imedi /  14 ივლისი 2020, 15:26 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: ასოცირების შეთანხმება ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

ასოცირების შეთანხმება უდიდესი მიღწევაა მთლიანად ჩვენი გუნდის, ქვეყნის და ეს მოხდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშის კომენტირებისას „postv“-ის ეთერში განაცხადა.

„ამ ჩანაწერის ინტერპრეტაცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება ოპოზიცის მხრიდან და არ გამოვრიცხავ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდნაც, რადგან იქაც წარმოდგენილია პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ძალიან ხშირად აქვთ მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური შეხედულებები და გემოვნება. მაგრამ მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულებულია, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, გამოშვებულია 2 ადამიანი, რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ ამ შეთანხმებასთან კავშირი და არანაირი პოლიტპატიმრები არ იყვნენ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური ვითარების დასტაბილურების მიზნით, 2 ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელთა მიერ ჩადენილი დანაშაული იყო დადასტურებული სასამართლოს მიერ, ციხიდან გამოეშვა.

რაც შეეხება გიორგი რურუას, აქ არანაირ პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი არ შეიძლება და გამორიცხულია რამე ჩარევა ხელისუფლების რომელიმე შტოს მიერ სასამართლოში მიმდინარე პროცესში, სასამართლო არის ერთადერთი უწყება, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშში შესული შესწორებები პირველი კენჭისყრით მიიღო. შესწორებები შეეხება დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, 8 მარტის შეთანხმებას, საარჩევნო გარემოს და სხვა საკითხებს.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

31 ივლისი 2021, 13:00

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკურ სექტორში მობილიზებული 7 ათასამდე საწოლიდან 6 ათასამდე საწოლი უკვე დაკავებულია

„დღესდღეობით, კლინიკურ სექტორში, 7 ათასამდე საწოლია მობილიზებული, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის, ინტენსიურ განყოფილებაში 1200-მდე პაციენტი მკურნალობს, რაც, რა თქმა უნდა, არის საყურადღებო“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

31 ივლისი 2021, 12:59

სამართალი

თბილისში დაკარგული ტურისტის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში დაკარგული ტურისტის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

31 ივლისი 2021, 12:47

COVID19

საქართველოში „ფაიზერის“ 160 ათასზე მეტი დამატებითი დოზა შემოვიდა

„ფაიზერისა“ და გერმანული პარტნიორი კომპანიის, „ბიონტექის“ მიერ შექმნილი კოვიდვაცინის - „ფაიზერის“ დამატებითი დოზები უკვე საქართველოშია. ქვეყანამ 160 ათასზე მეტი დოზა მიიღო.

31 ივლისი 2021, 12:18

COVID19

რატომ არაა კორონავირუსი „უბრალოდ გრიპი“ და რა საფრთხეს უქმნის „დელტა“ ვარიანტი ბავშვებს. ივანე ჩხაიძის განმარტება

„როდესაც თავიდან დავიწყეთ კორონავირუსის ჩინური ვარიანტის შეფასება, მისი რეპროდუქციული ინდექსი (რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია ერთ ინფიცირებულ ადამიანს) 2.5 იყო. მას ყოველთვის ვადარებდით გრიპს, რომლის შემთხვევაშიც, ეს ინდექსი 1.3-ია“.

31 ივლისი 2021, 12:15

საზოგადოება

დიდუბეში 48 მოსასვენებელ სივრცეში ინფრასტრუქტურა განახლდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 48 მოსასვენებელ სივრცეში საპარკო ინვენტარი განაახლა.

31 ივლისი 2021, 11:58

მსოფლიო

ინდოეთში ძლიერი წვიმის გამო ციხის კედელი ჩამოინგრა

ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში ძლიერი წვიმის გამო ციხის კედელი ჩამოინგრა, დაშავდა სულ მცირე 22 პატიმარი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადგილობრივ პოლიციაში განუცხადეს.

ნინო ჭელიძე და ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 11:45

საზოგადოება

ნინო ჭელიძე: ბატონი ირაკლი განათლების საერთაშორისო ცენტრის სულისჩამდგმელია - ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის

განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან მიმართა და აღნიშნა, რომ პროგრამის სულისჩამდგმელი ირაკლი ღარიბაშვილია.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 11:26

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას

ჩვენ ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, რჩება, იღებს გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიატებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

31 ივლისი 2021, 11:21

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, საქართველოში, ჭეშმარიტად ევროპული დონის უნივერსიტეტი გვაქვს

„საუკეთესო, რაც შეიძლება, ქვეყანამ გააკეთოს, არის მომავალი თაობის განათლებაში ინვესტირება. ესაა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 11:14

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: ჩვენთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის განათლება, ვინაიდან მომავალი გეკუთვნით თქვენ

ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კატაკლიზმი გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა. ბევრი ნიჭიერი სპეციალისტი წავიდა ქვეყნიდან, ისინი ახლა წარმატებით საქმიანობენ უცხოეთში. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისი და ტრაგედიაა, რომ მათ პოტენციალს ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად ვერ ვიყენებთ. ამიტომ ის ფაქტი, რომ თქვენ ბრუნდებით საქართველოში, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, - ამის შესახებ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატებთან და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

31 ივლისი 2021, 11:09

საზოგადოება

მაშველებმა დაშავებულ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს

უცხო ქვეყნის ტურისტთა დაახლოებით 15-კაციანი ჯგუფი დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ ჯუთადან აბუდელაურის ტბის მიმართულებით მიდიოდა, რად დროსაც, ერთ-ერთი ტურისტი ფერდობიდან დაგორდა და მდინარეში ჩავარდა, რის გამოც სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვეს.

31 ივლისი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,62%-ია

29 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,62%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6,78%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7,35%.

31 ივლისი 2021, 10:50

მსოფლიო

აგვისტოდან, საუდის არაბეთი მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს მიიღებს

ტურიზმის სამინისტროს ცნობით, სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს შეუძლიათ, შევიდნენ სამეფოში საკარანტინო პერიოდის გავლის გარეშე, იმ პირობით, რომ ჩასვლისთანავე წარადგენენ ვაქცინაციის ოფიციალურ სერტიფიკატსა და PCR-ტესტის უარყოფითი შედეგს, რომელიც მგზავრობამდე არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში იქნება გაკეთებული.

31 ივლისი 2021, 10:49

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

31 ივლისი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3196 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1147 პაციენტი.

31 ივლისი 2021, 10:47

პოლიტიკა

აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყიფას ითვალისწინებს და მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს ქვეყნის დეოკუპაციის თვალსაზრისით

აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით. 28 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტის თავისი ვერსია.

31 ივლისი 2021, 10:23

კულტურა

კულტურის კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, რომელიც კულტურის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო სექტემბერში შეიქმნება. კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების მაღალი რანგის სპეციალისტები და ექსპერტები კომიტეტს თავიანთ ხედვებსა და გამოცდილებებს გაუზიარებენ და არსებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან.

31 ივლისი 2021, 10:22

კულტურა

როგორ გამოიყურება დედოფალი ელისაბედი Netflix-ის ახალ სერიალში. პირველი ფოტო გადასაღები მოედნიდან

სტონტონი სერიალ „დედოფლის“ მეხუთე ეპიზოდში მონაწილეობს. ამ ეპიზოდს მაყურებელი, სავარაუდოდ, 2022 წელს იხილავს. ჯერჯერობით, ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სერიალში, სნოუდონის გრაფინია პრინცესა მარგარეტის როლს ლესლი მენვილი ითამაშებს, პრინც პილიპისას - ჯონათან პრაისი, პრინცესა დიანას კი - ელიზაბეტ დებიკი.

31 ივლისი 2021, 10:12

თავდაცვა

სენაკში Agile Spirit 2021-ის ფარგლებში მარათონი გაიმართა

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სენაკში მარათონი გაიმართა. გარბენი მეგობრობის საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო მისიებში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა.

31 ივლისი 2021, 10:09

რეგიონი

თეა წულუკიანი ბაგრატის ტაძარში არსებულ პრობლემებს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბაგრატის ტაძარი მოინახულა და ადგილზე გაეცნო ტაძარში არსებულ მდგომარეობას. თეა წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობისა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, სასულიერო პირებთან და არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესთან ერთად იმსჯელა ტაძრის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე.