www.imedi /  16 ივლისი 2020, 20:13 / სანდო წყარო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, მიწის დეგრადაციისა და აგრო-ნარჩენების გადაწვაზე, ხანძრებისა და მათი პრევენციის საკითხებზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა

მიწის დეგრადაცია და აგრო-ნარჩენების გადაწვა, ხანძრები და მათი პრევენცია - ამ საკითხებზე გაიმართა საკომიტეტო მოსმენა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი უძღვებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენას, კანონმდებლებთან ერთად აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები, და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ნინო წილოსანის განცხადებით, ეს ორივე თემა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან და განსაკუთრებით აქტუალური გახდა დღეს არა მხოლოდ გარემოს დამცველებისათვის, არამედ საერთოდ მოსახლეობისათვის. მისი თქმით, უკვე 2020 წლის დასაწყისიდანვე სტატისტიკა იმდენად გაუარესებულია ხანძრებთან მიმართებაში, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა როგორც პრევენციის, ასევე თავისთავად მისი ლიკვიდაციის კუთხით.

საკითხი მიწის დეგრადაცია და აგრო-ნარჩენების გადაწვა - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გამოიტანა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი უკვე მრავალი წელია მწვავედ დგას. „მიწის მდგრადი განვითარება პრიორიტეტად რჩება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სექტორალურმა განვითარებამ, დარგების განვითარებამ არ დააზიანოს გარემო და კლიმატი, ანუ უნდა მოხდეს ეკონომიკის დაბალანსებული განვითარება გარემოზე შემარბილებელი ღონისძიებების პარალელურად,“ - განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევ ფაქტორებზე, იმ ზიანზე, რაც მოაქვს ნიადაგისთვის მოსავლის აღების შემდეგ აგრო-ნარჩენების გადაწვას: ნიადაგის დაზიანებას მოჰყვება იმ ადგილებიდან ბიომრავალფეროვნების მიგრაცია, მცირდება ჰუმუსი და ა.შ. ნიადაგს ანადგურებს ასევე პესტიციდების არასწორად გამოყენება და სხვა. მან პრობლემათა შორის პირველ ადგილზე სუბიექტური მიზეზები დაასახელა. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, აუცილებელია ამ საკითხების მოგვარებისათვის ერთობლივი ძალისხმევის გამოჩენა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე.

შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, დამსწრეთა მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები გამოსავლის ძიების გზებზე, აღინიშნა, რომ აუცილებელია პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური პროგრამის შემუშავება, საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, მათთვის საფრთხის თვალნათლივ დანახვება. ხაზგასმით აღინიშნა დედოფლისწყაროს პრობლემების შესახებაც, სადაც გაუდაბნოების პროცესი ფაქტობრივად დაწყებულია. სპეციალისტთა განცხადებით, გადაწვის შემთხვევაში ნიადაგის აღდგენას ათეულობით წელი სჭირდება და ამ პრობლემის გაჭრის ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის საკანონმდებლო ბაზა, აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილებები ნიადაგის დაცვის შესახებ კანონში და უნდა მოხდეს ასევე ცნობიერების ამაღლება.

საკითხი - ხანძრები და მათი პრევენცია - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა გამოიტანა და ძირითადი აქცენტები ტყის ხანძრების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე გააკეთა. მისი თქმით, გაზაფხულზე, როდესაც საკარმიდამო ნაკვეთების დასუფთავება ხდება, გადაწვის შემდეგ, ხშირად ხანძარი გადადის ტყეში და ამიტომ, კარგი იქნება, თუ კი ეს საკითხები ერთიან ჭრილში მოგვარდება.

როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ აღნიშნა, გლობალურ ჭრილში თუ შევხედავთ, ტყის ხანძრების მხრივ დღეს მაინც რისკის დაბალ დონეზე ვიმყოფებით. მისი ინფორმაციით, გაზაფხულზე ხანძრის 111 შემთხვევა მოხდა, რამაც 800 ჰექტარი მოიცვა და მათგან 90%-ზე მეტი არის სწორედ ადამიანის დაუდევრობის შედეგი. ბუნებრივად გამოწვეული ხანძრები შედარებით მცირეა.

ნათია იორდანიშვილის თქმით, იმისათვის, რომ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ტყის ხანძრების რისკები იყოს დაცული, აუცილებელია ცნობიერების ამაღლების კამპანიები, გამაფრთხილებელი მიმართვები, თუმცა ეს მაინც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და დღეს მნიშვნელოვანია, რომ იგივე სანქციები შემოვიღოთ, ან არსებული გავამკაცროთ. მან ისაუბრა იმ კონკრეტულ მექანიზმებზე, რომელთა ამოქმედებაც იგეგმება ტყის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად და რაც უწყებას იმაში დაეხმარება, რომ ტყის ხანძრების პრევენციული ღონისძიებები უფრო მეტად მოარგოს თანამედროვე მოთხოვნებს.

ხანძრების მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და სამსახურის წინაშე მდგარ ამოცანებზე ისაუბრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, ტყის ხანძრები გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს, რომელთან გამკლავება საკმაოდ წარმატებულ ქვეყნებსაც უჭირს. მისივე თქმით, ტყის ხანძრებთან დაკავშირებით მზარდი ტენდენციაა, მათ შორის, ველის ხანძრებთან დაკავშირებითაც, თუმცა მიუხედავად ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, მათ ხელთ არსებული მწირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მიუხედავად, დროული რეაგირებისთვის ყოველთვის მზად არიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ უწყებათა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მისივე თქმით, გეგმავენ პროექტის „მოხალისე“ განხორციელებას, რომლის მიზანია, რომ შესაბამისი სამსახურის მისვლამდე თვითონ მოსახლეობამ მოახდინოს საფრთხის პრევენცია.

კომიტეტი მოსმენილ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, შეიმუშავებს პოზიციას, რომელიც მომავალ პარლამენტს წარედგინება

„იმის გამო, რომ ამ მოწვევის პარლამენტის მუშაობას ფაქტობრივად ასრულებს, აქ წარმოდგენილი ინფორმაცია დარჩება კომიტეტში, შემდგომი მოწვევის პარლამენტი აუცილებლად იმუშავებს იმ ცვლილებებზე, რომლებიც რეალურად დაგვიცავს ხანძრებისგან და ნიადაგს დეგრადაციისგან და გადაწვისგან, ვინაიდან ეს საბოლოოდ არა მარტო ნიადაგის, არამედ ტყეების და მწვანე საფარის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის შესახებ.

საკითხი გამოიტანა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, რომელმაც კომიტეტის წევრებს გააცნო ის წინაპირობები, რამაც ამ რეკომენდაციების შემუშავება გამოიწვია. აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით, კომიტეტთან სამუშაო ჯგუფიც იყო შექმნილი, რომელმაც მოამზადა კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებების საფუძველზე და პარლამენტში მისი ინიცირებაც მოხდა, მაგრამ რადგან შემდეგ სამუშაო ჯგუფის შიგნით გარკვეულ საკითხებზე ვერ შეჯერდნენ, კანონპროექტს მსვლელობა აღარ მიეცა.

„ბოლო პერიოდში ცოფის ვირუსის მატების და ამ სფეროში სამართლებრივი რეგულაციების არარსებობის გამო, აგრეთვე, საკითხის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და მისი ეტაპობრივი მოწესრიგებისათვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საკითხის საკანონმდებლო აქტით დარეგულირებამდე, გარკვეული რეკომენდაციები მივცეთ მუნიციპალიტეტებს მათ ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობასა და მათი პოპულაციის მართვის მიზნით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტმა დღესვე დაამტკიცა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში, რომელიც კოლეგებს ასევე ნინო წილოსანმა წარუდგინა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლი, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, ნინო წილოსანის ინიციატივით განახორციელა.

ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში მონაწილეობდნენ ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული პირები, რომელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და მათი მონაწილეობით წარმართული ზეპირი მოსმენების მეშვეობით, კომიტეტმა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების მაქსიმალურად საჯარო განხილვა უზრუნველყო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ყველა სიახლე

გიორგი ცუცქირიძე

15 აგვისტო 2020, 14:22

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: Fitch-მა მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების პოზიტიურ ზეგავლენაზე ​გაამახვილა ყურადღება

„გლობალური ეკონომიკის განვითარების კონტექსტში, Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის უახლოესი ორი წლის პერსპექტივა არის დადებითი, რაც ნიშნავს, რომ გაზრდილია საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა შოკების მიმართ, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მაკროპრუდენციულ ღონისძიებებთან ერთად, საფინანსო სექტორის სტაბილურობის და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ცუცუქირიძემ.

ზაზა ლომინაძე

15 აგვისტო 2020, 14:20

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე: ქუთაისში განხორცილებული პროექტების მიზანი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ცხოვრების დონის ამაღლებაა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა უბნების მიხედვით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ზაზა ლომინაძე გუმათის დასახლებისა და ლესელიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მოქალაქეები დეპუტატობის კანდიდატს ესაუბრნენ როგორც პირად საკითხებზე, ასევე ქალაქში და კონკრეტულად მათ საცხოვრებელ უბნებში არსებულ პრობლემებზე.

ირაკლი სესიაშვილი

15 აგვისტო 2020, 14:14

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: დავით ბაქრაძემ ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას შეეხებოდა, განაცხადა, რომ ბაქრაძემ ქვეყნის ღალატს კომპრომისი დაარქვა.

15 აგვისტო 2020, 14:10

მსოფლიო

ნიუ-იორკში მუზეუმები და გალერეები 24 აგვისტოს გაიხსნება

ნიუ-იორკის მერის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, დაწესებულებები 24 აგვისტოს გაიხსნება და დამთვალიერებლები ვალდებულნი იქნებიან, შენობაში ყოფნისას, პირბადე ეკეთოთ. ამასთან, სავალდებულო იქნება ვიზიტორთა ნაკადის რეგულირება და ბილეთების წინასწარ შეძენა.

ბლეზ მატუიდი

15 აგვისტო 2020, 14:05

სპორტი

„იუვენტუსის“ ფეხბურთელი ბლეზ მატუიდი „ინტერ მაიამიში“ გადავიდა, რომლის მფლობელიც დევიდ ბექჰემია

„იუვენტუსის“ ფეხბურთელი ბლეზ მატუიდი „ინტერ მაიამიში“ გადავიდა, რომლის მფლობელიც დევიდ ბექჰემია, - ამის შესახებ ინფორმაციას MLS Soccer-ი ავრცელებს. 33 წლის ფრანგ ნახევარმცველს „იუვემ“ კონტრაქტი ცალმხრივად გაუწყვიტა და ამის შემდეგ ის ამერიკულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

15 აგვისტო 2020, 14:02

სამართალი

ბათუმში, საკარანტინო სასტუმროდან მოქალაქის გადახტომის ფაქტზე 10-მდე პირი გამოიკითხა და ექსპერტიზები დაინიშნა

14 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მომხდარ ფაქტზე უკვე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია მომხდართან შემხებლობაში მყოფი 10-მდე პირი და ამოღებულია ფ.ჯ.-ს პირადი ნივთები. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 აგვისტო 2020, 13:56

COVID19

ბერლინში ბორდელები გახსნეს, მაგრამ სექსი კვლავ აკრძალულია

გერმანიის დედაქალაქში ბორდელების კლიენტები მხოლოდ ეროტიკული მასაჟის სერვისით სარგებლობას შეძლებენ. ასეთი ზომები დაწესებულებებში სექტემბრამდე იმოქმედებს, სანამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი არ დაიწყება.

მატიას დე ლიხტი

15 აგვისტო 2020, 13:53

სპორტი

მატიას დე ლიხტმა დაბადების დღე საავადმყოფოში აღნიშნა

მატიას დე ლიხტმა საკუთარი დაბადების დღე საავადმყოფოში აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. „იუვენტუსის“ ნიდერლანდების ცენტრალურ მცველს მთელი სეზონი მხარის ტრავმა აწუხებდა და ოპერაცია ზუსტად მის იუბილეს დაემთხვა. დე ლიხტს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა კლინიკაში მიაკითხეს და პალატა სადღესასწაულოდ მოურთეს. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, 21 წლის ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ხნით მოუწევს დასვენება და მისი სარეაბილიტაციო პროცესი 3 თვეა გასტანს.

ალექსანდრ ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინი

15 აგვისტო 2020, 13:37

მსოფლიო

ლუკაშენკო: პუტინს უნდა დავუკავშირდე, ეს საფრთხე მხოლოდ ბელარუსს არ ემუქრება

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს უნდა გაესაუბროს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „უნდა დავუკავშირდე პუტინს და ამ საკითხზე ვესაუბრო. ეს საფრთხე მხოლოდ ბელარუსს არ ემუქრება. დღეს ბელარუსის დაცვა მთელი ჩვენი სივრცის, ერთიან სახელმწიფოს. თუ ჩვენი ხალხი ამას ვერ გაუმკლავდება, ეს ტალღა რუსეთამდე ჩავა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

შალვა კერესელიძე შეხვედრა

15 აგვისტო 2020, 13:37

რეგიონი

შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

კერესელიძემ ადგილობრივებს ის გეგმები გააცნო, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რეგიონში განახორციელებს. მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უკვე იმყოფებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში. ოქტომბრის ბოლომდე შალვა კერესელიძე თიანეთის, ყაზბეგის, დუშეთის და მცხეთის ყველა სოფელში მისვლას და მოსახლეობისგან პრობლემების პირადად მოსმენას გეგმავს.

15 აგვისტო 2020, 13:24

COVID19

საქართველოს მასშტაბით, 140-მდე განთავსების ობიექტში კარანტინს 7 326 ადამიანი გადის

საქართველოში ამ დროისათვის 136 განთავსების ობიექტში საკარანტინო ზონები მოქმედებს, სადაც კარანტინს 7326 ადამიანი გადის. საკარანტინო ზონაში არსებულ ვითარებას, მათ შორის, მომსახურების ხარისხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შექმნილი სამუშაო ჯგუფები უწევენ მონიტორინგს.

ბენ ფრენცისი

15 აგვისტო 2020, 13:17

ეკონომიკა

28 წლის ყოფილი მიმტანი, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა

28 წლის ყოფილი პიცის მიმტანი, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა, მას შემდეგ, რაც შეთანხმებას დათანხმდა და მისი ქონება £1 მილიარდად შეფასდა, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. ბენ ფრენცისი სულ რაღაც 19 წლის იყო, როცა ფიტნეს ტანსაცმლის ბრენდი Gymshark-ი მისი მშობლების ავტოფარეხში 2011 წელს დააარსა.

ვაქცინა კორონავირუსი

15 აგვისტო 2020, 13:10

COVID19

რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება დაიწყო

გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ V“ აგვისტოს ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი. მისი მასშტაბური ტესტირება კი ფილიპინებზე ჩატარდება.

15 აგვისტო 2020, 13:07

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმყოფებოდნენ.

15 აგვისტო 2020, 12:58

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დავიცვათ მშვიდობა და შევამსუბუქოთ ომით გაყოფილი საზოგადოების მძიმე ხვედრი

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დავიცვათ მშვიდობა და შევამსუბუქოთ ომით გაყოფილი საზოგადოების მძიმე ხვედრი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მეორე დღეა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

პენტაგონი

15 აგვისტო 2020, 12:56

მსოფლიო

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შექმნა

პენტაგონში განმარტეს, რომ პროექტის მიზანი ასეთი ფენომენების ბუნებასა და წარმომავლობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაა. ჯგუფის მუშაობას ქვეყნის სამხედრო-საზღვაო სამინისტრო უხელმძღვანელებს.

15 აგვისტო 2020, 12:48

COVID19

ვისკონსინის შტატის სააგენტო თანამშრომლებს, ვიდეო კონფერენციების დროს, ავალდებულებს, რომ პირბადე ატარონ

ვისკონსინის შტატის სააგენტო თანამშრომლებს, ვიდეო კონფერენციის დროს, მაშინაც კი როცა ისინი სახლში მარტო არიან, ავალდებულებს, რომ პირბადე ატარონ, - ამის შესახებ ინფორმაციას FoxNews-ი ავრცელებს. 31 ივლისს ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მდივანმა, პრესტონ კოულმა, თანამშრომლებს გუბერნატორის მიერ გაცემული ბრძანების შესახებ შეახსენა, რაც 4 წელს ზემოთ ადამიანებს ავალდებულებს, რომ მაშნაც კი, როცა ისინი სახლში იმყოფებიან პირბადე ატარონ.

პარლამენტი

15 აგვისტო 2020, 12:44

პოლიტიკა

ფრაქციას „‬დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატები“ დღეიდან „ჩვენი‭ ‬საქართველო - ‬‭დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატები“‭ ერქმევა

საპარლამენტო‭ ‬ფრაქცია‭ „დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატების‭“ ‬ოფიციალური‭ ‬სახელწოდება‬ ‭შეიცვალა და ‬საპარლამენტო‭ ‬საქმიანობას‭ ‬ფრაქცია‭ „ჩვენი‭ ‬საქართველო - ‬‭დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატების“‭ ‬სახელწოდებით‭ ‬განაგრძობს. ‬„ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა, ფრაქციის სხდომა გუშინ გამართეს და სახელის ცვლილების ინიციატივას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

15 აგვისტო 2020, 12:43

COVID19

ლათინურ ამერიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა

ლათინურ ამერიკაში ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. რეგიონში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 86 ათასს აჭარბებს და საშუალოდ, დღე-ღამის განმავლობაში, 2 600 ინფიცირებული იღუპება.

15 აგვისტო 2020, 12:37

COVID19

აჭარაში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარაში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის ინფიცირების წყარო დგინდება. ინფიცირებული ქალი აჭარის მკვიდრი არ არის, იგი ქობულეთში იყო დასაქმებული. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი განმარტეს ინფიცირებულ ქალს მოგზაურობის ისტორია არ აქვს, ის არც კარანტინში იმყოფებოდა. მასთან კონტაქტში მყოფი 15 პირი კი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.