imedi /  15 ივლისი 2020, 14:20 / სანდო წყარო

ბექა დოჭვირი: დროებითი მმართველი კომპანიაში მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად შევა

ბექა დოჭვირი

ბექა დოჭვირი

არ უნდა გავიგოთ, რომ დროებითი მმართველი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და განუსაზღვრელი უფლებამოსილები სარგებლობს. დროებითი მმართველი კომპანიაში შედის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შეასრულოს კომისიის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ლ, ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან განმარტა, თუ რა არის შესაძლებელი არსებული რედაქციით და რა უფლებამოსილება აქვს კომისიას.

„დღეის მდგომარეობითაც, არსებული რედაქციით, კომისიას აქვს კომპანიის დაჯარიმების უფლებამოსილება და უკვე, როდესაც დააჯარიმებს, კომპანია, თუ არ შეასრულებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კომისიას შეუძლია, რომ ავტორიზაცია შეუჩეროს, ან შეუძლია, საერთოდ, კომპანიის საქმიანობა გააჩეროს და ამით მოახდინოს თავისი გადაწყვეტილების არაღსრულების გამო, კომპანიის სანქცირება. ბუნებრივია ასეთი გადაწყვეტილება, რიგ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი. ერთი, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება დაზიანდეს მომხმარებელთა ინტერესები. მომხმარებელთ ფართო სპექტრს შეიძლება შეეხებოდეს ეს და ბუნებრივია, თუ კომპანია შეწყვეტს საქმიანობას, ეს მომხმარებლები დაზარალდებიან. შეიძლება, ერთ შემთხვევაში, ვეღარ ისარგებლონ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით და მეორე შემთხვევაში, შეიძლება, ვერ ისარგებლონ ინტერნეტკომუნიკაციით, რაც არის კომისიის რეგულირების სფერო“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი განმარტავს, რომ შეიძლება, კომპანიის ინფრასტრუქტურა წარმოადგენდეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და საქართველოს კანონმდებლობაში არ არის დაზუსტებული აღნიშნული ტერმინი.

„საკომიტეტო მოსმენებზეც ბევრი გაჟღერდა, რომ არ არის დაზუსტებული ტერმინი - კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რა არის საქართველოს კანონმდებლობაში. ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ვინაიდან ჩვენ ერთიანი ჩარჩო არ გვაქვს, გვიწევს, რომ კანონებში ცალ-ცალკე, სექტორების მიხედვით განვსაზღვროთ, თუ რა შეიძლება იყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ბუნებრივია, ალბათ ყველანი შევთანხმდებით იმასთან დაკავშირებით, რომ იგივე სატელეკომუნიკაციო, დიდი ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებენ, მათი ინფრასტრუქტურა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

ბექა დოჭვირმა ხაზი გაუსვა, რომ დროებითი მმართველი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით არ არის აღჭურვილი.

„ანალოგია რომ გავაკეთოთ, ევროკავშირის და არა მარტო ევროკავშირის ქვეყნებში არის ასეთი ინსტიტუტი, როდესაც ეროვნულ მარეგულირებელ კომისიებს შეუძლიათ დაიქირაონ სერტიფიცირებული, მსხვილი კომპანიები, რომლებიც იგივე, თუნდაც წილების შესყიდვაზე, ან კონკურენციის ვალდებულებებს როდესაც უდებს კომისია, ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს იმის რევიზიას, კონკრეტულად რას აკეთებს კომპანია. შეუძლია გარკვეული მითითებებიც კი მისცეს კომპანიას გარკვეულ შემთხვევებში. იტალიის მაგალითი იყო, როდესაც თვითონ ბორდშიც კი ჩაუსვეს წევრები და ბორდის კონტროლი განახორციელა მარეგულირებელმა კომისიამ. აქედან გამომდინარე, ახდენს თავისი გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს ერთ-ერთი არ იმეორებს აღნიშნულს, მაგრამ გარკვეული მექანიზმი, ანუ მოდელი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გათვალისწინებულია. ასევე, ეს არ არის ახალი საქართველოს საკანონმდებლო სივრცისთვის. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართელოს კანონით გათვალისწინებულია დროებითი მმართველის დანიშვნა და შესაბამისად, ლიცენზირებად საქმიანობას ვინც ახორციელებს, მათთვის ეს კარგად არის ცნობილი. ეს არ არის მხოლოდ თეორია, იმიტომ, რომ პრაქტიკაშიც, დროებითი მმართველის ინსტიტუტი გამოყენებული ყოფილა და შესაბამისად, ეფექტურადაც უმუშავია“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

მან ასევე განმარტა კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებულ ნაწილს ეხება.

„კონკრეტულად, 34-ე და 35-ე მუხლებთან დაკავშირებით ცვლილება ასე დაზუსტდა, რომ კომისია ნიშნავდა 34-ე და 35-ე მუხლების ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ, ანუ თუ დააჯარიმებდა და არ შეასრულებდა ვალდებულებას, კომისია ნიშნავდა მმართველს და მერე უკვე კომპანიას შეეძლო, რომ წასულიყო სასამართლოში და უკვე სასამართლოში ედავა, გამოეყენებინა ან უზრუნველყოფის ღონისძიება, ან თვითონ კომისიის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი გაესაჩივრებინა და შესაბამისად, მერე უკვე დავა როგორც დასრულდებოდა, იქიდან გამომდინარე ეხელმძღვანელათ. ახლა შემოტრიალდა, 34-ე და 35-ე მუხლებთან დაკავშირებით, როდესაც სანქცირება, ანუ ჯარიმები არაეფექტური აღმოჩნდება, კომისია მიმართავს სასამართლოს, ისევე, როგორც ეს გახლავთ გათვალისწინებული ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში და სასამართლო დანიშნავს, კომისიის შუამდგომლობიდან გამომდინარე, დროებით მმართველს. ბუნებრივია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაც კომპანიას, ან კომისიას არ მოეწონება, შეუძლია შემდგომ, რომ უკვე ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გაასაჩივრონ და უკვე ზემდგომმა სასამართლო ინსტანციებმა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 01:03

მსოფლიო

ისრაელმა სირიის არმიის პოზიციებზე იერიში მიიტანა

ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიის არმიის პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 00:54

ტაბლოიდი

ლოს-ანჯელესის ზოოპარკის თანამშრომლებმა შეყვარებულ ლომებს ევთანაზია ერთ დღეს ჩაუტარეს

აშშ-ში, ლოს-ანჯელესის ზოოპარკის თანამშრომლებმა, შეყვარებული ლომების წყვილი ერთ დღეს დააძინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის Facebook-ზე გავრცელდა. 21 წლის ლომები ჰუბერტი და კალისა აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში დაიბადნენ და ერთმანეთს პირველად Woodland Park Zoo-ში შეხვდნენ, სადაც მათი „რომანი“ დაიწყო. 2014 წელს წყვილი ლოს-ანჯელესის ზოოპარკში გადმოიყვანეს.

04 აგვისტო 2020, 00:40

ტაბლოიდი

შრი-ლანკას მკაცრი რეჟიმის ციხიდან ნარკოკურიერი კატა გაიქცა

​​​​​​​შრი-ლანკაზე, ქალაქ კოლომბოში მდებარე მკაცრი რეჟიმის ციხიდან ნარკოკურიერი კატა გაიქცა. ამის შესახებ Daily Mail წერს. კატა პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა ციხის ტერიტორიაზე 1-ელ აგვისტოს დაიჭირეს. მას კისერზე ჰქონდა დამაგრებული პლასტიკური პაკეტი 2 გრამი ჰეროინით, ორი სიმბარათით და მეხსიერების ბარათით.

04 აგვისტო 2020, 00:29

ტექნოლოგიები

სინგაპურელმა მეცნიერებმა ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო პრეპარატი წარმატებით გამოსცადეს

სინგაპურელი მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ შექმნილი ყვითელი ცხელების საწინააღმეგო ექსპერიმენტული პრეპარატის კლინიკური გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. სპეციალისტებმა პოტენციური პრეპარატი შექმნეს. საუბარია მონოკლონალურ ანტისხეულზე.

გია აბაშიძე

04 აგვისტო 2020, 00:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ჯანსაღი, კონკურენტული ოპოზიცია ჟანგბადივით სჭირდება

„ჯანსაღი ოპოზიცია ის კი არ არის ხელისუფლება უშვერი სიტყვებით ლანძღო, ხელისუფლება უნდა აკრიტიკო ძალიან მწარედ, საგნობრივად, დარგობრივად, არსობრივად და ლეგიტიმაცია არ დააყენო ეჭვქეშ - ეს არის კონსტრუქციული ოპოზიცია“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

04 აგვისტო 2020, 00:04

ტექნოლოგიები

გერმანიაში მფრინავი ტაქსი გამოსცადეს

გერმანიაში მფრინავი ტაქსი CityAirbus გამოსცადეს, რომელსაც ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და საათში 120 კილომეტრ ავითარებს. ამის შესახებ Travel and Leisure წერს. ტაქსის შემქმნელები აცხადებენ, რომ იმედი აქვთ, მალე მფრინავი ტაქსები ქალაქში მგზავრებს გადაიყვანენ და ამის შედეგად საცობების თავიდან აცილება მოხდება. „მფრინავ ტაქსს, ხმელეთზე მოძრავისგან ის უპირატესობა აქვს, რომ უხმაუროდ გადაადგილდება“, - აცხადებენ გამომგონებლები.

03 აგვისტო 2020, 23:24

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 155 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 155 ათასს გადააჭარბა.

03 აგვისტო 2020, 22:59

საზოგადოება

ქართული ხორბლის კულტურა UNESCO-ს ნომინაციაზეა წარდგენილი

ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წელს მიენიჭა. ქართული ხორბლის კულტურა UNESCO-ში წარდგენილია ნომინაციაზე „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გადაუდებელ დაცვას საჭიროებს“.

03 აგვისტო 2020, 22:37

მსოფლიო

ინდოეთში, სერიული მკვლელი ნიანგებს მსხვერპლთა ცხედრებით კვებავდა

ინდოეთში დააკავეს სერიული მკვლელი, რომელმაც მსხვერპლთა ცხედრებით ნიანგებს კვებავდა. ამის შესახებ CNN იუწყება. 1995 წელს დევანდრა შარმა თაღლითებს ემსხვერპლა და გაკოტრდა. ამის შემდეგ მან ცხოვრება კრიმინალებს დაუკავშირა. ჯერ გაზის ფალსიფიცირებული ბალონებით ვაჭრობდა, შემდეგ კი ორგანოებით ვაჭრობის შავ ბაზარზე მუშაობდა. სერიული მკვლელი აღიარებს, რომ ორგანოების მოპოვების მიზნით 125 არალეგალური ოპერაცია ჩაატარა.

03 აგვისტო 2020, 22:00

COVID19

ეპიდემიოლოგი: კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, საზოგადოება მოდუნდა, რაც რისკს კიდევ უფრო ზრდის

„ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება აღინიშნება, განსაკუთრებული მოდუნება შეინიშნება საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს.

03 აგვისტო 2020, 21:59

სამართალი

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“- აცხადებენ პროკურატურაში.

ხუან კარლოსი I

03 აგვისტო 2020, 21:25

მსოფლიო

ესპანეთის ყოფილმა მონარქმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა

ესპანეთის ყოფილმა მონარქმა, ხუან კარლოსმა ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს შეატყობინა, რომ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

თეა წულუკიანი

03 აგვისტო 2020, 21:17

რეგიონი

თეა წულუკიანი: ჩვენი ვალია გომის მთას დიდი მომავალი მივცეთ

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გომის მთაზე, რათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სისტემაში მოვიყვანოთ აქაური მესაკუთრის უფლებები. ჩვენი ვალია, რომ ყოველგვარი სტერეოტიპებისა და წინასწარ შემუშავებული აზრის გარეშე მოვუსმინოთ მათ, მოვემსახუროთ უფასოდ და გომის მთას დიდი მომავალი მივცეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

03 აგვისტო 2020, 21:13

კულტურა

წინანდლის ფესტივალი 17-20 სექტემბერს გაიმართება

მსმენელების წინაშე წარდგებიან: მარტა არგერიხი, ნელსონ გოერნე, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბათიაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, დანიელ ლოზაკოვიჩი, ჯანანდრეა ნოზედა.

დავით ბაქრაძე

03 აგვისტო 2020, 20:54

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ოპოზიცია შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ასუსტებდეს

„უნდათ კონკურენცია - ვიყოთ, ოღონდ პატიოსან კონკურენციაში. შეიძლება მოგწონდეს და არ მოგწონდეს სხვა ოპოზიციური კანდიდატი, მაგრამ ჩვენ არ შევუტევთ სხვა კანდიდატს. ოპოზიცია შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ასუსტებდეს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ვალტერ ბრაგა ნეტუ

03 აგვისტო 2020, 20:36

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვალტერ ბრაგა ნეტუს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

03 აგვისტო 2020, 20:32

რეგიონი

წელს ბახმაროში ტრადიციული დოღი აღარ ჩატარდება

კორონავირუსის გამო, ბახმაროში ტრადიციული დოღი წელს არ ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ბახმაროში დოღი გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე იმართება.

გოგი თოფაძე

03 აგვისტო 2020, 20:22

სამართალი

გოგი თოფაძე ეჭვობს, რომ ბუსა ჟვანიამ თვითდაზიანება მიიყენა

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ბუსა ჟვანიასთან მოლაპარაკებები არ ექნება და მან მომხდარ ინციდენტზე პასუხი უნდა აგოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გოგი თოფაძემ განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2020, 20:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი

სპეციალური მოდულია შექმნილი, სადაც ყველა დამკვირვებელს შეუძლია დარეგისტრირებ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიას უკვე დაწყებული აქვს სამუშაო შეხვედრები ქვეყნის ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ინსტიტუტებთან.

03 აგვისტო 2020, 19:51

COVID19

პორტუგალიაში 16 მარტიდან პირველად კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

პორტუგალიის ჯანდაცვის გენერალური სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყანაში 16 მარტიდან პირველად კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.