IMEDI /  17 ივლისი 2020, 19:07 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია სასოწარკვეთილებაშია, ნაძარცვი ფულებით უკვეთავენ კვლევებს, მაგრამ ვერ ამახინჯებენ „ქართული ოცნების“ რეიტინგს იმგვარად, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის რეიტინგზე ნაკლები დაუწერონ

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიცია სასოწარკვეთილებაშია, თავდაცვის სამინისტროდან ნაძარცვი ფულებით უკვეთავენ რაღაც კვლევებს, საველე სამუშაოებს მათი პარტნიორი ორგანიზაციები აკეთებენ, მაგრამ ვერ ამახინჯებენ „ქართული ოცნების“ რეიტინგს იმგვარად., რომ ყველა ოპოზიციური პარტიის რეიტინგზე ნაკლები დაუწერონ. თუ ჩვენ ძალიან მარტივად და შინაარსში ღრმად შესვლის გარეშე ვიტყვით, რომ თუ ალოკაციით განვიხილავთ ამ ციფრებს, გამოდის, რომ „ქართულ ოცნებას“ 49 პროცენტი დაუწერა Edison Research-მა ფორმულას დაკვეთით, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს და დანარჩენი 51 პროცენტი დაუწერა მთლიანად ყველა ოპოზიციურ პარტიას. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა რეიტინგი აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“, რომ 49 პროცენტზე ქვემოთ, ანუ ალოკაციის გარეშე 39 პროცენტზე ქვევით ვერ დაამახინჯეს და ვერ დაუწერეს სხვა ციფრი“,- ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საყურადღებოა ორი მნიშნელოვანი მომენტი. ის, რომ არაა ცნობილი თუ ვინ შეასრულა საველე სამუშაოები და ასევე არაა ინფორმაცია იმის შესახებ, შედეგები ალოკაციით არის დათვლილი თუ მის გარეშე. მისივე თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ აცდენა არის სულ რაღაც 5-6 პროცენტი და „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღეს იმდენად მაღალია, გაყალბებითაც კი არ გამოუვიდათ ის. რომ გაცილებით მეტი დაეწერათ ყველა პარტიისთვის ერთად, ვიდრე „ქართული ოცნებისთვის“.

„ჩვენ არ ვიცით ორი მთავარი რამ. ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები, Edison Research-ის წარმომადგენლები საქართველოში არ გვინახავს და საინტერესოა ვინ ატარებს კვლევას ადგილზე. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალება მეტად გვექნებოდა. ეს თუ აღმოჩნდება შემთხვევით IPM ან SSRS რომელიც ერთ შემთხვევაში ასოცირებულია ე.წ. „ევროპულ საქართველოსთან“ და მეორე კომპანია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, აქ უკვე ყველაფერი გასაგები იქნება, რომ ამ კომპანიების განწყობები ისეთია, რომ ისინი ხან წყალობენ „ევროპულ საქართველოს“, ხან „ ნაციონალურ მოძრაობას“ და მერე ამის შედეგია ხოლმე, რომ ხან 20-25% კი ცდება ხოლმე. ამის წარსულის გამოცდილება გვაქვს.

არ ვიცით საველე სამუშაოები ვინ ჩაატარა სამწუხაროდ. მე რასაც გადავავლე თვალი საველე სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია მითითებული არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აქ მარტივი დასკვნის გაკეთების საშუალება იქნებოდა. მეორე-არ უთქვამთ ჩვენთვის ეს კვლევები ალოკაციით არის თუ მის გარეშე და აქაც შეიძლება ძალიან მარტივი დასკვნები გამოვიტანოთ. შეიძლება ძალიან სპეციფიური იყოს და ჩვენ, პოლიტიკოსები გაგვარკვიოს სოციოლოგიაში ამდენი ტყუილების გადამკიდე და გავერკვიეთ კიდევაც. ამას დაემთხვა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით გორბის მიერ შესრულებული კვლევა, სადაც მისი რეიტინგების მიხედვით ჩვენ მივიღეთ 55 პროცენტი, მაგრამ იქაც იყო 10 პროცენტი გადაუწყვეტელი და მარტივი ალოკაცია რომ გაგვეკეთებინა, უკვე ჩვენს პარტიულ კვლევებს დაემთხვეოდა, სადაც ჩვენი მონაცემებით ჩვენ გვაქვს 60 %-მდე“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

13 აგვისტო 2020, 18:03

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში გადაიღებენ

ცნობილ იმუნოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში გადიღებენ. როგორც Imedinews ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის პრესსამსახურში განუცხდეს, თენგიზ ცერცვაძეს ეპიზოდურ როლში გადაიღებენ. კერძოდ, რეჟისორისა და სცენარისტის ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმში „გააზიარე სიყვარული“.

შავი ჭირი

13 აგვისტო 2020, 17:58

მსოფლიო

აშშ-ში შავ ჭირს 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა

აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში შავ ჭირს 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს 2015 წლის შემდეგ შავი ჭირით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

ეკა ბესელია

13 აგვისტო 2020, 17:54

პოლიტიკა

ეკა ბესელია: მნიშვნელოვანია, რომ ახალმა პარტიებმა მეტი ხმა და მანდატი მიიღონ, რადგან ეს ქვეყნისთვის სიახლის მომტანია

შეუძლებელი 50+1 ერთი მანდატი აიღოს ან სახელისუფლებო პარტიამ ან რომელიმე სხვა პარტიამ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

სახლი გასაღები

13 აგვისტო 2020, 17:51

საზოგადოება

115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

„იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ“, - ნათვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

13 აგვისტო 2020, 17:47

სპორტი

11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში ქალთა პირველი რალი რეიდი ჩატარდება

„სათავგადასავლო რალი საქართველო“ - ასეთი სახელწოდება აქვს ქალთა პირველ რალი რეიდს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც 11-დან 17 ოქტომბრამდე ჩატარდება. ეკიპაჟის წევრები როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტომოყვარულები იქნებიან და ისინი საქართველოს გარშემო 6 დღის განმავლობაში დაახლოებით 1800 კილომეტრს დაფარავენ. მანქანაში იჯდება ერთი ქალი და ერთი კაცი, რომლებიც პილოტისა და ნავიგატორის ფუნქციების სურვილისამებრ გადაინაწილებენ.

ბათუმი

13 აგვისტო 2020, 17:41

რეგიონი

ბათუმის ბიუჯეტი 10 300 000 ლარით შეივსო

„ჩვენ უმოკლეს ვადებში, ეკონომიკის გუნდთან ერთად მოვახერხეთ, რომ ბათუმის თვითმმართველობის ბიუჯეტისთვის 10 მილიონზე მეტი ლარის ტრანსფერი გამოგვეძებნა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო ქალაქის თვითმმართველობის მხრიდან, იქნება ბოლომდე მიყვანილი. არც ერთი საბიუჯეტო ღონისძიება არ იქნება გაუქმებული ან ბიუჯეტიდან მომდევნო წლისთვის გადადებული და მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად ძალიან დიდი ეკონომიკური გამოწვევისა, ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ, ერთობლივი მუშაობით, რომ აბსოლუტურად ყველა პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მარკ ესპერი დონალდ ტრამპი

13 აგვისტო 2020, 17:32

მსოფლიო

Reuters: დონალდ ტრამპს მარკ ესპერის გადაყენება სურს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელის, მარკ ესპერის მუშაობით უკმაყოფილოა და მისი გადაყენება სურს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი მაღალჩინოსანთა წრეებში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯად დირმა ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა ტრამპთან დაახლოებული წყაროები სააგენტოსთან საუბარში საპირისპიროს ამტკიცებენ.

13 აგვისტო 2020, 17:30

COVID19

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში სურსათით მომარაგების პრობლემა არ შეიქმნება

მიუხედავად მანძილისა, მესტიის მუნიციპალიტეტში, ყველგან იქნება სურსათით მომარაგება ისე, როგორც ეს ხდებოდა. ამ მიმართულებით მოსახლეობა ვერ იგრძნობს, რომ პანდემიის რეჟიმშია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სოლომონ პავლიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში შევა დისტრიბუციის მანქანები და მოსახლეობისთვის სურსათი ისეთივე ხელმისაწვდომი იქნება, როგორც აქამდე იყო.

ალექსანდრე ზაგაშვილი

13 აგვისტო 2020, 17:22

COVID19

ყაზბეგის მერის თქმით, მუნიციპალიტეტში სიტუაცია კონტროლირებადია

კითხვაზე, ხომ არ ელოდებიან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულებას რადგან 500-ზე მეტი ადამიანის კვლევის შედეგები ჯერ კიდევ უცნობია, ზაგაშვილი პასუხობს, რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა რაიმე სახის რეგულაციების გამკაცრების ან ჩაკეტვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

სოზარ სუბარი

13 აგვისტო 2020, 17:18

COVID19

სოზარ სუბარი: მესტიაში ​ლენჯერის მსგავსი სცენარის განვითარებას არ ველით

ამ წუთში მესტიაში მუშაობს 10 ჯგუფი და კიდევ 2 დამატებითი ჯგუფი წამოვიდა ზუგდიდიდან, რომელებიც სოფელ ჭუბერში იმუშავებენ. რადგან მესტიაში აღმოჩნდა ერთი ინფიცირებული გადავწყვიტეთ, რომ დღეს სრულად მოგვეცვა მესტია და ყველა ადამიანი ვინც კი მესტიაში ცხოვრობს უდნა გაიტესტოს, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

წითელი ჯვარი ნეშტები

13 აგვისტო 2020, 17:18

საზოგადოება

1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად დაკარგულად მიჩნეული კიდევ 13 პირის ნეშტი იდენტიფიცირებულია

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც წჯსკ-ს ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მასში აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული. ეს პლატფორმა მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს.

მამუკა მდინარაძე

13 აგვისტო 2020, 17:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე Survation-ის კვლევაზე: უნდა ვაღიარო, ყველაზე მიახლოებული მონაცემებია, მაგრამ რეალურად რეიტინგი 60%-მდე გვაქვს

„რეალურად, ეს მონაცემები ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტათი განსხვავებით, "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის - ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში. თუმცა, გასაგებია, იმ კომპანიამ, რომელმაც კვლევა ჩაატარა, მართლაც გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის ალოკაციის მეთოდის გამოყენების დროს და ამიტომ შეიძლება მიიღეს ეს შედეგი, ძალიან რომ მომინდეს ამ ციფრების გამართლება მაშინ ასე ვიტყოდი. პატრიოტთა ალიანსის მონაცემებით 11% გვაქვს, IRI-ს კვლევით 33%, თქვენი კვლევით 52%, ხოლო სინამდვილეში გვაქვს 60%-მდე რეიტინგი, ეს არის რეალობა“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

13 აგვისტო 2020, 17:04

სპორტი

ბერლინის „უნიონის“ ქართველმა ფეხბურთელმა აკაკი გოგიამ მძიმე ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად ემზადება

ბერლინის „უნიონის“ ქართველმა ფეხბურთელმა აკაკი გოგიამ მძიმე ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად ემზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას Berliner Kurier-ი ავრცელებს. 28 წლის ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილს გამოთქვამდა, თუმცა მძიმე დაზიანების მიღებისა და კორონავირუსის პანდემიის გამო მისთვის მოქალაქეობის მიცემის პროცესი შეფერხდა.

13 აგვისტო 2020, 17:01

საზოგადოება

სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები ჩარტერულ ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ...

13 აგვისტო 2020, 16:59

სპორტი

საქართველოს კრისტალბეთ ლიგის მეათე ტური მოულოდნელი შედეგით დაიწყო

საქართველოს კრისტალბეთ ლიგის მეათე ტური მოულოდნელი შედეგით დაიწყო. პირველი წრის ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“ ლიგის დებიუტანტთან, „თელავთან“ ქულები დაკარგა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. სტუმართა შემადგენლობაში ბურთის გატანის შანსი ხელიდან ირაკლი ბუღრიძემ და გიორგი კუხიანიძემ გაუშვეს, თამაშის უკანასკნელ წუთზე კი რეალური საგოლე მომენტი მასპინძლებმაც ვერ გამოიყენეს.

13 აგვისტო 2020, 16:54

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 6 070 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 743 487 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 405 695 ადამიანი დაინფიცირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 243 221 შემთხვევა გამოვლინდა, 6 070 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

დოლარი

13 აგვისტო 2020, 16:50

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0705 შეადგინა.

სამხრეთ კორეა კორონავირუსი

13 აგვისტო 2020, 16:48

COVID19

სამხრეთ კორეაში ბოლო თვის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა

სამშაბათს დადასტურებული შეთხვევების უმეტესობა - 47 შიდა გადაცემაა. 3 ივლისის შემდეგ ეს ქვეყანაში შიდა გადაცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ სეულში ეპიდვითარება გართულდა. სპეციალისტები ქალაქის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე ეპიდაფეთქების შესახებ საუბრობენ და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წესების დაუცველობის შემთხვევაში ვითარება შესაძლოა უკონტროლო გახდეს

არაჯანსაღი საკვები

13 აგვისტო 2020, 16:45

მსოფლიო

მექსიკაში ბავშვებზე არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა

მექსიკაში, ოახაკის შტატში ბავშვებზე არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა. BBC-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება შტატის ხელისუფლებამ ჭარბწონიანობასა და დიაბეტთან ბრძოლის მიზნით მიიღო. კანონის დარღვევისთვის ჯარიმებია გათვალისწინებული, მეორე კანონდარღვევის შემთხვევაში გამყიდველს ამ სფეროში მუშაობა აეკრძალება, მესამეს შემთხვევაში კი საპატიმრო სასჯელია გათვალისწინებული.

13 აგვისტო 2020, 16:42

რეგიონი

Powerchina/Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა - ხაშურის შემოვლითი გზა აგვისტოს მეორე ნახევარში გაიხსნება

კომპანია Sinohydro აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობას ასრულებს. აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.