imedi /  15 ივლისი 2020, 15:13 / სანდო წყარო

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყანამ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურის და სხვა მიმართულებებით, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობა თანასწორობის უნივერსალური პრინციპის დაცვით. ამასთან, კანონი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ისეთი სერვისების შემოღებით, როგორიცაა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისები და პერსონალური ასისტენტის მომსახურება.

კანონის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა დაფუძნებული იქნება სოციალური მოდელის მიდგომაზე, რომელიც ამ კატეგორიის პირთა რეალური საჭიროებების განსაზღვრასა და შესაბამის რეაგირებაზეა ორიენტირებული. კანონით შემოღებული იქნა „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპი. ამავე დროს, იმოქმედებს „გონივრული მისადაგების“ დებულება, რომელიც თავიდან ააცილებს ქვეყანას არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას.

კანონში ხაზგასმულია კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის და შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე დისკრიმინაციის დაუშვებლობის მნიშვნელობა, განსაზღვრულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების ხელმისაწვდომობის, შრომისა და დასაქმების მიმართულებით. კანონი გონივრულ მისადაგებაზე უარს განმარტავს, როგორც დისკრიმინაციას. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე, რათა საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემა გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს დისკრიმინაციისა და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი გარემო. ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, დგინდება სპეციალური მოსარჩელის სტატუსი და უფლებამოსილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. კანონის მიხედვით, უშუალო და პირდაპირი ზიანის არსებობის გარეშეც, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, შეძლებენ სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები. გარდა ამისა, სამართალწარმოების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ფართოვდება სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის კომპეტენცია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საადვოკატო მომსახურების გაწევას სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე, წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და სამართლებრივ კონსულტაციას.

კანონი ადგენს სახელწიფო ორგანოების და დაწესებულებების უფლება-მოვალეობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციისა და ამ კანონის იმპლემენტაციის მიზნის მისაღწევად კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ამასთან, უნდა შეიქმნას კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი, რომლის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფასაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს. კანონპროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციასაც ითვალისწინებს.

კანონი განსაზღვრავს პროექტით დადგენილი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და ადგენს ცალკეული ვალდებულებების შესრულების ეტაპებსა და ვადებს. ამ მიზნით, ყველა შესაბამისმა ორგანომ/დაწესებულებამ, კომპეტენციის ფარგლებში, ეტაპობრივად უნდა განახორციელოს უკვე აშენებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე არსებული სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება 15-წლიან ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის ადაპტირება შეუძლებელია ობიექტური ტექნიკური მიზეზების გამო, ყოველწლიურ გეგმაში დამატებით უნდა გაითვალისწინონ მოქმედების ალტერნატიული საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.​

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2021, 17:53

სპორტი

12 წლის იაპონელმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

12 წლის იაპონელმა კოკონა ჰირაკიმ ოლიმპიური თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:43

COVID19

თამარ გაბუნია: სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი ნამდვილად არ არის საამაყო

სამედიცინო პერსონალის როლი მაინც კრიტიკულია, განსაკუთრებით სოფლის ექიმების ჩართულობაა ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ სოფლის ექიმები დაგვეხმარებიან სოფლის მოსახლეობის მოცვაშიც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში მაღალი აქტივობით გამოირჩევიან სახელმწიფო სტრუქტურები.

04 აგვისტო 2021, 17:39

COVID19

EMA: ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით სრულად აცრა მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს SARS-CoV-2-ით გამოწვეული მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან

ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით სრულად აცრა მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს SARS-CoV-2-ით გამოწვეული მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან, მათ შორის „დელტა“ ვარიანტისგან. ამის შესახებ ევროკავშირის მარეგულირებლის, ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებაშია ნათქვამი.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:38

COVID19

თამარ გაბუნია: თუ არ გავააქტიურეთ პირბადის გამოყენება, ძალიან გართულდება ეპიდემიის მართვა

თუ არ გავააქტიურეთ პირბადის გამოყენება, ძალიან გართულდება ეპიდემიის მართვა და მეორე კიდევ, ეს არის ისევ და ისევ ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი, ოქროს წესი ამ პანდემიისგან თავის დასაცავად მაინც არის ინდივიდუალურ დონეზე პირბადის გამოყენება.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:36

COVID19

თამარ გაბუნია ვაქცინაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევებზე: 3000 ადამიანი ძალიან ბევრია იმისთვის, რომ ეს შემთხვევითი იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აცრებზე 3000-მდე ადამიანის გამოუცხადებლობის ფაქტზე ისაუბრა. „ქრონიკის“ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ყოფილიყო ჯგუფურად ორგანიზებული ქმედება ვაქცინაციის ჩაგდების მიზნით, გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, რადგან 3 000 ძალიან დიდი რიცხვია იმისთვის, რომ ეს შემთხვევითი იყოს.

04 აგვისტო 2021, 17:26

საზოგადოება

„ფრონტერა“ თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილს და „გრინ კაპიტალს“ ბიზნესის თაღლითური გზით მისაკუთრების მცდელობაში ადანაშაულებს

ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია Frontera Resources Corporation, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს, თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილს და კომპანია „გრინ კაპიტალს“ საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესის თაღლითური გზით მისაკუთრების მცდელობაში ადანაშაულებს.

04 აგვისტო 2021, 17:22

საზოგადოება

„ფრონტერა“ გენპროკურატურას თავისი ყოფილი თანამშრომლის, ზაზა მამულაიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართავს

ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია „ფრონტერა“, რომელიც თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილსა და „გრინ კაპიტალს“ საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესის თაღლითურად მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს, გენერალურ პროკურატურას მიმართავს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ზაზა მამულაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს „ფრონტერას“ წინააღმდეგ განხორციელებული ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის. საქართველოს გენერალურ პროკურატურას „ფრონტერამ“ 2021 წლის 14 ივლისს მიმართა.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:22

COVID19

თამარ გაბუნია: აქტიური შემთხვევების რაოდენობა იმაზე მაღალია, ვიდრე გამოვიარეთ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში

ბოლო 2 დღეა მდგომარეობა უაღრესად საყურადღებოა - 4000-ზე მეტია შემთხვევების რაოდენობა და საერთოდ აქტიური შემთხვევების რაოდენობა იმაზე მაღალია, ვიდრე გამოვიარეთ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, - დღეს ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

კახა კუჭავა

04 აგვისტო 2021, 17:20

სპორტი

კახა კუჭავა: საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე - ფენომენალური სპორტსმენი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ლაშა ტალახაძეს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავს. „საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე - ფენომენალური სპორტსმენი, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა! ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას!“, - წერს კახა კუჭავა.

თეა წულუკიანი

04 აგვისტო 2021, 17:03

სპორტი

თეა წულუკიანი: ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ჩემპიონობა არა მარტო ქართული სპორტის, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს

ქართული სპორტის ლეგენდას ლაშა ტალახაძეს (+109 კგ) ვულოცავ ოლიმპიურ ჩემპიონობას! ლაშამ ტოკიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე ბრწყინვალე ასპარეზობით საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ლაშამ, როგორც ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური გუნდის მედროშემ, ღირსეულად ატარა საქართველოს დროშა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და დღეს მისი გამარჯვების აღსანიშნავად ააჟღერებინა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

კარლ ჰარცელი

04 აგვისტო 2021, 16:55

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: მინდა მადლობა გადავუხადო კომუნიკაციების კომისიას და ექსპერტებს მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს მომზადებისთვის

კარლ ჰარცელი მიმართვაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილებაზეც საუბრობს და საქართველოში მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს.

კახა კალაძე

04 აგვისტო 2021, 16:53

სპორტი

კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდის დამყარებასა და ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდის დამყარებასა და ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ულოცავს. „კიდევ ერთხელ - ლაშა ტალახაძე მსოფლიო რეკორდსმენი და ოლიმპიური ჩემპიონია! გილოცავთ, ლაშა! ვულოცავ საქართველოს!“, - წერს კახა კალაძე.

04 აგვისტო 2021, 16:49

საზოგადოება

ირაკლი შოთაძემ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტ მრჩეველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ რეზიდენტ მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში ლანა ოუვენსს და ყოფილ რეზიდენტ მრჩეველს, მაიკლ გრანტს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

04 აგვისტო 2021, 16:44

სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა ტელეფონით მიულოცა

მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია, ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 16:28

სპორტი

ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია 🏋‍♂🥇🇬🇪

ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ ატაცში 223 კილოგრამი, აკვრაში კი 265 კილოგრამი ასწია. შესაბამისად, ორჭიდში ლაშამ 488-კილოგრამიანი შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.

04 აგვისტო 2021, 16:18

COVID19

ბელგია უკრაინას, კოსოვოს, სომხეთსა და საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს

ბელგია უკრაინას, კოსოვოს, სომხეთსა და საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

04 აგვისტო 2021, 16:08

რეგიონი

თუშეთის გზაზე ხევში გადაჩეხილი ავტომობილიდან გერმანელი ტურისტის ამოყვანა შეძლეს

თუშეთის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული გერმანელი ტურისტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივებმა იგი ხევიდან უკვე ამოიყვანეს. რაც შეეხება კიდევ ორ მგზავრს, რთული რელიეფის გამო მათი ამოყვანა გართულდა, თუმცა ადგილზე სამაშველო ეკიპაჟებს ელოდებიან.

ლევან იოსელიანი

04 აგვისტო 2021, 16:04

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლისგან არანაირ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა

„უნდა ვისაუბროთ პარტნიორებთანაც და მმართველ პარტიასთანაც იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევძლოთ ამ შეთანხმებასთან დაბრუნება. ყველა სხვა მოლოდინის შექმნა, რომელიც მმართველ პარტიას აიძულებს დაუბრუნდეს ამ შეთანხმებას, მათ შორის, პერსონალურ სანქციებზე საუბარი რელევანტურად არ მიმაჩნია, რადგან ასეთი საუბრები ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ შედეგი არ დამდგარა. არსებით საკითხებზე საუბარი მიმაჩნია სწორად. როცა სანქციებზეა საუბარი, ეს ვნებს ქვეყანას. კონკრეტულ ადამიანებს რა სანქციები დაედებათ, ეს მე ნაკლებად მადარდებს, მაგრამ თუ დაედება რაიმე ტიპის სანქცია ქვეყანას და ამის გამო დაზარალდებიან მოქალაქეები, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული ამ ამბავში, მაგრამ მე გუშინ მქონდა შეხვედრა და ამ საკითხებზე იქ საუბარი არ ყოფილა. მე უფრო მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა დავბრუნდეთ მსჯელობაში იმ ნაწილზე, რომელსაც მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა გავაგრძლოთ მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე, პარლამენტს შიგნით ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე და წამოვა თუ არა ამაზე მმართველი პარტია - ჩემთვის ეს არის საინტერესო,"- განაცხადა იოსელიანმა.

ნიკო თათულაშვილი

04 აგვისტო 2021, 15:49

პოლიტიკა

ნიკო თათულაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიკო თათულაშვილს განათლება მიღებული აქვს ესექსის, ლუნდის, ცენტრალური ევროპის, ბერნის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 15:39

სპორტი

ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ატაცის ვარჯიშის შემდეგ პირველ ადგილზეა.