imedi /  16 ივლისი 2020, 20:54 / სანდო წყარო

მარეკ შჩიგელი: მივმართავთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, წვლილი შეიტანოს დაძაბულობის გადაჭრაში

მარეკ შჩიგელი

მარეკ შჩიგელი

ვხედავთ, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მძიმე მდგომარეობაა, რაც უკავშირდება ბორდერიზაციის პროცესს და ასევე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან კონტროლირებადი გამშვები პუნქტების დაკეტვას.სამწუხაროდ, გარკვეული ინციდენტები სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარეობს -ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა სალომე ზურაბიშვილთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, რომლესაც აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული შეფასება და ანგარიშები.

პანდემიის პერიოდშიც, ამ მდგომარეობამ თავისი გარკვეულწილად ნეგატიური გავლენა იქონია მოსახლეობაზე. ამიტომ, მივმართავთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, წვლილი შეიტანოს დაძაბულობის გადაჭრაში, გავერთიანდეთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რათა მწვავე საკითხებზე ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ეს ამ პრობლემების საპასუხოდ სწორი და შესაფერისი ფორმატია, სადაც თავიდან უნდა ავირიდოთ არასაჭირო პოლიტიკური რიტორიკა.

ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების გადაჭრისაკენ მიმართული პრაგმატული დიალოგის გაგრძელება", - აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2020, 10:04

სამართალი

ახალქალაქში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება

09 აგვისტო 2020, 10:04

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით 555 ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 555 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 215 891-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 196 პაციენტი გარდაიცვალა, 197 400 კი გამოჯანმრთელდა.

09 აგვისტო 2020, 09:51

COVID19

ჰავანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო ლოქდაუნი დააბრუნეს

კუბის მთავრობამ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო ჰავანაში კვლავ ლოქდაუნის რეჟიმი შემოიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქში დაიხურება რესტორნები, ბარები, აუზები და პლაჟები. ასევე, შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. კუბის ჯანდაცვის მინისტრმა ხოსე ანხელმა შექმნილ სიტუაციას ეპიდემიის ახალი ტალღა უწოდა.

09 აგვისტო 2020, 09:40

რეგიონი

თავდასხმის შედეგები ახალქალაქში. ფოტოები

„პოლიცია იქ იყო, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს. ბენზინით ხელში იყვნენ, სახანძროსაც არ უშვებდნენ, რომ ჩაექროთ. მეზობლებმა გვიშველეს, თორემ კედლებიც ვერ გადარჩებოდა. ჩემი შვილი იმ ბიჭის მეგობარია, ვინც ისროლა. არც ვიცი ჩხუბის დროს იქ იყო თუ არა. სახლმა რა დაუშავა, ყველაფერი გაგვინადგურეს, არაფერი დაგვრჩა“- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

09 აგვისტო 2020, 09:13

მსოფლიო

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე დასრულდება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება 6,8 მილიონ მოქალაქეს აქვს. პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის, მათ შორისაა ქვეყნის მოქმედი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენო.

09 აგვისტო 2020, 08:40

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 3 012 412 ადამიანი დაინფიცირდა. ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

09 აგვისტო 2020, 08:27

COVID19

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსით 6 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 6495 ადამიანს დაუსვეს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 475 902 ადამიანი დაინფიცირდა, 52 006 პაციენტი კი გარდაიცვალა.

09 აგვისტო 2020, 08:10

მსოფლიო

ლიბანის არმიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა

რამდენიმე საათით ადრე ბეირუთის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა პორტში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულების ხსოვნისთვის პატივი მიეგო. მოგვიანებით აქცია ანტისახელისუფლებო გამოსვლაში გადაიზარდა, დემონსტრანტების ნაწილი კი ჯერ საგარეო საქმეთა, შემდეგ კი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების შენობებში შეიჭრა.

ბინძური ცეკვები

09 აგვისტო 2020, 00:55

კულტურა

Lionsgate-ი „ბინძური ცეკვების“ სიქველს გადაიღებს

„ეს სწორედ ისეთი რომანტიკული, ნოსტალგიური ფილმი იქნება, რომელსაც ფრანშიზის თაყვანისმცემლები ელოდებოდნენ“, - განაცხადა სტუდიის დირექტორმა ჯონ ფელტაიმერმა.

09 აგვისტო 2020, 00:36

მსოფლიო

ბალიზე, 10 000-ზე მეტი პატარა კუ ზღვაში გაუშვეს

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 10 000-ზე მეტი პატარა კუ ზღვაში გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ეს ქმედება გადაშენების პირას მყოფი სახეობების პოპულაციის გაზრდას ემსახურება. ბუნების დამცველთა ჯგუფის წევრებმა პარასკევს გიანიარის სანაპიროსთან ყუთები მიიტანეს, სადაც ათობით კუ იყო მთავსებული და ისინი მოუწოდებდნენ ადგილობრივ მოსახლეობასა და მოხალისეებს, რომ აქციაში მონაწილეობა მიეღოთ და პატარა კუები ზღვაში გაეშვათ.

09 აგვისტო 2020, 00:24

მსოფლიო

ბეირუთში დემონსტრანტები საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შეიჭნენ

დემონსტრანტების ჯგუფმა, რომელშიც ყოფილი სამხედროები არიან, იქ „რევოლუციის შტაბბინის“ შექმნის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით აქციის მონაწილეები ეკონიმიკისა და ენერგეტიკის სამინისტროშიც შეიჭრნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკებისას ერთი პოლიციელი გარდაიცვალა.

09 აგვისტო 2020, 00:04

სპორტი

2023 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები იტალიის ქალაქ ტრიესტეში გაიხსნება

2023 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები იტალიის ქალაქ ტრიესტეში გაიხსნება და უდინეში დაიხურება. ზამთრის XVI ახალგაზრდული ფესტივალის მოსაწყობად 39 მილიონი ევრო რეგიონის სამთო-სათხილამურო ობიექტების განვითარებისა და რეკონსტრუქციისთვის დაიხარჯება, 7 მილიონი კი მასპინძელი მუნიციპალიტეტის რაიონების კეთილმოწყობას მოხმარდება.

08 აგვისტო 2020, 23:49

სამართალი

თბილისში ავტომობილი სკვერში შევარდა. დაშავებულია ახალგაზრდა გოგო

​თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ფანასკერტელის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობოლი სკვერში შევარდა და ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ცნობით, ის მართვით სუნთქვაზეა.

08 აგვისტო 2020, 23:44

საზოგადოება

Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი ჩამოფრინდა.

08 აგვისტო 2020, 23:37

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი იმპორტული შემთხვევაც დაფიქსირდა. ის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში დააბრუნეს. აფხაზეთში კორონავირუსისგან 38 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

08 აგვისტო 2020, 23:25

რეგიონი

მედია: ახალქალაქში 4 საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაწვეს

ახალქალაქში ხალხმა კიდევ ორი ​​საცხოვრებელი სახლი დაწვა, ერთი მაშტოცის ქუჩაზე, მეორე კი ახალქალაქის სპორტსკოლის მახლობლად. ცოტა ხნით ადრე, მიასნიკიანისა და ლაბანდიანის ქუჩებზე მდებარე სახლებსაც წაუკიდეს ცეცხლი.

08 აგვისტო 2020, 23:14

საზოგადოება

განათლების სამინისტროს განცხადებით, უწყების ოფიციალურ ფეისბუგვერდზე ე.წ. ბოტების შეტევა განხორციელდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ოფიციალურად მიმართავს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას, რათა აღნიშნული ყალბი ანგარიშები და მათთან დაკავშირებული გვერდები გააუქმოს“, - აცხადებენ უწყებაში.

ანდრეა პირლო

08 აგვისტო 2020, 22:57

სპორტი

ტურინის „იუვენტუსს“ ანდრეა პირლო უხელმძღვანელებს

ტურინის „იუვენტუსს“ ანდრეა პირლო უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის Twitter-ზე გავრცელდა. 41 წლის სპეციალისტმა „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

საქართველოს საელჩო ყატარში

08 აგვისტო 2020, 22:30

პოლიტიკა

საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით 7-8 აგვისტოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ამასთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, მსოფლიოს მასშტაბით ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.

08 აგვისტო 2020, 22:11

საზოგადოება

რუსლან აბაშიძე: ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ყველა ღონეს ვიხმართ დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ყველა ღონეს ვიხმართ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი სრულმასშტაბიანი მოგვარებისა და დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის", - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.