Imedi.ge /  14 ივლისი 2020, 17:15 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანის თქმით, ნატო-საქართველოს კომისიამ საქართველოში განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა

დავით ზალკანიანი

დავით ზალკალიანმა ბრიუსელში გამართული შეხვედრები შეაფასა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პარტნიორებმა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ რეფორმებს ძალიან დადებითი შეფასება მისცეს. ზალკალიანი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

„უამრავ მსგავს ღონისძიებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და არ მახსენდება ასეთი კომისია, რომელსაც ასეთი პოზიტიური შეფასებები მიეცეს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. ეს ეხება პოლიტიკურ, ეკონომიკურ რეფორმებს, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. მაღალი შეფასება დავიმსახურეთ იმ რეფორმების გამო, რაც აისახა საკონსტიტუციო ცვლილებებში. საქართველოს მთავრობის საქმიანობა პანდემიის დროს იქნა აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ევროპაში და მათ შორის ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორისაც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ეს შეხვედრაც გამოვიყენე, რათა მათთვის ბოლო ინფორმაცია მიმეწოდებინა. ძალიან კარგი, შინაარსიანი, პოზიტიური განხილვა შედგა. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრულ საქმიანობას დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების კუთხით და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე განსაკუთრებით დიდი დრო ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის გატაცების ფაქტს დაეთმო. ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ყველა დელეგაციამ დაგმო და რუსეთის ფედერაციას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პანდემიის დროს ნატოს შტაბ-ბინაში გამართული პირველი შეხვედრები იყო.

ყველა სიახლე

მართვის მოწმობა

14 აგვისტო 2020, 00:29

ტაბლოიდი

ამერიკელი ქალის მართვის მოწმობაზე მისი ფოტოს ნაცვლად ცარიელი სკამის ფოტო აღმოჩნდა 🪑

ამერიკელი ქალის მართვის მოწმობაზე მისი ფოტოს ნაცვლად ცარიელი სკამის ფოტო აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს. ტენესის შტატის მკვიდრმა, ჯეიდ დოდმა ახალი მართვის მოწმობა მიიღო და აღმოაჩინა, რომ მოწმობაზე მისი ფოტოს ნაცვლად ცარიელი სკამის ფოტო იყო დატანილი.

ჯონათან პრაისი გვირგვინი სამეფო კარის თამაშები

14 აგვისტო 2020, 00:16

კულტურა

„გვირგვინის“ მეხუთე სეზონში პრინც ფილიპის როლს „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი შეასრულებს

პრაისი „სამეფო კარის თამაშების“ უკვე მეორე მსახიობია, ვინც „გვირგვინში“ ფილიპის როლი მოირგო. მესამე და მეოთხე სეზონებში ედინბურგის ჰერცოგს ტობიას მენზისი თამაშობდა, რომელმაც HBO-ს პროექტში ედმურ ტალი განასახიერა.

ისრაელი შემოწმება

14 აგვისტო 2020, 00:16

მსოფლიო

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველო მწვანე ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისრაელმა დაასახელა „მწვანე ქვეყნების“ სია, რომლებიდან დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებსაც 14-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალი მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა. სიაში საქართველო, ავსტრია, ახალი ზელანდია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, რუანდა, სლოვენია და ჰონგ-კონგი მოხვდნენ.

14 აგვისტო 2020, 00:04

მსოფლიო

პალესტინამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თავისი ელჩი გაიწვია

პალესტინამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თავისი ელჩი გაიწვია, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის შეთანხმების გაფორმება დააანონსა. ელჩის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

14 აგვისტო 2020, 00:02

საზოგადოება

14 აგვისტოს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს სხვადასხვა სამუშაოს გამო, 14 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

13 აგვისტო 2020, 23:42

სამართალი

სოფელ სალხინოში, სატვირთო ავტომობილის ხრამში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სოზარ სუბარი

13 აგვისტო 2020, 23:34

COVID19

სოზარ სუბარი: ხალხი მოგვყვება და ძალიან მალე სვანეთში სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება

„ყველგან, სადაც კი ეპიდვითარების აფეთქება იყო, პრემიერის მიერ მივლენილი ვიყავი. ეს იყო მარნეულში, გარდაბანსა და ლენტეხში. ახლა შვებულებაში ვიყავი, გამომიძახეს და მესტიაში წავედი, ასე, რომ ეს ჩემთვის პრივილეგია არ იყო, ჩემთვის საყვარელ კუთხეში კი წავედი, მაგრამ ნამდვილად მირჩევნია რომ არაკოვიდის დროს ვესტუმრო. იყო საქმე გასაკეთებელი და ამიტომ ვიყავი წასული. მადლობა ღმერთს, რომ ხალხი მოგვყვება და ძალიან მალე იქ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება. ძნელია, წინასწარ ვთქვათ, როდემდე გასტანს შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ირაკლი ხმალაძე

13 აგვისტო 2020, 23:32

COVID19

ინფექციონისტი: ნებისმიერი მცირე სიმპტომის შემთხვევაშიც კი, ცხელების ცენტრს ან ოჯახის ექიმს უნდა მივმართოთ

სამწუხაროდ, კორონავირუსი სიცხისადმი გამძლე აღმოჩნდა და არ გამართლდა ის მოლოდინი, რომ ვამბობდით, ზაფხული მოვა და გაქრებაო, - ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა და ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი მცირე სიმპტომის შემთხვევაშიც კი მოსახლეობამ ცხელების ცენტრს, ან ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს.

იური კარაევი

13 აგვისტო 2020, 23:22

მსოფლიო

ბელარუსის შს მინისტრმა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ საპროტესტო აქციებზე შემთხვევითი გამვლელები დაშავდნენ

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იური კარაევმა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ საპროტესტო აქციებზე შემთხვევითი გამვლელები დაშავდნენ.

კოსტანტინე ყიფიანი

13 აგვისტო 2020, 23:13

საზოგადოება

დაკავებული ექიმის მამა: თანავუგრძნობ პაციენტის მშობლებს, მათი ტრაგედია ვერ შეედრება ჩემი შვილის სირთულეებს

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებული ექიმების, ვახტანგ ყიფიანის მამა, ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის დირექტორი, პროფესორი კოსტანტინე ყიფიანი განცხადებას ავრცელებს.

რობერტ ობრაიენი

13 აგვისტო 2020, 23:05

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი:დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მთავარი პრეტენდენტი უნდა გახდეს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, რობერტ ობრაიენის განცხადებით, დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მთავარი პრეტენდენტი უნდა გახდეს.

თამარ გაბუნია

13 აგვისტო 2020, 23:04

COVID19

თამარ გაბუნია: ვირუსი ცირკულირებს და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შემთხვევების მატება მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი ცირკულირებს და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მისივე თქმით, დღეს ყველაზე მეტად საყურადღებო სიტუაცია მესტიაშია შექმნილი.

ვარძიის ღვთისმშობლის ხატი

13 აგვისტო 2020, 22:40

საზოგადოება

ხვალიდან მარიამობის მარხვა იწყება

ხვალიდან მართლმადიდებელ მორწმუნეთათვის მარიამობის მარხვა იწყება. მარიამობის მარხვა ორკვირიანია და 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება. ეს მარხვა მძიმეა. მორწმუნეებს თევზის მიღება მხოლოდ ფერიცვალებას,19 აგვისტოს შეეძლებათ.

13 აგვისტო 2020, 22:34

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 669 შემთხვევა დადასტურდა.

თენგიზ ცერცვაძე

13 აგვისტო 2020, 22:27

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვთხოვ ყველას, მიღწეულს გავუფრთხილდეთ

„რაც არ მომწონს, ეს არის, როდესაც ხედავენ რომ ეს პრობლემა (კორონავირუსი) მთლად მორჩენილი არ არის და რეკომენდაციების დაცვისკენ მიუთითებ- ღიზიანდებიან, როგორ თუ ვუთხარით პირბადე ატარონ, ხელები დაიბანონ. ჩვენს ექიმებს და ხელისუფლებას ისეთი რეგულაციები არ შემოაქვთ, რაც მიუღებელია საზოგადოებისთვის, ყველა რეგულაცია, შეიძლება რომელიმე ოდნავ დისკომფორტს ქმნის, მაგრამ არც ერთი მიუღებელი არ არის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შტორმი ჟოზეფინი

13 აგვისტო 2020, 22:26

მსოფლიო

ატლანტის ოკეანეში ტროპიკული შტორმი „ჟოზეფინი“ ჩამოყალიბდა

ატლანტის ოკეანეში ტროპიკული შტორმი „ჟოზეფინი“ ჩამოყალიბდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ტროპიკული შტორმის ფარგლებში ქარის სიჩქარე 20,8 მ/წ აღწევს.

13 აგვისტო 2020, 22:26

COVID19

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 8 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ერთი არასრულწლოვანია

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში, 8 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის, მაია ჯანაშიას ინფორმაციით, ინფიცირებულები მესტიის მუნიციპალიტეტის კლასტერს მიეკუთვნებიან. მისი თქმით, 8 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ხუთს ორმხირვი პნევმონია აღენიშნება.

13 აგვისტო 2020, 22:22

საზოგადოება

აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც აშშ-ში გამგზავრებას გეგმავს, ინფორმაციას ავრცელებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინც აშშ-ში გამგზავრებას გეგმავს, ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, თუ ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

13 აგვისტო 2020, 22:03

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისტორიული საღამოა - ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობების ახალი ერა დაიწყო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმებას გამოეხმაურა.

თენგიზ ცერცვაძე

13 აგვისტო 2020, 21:59

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ექიმებმა და ხელისუფლებამ მიკროაფეთქებების მყისიერი მართვა ისწავლეს

მიკროპიკები და აფეთქებები რამდენიმე დღეში ლიკვიდირებული იქნება - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.