imedi /  16 ივლისი 2020, 12:56 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი ლევან კობერიძეზე: როდესაც ადამიანები ასეთი პიროვნული თავდასხმებით გამოირჩევიან, ეს ნიშნავს, რომ არც არგუმენტი აქვთ და არც მომავალი პოლიტიკაში

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

„რასაკვირველია, საზოგადოება გამოიტანს შესაბამის დასკვნას - როდესაც ადამიანები ასეთი პიროვნული თავდასხმებით გამოირჩევიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არც არგუმენტი აქვთ და არც მომავალი პოლიტიკაში“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრ ლევან კობერიძესა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას შორის მომხდარ დაპირისპირებას.

კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება თვალს ადევნებდა როგორ კონსტრუქციულად წარმართა კომიტეტმა და განსაკუთრებით მისმა თავმჯდომარემ ეს პროცესი, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მთელი ამ პროცესის განმავლობაში თავდასხმას ახორციელებდა კომიტეტის თავმჯდომარეზე და თავისი რადიკალურობით უკვე კრიმინალურ და რადიკალურ ოპოზიციას უსწრებს წინ.

„სასტარტო პოზიციაზე იყო საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა და ამ სამუშაო პროცესში მოხდა პოზიციების მაქსიმალური დაახლოება, რაც ყველა მხარემ აღიარა და დაადასტურა. განსაკუთრებული როლი ამ პროცესში, ასევე, რასაკვირველია ჰქონდა მარეგულირებელს, მაგრამ საზოგადოებამ ასევე კარგად ნახა თუ როგორ დესტრუქციულად იქცეოდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც თავისი რადიკალურობით უკვე კრიმინალურ და რადიკალურ ოპოზიციას უსწრებს წინ და კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად მთელი ეს პროცესი ახორციელებდა თავდასხმას კომიტეტის თავმჯდომარეზე. ეტყობა, მათ ძალიან არ გაუხარდათ და არ სურდათ, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, რასაკვირველია, ლევან კობერიძეს, რომ ეს პროცესი ასე კონსტრუქციულად წარმართულიყო და რაც უფრო უახლოვდებოდა პროცესი კონსენსუსს, მით უფრო გამოირჩეოდნენ პირადი თავდასხმებით კონკრეტულად კომიტეტის თავმჯდომარეზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

10 აგვისტო 2020, 08:51

მსოფლიო

ჰონგ-კონგში, უცხოურ ძალებთან შეთქმულების ბრალდებით, მედიამაგნატი დააკავეს

ჰონგ-კონგში, უცხოურ ძალებთან შეთქმულების ბრალდებით, მედიამაგნატი ჯიმი ლაი დააკავეს. ჯიმი ლაი, რომელიც ოფიციალური პეკინის პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსია, ჰონგ კონგში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზატორად მიიჩნევა.

10 აგვისტო 2020, 08:27

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს კახეთში ამომრჩეველს შეხვდებიან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენენ

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს. პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს, 11:00 საათზე თელავში გაიმართება. მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს.

10 აგვისტო 2020, 08:18

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 23 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა და 572 ადამიანი კი გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 23 010 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 572 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 3 035 422 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 101 049 ადამიანი გარდაიცვალა.

10 აგვისტო 2020, 08:05

მსოფლიო

„წითელმა ჯვარმა“ ჩრდილოეთ კორეაში 43 ათასზე მეტი მოხალისე გაგზავნა

„წითელმა ჯვარმა“ ჩრდილოეთ კორეაში, ახალ კორონავირუსთან და წყალდიდობასთან ბრძოლაში დასახმარებლად, 43 ათასზე მეტი მოხალისე გაგზავნა. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, მოხალისეები ქვეყნის ცხრავე პროვინციას ეხმარებოდნენ.

10 აგვისტო 2020, 04:33

მსოფლიო

მინსკის ცენტრალურ ნაწილში საპროტესტო აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი დაიშალა - ამ დროისთვის სიტუაცია მშვიდია

მინსკის ცენტრალურ ნაწილში საპროტესტო აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი დაიშალა. ამ დროისთვის სიტუაცია მშვიდია.

10 აგვისტო 2020, 04:06

მსოფლიო

მინსკში პოლიციის მანქანამ საპროტესტო აქციის მონაწილე გაიტანა

მინსკში პოლიციის მანქანამ საპროტესტო აქციის მონაწილე გაიტანა. აღნიშნულ კადრებს BBC-ი ავრცელებს.

10 აგვისტო 2020, 03:25

მსოფლიო

ბელარუსის შს სამინისტროში საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენებას ადასტურებენ

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, ოლგა ჩემოდანოვას განცხადებით, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენეს.

10 აგვისტო 2020, 03:12

მსოფლიო

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.

10 აგვისტო 2020, 03:01

მსოფლიო

ბელარუსში საპროტესტო აქციების ფარგლებში 119 ადამიანი დააკავეს

მინსკში სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად 47 ადამიანი დააკავეს, ხოლო ბელარუსის მასშტაბით კი 119. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი უფლებადამცველ ორგანიზაცის „ვიასნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

10 აგვისტო 2020, 02:52

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია სამართალდამცველებს: გთხოვთ, შეაჩერეთ ძალადობა - ხვალ ბელარუსები ახალ ქვეყანაში გაიღვიძებენ

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს მიმართვას.

პალმერსტონი კატა

10 აგვისტო 2020, 00:53

ტაბლოიდი

კატა პალმერსტონმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თაგვებზე მონადირის თანამდებობა დატოვა🐈

„ძალიან მომწონს სოფელში ჩემს ახალ სახლთან ხეებზე ძრომიალი და მინდვრებში სეირნობა. ოჯახი ჩემს ახალ სახლში კარგად მივლის. რა თქმა უნდა, ოფისის აურზაური და ხმაური მომწონს... მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ დიპლომატიურ მოვალეობებს უნდა ჩამოვშორდე და დრო საკუთარ თავს დავუთმო“, - წერია განცხადებაში.

MTV VMA

10 აგვისტო 2020, 00:04

კულტურა

MTV Video Music Awards-ი ღია ცის ქვეშ გაიმართება

ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა შოუს მაყურებელი.

ნელი ლომიძე

09 აგვისტო 2020, 23:41

რეგიონი

ვინ არის ქალი, რომელმაც საკუთარი სახსრებით მე-7 საუკუნის ეკლესია აღადგინა

სოციალურ ქსელში ბევრს წერდნენ ქალზე, რომელმაც ტაძარი ნანგრევებიდან აღადგინა და საკუთარი სახსრებით უამრავი სიკეთე გააკეთა. ნელი ლომიძეს განსაკუთრებული ისტორია აქვს. რამდენიმე წლის წინ ძმის საფლავზე მისულმა, იქვე შემორჩენილ ნატაძრალზე სანთელი ვერ დაანთო.

ბელარუსი არჩევნები

09 აგვისტო 2020, 23:37

მსოფლიო

სამართალდამცველებმა მინსკში საპროტესტო აქციების მონაწილეების დაკავება დაიწყეს

ერთ-ერთ პროსპექტზე სამართალდამცველები დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ. სხვადასხვა მონაცემებით იქ 2-დან 5 ათასამდე ადამიანია შეკრებილი. საპროტესტო აქციები ბელარუსის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

ბეირუთი აფეთქება

09 აგვისტო 2020, 23:19

მსოფლიო

საერთაშორისო დონორები ლიბანს 250 მილიონ ევროს გამოუყოფენ

ასეთ გადაწყვეტილებამდე დონორები საფრანგეთის მიერ ქვეყნის დასახმარებლად ორგანიზებულ ონლაინ-სამიტზე მივიდნენ. ამავდროულად დონორები ლიბანის მთავრობისგან ქვეყანაში რეფორმების გატარებას ითხოვენ.

კახა კალაძე

09 აგვისტო 2020, 23:12

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციით არ შემოვიფარგლებით, ეს არის პირველი ქუჩა, საიდანაც დავიწყეთ

ავტომობილი არ იქნება ფუფუნების საგანი. ჩვენ ისე მოვაწყობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ ის იქნება ევროპაში ყველაზე გამართული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციით არ შემოიფარგლება და დედაქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია კვლავაც გაგრძელდება.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი

09 აგვისტო 2020, 23:03

COVID19

გორის ჰოსპიტლის მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა

26 წლის ქალი ზღვაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და თვალების წვისა და თავის ტკივილით სამედიცინო დაწესებულებას გამოკვლევისთვის მიმართა. დიაგნოზის დადასტურების შემდეგ მას კოვიდ-კლინიკაში გადაიყვანენ, ხვალიდან კი ეპიდემიოლოგები მისი კონტაქტების შესწავლას დაიწყებენ.

09 აგვისტო 2020, 22:47

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობების პირველი ნაწილი დასრულებულია

რაჭაში სტიქიის შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა. ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ჩიკვაიძის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაობების პირველი ნაწილი დასრულებულია. აღდგენილია როგორც ელექტროენერგია ასევე საავტომობილო მიმოსვლა ყველა მიმართულებით, ასევე ყველა სოფელს მიეწოდება საკვები პროდუქტები.

გიორგი ვოლსკი

09 აგვისტო 2020, 22:45

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყოფილი, საბჭოთა კავშირის პერიოდის საზღვარი სწორედაც სააკაშვილმა განსაზღვრა

„შენ ითვალისწინებ იმასაც, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყოფილი, საბჭოთა კავშირის პერიოდის საზღვარი სწორედაც სააკაშვილმა განსაზღვრა თავის ბრძანებულებაში. და ითვალისწინებ იმასაც, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რუსეთთან ან ცხინვალის რეგიონთან მოლაპარაკებების დაწყება თუ სად უნდა გადიოდეს ეს საზღვარი. აი ამ საკმაოდ მძიმე ჩიხში შეიყვანა საქართველო იმ პოლიტიკამ, რასაც დღეს ჩვენი ოპონენტები თითქოს და სხვას აბრალებენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სოზარ სუბარი

09 აგვისტო 2020, 22:38

პოლიტიკა

სოზარ სუბარი წინა ხელისუფლებაზე: მათ რეალურ დოკუმენტებში აღიარეს, თითქოს ომი დაიწყო 8-ში, რაც იყო მოღალატეობრივი პოზიცია მათი მხრიდან

„რამდენიმე დღით ადრე რომ იყვნენ შემოსული რუსული ჯარები ეს არის ყველაზე მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ომის დამწყები იყო რუსეთი და არა საქართველო. და საქართველოს ხელისუფლების, პრეზიდენტის დადგენილებით და შემდეგ ბათუმში ხელმოწერილი დოკუმენტითაც, სრულიად საპირისპირო სურათის შექმნას ცდილობენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - განაცხადა სუბარმა.