imedi /  20 ივლისი 2020, 21:30 / სანდო წყარო

გიორგი ვოლკსი: ვინატრებდი, იყოს ოპოზიციის ის რესურსი საქართველოში, რომელიც ინტელექტუალურ ოპონირებას გიწევს და ამ აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

„ვინატრებდი, იყოს ოპოზიციის ის რესურსი საქართველოში, რომელიც ინტელექტუალურად ოპონირებას გიწევს და ამ აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

„მომავალში ვერ ვხედავ კონსტრუქციული აზრთა დაპირისპირების პერსპექტივას, თუმცა იმედი მაქვს, რომ პარლამენტში (ვინაიდან პარლამენტში უფრო პლურალისტური იქნება და გაფართოვდება პოლიტიკური ძალების მონაწილეობა) აღმოჩნდება მაინც და დაიმკვიდრებს საერთაშორისო ევროპული წარმატებული სტანდარტი იმ დავისა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

რაც შეეხება წარსულს, ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ მთავარი თემა მაინც უკავშირდება სტაბილურობას.

მისივე თქმით, სტაბილურობის გარეშე არ არსებობს განვითარება. მან ისაუბრა ხელისუფლების მიღწევებსა და იმ ცვლილებებზე, რაც „ ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ბოლო 8 წლის განმავლობაში.

„ძალიან ბევრი გაკეთდა იმისთვის, რათა სოციალური პაკეტი ყოფილიყო ძლიერი, კონსტიტუციაში ჩავწერეთ და პრაქტიკულად, უამრავი ადამიანი, რომელიც სიკვდილისთვის იყო გადადებული, ყოველგვარი პათოსის და გადაჭარბების გარეშე ვამბობ, გადარჩა. ამოისუნთქა ბევრმა ადამიანმა. ძალიან ბევრ ოჯახს შეეხო ეს. განათლების სისტემის გაუმჯობესება იმ მასშტაბით ვერ მოვახერხეთ, რაც საჭიროა ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე მყარად საუბრისთვის, მაგრამ უკვე 8 წლის თავზე შევძელით, რომ ამ პერსპექტივაზე ვიფიქროთ, როცა განვითარებული ევროპული ქვეყნებიდან ჩამოვლენ ჩვენთან განათლების მისაღებად.

ახალგაზრდული რესურსი, რომელიც გაგვაჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ახალგაზრდულ რესურსს არ აქვს ემოციური კავშირი იმ პერიოდთან, როცა საქართველო მძიმე მდგომარეობაში იყო. ჩვენ მოვედით მემკვიდრეობით, როცა საქართველოს ტერიტორიების 1/5 არის დაკარგული ჯერ დროებით, დარწმუნებული ვარ, მაგრამ სამხედრო ბაზებით გაძეძგილი და შეგვეძლო ეს თავიდან აგვეცილებინა, რომ არა წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი შეცდომები. მოვედით იმ პრობლემით, რასაც ჰქვია უშველებელი რაოდენობა გაჭირვებული ადამიანების - მილიონ ორასი ათასი ადამიანი სიღარიბის ქვევითაა.

დღეს განახევრებულია ეს მაჩვენებელი. გაძვალტყავებული და მიწასთან გასწორებული სოფელი დაგვხვდა, და საერთოდ არანაირი ინვესტიციის პერსპექტივა არ არსებობდა, როდესაც დღეს უკვე ასეულებს ითვლის ის საწარმოები, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით გაკეთდა და თუნდაც ფერმერული მეურნეობები.

აი, ეს არის ის მიმართულებები, რასაც გაცილებით მეტი ტემპი ექნებოდა წლის ბოლოსთვის და საგრძნობ ციფრებზე საუბარი შეიძლება გვქონოდა, მაგრამ ამ პანდემიამ სერიოზულად დაგვარტყა. თუმცა, მეორე მხრივ, პანდემიამ აჩვენა ყველას, რომ თურმე რანაირი არაფორმალური მმართველობა არ არის, თურმე არსებობს გუნდი და არსებობს ის გუნდი, რომელსაც შეუძლია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები გააკეთოს , რომელიც საქართველოს პოლიტიკურ მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო გააძლიერებს. მხედველობაში მაქვს სატრანზიტო დერეფნები, რომელიც იქნება საერთაშორისო მაღალი სტანდარტის.

მნიშვნელოვანია, ამავე დროს არ დაივიწყო ის სოციალური პაკეტი, რომელიც სჭირდება ბევრ ადამიანს გადარჩენისთვის, რათა წელში გასწორდეს და იფიქროს შემოსავლის გაზრდაზე. სამუშაო ადგილების პრობლემა კვლავ რჩება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეიქმნა.

ვფიქრობ, ძალიან ნელა ხორციელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც მართალია ათეულობით მილიონ დაბრუნებულ ქონებას ითვლის, მაგრამ ეს კიდევ ზღვაში წვეთია იმ ხელისუფლების პირობებიდან დატოვებული, რომელსაც დღეს კიდევ პრეტენზიები აქვს “, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ყველა სიახლე

08 აგვისტო 2020, 15:22

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. ქალაქ ბოლნისში მდებარე ღვთისმშობლის ნიშთან, სასულიერო პირებმა ომში დაღუპული მეომრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა და პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და სოფელ დისველში ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

ირაკლი კობახიძე

08 აგვისტო 2020, 15:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვირჩევთ რაციონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები

„ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად აუცილებლად შევქმნით ერთიან, განვითარებულ და ევროპულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი“.

ფოთი ბაზა გვირგვინი

08 აგვისტო 2020, 15:05

რეგიონი

სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

„საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესია აგვისტოს ომი, ჩვენი რეგიონიდან 2008 წლის აგვისტოს ომმა 38 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამხედროებთან ერთად იყვნეს სამოქალაქო პირებიც. ამ ომს ყავს უამრავი გმირი, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ სამშობლოს დაცვისთვის, მათი საქციელი არის მომავალი თაობებისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის არის მტკივნეული, ვიზიარებ მთელი ქვეყნის წუხილს და მადლობას ვუხდი გარდაცვლილთა ოჯახებს“, - აღნიშნა მალხაზ თორიამ.

08 აგვისტო 2020, 14:56

სპორტი

თბილისის „დინამო“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა

თბილისის „დინამო“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. კახა ჩხეტიანის მომზადებულმა გუნდმა თბილისურ დერბიში სტუმრად „მერანი“ 2:1 დაამარცხა და ცხრა ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ბურთი ჯერ დავით კობოურმა, ხოლო შემდეგ საიმონ ბენიომ გაიტანა, რასაც „მერანიდან“ რევაზ გეწაძემ ზუსტი თერთმეტმეტრიანით უპასუხა. 10 აგვისტოს გორის „დილა“ საკუთარ მოედანზე თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას დაიბრუნებს.

08 აგვისტო 2020, 14:53

რეგიონი

გურიაში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს.

08 აგვისტო 2020, 14:52

რეგიონი

პრეზიდენტი ნიქოზში საეპისკოპოსო სასახლეში, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას შეხვდა

პრეზიდენტი ნიქოზში საეპისკოპოსო სასახლეში ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას შეხვდა. მანამდე სალომე ზურაბიშვილი პანაშვიდს დაესწრო, რომელიც ამაღლების საკათედრო ტაძარში დაღუპულთა სულებისთვის მიტროპოლიტმა გადაიხადა. აგვისტოს ომის დროს მოსახლეობა თავს სწორედ ამ ტაძარს აფარებდა, დაბომბვის შედეგად საეპისკოპოსო რეზიდენცია დაიწვა, დაზიანდა მონასტერი და საცხოვრებელი კელიები. ცხინვალიდან ნახევარ კილომეტრში მდებარე ნიქოზში დაბომბვისა და სროლების შედეგად დაიღუპა მსვიდობიანი მოსახლეობა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

ირაკლი ჩიქოვანი

08 აგვისტო 2020, 14:48

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გააგრძელებს აქტიურ ქმედებებს, რათა მივაღწიოთ მშვიდობიან დეოკუპაციას

„დღევანდელი დღე უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ეს დღე განსაკუთრებული სიმძიმით შეიგრძნო და ჩვენ დღესაც ყოველდღიურად ვაგრძელებთ რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგების ხილვას. მინდა ვთქვა, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გააგრძელებს აქტიურ ქმედებებს, რათა მივაღწიოთ მშვიდობიან დეოკუპაციას. ეს არის მიზანი, რომელიც აერთიანებს მთლიანად საქართველოს და რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ქეთევან ბაკარაძე

08 აგვისტო 2020, 14:40

პოლიტიკა

ქეთევან ბაკარაძე: ომი არ დასრულებულა, გრძელდება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ აუცილებლად დასრულდება დიპლომატიური ნაბიჯებით, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება

„12 წელია, საქართველო და მტრისგან დროებით მოწყვეტილი მისი ორი განუყოფელი ნაწილი სასტიკი ომის ჭრილობების მოშუშებას ცდილობს, მაგრამ ტკივილი არ ნელდება და ასე იქნება იქამდე, ვიდრე ოკუპანტი ჩვენს მიწა-წყალზე მოურიდებლად დაბორიალობს“.

შალვა კერესელიძე

08 აგვისტო 2020, 14:35

პოლიტიკა

შალვა კერესელიძე: მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა

„ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და რომ სწორედ მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა“, - განაცხადა კერესელიძემ.

სომალი აფეთქება მსხვერპლი

08 აგვისტო 2020, 14:27

მსოფლიო

სომალის დედაქალაქში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშუში, სამხედრო ბაზაზე მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობია, თუმცა თვითმხილველები აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ავტომობილი შენიშნეს.

კლერ ოლბლესი

08 აგვისტო 2020, 14:21

პოლიტიკა

კლერ ოლბლესი: გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე ყოფილა

გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბლესი 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-12 წლისთავს საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა. „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის წლისთავზე ვიხსენებთ ყველა გარდაცვლილსა და გადაუჭრელი მტრობის გავლენის ქვეშ დღემდე მცხოვრებ ადამიანებს. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე ყოფილა“, - განაცხადა კლერ ოლბლესმა.

ჯონათან ჯანოგლი

08 აგვისტო 2020, 14:14

პოლიტიკა

ჯონათან ჯანოგლი: რუსეთი სამხედრო და კიბერაგრესიას განაგრძობს, რასაც ადგილობრივთა უმწეობა და განგრძობადი საერთაშორისო დესტაბილიზაცია მოაქვს შედეგად

„რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონო ოკუპაციის 12 წლისთავი აღინიშნება დღეს. რუსეთი სამხედრო და კიბერაგრესიას განაგრძობს, რასაც ადგილობრივთა უმწეობა და განგრძობადი საერთაშორისო დესტაბილიზაცია მოაქვს შედეგად“ - წერს ჯონათან ჯანოგლი.

სტიუარტ მაკდონალდი

08 აგვისტო 2020, 14:10

პოლიტიკა

სტიუარტ მაკდონალდი: ადამიანთა უფლებების დარღვევა, ხალხის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ აგრესია გრძელდება

„12 წლის წინ რუსულმა სამხედრო ძალებმა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინეს. ადამიანთა უფლებების დარღვევა, ხალხის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ აგრესია გრძელდება. სოლიდარობას ვუცხადებ საქართველოს ხალხს“, - წერს მაკდონალდი.

ტომ ტუგენდჰატი

08 აგვისტო 2020, 14:07

პოლიტიკა

ტომ ტუგენდჰატი: 12 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა

12 წლის წინ სწორედ ამ დღეს რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, - წერს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ტომ ტუგენდჰატი.

08 აგვისტო 2020, 13:56

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსი 1,489 ადამიანს დაუდასტურდა, 27 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსი 1,489 ადამიანს დაუდასტურდა, 27 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ქვეყანაში ვირუსი 79,750 ადამიანს დაუდგინდა, 1,879 გარდაიცვალა. უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა.

ვახტანგ გომელაური

08 აგვისტო 2020, 13:51

საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი, გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი, ყვავილებით შეამკეს სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით გარდაცვლილ თანამშრომლების შვილებს და ოჯახებს მატერიალური დახმარებები გაეწიათ

ლევან იზორია

08 აგვისტო 2020, 13:47

პოლიტიკა

ლევან იზორია გერმანულ მედიაში: რუსეთი კორონავირუსისკენ მიმართულ ფოკუსს ჩუმი ანექსიისთვის იყენებს

გერმანული გამოცემა Bild-ი რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებ, რომელშიც ყურადღება ომის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ მიზანმიმართულ, აგრესიულ პოლიტიკაზეა გამახვილებული.

უილიამ ევანინა

08 აგვისტო 2020, 13:41

მსოფლიო

აშშ-ის კონტრდაზვერვაში საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის, ირანისა და ჩინეთის ჩარევის შესახებ განაცხადეს

გამოცემის ინფორმაციით, ევანინა აცხადებს, რომ ჩინეთი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის წინააღმდეგია, ირან აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება სრულს, რუსეთი კი ტრამპს უჭერს მხარს და არჩევნებზე მისი კონკურენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ მოქმედებს.

არჩილ თალაკვაძე

08 აგვისტო 2020, 13:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაც ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციასა და რუსეთის პრეზიდენტს აქვს

„რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ. ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება და აქ არის არჩილ ტატუნაშვილის საფლავი, ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რასაკვირველია, აქვს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპაციაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტს“.

თამარ ბაჩალიაშვილი

08 აგვისტო 2020, 13:26

სამართალი

ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა მიმდინარეობს

ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა მიმდინარეობს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროცესს, მასთან ერთად, გარდაცვლილის მამა და ძმა ესწრებიან.