imedi /  17 ივლისი 2020, 16:37 / სანდო წყარო

რომან კაკულია: არსებობს სახელმწიფო ინტერესები, რომელსაც მთავრობა მარეგულირებელი კანონით უნდა აკონტროლებდეს

რომან კაკულია

რომან კაკულია

პირველხარისხოვანი გახლდათ ის, რომ არსებობს სახელმწიფო ინტერესები, რომელსაც უნდა აკონტროლებდეს მთავრობა და შემოიტანა ამის მარეგულირებელი კანონი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა რომან კაკულიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტში განხორციელებულ ცვლილებებზე განაცხადა.

„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები, არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომა, რომელსაც ჰქვია ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მას მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ, მარეგულირებელმა გადაწყვიტა, შემოეტანა შედარებით რბილი ზომა, რათა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ყოფილიყო მოგვარებადი. იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული განსაზღვრება, ყველამ ვიცით, რაზეა საუბარი და ეს არ არის პირველხარისხოვანი პრობლემა. პირველხარისხოვანი გახლდათ ის, რომ არსებობს სახელმწიფო ინტერესები, რომელსაც უნდა აკონტროლებდეს მთავრობა და შემოიტანა ამის მარეგულირებელი კანონი. ამას ჰქონდა მეორე მხარე, რომ ამ კანონს არ დაეზიანებინა კერძო სექტორი და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი ეს რისკები, რაც თავად კერძო სექტორმა აღიარა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მნიშვნელოვანი ნაწილების დანახვის გარეშე, ოპოზიციამ, განსაკუთრებით, ჩვენი გუნდიდან წასული დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა, ყველაფერი მოახერხა თავისი ჭკუით იმისთვის, რომ მთავარი მიღწევა გადაედო გვერდზე და წინა პლანზე წამოეწია საკითხები, რომელიც გაცილებით მეორე და მესამეხარიახოვანია", - განაცხადა რომან კაკულიამ.

პარლამენტმა 88 ხმით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით უყარა.

კომპრომისული დოკუმენტი, რომელზეც ბიზნესი, პარლამენტი და კომუნიკაციების კომისია შეთანხმდნენ სადავო საკითხებს აღარ ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

იაკობ ქაჯაია

01 აგვისტო 2021, 14:10

სპორტი

იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია. 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მან პირველ შეხვედრაში ფინელ მეტოქეს 9-0 აჯობა, ხოლო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი, რუსი სერგეი სემიონოვი 3-1 დაამარცხა

ირაკლი ქადაგიშვილი

01 აგვისტო 2021, 14:09

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ღია, დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში

ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ღია, დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველანაირი დესტრუქცია აღკვეთილი იქნება.

ირაკლი ქადაგიშვილი

01 აგვისტო 2021, 14:06

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობასთან გვაქვს საქმე - პოლიტიკოსები, ე.წ ექსპერტები, ე.წ. მედია ადამიანის სიკვდილით სპეკულირებენ, რათა ქვეყანას ავნონ

„ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობასთან გვაქვს საქმე - პოლიტიკოსები, ე.წ ექსპერტები, ე.წ. მედია ადამიანის სიკვდილით სპეკულირებენ და ეს სპეკულაცია მიდის არამარტო იქამდე, რომ მის ოპონენტ პოლიტიკურ პარტიას ავნონ, არამედ მთლიანად, ქვეყანას“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი

01 აგვისტო 2021, 13:46

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ტურიზმის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტ კამპანიას თავგამოდებით ეწევიან ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნენი

ტურიზმის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტ კამპანიას მეორე დღეა თავგამოდებით ეწევიან ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი დაა სხვა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნენი - წერს ფეისბუქის გვერდზე საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი. მისი თქმით, მიზანმიმართულად მიდის საზოგადოების აზრის ფორმირება, რომ საფრთხის შემცველია საქართველოში ჩამოსვლა.

კელი დეგნანი

01 აგვისტო 2021, 13:36

საზოგადოება

კელი დეგნანი: Agile Spirit-ის მსგავსი ​რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას, არწმუნებს ხალხს და ჩვენს მოკავშირეებს, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად, გვაქვს სწავლება და აღჭურვილობა, რომელიც გვჭირდება

ამგვარი რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას და არწმუნებს ხალხს და ჩვენს მოკავშირეებს, რომ ჩვენ ვართ მზად, ვიმუშაოთ ერთად, რომ გვაქვს სწავლება და აღჭურვილობა, რომელიც გვჭირდება, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა Agile Spirit 2021-ის ფარგლებში გამართულ წვრთნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი წვრთნები რეგულარულად ჩატარდეს.

01 აგვისტო 2021, 13:29

პოლიტიკა

კახა კუჭავა: სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებული პროფესიონალები ყოველდღიურად ზრუნავენ თითოეული მოქალაქის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა, მათ პირადად მიულოცა დაარსების დღე და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

01 აგვისტო 2021, 13:24

საზოგადოება

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: შენი ქვეყნის „ჟურნალისტები“, ბოლოს და ბოლოს, შენი თანამემულენი იწყებენ პროპაგანდას, რომ უცხოელი ტურისტი არ ჩამოვიდეს

„აჰა, გეგმაც ამოქმედდა, დაიწყეს უკვე იმ საწყალი ავსტრალიელი მოკლული ქალის გვამზე ხტუნაობა. დახტიან ერთი გვამიდან მეორეზე, უკვე რამდენი წელია... მაგრამ აქ ახალი ის არის, რომ შენი ქვეყნის „ჟურნალისტები“, ბოლოს და ბოლოს, შენი თანამემულენი, იწყებენ იმის პროპაგანდას, რომ უცხოელი ტურისტი არ ჩამოვიდეს“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ვლადიმერ ბოჟაძე

01 აგვისტო 2021, 13:17

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიაზე: ასე სძულდეს ხალხს საკუთარი სამშობლო, სწყინდეთ ეკონომიკის გაზრდა და ტურიზმის განვითარება - ასე მხოლოდ ნამდვილი მტრები იქცევიან

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ყოფილი პროკურორის და ახლა მედია მენეჯერის ნიკა გვარამიას Facebook-პოსტს ეხმიანება, სადაც გვარამია Facebook- ჯგუფს - „Spend your time in Georgia/ მე დავისვენებ საქართველოში“ სახელწოდებას უცვლის და წერს Spend Your Last Day in Georgia რაც ნიშნავს - გაატარე სიცოცხლის ბოლო დღეები საქართველოში.

01 აგვისტო 2021, 13:14

პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი: კმაყოფილები ვართ რაზმის მომზადების დონით და ვაგრძელებთ სამშობლოს სამსახურში ყოფნას, ყველა თანამშრომელს ვულოცავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით, შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საიუბილეო თარიღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს, ანზორ ჩუბინიძესთან და დაზვერვის სამსახურის უფროს შალვა ლომიძესთან ერთად მიულოცეს და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრნენ.

ამირან სალუქვაძე

01 აგვისტო 2021, 13:08

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ყველა ადამიანსა და პარტიას შეუძლია დღევანდელი კრიმინოგენული სიტუაციისა და პოლიტიკის კრიტიკა, გარდა - წინა ხელისუფლების, მათი მედიებისა და „ოცნების“ ყოფილი წევრებისა

„მართლა? აშშ-ში? გააშუქეს იქაურ მედიაში? საელჩო ჩაერთო? ამერიკაში აღარ ჩამოხვიდეთო, მოუწოდეთ ტურისტებს? ყველა ადამიანსა და ყველა პარტიას შეუძლია დღევანდელი კრიმინოგენული სიტუაციისა და პოლიტიკის კრიტიკა, გარდა წინა ხელისუფლებისა, მათი მედიებიანად, რომლებიც ადრე დავარცხნილად აშუქებდნენ და უსაფრთხო გარემოს გვილამაზებდნენ და ოცნების ყოფილი წევრებისა“.

ირაკლი ბერაია

01 აგვისტო 2021, 13:05

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: სუს-ის სახით, ქვეყანას ჰყავს თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და მომზადებული დასავლური სპეცსამსახური, რომელსაც შეუძლია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული სხვადასხვა სახის გამოწვევის განეიტრალება

სუს-ის სახით, საქართველოს ჰყავს თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და მომზადებული დასავლური სპეცსამსახური, რომელსაც შეუძლია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული სხვადასხვა სახის გამოწვევის განეიტრალება და ასევე, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის, რაც უსაფრთხოების სამსახურს გამოარჩევს, არის პროდუქტიულობა, პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმი, ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი და ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობა.

01 აგვისტო 2021, 12:45

სპორტი

ორ ქართველ ძიუდოისტს ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ორ ქართველ ძიუდოისტს აკრედიტაციები ჩამოართვეს, - ინფორმაცია „იმედინიუსს“ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა, ელგუჯა ბერიშვილმა დაუდასტურა.

გია აბაშიძე

01 აგვისტო 2021, 12:36

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სააკაშვილის სექტის უბინძურესი „მესიჯბოქსი“ დაღუპული ავსტრალიელი ტურისტის გამოყენებით უბოროტესი მავნებლობაა, ამ მარაზმში ჩაერთო გახარიას პარტიის სუბიექტი, პოლიციისა და მთავრობის ადმინისტრაციის ექს-ჩინოსანი ნათია მეზვრიშვილი

სააკაშვილის სექტის დღევანდელი უბინძურესი „მესიჯბოქსი“ დაღუპული ავსტრალიელი ტურისტის გამოყენებით, რომ ქვეყანა სრულიად დაუცველია, ტოტალური პანიკაა, კრიმინალმა წალეკა ყველაფერი, ტურისტები აქ აღარ უნდა ჩამოვიდნენ, სანქციები უნდა დაწესდეს და ა.შ. არის უბოროტესი მავნებლობა, საბოტაჟი და უტიფრობის უტიფრობა და ამ მარაზმში ჩაერთო გახარიას პარტიის ერთ-ერთი სუბიექტი, პოლიციისა და მთავრობის ადმინისტრაციის ექს-ჩინოსანი, ნათია მეზვრიშვილი, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე.

კრის ვუ „კოსმოპოლიტენის“ გარეკანზე

01 აგვისტო 2021, 11:57

მსოფლიო

პოპვარსკვლავი კრის ვუ გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ჩინელ-კანადელი პოპვარსკვლავი, კრის ვუ, პეკინში, გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მიზეზი 19 წლის სტუდენტის განცხადებაა, რომელიც ამბობს, რომ 17 წლის იყო, როცა ვუმ გააუპატიურა.

01 აგვისტო 2021, 11:49

საზოგადოება

თსუ-ს 3400-მდე კურსდამთავრებულისთვის გამოშვების საზეიმო ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2021 წლის 3400-მდე კურსდამთავრებულისთვის გამოშვების საზეიმო ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება ონლაინ მიულოცეს თსუ რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, აკადემიური საბჭოს წევრებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, თსუ წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა.

ფრიდონ სულაბერიძე

01 აგვისტო 2021, 11:23

COVID19

ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, მოცეკვავეები და თანამშრომლები კოვიდვაქცინით აიცრნენ

მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს. დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, მოცეკვავეები და თანამშრომლები აიცრნენ. ვაქცინის დოზა მიიღო ანსამბლის მთავარმა ქორეოგრაფმა, ფრიდონ სულაბერიძემაც.

01 აგვისტო 2021, 11:19

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 196 თბილისში, 443 აჭარაში, 322 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა - 443, იმერეთი - 322, ქვემო ქართლი - 111, შიდა ქართლი - 95, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

01 აგვისტო 2021, 11:13

COVID19

საქართველოში 1139 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1139 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 231 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1139 მძიმე პაციენტიდან თბილისში 514 პირი მკურნალობს, აჭარაში - 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 7, იმერეთში - 17.

01 აგვისტო 2021, 11:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 6 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს,იცავენ და აძლიერებენ სახელმწიფოს.

01 აგვისტო 2021, 11:03

COVID19

ბოლო ერთ კვირაში, კოვიდინფიცირების დადებითობის მაჩვენებელმა 8%-ს უკვე მეორედ გადააჭარბა

31 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.95%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7.57%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5 853 პაციენტი.