imedi /  13 ივლისი 2020, 16:55 / სანდო წყარო

ამერიკის საელჩო: საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებაში საქართველოს სიამაყით დავეხმარეთ და აქტიურ მხარდაჭერას განვაგრძობთ

კელი დეგნანი

ამერიკის საელჩო საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) ჩამოყალიბებაში საქართველოს სიამაყით დაეხმარა და ტრენინგებით, წვრთნებითა და აღჭურვილობით ცენტრის განვითარებისთვის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტშია ნათქვამი.

„ეს ცენტრი საქართველოს საზღვაო სივრცის დაცვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დღეს ელჩი კელი დეგნანი პირველად ესტუმრა JMOC-ს და მიმდინარე თანამშრომლობაზე ცენტრის უფროსს, შოთა მიროტაძეს ესაუბრა“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

რობერტ სუთიძე

11 აგვისტო 2020, 11:50

სპორტი

რობერტ სუთიძე რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა

რობერტ სუთიძე რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. ცნობილი ვებ-გვერდის, Rugger.info-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში „კრასნი იარის" ქართველმა ლეგიონერმა 160 ხმა მიიღო და 65 პროცენტით პირველ ადგილზე გავიდა.

11 აგვისტო 2020, 11:50

რეგიონი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. „ქრონიკას“ ტაძრის სტიქაროსანი უჩა ქემაშვილი უყვაბენ, რომ დილით ტაძარში მისულს ხატები დამტვრეული, ხოლო გარკვეული რაოდენობის თანხა წაღებული დახვდა. „ფანჯარაა ჩამტვრეულია, საიდანაც მძარცველები შევიდნენ. მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს არ ვიცი, დამტვრეული დიდი ნაწილი. პოლიცია ადგილზე უკვე მუშაობს“,- ამბობს სტიქაროსანი.

მარინა ეზუგბაია

11 აგვისტო 2020, 11:48

COVID19

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 8 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

„ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. აქედან 8 არის კრიტიკული და ეს პაციენტები შესაბამისი ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ, 14 გახლავთ მძიმე მიმდინარეობით, დანარჩენი პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით 80 პროცენტი არიან საშუალო სიმძიმის“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

სამხედროები

11 აგვისტო 2020, 11:39

COVID19

44 გამოჯანმრთელებულიდან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი ქართველი სამხედროა

44 ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტიდან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი ქართველი სამხედროები არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. „გვყავს 44 ახალი გამოჯანმრთელებული, საერთო რიცხვი კი უკვე 1054-ს შეადგენს. 44 გამოჯანმრთელებულიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან, დანარჩენები კი, ჩვენს ქვეყანაში დაინფიცირებული პირები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

სოზარ სუბარი

11 აგვისტო 2020, 11:38

რეგიონი

სოზარ სუბარი: მესტიის მუნიციპალიტეტში რაც მალე ჩავატარებთ სრულ ტესტირებას, მით უფრო მალე მოიხსნება გამკაცრებული შეზღუდვები

„კოვიდი არსად წასულა და ის ნებისმიერ წუთს შეიძლება აფეთქდეს. ამის მაგალითია ის, რაც ახლა ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში ხდება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე შევძლებთ სრული სურათი გვქონდეს. რაც მალე ჩავატარებთ სრულ ტესტირებას მით უფრო მალე მოიხსნება გამკაცრებული შეზღუდვები“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

11 აგვისტო 2020, 11:34

მსოფლიო

ბელარუსში ინტერნეტი მესამე დღეა არ მუშაობს

ბელარუსში ინტერნეტი მესამე დღეა არ მუშაობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაბლოკილია ყველა ძირითადი სოციალური ქსელი, მესენჯერი და საძიებო სისტემა, უცხო ქვეყნებიდან ბელარუსულ დომენზე შესვლა კი შეზღუდულია. ალექსანდრ ლუკაშენკოს განცახდებით, შეფერხების მიზეზი უცხო ქვეყნიდან განხორციელებული კიბერშეტევა გახდა, თუმცა ადგილობრივი IT-ექსპერტები და უფლებადამცველები მომხდარში სახელმწიფოს ადანაშაულებენ.

ვახტანგ გომელაური

11 აგვისტო 2020, 11:21

სამართალი

შს მინისტრი: ვფიქრობ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მალე დასრულდება

​​​​​​​ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის და ვფიქრობ მალე დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს შინდისში ვიზიტისას განუცხადა.

ნუშის ხე

11 აგვისტო 2020, 11:20

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესში მონაწილეობდა. სამინისტროს ინფორმაციით, ებრაული კომპანიის „ბარ ლევ ჯგუფი“ მიერ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ლემშვენიერაში, 6 ჰექტარზე სუპერ ინტენსიური, ექვსი ჯიშის ნუშის ბაღი 2018 წელს გაშენდა. ნუშის ბაღი დარგვიდან მეორე წელს, მხოლოდ სასიგნალო ნაყოფს ისხამს. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებულ ბაღში ნუშის ესპანური ავიხოსის ჯიში (ქლიავის საძირეზე დამყნობილი სუსტი ნუში) ის გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც დარგვიდან მეორე წელს უხვი ნაყოფი გამოიღო.

11 აგვისტო 2020, 11:17

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 9 ახალი პაციენტიდან 8 მესტიის მუნიციპალიტეტიდანაა

ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, დაგვემატა 9 ახალი და დღეს გვყავს 33 პაციენტი- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

დიმიტრი ივანისენია

11 აგვისტო 2020, 11:17

COVID19

თბილისის „დინამოს“ ყოფილ ფეხბურთელს დიმიტრი ივანისენიას კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის „დინამოს“ ყოფილ ფეხბურთელს დიმიტრი ივანისენიას კორონავირუსი დაუდასტურდა. 26 წლის ფეხბურთელმა თავი შეუძლოდ 6 აგვისტოს იგრძნო, რის შემდეგაც ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და ტესტი გაუკეთეს, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. ივანისენია, რომელიც ახლა „ზორიაში“ თამაშობს, ამ ეტაპზე თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. მისი დაინფიცირების გამო, ლუგანსკის მთელმა გუნდმა საწვრთნელი პროცესი შეაჩერა და იზოლაციაში გადაინაცვლა. ივანისენია თბილისის „დინამოში“ 2018/2019 წლებში გამოდიოდა და 49 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

11 აგვისტო 2020, 11:06

სამართალი

პოლიციის ესკორტით სვანეთიდან მოქალაქეები თბილისსა და ბათუმში საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაში მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო ადგილზე მყოფი მოქალაქეების ესკორტირება თბილისსა და ბათუმში მდებარე საკარანტინო ზონების მიმართულებით. პოლიცია მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

დონალდ ტრამპი

11 აგვისტო 2020, 11:05

მსოფლიო

ტრამპს „დიდი შვიდეულის“ სამიტის ჩატარება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სურს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „დიდი შვიდეულის“ სამიტის ჩატარება ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სურს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.„სულ უფრო მეტად ვიხრები იქითკენ, რომ სამიტი, რომელიც სექტემბერში უნდა გამართულიყო, არჩევნების შემდეგ ჩავატარო“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

11 აგვისტო 2020, 11:05

რეგიონი

ზუგდიდში 47 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. მათ შორის რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ ქუჩებს, სადაც მოძრაობის ინტენსივობა ყველაზე მაღალია, კერძოდ რეაბილიტაცია უტარდება სოხუმის ქუჩას, რუსთაველის ქუჩას აღმაშენებლისა და ლ. ბერიას ქუჩას. ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივადაღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი.

მარინა ეზუგბაია

11 აგვისტო 2020, 11:05

COVID19

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია

14 ახალი შემთხვევიდან 2 არის გაჩიანიდან, 9 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 იმპორტირებული შემთხვევა, საიდანაც 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

უაქციზო სიგარეტი

11 აგვისტო 2020, 11:04

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ივლისში დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის 24 ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა ივლისში დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის 24 ფაქტი გამოავლინა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 24 ფაქტი, მათ შორის 3 ფაქტი გამოვლინდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად.

11 აგვისტო 2020, 10:58

საზოგადოება

გლდანის ხევს სამი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება

გლდანის ხევს სამი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება. აქედან ორი სკვერის მოწყობის სამუშაოები N8–N8 ა და N1-1 ა კორპუსების მიმდებარედ უკვე დასრულდა, N6-6 ა კორპუსებთან კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. გლდანის ხევის N8–N8 ა კორპუსებთან, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყო და დასასვენებელი პავილიონი განთავსდა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა ღია სივრცის ტენისის მაგიდა, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა; ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.

11 აგვისტო 2020, 10:57

სპორტი

გორის „დილა" საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველად დამარცხდა

გორის „დილა" საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველად დამარცხდა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, აქამდე წაუგებლად მოთამაშე გორელები თბილისის „ლოკომოტივმა" თემურ შონიას გატანილი ბურთით 1:0 დაამარცხა და გიორგი ჭიაბრიშვილმა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

11 აგვისტო 2020, 10:56

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურმა და გრიგოლ ლილუაშვილმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალთან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად ჩავიდა. შინდისში იმყოფება ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. მათ შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

11 აგვისტო 2020, 10:43

სპორტი

„ინტერი“ და „მანჩესტერი“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ

​​​​​​​ნერიაძურიმ მეოთხედფინალში „ლევერკუზენი“ 2:1 დაამარცხა და ევროტურნირის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის ათწლიანი პაუზის შემდეგ მეათედ გავიდა. ევროპა ლიგის ამ ეტაპზე მილანელები მეათედ ითამაშებენ, რაც ყველა დროის რეკორდია. ნერიაძურის შემადგენლობაში ბურთები ნიკოლო ბარელამ და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს, რასაც კაი ჰავერცმა ერთი გოლით უპასუხა. ბელგიელმა ფორვარდმა ტურნირის ზედიზედ მეცხრე შეხვედრაში გაიტანა და ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

პროექტი „7 დღე ჯარისკაცად“

11 აგვისტო 2020, 10:38

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო ახალი პროექტის - „7 დღე ჯარისკაცად“, განხორციელებას გეგმავს

„7 დღე ჯარისკაცად“ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემუშავების პროცესში არსებული სიახლე სამხედროებმა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულმა გვარდიამ საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ 18 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა და დაგეგმილი პროექტი „7 დღე ჯარისკაცად“ წარუდგინა.