imedi /  22 ივლისი 2020, 00:30 / სანდო წყარო

ლევან კობიაშვილი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს გუნდთან ერთად მივაღწევ წარმატებას

ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი

გლდანის ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს საკუთარი არჩევანი ისეთ ადამიანზე, ვისაც უფრო მეტი გამოცდილება და უფრო მეტი რესურსი აქვს იმუშაოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით, ჯანდაცვის მიმართულებით, ინფრასტრუქტურის კუთხით და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველაფერს ნახავთ არჩევნების შედეგებით, რომელიც 31 ოქტომბერს იქნება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მე ჩემს გუნდთან ერთად მივაღწევ წარმატებას, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი პარლამენტში არის სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმე ამ დარგიდან უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი და „ქართული ოცნების“ გუნდს ჰყავს ასეთი ადამიანები. ლევან კობიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მისი მაჟორიტარობის პერიოდში, გლდანის რაიონში იმდენი პროექტი განხორციელდა, რაც არ გაკეთებულა არასდროს გლდანში.

„2016 წელს ხალხმა გადაწყვიტა, რომ მე ვყოფილიყავი გლდანის მაჟორიტარი და მე მგონია, რომ ძალიან სწორადაც გადაწყვიტა. ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის მარტო ჩემი დამსახურება. მე ნამდვილად ვერ შევძლებდი ამ ყველაფერს, რომ არა გუნდი, იგივე დედაქალაქის მერია, იგივე კახი კალაძე, იგივე გამგეობა და სხვა სტრუქტურები და ა.შ. ეს არის ყველას ერთიანი ნამუშევარი და წარმატება. შესაბამისად, ეს არის ის, რაც ჩემს უკან დგას და ადამიანებმა იციან, რისი შესაძლებლობა და რესურსი მაქვს პირადად მე. აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი გადაწყვეტს ვინ უნდა, რომ მისი წარმომადგენელი იყოს პარლამენტში“, - აღნიშნა გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა.

ლევან კობიაშვილის განცხადებით, მისი არჩევის შემთხვევაში, მომდევნო ოთხის წლის განმავლობაში ის კიდევ უფრო აქტიური იქნება და კიდევ უფრო მეტს გააკეთებს თითოეული მოქალაქისთვის.​

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა.

ყველა სიახლე

ანტონ საროკა

13 აგვისტო 2020, 19:57

სპორტი

საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელი დააკავეს

ბელარუსის ნაკრებისა და ბორისოვის „ბატეს“ ფეხბურთელი ანტონ საროკა საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 28 წლის თავდამსხმელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დააკავეს, სასჯელის სახით მას 7-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

13 აგვისტო 2020, 19:54

COVID19

ვენესუელაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის განცხადებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 150 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

გიორგი ვოლსკი

13 აგვისტო 2020, 19:48

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ლევან კობერიძესა და ელენე ხოშტარიას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ

„ლევან კობერიძე და ელენე ხოშტარია შესაძლოა, როგორც ოპონენტები ეფექტურები არიან პარლამენტში, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მათი საქმიანობა პროდუქტიული არ იქნება და მხოლოდ ახალი დაპირისპირების შექმნას მოემსახურება. მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ, რადგან ამომრჩევლების გაცილებით უფრო მეტმა რაოდენობამ იცის, რომ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაპირისპირების, დესტრუქციის, გამოუვალი მდგომარეობის და ჩიხების შექმნის ოსტატები არიან, არ შეიძლება, რომ კონკრეტული უბნისა და ოლქის ინტერესებს წარმოადგენდნენ საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ ასე ვხედავთ, რომ მათი პოზიცია განსხვავებულია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

13 აგვისტო 2020, 19:37

რეგიონი

სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარი, ზარალის ანაზღაურების თანხას, 38 870 ლარს მიიღებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარს, დავით დოლმაზაშვილს, 15 ივლისს მოსულმა სეტყვამ და ქარიშხალმა ატმის მოსავლის 75% გაუნადგურდა, - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 38,870 ლარს მიიღებს. 9 ჰა ფართობის დაზღვევისთვის ფერმერის მიერ გადახდილი თანხა 1,652 ლარს შეადგენს.

გიორგი ვოლსკი

13 აგვისტო 2020, 19:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების განვითარება ისე არავის ეჩქარება, როგორც ხელისუფლებას

„უსუსური განცხადება, თითქოსდა, ხალხის ჩამოყვანა არ გვინდა და მასობრივი ავიარეისები ჩამოვა საქართველოში უსაფრთხო ქვეყნებიდან, რომელიც არ არსებობს და შეავსებენ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერთა რიგებს, არის ისეთივე ფანტაზია, როგორიც თავის დროზე სააკაშვილს ჰქონდა – ღრუბელ-ღრუბელ ფრენით, ან მიწით, ზღვით, ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. დაახლოებით იგივე ემოციები და განწყობებია. ორი ფრთა ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხასიათი არ შეუცვლიათ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბეირუთი აფეთქება

13 აგვისტო 2020, 19:30

მსოფლიო

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებებისგან მიყენებული ზარალი 15 მილიარდ დოლარს აღემატება

ლიბანის პრეზიდენტის, მიშელ აუნის განცხადებით, ბეირუთის პორტში 2750 ტონა ამიაკის სელიტრის აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი 15 მილიარდ დოლარს აღემატება. ამის შესახებ გამოცემა Anadolu წერს. ლიბანის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზარალდა 3 972 შენობა და 4 214 ავტოსატრანსპორტო საშუალება.

13 აგვისტო 2020, 19:25

მსოფლიო

ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ნატო უკრაინა

13 აგვისტო 2020, 19:11

მსოფლიო

კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრიანებას უკრაინელთა 48% უჭერს მხარს

გამოკითხულ უკრაინელთა ნახევარზე მეტი მზადაა ევროკავშირი ქვეყნის გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი, თუ ეს საკითხი რეფერენდუმზე უახლოეს კვირას გავიდოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ცენტრ SOCIS-ისა და „რაზუმკოვის ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ევროკავშირი გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 57,7% დაუჭერდა, წინააღმდეგი 26,9% იქნებოდა, რესპონდენტთა 5,8% კი ამბობს, რომ რეფერენდუმში მონაწილეობას არ მიიღებდა.

13 აგვისტო 2020, 18:57

რეგიონი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მესტიის მუნიციპალიტეტს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მესტიის მუნიციპალიტეტს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ეხმარება ხანდაზმულ, მარტოხელა ადამიანებს, რომლებსაც COVID-19-ით გამოწვეული საფრთხე განსაკუთრებით ემუქრებათ.

გიორგი ვოლსკი

13 აგვისტო 2020, 18:47

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპონენტების მთავარი ამოცანა არის დესტრუქცია, ცხელი კერების შექმნა

„ოპონენტების მთავარი ამოცანა არის დესტრუქცია, ცხელი კერების შექმნა და ისეთი სიტუაციების პროვოცირება, რომ შესაძლებლობისთანავე, საქართველოს ხელისუფლება გარკვეული საკითხების მიმართ არადემოკრატიულ მიდგომებში დაადანაშაულონ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დესტრუქციულ ქმედებებს განვითარების საშუალება არ მიეცეს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

13 აგვისტო 2020, 18:41

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე უკრაინის ელჩს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა, რომელიც ქუთაისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, საუბარი შეეხო როგორც კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებას, ასევე სამომავლო პერსპექტივებს.

13 აგვისტო 2020, 18:37

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 750 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 750 ათასს გადააჭარბა.

იგორ დოლგოვი

13 აგვისტო 2020, 18:33

ეკონომიკა

უკრაინის ელჩი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ნაბიჯი ახალი მეცნიერებისა და ახალი განათლებისკენ

„იმედი მაქვს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ნაბიჯი მომავალში, ახალი მეცნიერებისა და ახალი განათლებისკენ", - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნიკა ნინუა

13 აგვისტო 2020, 18:30

სპორტი

ნიკა ნინუა „პაოკთან“ კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს

თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი ნიკა ნინუა სალონიკში ჩავიდა და „პაოკთან“ კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს. ბერძნული მედიის ცნობით,, 21 წლის ფეხბურთელი დღეს საღამოს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მისი წარდგენა სავარაუდოდ ხვალ მოხდება.

13 აგვისტო 2020, 18:27

COVID19

ერაყში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 841 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

იაგო ხვიჩია

13 აგვისტო 2020, 18:18

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: თუკი ოპოზიცია ვერც სამოქმედო გეგმაში შეთანხმდა, ვერც მაჟორიტარებში და ცალ-ცალკე დარჩნენ, შეიძლება ხმები საერთოდ დაიკარგოს

თუკი ოპოზიციამ დაანახა ადამიანებს ის საქმე რომლის გაკეთებასაც ერთობლივად გეგმავდნენ, რაზეც შეთანხმდნენ მაშინ არსებობს შანსი, მათი ხმები შეიკრიბოს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

იანეზ იანშა

13 აგვისტო 2020, 18:17

მსოფლიო

სლოვენიის პრემიერი: ბელარუსში საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელარუსში საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

გოჩა ენუქიძე

13 აგვისტო 2020, 18:15

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: ზემო რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 45 მილიონ ლარამდე გამოიყო

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 45 მილიონ ლარამდე გამოყო ზემო რაჭაში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის და მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი თანხების მოძიებისთვისაც.

13 აგვისტო 2020, 18:09

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მაცაცო ნარიმანიძე ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მაცაცო ნარიმანიძე ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირინე ფხოველიშვილს შეხვდა. აუდიენციას რეგიონის მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ელდარ ჰასანოვი

13 აგვისტო 2020, 18:08

მსოფლიო

სერბეთში აზერბაიჯანის ელჩი დაკავებულია

ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სერბეთსა და მონტენეგროში აზერბაიჯანის ელჩი ელდარ ჰასანოვი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ჰასანოვს ბრალად საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობით არამიზნობრივი ხარჯვა, ქრთამის აღება და სხვა კანონდარღვევები ედება.