IMEDI /  24 ივლისი 2020, 12:11 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეფასება მოხდება, რადგან ამ პროცესებში ეჭვი არ გვეპარება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეფასება მოხდება. ეს ჩვენს ინტერესშია, რადგან ამ პროცესებში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს კითხვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ანგარიშის შესახებ დაუსვეს, რომელშიც საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასება მოხდება. „კითხვის ნიშნები რაც არსებობს, ამასთანაც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, იმიტომ რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებიდან, მედიაპლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან და საარჩევნო სისტემიდან დაწყებული, დემოკრატიზაციას ვერაფერი დაემუქრება. მარტივი მიზეზის გამო, რადგან ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო და მედიათავისუფლებისა და პლურალიზმის ფასსაც ძალიან კარგად გრძნობს. ახლა მიხვდება რას ნიშნავს პროპორციულთან ახლოს მყოფი საარჩევნო სისტემა, როგორ შეცვლის ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ამას უკან ვერავინ დააბრუნებს. და რაც უფრო მეტი შეფასებები იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, საქართველოს დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესის, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ“, - განაცხადა გახარიამ.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

29 ივლისი 2021, 16:39

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია 100 დღეა, არც მიშელის შეთანხმებას შეერთებია და არც პროცესების რადიკალიზაცია შეუწყვიტავს

მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია და რადიკალიზაციის მთავარი წყარო 100 დღეა, არც მიშელის შეთანხმებას შეერთებია და არც პროცესების რადიკალიზაცია შეუწყვიტავს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძის განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა, რამაც ბოლოს ცალმხრივი ხასიათი მიიღო, რაც შეთანხმების იდეას ეწინააღმდეგება.

ზაალ ანჯაფარიძე

29 ივლისი 2021, 16:37

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცებში“ დიდი დუღილი და გაწევ-გამოწევაა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის

„სინამდვილეში კი სურათი უფრო მძიმეა. „ნაცებში“ დიდი დუღილი და გაწევ-გამოწევაა (როგორც „ინსაიდერები“ ამბობენ) შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ანტი-მიშელისტებს კი ნიკანორ მელია მეთაურობს. ისიც გასაგებია რატომაც არ სურს ხელმოწერა, რადგანაც ამნისტიის შედეგად, ისტორიაში კრიმინალად შედის. ნიკანორის ეს ვითომ „განწირული“ ნაბიჯი „ვერ დამიჭერთ“ და „არ გადავიხდის“ ნაცნობი სერიალიდან არის და ამით უნდა აპრიორი წაგებული არჩევნების წინ რაღაც მაინც მოხიკოს“, - წერს ანჯაფარიძე.

29 ივლისი 2021, 16:34

საზოგადოება

დიდუბის გამგეობამ ასფალტის საფარი 22 281 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა

სამუშაოები განხორციელდა, როგორც თბილისური ტიპის ეზოებში, ასევე, შიდა კვარტალურ გზებზე. ასფალტის საფარი 32 თბილისური ტიპის ეზოსა და 13 შიდა კვარტალურ გზაზე მოეწყო. პროექტის მიხედვით, ასფალტის დაგებასთან ერთად, ყველა მისამართზე მოწესრიგდა დაზიანებული ტროტუარი და ბორდიური.

29 ივლისი 2021, 16:17

ეკონომიკა

ციფრული მომსახურების გამწევ უცხოურ კომპანიებს დღგ-ის გადახდის ვალდებულება 1-ელ ოქტომბრამდე გადაუვადდათ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, რომლის მიზანია საქართველოს დღგ-ის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოვება, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, მულტინაციონალურ კორპორაციებს (BOOKING, GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY და ა.შ.) 2021 წლის 1-ლი ივლისიდან დაუდგინდათ რეგისტრაციის, დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება.

29 ივლისი 2021, 15:57

COVID19

Netflix-მა აშშ-ში მსახიობებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა

ასეთი გადაწყვეტილება კომპანიამ აშშ-ში „დელტა“ შტამის სწრაფი გავრცელების გამო მიიღო. დაშვებულია გამონაკლისებიც - თანამშრომლებს შეუძლიათ არ გაიკეთონ აცრა სამედიცინო მაჩვენებლების, რელიგიური მიზეზებისა და ასაკის გათვალისწინებით. ახალი წესები არ შეეხება იმ ფილმებსა და სერიალებს, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

29 ივლისი 2021, 15:38

COVID19

რუსეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსს 799 ადამიანი ემსხვერპლა.

29 ივლისი 2021, 15:28

COVID19

ბანგკოკის საერთაშორისო აეროპორტში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

ტაილანდის ხელისუფლება ბანგკოკის საერთაშორისო აეროპორტს საველე ჰოსპიტლად გადააკეთებს. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს.

ზურაბ ქადაგიძე

29 ივლისი 2021, 15:26

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციურ პარტიებს: ელჩების, საგარეო ფაქტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების დადანაშაულებას სჯობს, საკუთარ ელექტორატზე იზრუნოთ

„ოპოზიციის „ტალეირანის“ მეუღლე თამარა, ამერიკას ადანაშაულებს საკუთარ უნიათობაში. ყველა პოლიტიკურ უბედურებასთან ერთად, ოპოზიცია კვლავ ვერ იაზრებს საკუთარ ავბედითობას. არადა მოცემულობა მარტივია: საქართველოში ხელისუფლების არჩევა-უნდობლობას წყვეტს ამომრჩეველი და არა საერთაშორისო აქტორები. ამიტომ ელჩების, საგარეო ფაქტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების დადანაშაულებას ჯობია საკუთარ ელექტორატზე იზრუნოთ. დიახ პატივცემულო ოპოზიციავ, თუ საქართველოს მოქალაქეებს ვერ აჯერებთ საკუთარ პოლიტიკურ უპირატესობაში და ხელისუფლების ალტერნატივას ვერ ქმნით, ნუ დააბრალებთ საერთაშორისო აქტორებს. თქვენი გაუაზრებელი, უპრინციპო მოქმედებების ბრალია ის რეალობა, რაც შექმენით და უაზრო არგუმენტების ძებნას ჯობია, ამომრჩეველს ელაპარაკოთ. P.S საქართველოში ხელისუფლების ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხი!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ნიკა მელია

29 ივლისი 2021, 15:18

პოლიტიკა

ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს

„პირადად მე, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა მელიამ.

ზაალ ანჯაფარიძე

29 ივლისი 2021, 15:08

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: „კოლექტიური ოპოზიცია“ მაინც აგრძელებს დასავლეთის მიმართულებით ქვების სროლას

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის მხრიდან დასავლეთის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ „კოლექტიური ოპოზიცია“ აგრძელებს დასავლეთის მიმართულებით ქვების სროლას.

გია აბაშიძე

29 ივლისი 2021, 15:08

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მმართველი პარტიის მისამართით ვაშინგტონიდან წამოსული კრიტიკის მიუხედავად, ფსევდო-ევროპული ბოკერიას ფლანგი თავს ესხმის აშშ-ს და მის ელჩს დეგნანს

,,მმართველი პარტიის მისამართით ვაშინგტონიდან წამოსული კრიტიკის მიუხედავად, ფსევდო-ევროპული ბოკერიას ფლანგი (სხვა მსგავსი გამოხტომებიცაა სოცქსელში) თავს ესხმის აშშ-ს და მის ელჩს დეგნანს. იცით ასე სამარცხვინოდ რატომ გამარგინალდნენ სააკაშვილის ორბიტაზე მყოფნი? ხედავენ, რომ აშშ-ის, დასავლეთის მკაცრი, მაგრამ მეგობრული განცხადებები საქართველოს კიდევ უფრო უკეთეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული, არსებული სირთულეების მოგვარებაზეა ორიენტირებული. ექს-პრეზიდენტი და მისი სექტა კი დღემდე სანქციებისა და საქართველოს იზოლაციაში მოქცევის ბოდვებში არიან და რადიკალურად ასცდნენ საერთაშორისო ამინდს.’’ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე facebook-ზე.

პანდემია როგორც შესაძლებლობა

29 ივლისი 2021, 15:05

საზოგადოება

თბილისის საკრებულოს კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საკრებულომ კონკურსი „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ 2 ივნისს ერთჯერადად გამოაცხადა. პროექტის მიზანი იყო პანდემიის პერიოდის პოზიტიურ ჭრილში განხილვა და ბავშვების დახმარება იმ იდეების, სიახლეების, საინტერესო გეგმების რეალიზაციაში, რომლებიც პანდემიის პერიოდში დაუგროვდათ. კონკურსში თბილისში მდებარე ორმოცდაექვსმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო მონაწილეობა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

29 ივლისი 2021, 15:00

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიცია კელი დეგნანს აკრიტიკებს, ვერ გავიგე, თან დასავლეთისაკენ იყურებოდე და თან ელჩს ლანძღავდე?

დასავლეთს მკაცრი განცხადებები აქვს დღეს „ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვების გამო, მაგრამ ოპოზიცია ამერიკის ელჩ კელი დეგნანს მაინც აკრიტიკებს. აქაც ვერ გავიგე, თან დასავლეთისაკენ იყურებოდე და თან ელჩს ლანძღავდე? - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

გიორგი ვოლსკი

29 ივლისი 2021, 14:45

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კონკრეტულმა ტელევიზიამ და პარტიულმა ბოსებმა ჟურნალისტები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

მიხეილ სარჯველაძე

29 ივლისი 2021, 14:44

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: გუშინ ვიხილეთ თვითაღიარება, რომ მედიასაშუალება აქამდე იყო პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰქონდა კამერა და მიკროფონი

ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ შეაფასა.

სერგო ჩიხლაძე

29 ივლისი 2021, 14:36

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: სპეციალურ რეჟიმში გადასვლა ყველა მედია საშუალებას შეუძლია, ვერ ვხედავ ვერაფერს განსაკუთრებულს

ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადება შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ. „სპეციალურ რეჟიმში გადასვლა ყველა მედია საშუალებას შეუძლია. აქედან გამომდინარე ვერ ვხედავ ვერაფერს განსაკუთრებულს. მე „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ შეეშვას მედიას“, - განაცხადა სე

ალეკო ელისაშვილი

29 ივლისი 2021, 14:34

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა ნიკა გვარამია, აბა რას ეწევა? მისი ტელევიზია „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზიაა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცახდებს, რომ „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა, ვინაიდან „მთავარი არხი“ „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზიაა.

დიმიტრი პესკოვი

29 ივლისი 2021, 14:32

მსოფლიო

კრემლი აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების განლაგებასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანის წინადადებაზე კომენტარს არ აკეთებს

კრემლი აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების განლაგებასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანის წინადადებაზე კომენტარს არ აკეთებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 ივლისი 2021, 14:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდება დოკუმენტს, ეს იქნება დაგვიანებული და არაფრისმთქმელი

თუ ნაციონალური მოძრაობა შეუერთდება დოკუმენტს ეს იქნება დაგვიანებული, არაფრისმთქმელი. უკვე წასული მატარებლის უკან მობრუნება, მათი ამ გადაწყვეტილებით შეუძლებელია. შეუძლებელია მათ დოკუმენტს ხელი მოაწერონ, რადგან არ გააჩნიათ არგუმენტაცია, რატომ ახლა და არა ამ ასი დღის განმავლობაში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

29 ივლისი 2021, 14:21

სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა, ამოღებულია 5,5 კგ ნარკოტიკული საშუალება, ასევე 10,896 ლიტრი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 4 პირი: 1985 წელს დაბადებული ვ.ზ., 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ი.ბ., 2001 წელს დაბადებული ე.ი. და 2000 წელს დაბადებული ნ. ნ. დააკავეს.