლი ბერაია ქართველ სამხედროებზე საუბრობს, რომლებიც ერაყსა და ავღანეთში დღემდე, ამერიკის წინამძღოლობით, ამერიკელ სამხედროებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან ნატოს მისიებში.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და შეერთებული შტატების დახმარებით უფრო უახლოვდება ნატო-ს.

ირაკლი ბერაია მისტიკურს უწოდებს კონგრესმენ მალინის მცდელობას, შეეფერხებინა საქართველოსთვის შეერთებულ შტატების მხრიდან ფართო მხარდაჭერა, კავშირსმოკლებულ კომერციულ დავაზე დაყრდნობით.

„საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად; ჩვენი არჩევნების ჩასაშლელად მიმართული კიბერ შემოტევების წინააღმდეგ; და იმისათვის, რომ აიძულებენ რუსული ძალების გაყვანა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებიდან. 2008 წლის შემოსევების შემდეგ, რუსეთი ჩვენი ტერიტორიების 20%-ს იკავებს, ათასობით რუსი ჯარისკაცი კი განლაგებულია ჩვენი დედაქალაქიდან 40 მილის დაშორებით. თქვენ არ გეცოდინებათ, რომ საქართველო ამერიკასა და მის მოკავშირეებთან ერთად იბრძვის გლობალური ტერორიზმისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყოველდღიურად - მარკვეინ მალინის უსაფუძვლო დახასიათებანი ჩემი ქვეყნის შესახებ „The Hill“-ში. ერაყსა და ავღანეთში განხორციელებული კამპანიების დაწყებიდან დღემდე, ათობით ათასი ქართველი სამხედრო და ქალი იბრძოდა ამერიკელ სამხედროებთან ერთად ამერიკის წინამძღოლობით ნატო-ს მისიებში ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ აგრესიულად ვცდილობთ ნატო-ში გაწევრიანებას, რასაც მხარს უჭერს ამერიკის მთავრობაც. ჩვენ ნატო-ს ერთ-ერთი მცირე მოკავშირე ვართ, რომელიც მუდმივად ახდენს მშპ–ის ორი პროცენტის ინვესტირებას თავდაცვის სფეროში; ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ერთობლივ სასწავლო ვარჯიშებში აშშ-ის სამხედრო ძალებთან ერთად უფრო ხშირად, ვიდრე ოდესმე და ჩვენთან ნატო-ს რამდენიმე ახალი დაწესებულებაა. კონგრესმენი მალინის მცდელობა, რომ შეეფერხებინა ფართო მხარდაჭერა საქართველოსთვის შეერთებულ შტატების მხრიდან კავშირს მოკლებულ კომერციულ დავაზე დაყრდნობით მისტიურია. აპრილში, Frontera Resources– მა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ერთხმად წააგო იურიდიული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაში. ეს უნდა ყოფილიყო დავის დასასრული. საქართველომ გადაწყვეტილების მიღებამდე გამოაცხადა, რომ დაიცავდა საერთაშორისო ტრიბუნალის განჩინებას, რაც არ უნდა ყოფილიყო ის. Frontera Resources–მა აშკარად სხვაგვარად გადაწყვიტა. ალბათ, ეს გასაკვირი არ არის, რადგან Frontera-ს ბრალად ედება საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების ,,ექსპლუატაცია” - თავისი ქართველი მუშაკებისთვის ანაზღაურების მიცემაც ვერ მოახერხა და ასობით ადამიანი უსახსროდ დატოვა პანდემიის დროს. კონგრესმენი მალინი ციტირებს კიდევ ორ კომპანიას, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ ბიზნესს საქართველოში, რომლებმაც რეალურად მოიგეს იურიდიული სარჩელი საქართველოს სასამართლოებში რამდენიმე წლის წინ. ამჟამად საქართველოში 300–ზე მეტი ამერიკული კომპანია მუშაობს, ხოლო მათი რიცხვი იზრდება, რადგან ბიზნესისთვის მიმზიდველი ადგილია საქართველო. ფაქტები საქართველოს ღია და ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკის შესახებ ეწინააღმდეგება კონგრესმენის არგუმენტებს. პრაქტიკულად, ყველა ეკონომიკური ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოს საუკეთესოთა შორის არის, მისი დაბალი გადასახადების, იურიდიული გამჭვირვალეობისა და კორუფციის არარსებობის გათვალისწინებით. მსოფლიო ბანკის ყოველწლიური "Doing Business" რეიტინგების მიხედვით საქართველო მე-7 ადგილზეა მსოფლიოში. მემკვიდრეობის ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მე-12 ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში და ერთადერთი განვითარებადი ქვეყანა 20 საუკეთესოს შორის. ეს ძნელად ასახავს იმ ბიზნეს გარემოს, რომელსაც კონგრესმენი მალინი აღწერს”, - აცხადებს ირაკლი ბერაია გამოცემა „THE HILL“-თან.

ყველა სიახლე

თამთა მეგრელიშვილი

28 ივლისი 2021, 19:52

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტის მთავარი მიზანი - ქვეყანაში დესტრუქციული პროცესები დასრულებულიყო 100 დღის თავზეც მიუღწეველია

"ქართული ოცნებისთვის" თვისობრივად არაფერი შეცვლილა. ეს ძალა 43%- დან და 53%-მდე შედეგს დადებს. ამას ყველა ვნახავთ. თქვენ კი "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გაგაწნათ მწარე პოლიტიკური სილა. ეს დიდხანს გემახსოვრებათ. ესეც კიდევ ერთით ნული, ინებეთ!’’ წერს facebook - ზე თამთა მეგრელიშვილი.

გია აბაშიძე

28 ივლისი 2021, 19:51

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მმართველი პარტია ევროპული შეთანხმების ყველა პუნქტს ცალმხრივად ასრულებდა, რადიკალურ ოპოზიციას კი პროცესები კვლავ ესკალაციისკენ მიჰყავდა

„ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებდა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს. მათ შორის, საპატიმროებიდან გამოუშვეს სააკაშვილის პარტიის კრიმინალები, აღსრულდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაწერილი ყველა პუნქტი, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განხორციელდა ყველა შეთანხმებული საკანონმდებლო ცვლილება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მმართველი პარტიის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების საკითხს. მისი თქმით, ლოგიკურია, რომ „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებიდან გამოდის.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 ივლისი 2021, 19:41

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ვინმემ დასავლურ კურს გადაუხვია, ეს სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მათი მიმდევრები არიან

სწორედ რომ ნაც-ევრონაცები იყვნენ ისინი, ვინც საერთოდ არ მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს. ხვდებიან რომ რაღაც ცუდი ხდება მათ თავს, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, თუმცა ჩვეული სტილით ცდილობენ კვლავ ევროპული და ამერიკული გზიდან გადახვევაში დაადანაშაულონ ხელისუფლება“ წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ზურაბ ქადაგიძე

28 ივლისი 2021, 19:40

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა ცალ კარში თამაშის შეწყვეტა, როდესაც მთავრობა ვალდებული იყო შეესრულებინა დოკუმენტის შეთანხმება, ხოლო ოპოზიცია მუდმივად პროცესების „საბოტირებით“ იყო დაკავებული

მიუხედავად იმისა,რომ სამთავრობო გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, არათუ შეიცვალა და პრაგმატულ პოლიტიკაზე გადაერთო რადიკალური ოპოზიცია, არამედ უფრო აგრესიული და რევოლუციური დღის წესრიგით დაიწყო მოქმედება, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

28 ივლისი 2021, 19:37

COVID19

ინგლისი აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს სამოგზაურო შეზღუდვებს მოუხსნის

ინგლისი აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს სამოგზაურო შეზღუდვებს მოუხსნის. ამის შესახებ ინგლისის ტრანსპორტის მინისტრმა, გრენტ შეფსმა განაცხადა.

28 ივლისი 2021, 19:21

მსოფლიო

თურქეთის სანაპირო დაცვამ 200-ზე მეტი ავღანელი მიგრანტი დააკავა

თურქეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში ნავი დააკავა, რომელსაც 200-ზე მეტი ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2021, 19:06

პოლიტიკა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაცია მიიღო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაციის წევრებს რეგიონის პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მხარის გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობაზე.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 18:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური საქმიანობით და მოუწოდა ნაცპოლიტიკოსებს, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდება

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) საქმიანობით და მოუწოდა ნაცპოლიტიკოსებს, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია უბრუნდება ჟურნალისტურ საქმიანობას“ - წერს Facebook-ის გვერდზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას აპროტესტებს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელი საერთოდ არ მოაწერა ამ შეთანხმებას.

დომინიკ რააბი

28 ივლისი 2021, 18:38

COVID19

დომინიკ რააბი: ვაქცინაციის არსებული ტემპების გათვალისწინებით, მსოფლიოს მოსახლეობის სათანადოდ აცრა 2024 წლამდე არ მოხდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის არსებული ტემპების გათვალისწინებით, მსოფლიოს მოსახლეობის სათანადოდ აცრა 2024 წლამდე არ მოხდება.

ამირან გამყრელიძე

28 ივლისი 2021, 18:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქვეყანა მძიმე „ლოკდაუნზე“ აღარ წავა, რეკომენდაციები მარტო შოლტითა და მათრახით არ უნდა აღსრულდეს

„ეპიდვითარება საკმაოდ რთულია. 26 ივნისიდან დაწყებული ნელი ტემპით უარესდებოდა და უარესდება ეპიდსიტუაცია. გუშინ და დღეს გვაქვს პიკური მაჩვენებელი. გარკვეულ პროგნოზირებაზე მუშაობს ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფი და შეიმჩნევა, რომ ზრდის ტემპი ბოლო დღეების განმავლობაში თითქოს მცირდება. აბსოლუტური რაოდენობა იმატებს, მაგრამ თითქოს, ზრდის ტემპის შემცირებისკენაა ტენდენცია, მაგრამ მინდა თითები გადავიჯვარედინო და არ ვიცი, ჯერჯერობით როგორი იქნება. ზრდა გვექნება, მაგრამ მინდა, რომ ეს იყოს ნელი ტემპით ზრდა. ყველანაირი გათვლებით ვართ პიკში და ვფიქრობთ, რომ ეს პიკი უნდა გაგრძელდეს 7-10 დღე და მერე ინფექციამ უკანსვლა უნდა დაიწყოს, მაგრამ ასევე ნელი ტემპით.

28 ივლისი 2021, 18:22

COVID19

Pfizer: ვაქცინის მესამე აცრა „დელტა“ შტამისგან დაცვას 100-ჯერ გაზრდის

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე აცრა „დელტა“ შტამისგან დაცვას 100-ჯერ გაზრდის. ამის შესახებ კომპანია Pfizer-ში აცხადებენ.

თეა წულუკიანი

28 ივლისი 2021, 18:17

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: გვინდა, აღვადგინოთ საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევაა და სამინისტროს მიზანია, რომ მომავალი 10 წლის მანძილზე 500-მდე ძეგლზე ჩატარებული იყოს კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები და საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 75%-ის მდგომარეობა იყოს თანამედროვე წესების დაცვით შესწავლილი.

გაბრიელ ატალი

28 ივლისი 2021, 18:05

COVID19

საფრანგეთის მთავრობა: ქვეყანაში სანიტარული სიტუაცია შემაშფოთებელია

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სანიტარული სიტუაცია შემაშფოთებელია.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

28 ივლისი 2021, 17:57

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: როცა პოლიტიკური პოლარიზაციის კლება არ მოჰყოლია დოკუმენტის ხელმოწერას, რაღა აზრი ჰქონდა "ქართული ოცნების" მიერ პედანტურად ხელშეკრულების ტექსტის მიყოლას და მის შესრულებაზე მუშაობას

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის კლება არ მოჰყოლია. რაღა აზრი ჰქონდა "ქართული ოცნების" მიერ პედანტურად ამ ხელშეკრულების ტექსტის შესრულებაზე მუშაობას? - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. მისი აზრით ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტით გაჩენილი შესაძლებლობები ვერ გამოიყენა.

სოზარ სუბარი

28 ივლისი 2021, 17:51

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: 19 აპრილის შეთანხმებას მაშინ ექნებოდა აზრი, თუ ყველა მოაწერდა ხელს

ამ დოკუმენტს მაშინ ექნებოდა აზრი, თუკი ყველა მოაწერდა ხელს. ხელმოწერილი დოკუმენტში ჩამოთვლილი ძირითადი პირობები, შესრულებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაში პირობები, რომლებიც ქვეყნის მთლიანობისთვის იყო მნიშვნელოვანი შესრულებულია.

სოზარ სუბარი

28 ივლისი 2021, 17:48

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ერთადერთი გზა რაც ოპოზიციას დარჩა, არის მაქსიმალური დესტაბილიზაცია და მეტი საბოტაჟი, სწორედ ამის იარაღი გამოვაცალეთ

ზურა ჯაფარიძე პარლამენტში არც შემოსულა, არც აპირებდა შემოსვლას. შესაბამისად ისევ ჩვენზე დამოკიდებული შევუწყვეტთ თუ არა მას მანდატს, ის ვერაფერს დატოვებ, არ შემოსულა და რას დატოვებს?! „ლელომ“ ძალიან კარგად იცის, რომ ამ არჩევნებზე მინიმუმ 50%-ით ნაკლები მხარდაჭერა ექნება, ამას ნათლად დაინახავს ჩვენი ამომრჩეველი. ახლა კარგი საბაბი მიეცათ, რომ ბოიკოტზე იფიქრონ და ამით საბოლოოდ დაასრულებენ თავიან ფსევდო პარტიას და ფსევდო პოლიტიკურ მოღვაწეობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

სამედრო წვრთნა Agile Spirit 2021

28 ივლისი 2021, 17:46

თავდაცვა

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა ტარდება

როგორც თავდაცვის სამინისტროსი აცხადებენ, დღეს Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა ჩატარდა. სცენარის მიხედვით, სათვალთვალო საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც ერთ-ერთი სამხედრო დაიჭრა. მისი სამედიცინო ევაკუაცია საველე სამედიცინო პუნქტში საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკით „დიდგორი მედევაკი“ განხორცილდა, სადაც დაჭრილ სამხედროს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სოზარ სუბარი

28 ივლისი 2021, 17:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არჩევნებზე ჩვენი შედეგები იქნება 50%-ზე ზემოთ ან 50%-თან ძალიან ახლოს

ჩვენ არც 43%-ის არ გვეშინია და არც 53%-ის და ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე ჩვენი შედეგები იქნება 50%-ზე ზემოთ ან 50%-თან ძალიან ახლოს. არანაირი 43%-იანი ბარიერის პრობლემა არ არსებობს და ამას ზუსტად 2 თვეში დაინახავს ჩვენი ამომრჩეველი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

28 ივლისი 2021, 17:43

საზოგადოება

ხვალ თბილისში დასაქმების ფესტივალი Tbilisi Jobs ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით 29 ივლისს, დედაენის ბაღში, 18:30 - 22:30 საათებში დასაქმების ფესტივალი Tbilisi Jobs გაიმართება. ღონისძიებაზე 50-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი, რომელთა ნახვაც www.Studentjob.ge-ზეა შესაძლებელი. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან.

ლევან იოსელიანი

28 ივლისი 2021, 17:43

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების ანულირების საშუალება „ნაცმოძრაობის“ ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა მისცა

"წარმოუდგენელი ენერგია დახარჯა ქვეყანამ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება მიღწეულიყო და "ქართულმა ოცნებამ" ცალმხრივად თქვა ამაზე უარი, მაგრამ უნდა ვთქვა ისიც, რომ ამის გაკეთების საშუალება მას მისცა "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა , რომელმაც არ მოაწერა ხელი დოკუმენტს და გაუხსნა ხელ-ფეხი "ქართულ ოცნებას", რომ ცალმხრივად უარი ეთქვა ამ შეთანხმებაზე, ეს არის ჩემი აზრით თანაბარი უპასუხისმგებლობა და ამ უპასუხისმგებლობას "ნაციონალური მოძრაობა" იჩენდა ამ პერიოდის განმავლობაში. ჩემთვის ეს არ იყო ძალიან დიდი სიურპრიზი. ხშირად საუბრობდნენ, რომ ეს აქამდე მივიდოდა", - განაცხადა იოსელიანმა.