IMEDI /  23 ივლისი 2020, 01:12 / სანდო წყარო

ლაშა ნაცვლიშვილი: ფუჭად ცდილობს ნაცპროპაგანდა, ოცნებას „ჩაუდოს“ რეირბახის კავშირები

ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილი

არ ვიცი, რა კავშირი აქვს 23 წლის გოგონას ტრაგიკულ აღსასრულთან მის სამსახურს და წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის რეირბახი (გამოძიება იტყვის სათქმელს), მაგრამ ფუჭად ცდილობს ნაცპროპაგანდა, ოცნებას „ჩაუდოს“ ამ რეირბახის კავშირები, - „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი „მთავარი არხის“ სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც საუბარია აბრაჰამ რეიხბახის კავშირებზე კომპანიასთან, სადაც გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.

როგორც ლაშა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, სიუჟეტში ნახსენები პირებიდან კოტე ყიფიანი იყო კეზერაშვილის ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი და ტელეკომპანია „იმედის“ ძალადობრივი მიტაცების საქმეში ფიგურირებს, ხოლო აჭარის კუდის ყოფილი უფროსი და დათა ახალაიას მარჯვენა ხელი - თემურ პატარიძე, 2012 წლის მერე ორჯერ იყო დაკავებული და გასამართლებული. მათ შორის, მეორედ, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებისთვის.

„არ ვიცი, რა კავშირი აქვს 23 წლის გოგონას ტრაგიკულ აღსასრულთან მის სამსახურს და წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის რეირბახი (გამოძიება იტყვის სათქმელს), მაგრამ ფუჭად ცდილობს ნაცპროპაგანდა, ოცნებას „ჩაუდოს“ ამ რეირბახის კავშირები, რადგან ამ სიუჟეტში ნახსენები პირებიდან:
1. კოტე ყიფიანი იყო კეზერაშვილის ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი და ფიგურირებს ტელეკომპანია „იმედის“ ძალადობრივი მიტაცების საქმეში. კერძოდ, როდესაც ნაცებმა გაყალბებული მინდობილობის საფუძველზე „იმედის“ ფორმალურ მფლობელ ჯაოშვილს წილები „ღამის ნოტარიუსთან“ გადააფორმებინეს ჯოზეფ ქეიზე, კოტე ყიფიანი მონაწილეობდა ნოტარიატის ალყაში;
2. აჭარის კუდის ყოფილი უფროსი და დათა ახალაიას მარჯვენა ხელი - თემურ პატარიძე, 2012 წლის მერე ორჯერ იყო დაკავებული და გასამართებული. მათ შორის, მეორედ, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებისთვის (მოკითხვა გიგაურს და ბენიძეს); გარდა ამისა, სწორედ თემურ პატარიძემ გადააცილა დათა ახალაია საზღვარზე, როცა იგი საქართველოდან გაიქცა და ამასთან ერთად ის (პატარიძე) არის არაერთი განზრახი მკვლელობისთვის გასამართლებული შამათავას უკლებლივ ყველა საქმის ფიგურანტი (ხალხს რომ ხვრეტდნენ და ზღვაში ქვაგამობმულებს ძირავდნენ, "მაიმუნა" და ამბები). მოკლედ, როგორც გუბაზი ამბობდა: „ნაცებო, შეგაძვრენთ მიშას გვამში!“,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ყველა სიახლე

01 აგვისტო 2021, 13:29

პოლიტიკა

კახა კუჭავა: სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებული პროფესიონალები ყოველდღიურად ზრუნავენ თითოეული მოქალაქის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა, მათ პირადად მიულოცა დაარსების დღე და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

01 აგვისტო 2021, 13:24

საზოგადოება

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: შენი ქვეყნის „ჟურნალისტები“, ბოლოს და ბოლოს, შენი თანამემულენი იწყებენ პროპაგანდას, რომ უცხოელი ტურისტი არ ჩამოვიდეს

„აჰა, გეგმაც ამოქმედდა, დაიწყეს უკვე იმ საწყალი ავსტრალიელი მოკლული ქალის გვამზე ხტუნაობა. დახტიან ერთი გვამიდან მეორეზე, უკვე რამდენი წელია... მაგრამ აქ ახალი ის არის, რომ შენი ქვეყნის „ჟურნალისტები“, ბოლოს და ბოლოს, შენი თანამემულენი, იწყებენ იმის პროპაგანდას, რომ უცხოელი ტურისტი არ ჩამოვიდეს“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ვლადიმერ ბოჟაძე

01 აგვისტო 2021, 13:17

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიაზე: ასე სძულდეს ხალხს საკუთარი სამშობლო, სწყინდეთ ეკონომიკის გაზრდა და ტურიზმის განვითარება - ასე მხოლოდ ნამდვილი მტრები იქცევიან

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ყოფილი პროკურორის და ახლა მედია მენეჯერის ნიკა გვარამიას Facebook-პოსტს ეხმიანება, სადაც გვარამია Facebook- ჯგუფს - „Spend your time in Georgia/ მე დავისვენებ საქართველოში“ სახელწოდებას უცვლის და წერს Spend Your Last Day in Georgia რაც ნიშნავს - გაატარე სიცოცხლის ბოლო დღეები საქართველოში.

01 აგვისტო 2021, 13:14

პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი: კმაყოფილები ვართ რაზმის მომზადების დონით და ვაგრძელებთ სამშობლოს სამსახურში ყოფნას, ყველა თანამშრომელს ვულოცავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით, შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საიუბილეო თარიღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს, ანზორ ჩუბინიძესთან და დაზვერვის სამსახურის უფროს შალვა ლომიძესთან ერთად მიულოცეს და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრნენ.

ამირან სალუქვაძე

01 აგვისტო 2021, 13:08

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ყველა ადამიანსა და პარტიას შეუძლია დღევანდელი კრიმინოგენული სიტუაციისა და პოლიტიკის კრიტიკა, გარდა - წინა ხელისუფლების, მათი მედიებისა და „ოცნების“ ყოფილი წევრებისა

„მართლა? აშშ-ში? გააშუქეს იქაურ მედიაში? საელჩო ჩაერთო? ამერიკაში აღარ ჩამოხვიდეთო, მოუწოდეთ ტურისტებს? ყველა ადამიანსა და ყველა პარტიას შეუძლია დღევანდელი კრიმინოგენული სიტუაციისა და პოლიტიკის კრიტიკა, გარდა წინა ხელისუფლებისა, მათი მედიებიანად, რომლებიც ადრე დავარცხნილად აშუქებდნენ და უსაფრთხო გარემოს გვილამაზებდნენ და ოცნების ყოფილი წევრებისა“.

ირაკლი ბერაია

01 აგვისტო 2021, 13:05

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: სუს-ის სახით, ქვეყანას ჰყავს თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და მომზადებული დასავლური სპეცსამსახური, რომელსაც შეუძლია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული სხვადასხვა სახის გამოწვევის განეიტრალება

სუს-ის სახით, საქართველოს ჰყავს თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და მომზადებული დასავლური სპეცსამსახური, რომელსაც შეუძლია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული სხვადასხვა სახის გამოწვევის განეიტრალება და ასევე, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის, რაც უსაფრთხოების სამსახურს გამოარჩევს, არის პროდუქტიულობა, პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმი, ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი და ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობა.

01 აგვისტო 2021, 12:45

სპორტი

ორ ქართველ ძიუდოისტს ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ორ ქართველ ძიუდოისტს აკრედიტაციები ჩამოართვეს, - ინფორმაცია „იმედინიუსს“ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა, ელგუჯა ბერიშვილმა დაუდასტურა.

გია აბაშიძე

01 აგვისტო 2021, 12:36

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სააკაშვილის სექტის უბინძურესი „მესიჯბოქსი“ დაღუპული ავსტრალიელი ტურისტის გამოყენებით უბოროტესი მავნებლობაა, ამ მარაზმში ჩაერთო გახარიას პარტიის სუბიექტი, პოლიციისა და მთავრობის ადმინისტრაციის ექს-ჩინოსანი ნათია მეზვრიშვილი

სააკაშვილის სექტის დღევანდელი უბინძურესი „მესიჯბოქსი“ დაღუპული ავსტრალიელი ტურისტის გამოყენებით, რომ ქვეყანა სრულიად დაუცველია, ტოტალური პანიკაა, კრიმინალმა წალეკა ყველაფერი, ტურისტები აქ აღარ უნდა ჩამოვიდნენ, სანქციები უნდა დაწესდეს და ა.შ. არის უბოროტესი მავნებლობა, საბოტაჟი და უტიფრობის უტიფრობა და ამ მარაზმში ჩაერთო გახარიას პარტიის ერთ-ერთი სუბიექტი, პოლიციისა და მთავრობის ადმინისტრაციის ექს-ჩინოსანი, ნათია მეზვრიშვილი, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე.

კრის ვუ „კოსმოპოლიტენის“ გარეკანზე

01 აგვისტო 2021, 11:57

მსოფლიო

პოპვარსკვლავი კრის ვუ გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ჩინელ-კანადელი პოპვარსკვლავი, კრის ვუ, პეკინში, გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მიზეზი 19 წლის სტუდენტის განცხადებაა, რომელიც ამბობს, რომ 17 წლის იყო, როცა ვუმ გააუპატიურა.

01 აგვისტო 2021, 11:49

საზოგადოება

თსუ-ს 3400-მდე კურსდამთავრებულისთვის გამოშვების საზეიმო ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2021 წლის 3400-მდე კურსდამთავრებულისთვის გამოშვების საზეიმო ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება ონლაინ მიულოცეს თსუ რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, აკადემიური საბჭოს წევრებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, თსუ წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა.

ფრიდონ სულაბერიძე

01 აგვისტო 2021, 11:23

COVID19

ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, მოცეკვავეები და თანამშრომლები კოვიდვაქცინით აიცრნენ

მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს. დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, მოცეკვავეები და თანამშრომლები აიცრნენ. ვაქცინის დოზა მიიღო ანსამბლის მთავარმა ქორეოგრაფმა, ფრიდონ სულაბერიძემაც.

01 აგვისტო 2021, 11:19

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 196 თბილისში, 443 აჭარაში, 322 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა - 443, იმერეთი - 322, ქვემო ქართლი - 111, შიდა ქართლი - 95, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

01 აგვისტო 2021, 11:13

COVID19

საქართველოში 1139 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1139 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 231 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1139 მძიმე პაციენტიდან თბილისში 514 პირი მკურნალობს, აჭარაში - 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 7, იმერეთში - 17.

01 აგვისტო 2021, 11:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 6 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს,იცავენ და აძლიერებენ სახელმწიფოს.

01 აგვისტო 2021, 11:03

COVID19

ბოლო ერთ კვირაში, კოვიდინფიცირების დადებითობის მაჩვენებელმა 8%-ს უკვე მეორედ გადააჭარბა

31 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.95%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7.57%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5 853 პაციენტი.

01 აგვისტო 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 2654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2654 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2319 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5853 პაციენტი.

01 აგვისტო 2021, 10:48

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5 853 პაციენტი.

01 აგვისტო 2021, 10:45

პოლიტიკა

პარტიებს, რომლებმაც საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ

პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ. პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა, ეს უფლება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან აღუდგებოდა. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიცვალა და დაფინანსების აღდგენა 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან განისაზღვრა.

01 აგვისტო 2021, 10:41

სამართალი

შსს ავსტრალიელი ტურისტის საქმეზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ“, - ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

01 აგვისტო 2021, 10:31

მსოფლიო

ფოტოები თურქეთიდან, სადაც ტყის 100-მდე ხანძარს ებრძვიან

თურქეთში ტყის ხანძრებმა ათობით სახლი ფერფლად აქცია. დაღუპულია 6 ადამიანი. ევაკუირებულია ასობით პირი - მათ შორის, ტურისტებიც. ხანძრის გამო, 400-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათგან 10 ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.