imedi /  14 ივლისი 2020, 15:24 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: ზოგიერთ კოლეგას უსუსური ლოგიკა დარჩა, რომ გაამართლოს თავისი განცხადებები

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ზოგიერთ კოლეგას უსუსური ლოგიკა დარჩა, რომ გაამართლოს თავისი განცხადებები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი განიხილება.

იგი კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ შეფასებებსა და განცხადებებს გამოეხმაურა.

„გამაოცა მარიამ ჯაშის განცხადებამ, რომ ჩვენ, თითქოს, ანტისახელმწიფოებრივად ვმოქმედებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ვიცავთ. ან რა განცხადებებია ან რა ლოგიკაა ის, რომ სექტემბერში თურმე ვიღაცები, ვინც სიაში არ იქნებიან, მხარს აღარ დაუჭერენ ამ კანონპროექტს. ერთადერთი ეს უსუსური ლოგიკა დარჩა იმისთვის, რათა გაამართლოს თავისი განცხადებები ჩვენმა ზოგიერთმა კოლეგამ. ან რა კონსტიტუციის დარღვევაზე გვესაუბრებიან?! ძალიან სერიოზული კამათი შეიძლება იმაზე, არსებობს, თუ არ არსებობს სახელმწიფოს მონდომება, რომ სკოლებში ვითარება გამოსწორდეს. კი ბატონო, ამაზე არგუმენტებიც არსებობს და დავაც შეიძლება. ან წყალმომარაგების თემები უფრო სწრაფად უნდა მიდიოდეს იმიტომ, რომ კატასტროფა ელოდება მსოფლიოს, თუკი ეს ზომები დროულად არ იქნება გატარებული. ან რომელი საპარლამენტო ზედამხედველობის შემცირებაზეა საუბარი?! ვერ მოინელეს ის, რომ ორი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მოვიდა, რომელსაც კითხვებსაც დაუსვამ და ანგარიშის წარმოდგენასაც მოსთხოვ. რა პარლამენტი დამცირდა ამით და როდის შეიძლება ლოგიკური დავარქვათ იმ განცხადებებს, რომლებიც ზოგიერთ გამომსვლელს ჰქონდა. გამორიცხულია პარლამენტის უფლებამოსილების შემცირება იმასთან დაკავშირებით, თუკი ჩვენ მთავრობას დავავალებთ, რომ გადაარჩინეთ საზოგადოება და მოსახლეობა იმისგან, რაც შეიძლება მთელ მსოფლიოს დაემართოს. არ არის მდგომარეობა კარგად და ყველამ კარგად ვიცით ეს ამბავი. გვეკითხებიან, თუ რატომ არ ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას, რომლის მხოლოდ ამ პირობებში შეიძლება ადამიანების უფლებების შეზღუდვა. ძალიან საკამათოა ეს პრინციპიც, მაგრამ კამათი ამ თემაზე რომ გაგრძელებულიყო უფრო ლოგიკური იქნებოდა. ის ლოგიკა, რომ ვიღაცას სექტემბერში ეწყინებოდა, რომ სიაში ვერ მოხვდა, ეს არის არა მარტო უსუსური, არამედ მავნებლური პოზიცია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

12 აგვისტო 2020, 15:56

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიის და სისწრაფის რისკების მართვა, რასაც მერწმუნეთ, ეფექტურად ვაკეთებთ

როდესაც ჩვენ იძულებული ვართ, შემზღუდავი ნაბიჯები გადავდგათ, მაგალითად ისეთი, როგორიც მესტიაში მოგვიწია, ეს განპირობებულია პირველ რიგში ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მაგრამ ეკონომიკაზე ზრუნვითაც, ამიტომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც ჩანს, ვირუსი არსად გაქრება და ჩვენ ყველა, გლობალურად, მსოფლიო უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას; ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაჩერდეს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიის და სისწრაფის რისკების მართვა, რასაც მერწმუნეთ, ეფექტურად ვაკეთებთ, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა და ამის კეთებას ეფექტურად გავაგრძელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარია

12 აგვისტო 2020, 15:49

სამართალი

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე: ახლა მის ოჯახს პირველ რიგში გვერდში დგომა სჭირდება და ეს სწრაფი და სამართლიანი გამოძიებით შეგვიძლია

„ახლა მის ოჯახს, პირველ რიგში, გვერდში დგომა სჭირდება და გვერდში დგომის ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ქმედება არის გამოძიება და მისი სწრაფად და სამართლიანად ჩატარება. მერწმუნეთ, ამით არის განპირობებული ყველაფერი და ასე გაგრძელდება ყველა სისხლის სამართლის საქმეში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

12 აგვისტო 2020, 15:46

COVID19

გიორგი გახარია: ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე მისი შედეგების შემსუბუქება იქნება

ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ კოლეგებს ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარია

12 აგვისტო 2020, 15:33

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პარტიული სიის პირველი ათეული ჯერ ცნობილი არაა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ათეული ჯერ ცნობილი არაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარია

12 აგვისტო 2020, 15:32

საზოგადოება

გიორგი გახარია: დღეის მდგომარეობით არ არსებობს არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს

დღეის მდგომარეობით არანაირი პირობა იმისთვის რომ სწავლა გადაიდოს და საკლასო ოთახებში 15 სექტემბრისთვის ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

12 აგვისტო 2020, 15:30

COVID19

დაბა სტეფანწმინდაში მიზნობრივი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მუნიციპალიტეტის, დაბის ან რომელიმე სოფლის ჩაკეტვის საკითხი ჯერჯერობით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დღის წესრიგში არ დგას.

12 აგვისტო 2020, 15:27

სამართალი

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა

გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა.

12 აგვისტო 2020, 15:20

რეგიონი

შსს: მესტიაში მოქალაქეები მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით ემორჩილებიან პოლიციის მითითებებს და დაწესებულ რეგულაციებს

პოლიცია სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითარებაა, მოქალაქეები მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით ემორჩილებიან პოლიციის მითითებებს და დაწესებულ რეგულაციებს.

რამაზ საყვარელიძე

12 აგვისტო 2020, 15:08

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ოპოზიცია სახელმწიფოს და პოლიტიკურ პროცესს საფრთხობელად წარმოაჩენს, რათა ამომრჩეველი სახლში დარჩეს

​„ოპოზიცია და მისი ტელეარხები ტალახის სროლით არიან დაკავებული. შედეგი ის იქნება, რომ ამომრჩეველეს არც ერთი ენდომება და არც მეორე, ესაა მათი მთავარი მიზანი. თუ ეს მოხერხდა და მოქალაქემ გული აიცრუა არა მხოლოდ კონკრეტულ პარტიაზე, არამედ არჩევნებზე და მოსახლეობის დიდი რაოდენობა სახლში დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“, თავის ამომრჩევლის მობილიზებას გაუკეთებს და შანსები გაუთანაბრდება. ოპოზიცია სახელმწიფოსგან და პოლიტიკური პროცესისგან საფრთხობელას აკეთებს, რომ ამომრჩეველი სახლში გაიქცეს, თუ დიდი ნაწილი გაიქცა, ამათ დარჩებათ ბურთი და მოედანი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ბარსელონა

12 აგვისტო 2020, 14:59

COVID19

„ბარსელონას“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

„ბარსელონას“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

12 აგვისტო 2020, 14:53

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში კორონავირუსზე გამოკვლეულთა შედეგები ხვალ გახდება ცნობილი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში ეპიდემიოლოგიური კვლევა დასრულდა. სოფელ გარბანისგან განსხვავებით, არშაში მიზნობრივი კვლევა ჩაუტარდა მხოლოდ ინფიცირებული პაციენტის ახლო კონტაქტებსა და ოჯახის წევრებს. ბიოლოგიური მასალის ნიმუშები აუღეს ათობით ადგილობრივს, რომელიც კვლევისთვის ლაბორატორიებშია გადაგზავნილი.

თელავის წყალმომარაგება

12 აგვისტო 2020, 14:43

რეგიონი

თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის პირველი ეტაპის სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება

ქალაქ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანია ოქტომბერში დაასრულებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ქსელის რეაბილიტაცია, ჭაბურღილებისა და მრიცხველების მოწყობა. თელავში წლებია წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

ბელარუსი დაკავება

12 აგვისტო 2020, 14:23

მსოფლიო

ბელარუსში მილიციაზე თავდასხმის ფაქტებზე 17 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ბელარუსში მილიციაზე თავდასხმის ფაქტებზე 17 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის 1000-მდე ადამიანია დაკავებული, ქვეყნის მასშტაბით კი ასეთი აქციები 25 დასახლებულ პუნქტში გაიმართა.

თამაზ გაიაშვილი

12 აგვისტო 2020, 14:04

პოლიტიკა

თამაზ გაიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა

ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ლელოს“ რიგები იზრდება და საინტერესო და უკომპრომისო ადამიანები ემატებიან.

12 აგვისტო 2020, 14:03

სამართალი

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქო და თუთუნი გამოავლინა

10 ივლისიდან - 10 აგვისტოს ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტის, ჯამში, 7,311 კოლოფი, 6,520 ღერი და 156,410 კგ.თუთუნის შენახვა-გადაზიდვის 115 ფაქტი გამოვლინდა, აქედან ორი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.

12 აგვისტო 2020, 13:49

თავდაცვა

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი კოჯორში საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადის

თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები კოჯრის ტერიტორიაზე საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის ფარგლებში, 15-21 წლის ახალგაზრდები ითვისებენ საბაზისო სალაშქრო - გადაადგილების, დაზვერვისა და შენიღბვის უნარ-ჩვევებს, ასევე ეცნობიან პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს. ტოპოგრაფიის და ტყის პირობებში გადაადგილების შესწავლის შემდეგ, საბაზისო კურსის მონაწილეებმა ერთი დღე მის პრაქტიკაში გამოყენებას დაუთმეს.

თორნიკე რიჟვაძე

12 აგვისტო 2020, 13:44

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმში მონაწილეობდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს რეგიონული ახალგაზრდული ფორუმის გახსნაში ღონისძიებაში მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდული პოლიტიკის და სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმში მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ლევან ნიკოლეიშვილი

12 აგვისტო 2020, 13:39

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სირცხვილია, როდესაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვეტერანების უფლება დამცველებად გვევლინებიან

ნიკოლეიშვილი იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში „გმირთა მოედანზე“ აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალთან შეკრებილი ვეტერანების სასტიკ დარბევას. როგორც ანალიტიკოსი წერს, ვეტერანები, რომლებიც მათ დაარბიეს, სწორედ იმ უფლებების დაცვას ითხოვდნენ, რომლის ქომაგადაც იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს გვევლინება.

12 აგვისტო 2020, 13:37

საზოგადოება

დღეს, 23:00 საათიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელემდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი №1 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექსიგრუპის“ მიერ, დაგეგმილია ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა საავტომობილო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე.

12 აგვისტო 2020, 13:31

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ გამჭვირვალე ტელევიზორი წარადგინა

ტელევიზორ Mi TV Lux Transparent Edition-ს ნახევრად გამჭვირვალე OLED-პანელი აქვს, რომლის დიაგონალიც 139 სანტიმეტრია. ეკრანზე გამოსახულების გამოყვანისას მომხმარებელს შეუძლია დაინახოს ის, რაც ტელევიზორის უკან მდებარეობს. ეკრანის განახლების სიჩქარე 120 ჰერცია, ფერის სიღრმე - 10 ბიტი. Xiaomi-ს განცხადებით, ტელევიზორი MediaTek 9650-ის ჩიპზე მუშაობს. კორპუსის სისქე 5,7 მილიმეტრია.