IMEDI /  23 ივლისი 2020, 00:45 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: თითქმის 20 წელი ვცხოვრობდი სამგორში და კარგად ვიცნობ იქაურობას, მე კარგად ვიცნობ მთელ საქართველოს

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

ამჟამად საარჩევნო ოლქები ისე არის გამსხვილებული, რომ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა ერთ კონკრეტულ უბანში ვინმეს მეტ ნდობაზე არ არის დამოკიდიებული. საერთო ქვეყნის მასშტაბით უნდა ჰქონდეს ცნობადობა და ასეთი კანდიდატები შეირჩნენ. რაღაც საქმე უნდა იდგეს მის უკან, როგორც გუნდთან ერთად გაკეთებული, ასევე პიროვნული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს სათქმელი - რა გაგვიკეთებია და რა გვინდა შევთავაზოთ მოსახლეობას. როცა თბილისზე ვლაპარაკობთ, არ გავიხსენებ იმას, რომ მე თითქმის 20 წელი ვცხოვრობდი სამგორში და კარგად ვიცნობ იქაურობას, მე კარგად ვიცნობ მთელ საქართველოს. თბილისი ზოგადად სხვა კუთხეებისგან არა მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ არის ადმინისტრაციული ცენტრი, მენტალურადაც თბილისი მთელ საქართველოს აერთიანებს და ცნობიერება სხვა არის. ხალხი უყურებს რა შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვისაც მათ უნდა მისცენ ხმა, ქვეყნისთვის ან რა გაუკეთებიათ. ამ მხრივ გუნდი, რომელიც იქნა შერჩეული და მეც მათ შორის ვარ, გვეთქმის სათქმელი. არ მინდა ცოტა ხმამაღლა ვილაპარაკო საკუთარ თავზე, არ არის ლამაზი, მაგრამ შემიძლია საქმეები ჩამოვთვალო რაც გაგვიკეთებია თითოეულ ჩვენგანს და რაც გამიკეთებია მე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:46

სამართალი

ვახტანგ გომელაური: მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება 112-ის მომსახურების დონე და შემცირდება რეაგირების დრო, იგეგმება პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის დანერგვა

„ასევე, დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს. ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების მიზნით, მოხდება 112-ში შემოსული ზარების ხმის ბანკის პროგრამული დამუშავება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:42

სამართალი

ვახტანგ გომელაური: დაცული საზღვრები ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მომდევნო 10 წელიწადში სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, გაძლიერდება სასაზღვრო ავიაცია და სანაპირო დაცვის ფლოტი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის განახლებული სტრატეგიის ფარგლებში, საზღვრის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, 2021-2030 წლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა-განვითარებას. სასაზღვრო-გამტარი პუნქტების სრული შემადგენლობა აღიჭურვა ახალი ტიპის ვიდეოკამერებით, სპეციალური საპოლიციო საშუალებებით. სასაზღვრო-გამტარი პუნქტები აღიჭურვა ინსპექტირების თანამედროვე დანადგარებით", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

02 აგვისტო 2021, 14:39

პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩემს ძვირფას ძმასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა და რეგიონალური საკითხები განვიხილე

„ჩემს ძვირფას ძმასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, სატელეფონი ზარი მქონდა. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები. მადლობა გადავუხადე ბატონ ღარიბაშვილს, რომელსაც სურს, რომ ტყის ხანძრები მალე დასრულდეს და გამოხატა თანადგომა მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:37

სამართალი

ვახტანგ გომელაური: დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად, ასევე, ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს

"დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად, ასევე, ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნება კრიმინოგენულ-საინფორმაციო რუკა. მოხდება დანაშაულის შემთხვევების, სამეთვალყურეო კამერების, საპატრულო ეკიპაჟების გადაადგილებისა და სტრატეგიული ობიექტების ელექტრონულ რუკაზე ასახვა. ელექტრონული რუკა გაზრდის პოლიციის მხრიდან ინფორმაციაზე წვდომის ოპერატიულობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დროის მოკლე მონაკვეთში ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და აღქმას",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:36

სამართალი

ვახტანგ გომელაური: საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრები უახლოეს ხანში გაიხსნება გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, მნიშვნელოვანი რეფორმები გრძელდება მომსახურების სააგენტოში

„2022 წლიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდება ორეტაპიანი, რაც გულისხმობს მძღოლობის კანდიდატის გამოცდას რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. ასევე განხორციელდება მოპედების რეგისტრაცია და სავალდებულო გახდება შესაბამისი მოწმობის გამოცდის ჩაბარება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:31

სამართალი

ვახტანგ გომელაური: 2030 წლამდე დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა გაგრძელდება

„სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავებულია სქესობრივი დანაშაულის პრევენციული მონიტორინგის პლატფორმა, რაც საშუალებას მოგვცემს, განხორციელდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმადაც მოხდება მსჯავრდებული და უფლებაჩამორთმეული პირის პირადი საქმის წარმოება, ასევე, სკოლებისა და ორდერების მონიტორინგი", - განაცხადა მინისტრმა.

02 აგვისტო 2021, 14:27

პოლიტიკა

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 83 ხმით გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი

გიორგი კალანდარიშვილმა 83 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა 3-ის წინააღმდეგ. დღესვე კენჭი ეყარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს გია ცაცაშვილს, ლელა ტალიურს, თამარ სართანიას და მაია ზარიძეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 14:27

სამართალი

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ გარანტიებს, მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას

კიდევ ერთხელ, მე მადლობას გიხდით, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც, ამ შემთხვევაში, მთავრობის მეთაური და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა და მე მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გმირობისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:24

სამართალი

ვახტანგ გომელაური: მოხდება საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება

ამ ეტაპზე, თბილისის 3 რაიონში 279 მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობს. გეგმის მიხედვით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი 2023 წელს მოიცავს თბილისსა და მსხვილ ქალაქებს, ხოლო 2030 წლისთვის - მთელ ქვეყანას", - განაცხადა გომელაურმა.

სოზარ სუბარი

02 აგვისტო 2021, 14:19

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციის დესტრუქციის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში რაიმე სახის შეთანხმება გამორიცხულია

"ჩვენ გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯი, წავედით რიგ დათმობებზე და ეს ყველაფერი გავაკეთეთ სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, არ შესრულდა მიშელის დოკუმენტის მთავარი ფუნქცია - ქვეყანაში რადიკალიზაცია და პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდა, რაც რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა განაპირობა. ამის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ რაიმე შეთანხმებას. უფრო მეტიც, რადიკალებთან შეთანხმებას კატეგორიულად გამოვრიცხავ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:19

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი

„რეფორმები, რომლებსაც თავის დროზე ჩვენ შევეჭიდეთ, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებდა თითოეულ ჩვენგანს, რიგითი პოლიციელიდან დაწყებული, უმაღლესი რანგის პირის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. დღესაც უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი. სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა, თანამედროვე ტენდენციებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია", - განაცხადა გომელაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 14:15

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პირადად ჩემი და მთელი გუნდის, მთელი მთავრობის სახელით, მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს იმ გმირული სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ყოველდღიურად

„ეს არის მისია, რომელსაც თქვენ ატარებთ. ეს არის ამავდროულად ძალიან საამაყო, ვინაიდან, ემსახურებით რა, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. მინდა, ამავდროულად აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ყველას გვავიწყდება, თუ რაოდენ მაღალი რისკის შემცველია პოლიციელობა. თქვენ რეალურად, ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში გიწევთ მუდმივი სტრესის პირობებში მუშაობა, ოჯახებიდან მოწყვეტილი, კრიმინალთან ბრძოლის რეჟიმში, ეს ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გარდაცვლილი, გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მათ ასეთი გმირების აღზრდისთვის. სახელმწიფო ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული თითოეული პოლიციელის და მათი ოჯახის სოციალური გარანტიები. ჩვენი მთავრობის ხედვას, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმას, ბატონი მინისტრი წარმოგიდგენთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

02 აგვისტო 2021, 14:08

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება კი არა, ,,ქართულმა ოცნებამ" აღარ უნდა დაუშვას ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციის შემცველი რაიმე სახის შეთანხმება რადიკალურ ოპოზიციასთან

მისი აზრით, მმართველმა პარტიამ ხელი შეთანხმებას ქვეყანაში სიტუაციის დასამშვიდებლად მოაწერა, მაგრამ როგორც ვნახეთ -რადიკალურმა ოპოზიციამ ეს შეთანხმება რადიკალიზაციის და პოლარიზაციისთვის იდეალურად გამოიყენა.

02 აგვისტო 2021, 14:08

COVID19

ხაშურის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

რეგისტრირებულ მოქალაქეებს შორის არიან საჯარო სამსახურების - მერიის, საკრებულოს, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები და პედაგოგებიც. შპს „ევექსი ჰოსპიტლების ხაშურის ახალი კლინიკის“ პოლიკლინიკური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მელიქიძის განმარტებით, ვაქცინაცია ყოველდღიურად მშვიდ ვითარებაში, გართულებების გარეშე მიმდინარეობს. მოქალაქეებს შეუძლიათ, „ასტრაზენეკას“, „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრან.

02 აგვისტო 2021, 14:08

სამართალი

ვახტანგ გომელაური შსს-ს ათწლიან გეგმას წარადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ათწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, რის შემდეგაც შეკრებილებს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მიმართა.

02 აგვისტო 2021, 13:57

ეკონომიკა

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელები შეღავათებით ისარგებლებენ

„ცვლილებები ეხება საეტაპო სამშენებლო ოქმების მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის გაუქმებას, ასევე ამ პრინციპით უქმდება მეორე კატეგორიის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის ვალდებულება საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის საბოლოო შემაჯამებელ ოქმში. რჩება მესამე-მეოთხე კატეგორიას ვალდებულება საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის და ასევე გთავაზობთ ამნისტირებას იმ ჯარიმებისა, რომლებიც იქნა გამოწერილი ამ მიმართულებით და გადავადებას 2022 წლამდე სანქციებისა მსგავს დარღვევებზე, რომ შეეგუოს ეს სფერო, ასე ვთქვათ, ოქმების წარმოებას, სადაც დეფიციტია და არ არის შესაბამისი კვალიფიკაცია ამ საეტაპო ოქმების შედგენის მათთვის, ვისაც რჩება ვალდებულება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

აშრაფ ღანი

02 აგვისტო 2021, 13:56

მსოფლიო

ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

02 აგვისტო 2021, 13:56

პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საყოველთაო-სახალხო განხილვას აგვისტოს თვეში გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის შექმნილია კომისია და აგვისტოს შუა რიცხვებამდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2 შეხვედრა გაიმართება.

არჩილ თალკვაძე

02 აგვისტო 2021, 13:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე სუს-ის ჩანაწერების შესახებ ინფორმაციაზე: ჩანაწერები არ არსებობს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „მთავარის არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, მორიგი „ფეიკ ნიუსია“.

02 აგვისტო 2021, 13:45

საზოგადოება

ხვალ თბილისში 5 600 აბონენტს გაზი დროებით შეუწყდება

3 აგვისტოს, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარების გამო, 5 600-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზი დროებით შეუწყდება. საბურთალოსა და დიღმის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარეგება სამშაბათს, 10:00 საათზე შეუწყდება და სრულად აღდგება 4 აგვისტოს 10:00 საათზე.