imedi /  20 ივლისი 2020, 16:20 / სანდო წყარო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო დაკავებებსა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრეს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 44-ე სესიაზე, რომელზეც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ შესრულების ზეპირი ანგარიში წარადგინა, სიტყვით გამოვიდა ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ალექსანდრე მაისურაძე, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავის გამოსვლაში ალექსანდრე მაისურაძემ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, საკუთრების და თავისუფალი გადაადგილების უფლებების დარღვევაზე.

მუდმივმა წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკანასკნელ შემთხვევაზე, რომელიც ეხება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრას და უკანონო დაკავების ფაქტს. ალექსანდრე მაისურაძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს, ასევე პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების სრულ უგულებელყოფას.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად COVID-19 პანდემიისა, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვის უკანონო პროცესის ინტენსიფიკაციით.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვამ და სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ, გამოიწვია ადგილზე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილიანობის ზრდა.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი კომისრის ზეპირ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას. კომისრის ოფისმა კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება, რომ მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ოფისის წარმომადგენლებს კვლავ არ ეძლევათ ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის საჭიროებების შეფასების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. კომისრის ოფისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე, 2014-2019 წლებში, სიცოცხლის ხელყოფის ოთხ შემთხვევაზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა აძლიერებს დაუსჯელობის გარემოს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს არსებული დაძაბულობა და დარღვევები.

რაც შეეხება უმაღლესი კომისრის წერილობით ანგარიშს რეზოლუციის “თანამშრომლობა საქართველოსთან” შესრულებისა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, ის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს, მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილ 45-ე სესიაზე წარედგინება.

ყველა სიახლე

კანიე უესტი ფეხსაცმელი

13 აგვისტო 2020, 00:52

ტაბლოიდი

კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა

ამერიკელმა რეპერმა და დიზაინერმა კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა. უესტის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამომწერების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

13 აგვისტო 2020, 00:44

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეიცვალა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეცვალა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, დიდ ბრიტანეთში კორინავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა (46 706-დან 41 329-მდე).

13 აგვისტო 2020, 00:37

ტაბლოიდი

კურტ კობეინის სახლის დაზღვევის საბუთი მუსიკოსის ხელმოწერით აუქციონზე გაიყიდება

საბუთს კომპანია Inscriptagraphs Memorabilia ფლობს, რომელიც ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით ვაჭრობს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისში, აშშ-ში აუქციონზე კურტ კობეინის გიტარა $6 მილიონად გაიყიდა.

ტესლა

13 აგვისტო 2020, 00:20

ეკონომიკა

ილონ მასკმა გადაწყვიტა Tesla-ს აქციები ხელმისაწვდომი გახადოს

ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა აქციების გაყოფის შესახებ განაცხადა. კერძოდ ერთი აქცია 5 ნაწილად გაიყოფა და ისე გაიყიდება. ამ ფონზე აქციის ფასმა 7%-ით აიწია. ამის შესახებ Reuters წერს.

13 აგვისტო 2020, 00:09

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დღეს COVID-19-ზე სინჯი 280-მდე მოქალაქეს აუღეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა COVID-19-ზე სინჯი 280-მდე მოქალაქეს აუღეს. აქედან 20 პირის ტესტირება დაბა სტეფანწმინდაში მოხდა, ისინი დაინფიცირებულის კონტაქტები არიან. 19 პირს აუღეს ნიმუშები სოფელ არშაში, ისინიც ასევე ინფიცირებული პირის კონტაქტები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

13 აგვისტო 2020, 00:02

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 165 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 165 ათასს გადააჭარბა.

იური ტრუტნევი

12 აგვისტო 2020, 23:59

COVID19

რუსეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის ვიცე-პრემიერს, იური ტრუტნევს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

კელი დეგნანი

12 აგვისტო 2020, 23:59

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

ახლა საქართველოს სჭირდება აღსრულების ვალდებულება, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გახადოს ის გამძლე. საქართველოს სჭირდება მისი პრობლემების მართვა. ახლა საქართველო იმ დონეზეა, სადაც მას სჭირდება დემოკრატიულ და ეკონომიკურ გზაზე მსვლელობის გაგრძელება“, - განაცხადა დეგნანმა.

12 აგვისტო 2020, 23:47

მსოფლიო

პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ

პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ. კერძოდ, სახელმწიფო ტელეარხები „ბელარუს 1“ და „ონტ“ ხუთმა ტელეწამყვანმა დატოვა.

კორონავირუსი დიდი ბრიტანეთი

12 აგვისტო 2020, 23:20

COVID19

ბოლო კვირის განმავლობაში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე მესამე დღეა ათასს აჭარბებს

კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა ათასს უკვე მესამედ გადააჭარბა. ჯამში ქვეყანაში ვირუსის 315 560 შემთხვევა გამოვლინდა.

ნინო წილოსანი

12 აგვისტო 2020, 23:16

პოლიტიკა

გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. ახალ რეგულაციებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში ახალია და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება. ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა. პარლამენტი კი მის განხილვას სექტემბრიდან დაიწყებს.

12 აგვისტო 2020, 23:05

COVID19

საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

12 აგვისტო 2020, 22:51

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 შემთხვევა დადასტურდა, რაც 28 აპრილიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

სტივენ ბიგანი

12 აგვისტო 2020, 22:45

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება

„უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობის გზით, ამერიკა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერებაში დაეხმარება. მხოლოდ 2020 წელს, აშშ-მ საქართველოს თავდაცვის სექტორს 66 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოუყო. ამასთან, ამერიკა უაღრესად აფასებს ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭრის მისიაში“ და სხვა ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას“ - აღნიშნა სტივენ ბიგანმა

12 აგვისტო 2020, 22:39

მსოფლიო

ევროკომისარი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

ამირან გამყრელიძე

12 აგვისტო 2020, 22:31

COVID19

ამირან გამყრელიძე: ყაზბეგში არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც ბევრი კონტაქტი არ ჰქონიათ და ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია

ის, რაც ახლა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, რომ იკეტება ყაზბეგის, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, ან მკაცრი საკარანტინო ზომები უნდა გატარდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. მისი თქმით, ყაზბეგში არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც კონტაქტი არ ჰქონიათ ბევრი. მისივე განმარტებით, ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და მათი ტესტირება მოხდა.

ბაქო კორონავირუსი აზერბაიჯანი

12 აგვისტო 2020, 22:28

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 824 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 497 ადამიანი. ვირუსისგან 31 058 პაციენტი განიკურნა.

პაატა იმნაძე

12 აგვისტო 2020, 22:19

COVID19

პაატა იმნაძე: სადაც არ უნდა ვიყოთ, დავიცვათ ელემენტარული წესები

„სადაც არ უნდა ვიყოთ, დავიცვათ ელემენტარული წესები - სოციალური დისტანცია, ვატაროთ ნიღბები და ხელები დავიბანოთ ხშირად. ამას თუ გავაკეთებთ კორონავირუსი არ შეგვაწუხებს, არ გავაკეთებთ და, სამწუხაროდ, შეგვაწუხებს“, - განაცხადა იმნაძემ.

თამარ გაბუნია

12 აგვისტო 2020, 22:16

COVID19

თამარ გაბუნია: ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად, ცალსახად მიუთითებს, რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება

ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად, ცალსახად მიუთითებს, რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებო იყო მესტიის მუნიციპალიტეტის შემთხვევა, როდესაც ჩასული მოგზაურების მიერ მოხდა ვირუსის გავრცელება.

12 აგვისტო 2020, 22:07

სამართალი

თბილისში კაცმა 5 წლის ბავშვი ეზოდან მოტყუებით გაიყვანა და სავარაუდოდ მის გატაცებას ცდილობდა

48 წლის კაცმა 5 წლის ბავშვი ეზოდან მოტყუებით გაიყვანა და სავარაუდოდ მის გატაცებას ცდილობდა. შემთხვევა თბილისში მოხდა. მეზობლების განცხადებით, ის ბავშვს ეუბნებოდა, რომ მისი მამა იყო. კაცმა იქვე მდგარ მანქანის მძღოლს მეტრომდე ჩაყვანა სთხოვა, მაგრამ მძღოლს მისი ქცევა საეჭვოდ მოეჩვენა და წაყვანაზე უარი უთხრა. ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.