imedi /  24 ივლისი 2020, 14:52 / სანდო წყარო

Eurasianet: Frontera-ს საქართველოში ცოტა დამცველი ჰყავს, იგი პოლიტიკურ სპექტრში აღიქმება, როგორც არასანდო და არაკეთილსინდისიერი

საქართველომ შეცვალა გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ამერიკულ ნავთობისა და გაზის კომპანიასთან. აპრილიდან საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა ხელშეკრულება ტეხასის შტატში დაარსებულ კომპანია Frontera Resources– თან, მას შემდეგ რაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიამ დაარღვია კონტრაქტი საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკულ ფირმასთან, - გამოცემა EURASIANET სტატიას სახელწოდებით ,,ვაშინგტონის ზეწოლის შემდეგ, საქართველო ცვლის კურსს აშშ-ს ენერგეტიკულ კომპანიასთან დაკავშირებით“ აქვეყნებს.

სტატიის ავტორის თქმით, ,,ფრონტერას” საქართველოში ცოტა დაცმველი ჰყავს და იგი ფართო მასშტაბით აღიქმება პოლიტიკურ სპექტრში, როგორც არასანდო და არაკეთილსინდისიერი კომპანია. აქვე აღნიშნულია ის ფაქტი, რომ კომპანია მრავალი თვის განმავლობაში თანამშრომლებს ანაზღაურებას აძლევდა, რის გამოც ივლისის დასაწყისში ფრონტერას თანამშრომელმა თავი მოიკლა.

როგორც გამოცემა ,eurasianet წერს, კომპანია ფრონტერამ მოახერხა აშშ-ს კონგრესში რამდენიმე მხარდამჭერის მოპოვება და მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეტენზიები დაუსაბუთებელია, მათ გარკვეული მხარდაჭერა მიიღეს ვაშინგტონში.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა მეტად სენსიტიურია იმ საკითხის მიმართ, თუ როგორ აღიქვამენ საერთაშორისო ინვესტორები ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს, შესაბამისად, მთავრობა ცდილობს მსუბუქი შეხება ჰქონდეს უცხოელ ინვესტორებთან.

,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაკეტებულმა განცხადებამ გადაწყვეტილება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობის ჩარჩოში მოაქცია და ამით მკვეთრად შეამსუბუქა ვაშინგტონის გავლენა თბილისზე. ”საქართველოს ინვესტიციის იმიჯი და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ამერიკულ ბიზნეს საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის, რადგან განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას ექცევა”, - ნათქვამია სამინისტროს 23 ივლისის განცხადებაში. აპრილიდან საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა ხელშეკრულება ტეხასის შტატში დაარსებულ კომპანია ,,Frontera Resources” – თან, მას შემდეგ რაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიამ დაარღვია კონტრაქტი საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკულ ფირმასთან. ,,ფრონტერას“ საქართველოში ცოტა დაცმველი ჰყავს; იგი ფართო მასშტაბით აღიქმება პოლიტიკურ სპექტრში, როგორც არასანდო და არაკეთილსინდისიერი. კონტრაქტის დარღვევის გარდა, კომპანია მრავალი თვის განმავლობაში არ აძლევდა თანამშრომლებს ანაზღაურებას. ივლისის დასაწყისში, Frontera-ს თანამშრომელმა თავი მოიკლა, რადგან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა მიღებული ანაზღაურება, მაგრამ ,,ფრონტერამ“ მოახერხა აშშ-ს კონგრესში რამდენიმე მხარდამჭერის მოპოვება, რომლებიც რამდენიმე თვეა აწარმოებენ კამპანიას, - რადგან მთავრობამ გადაწყვიტა არბიტრაჟის დაკავება - თბილისის დასაყოლიებლად კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. კონგრესის წევრები (რომელთაგან ბევრმა კომპანიისგან კამპანიის შემოწირულობები მიიღო) ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს მთავრობის საქმე ,,ფრონტერას“ წინააღმდეგ კრემლის გავლენის შედეგი იყო მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება“. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეტენზიები დაუსაბუთებელია, მათ გარკვეული მხარდაჭერა მიიღეს ვაშინგტონში. 9 ივლისს, წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც 15 პროცენტით შეამცირებს აშშ-ს დახმარების პაკეტს საქართველოსთვის, თუ თბილისი ვერ შეასრულებს რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის, „უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვას შევიწროვების მხრივ”,- ნათქვამია სტატიაში. დახმარების შემცირების საფრთხის წარმოქმნის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები პრეტენზიას გამოთქვამდნენ, რომ ,,ფრონტერამ“ ზედმეტი გავლენა იქონია ვაშინგტონის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებზე. ”ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ ფრონტერას საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მათ არ აინტერესებთ, რომ კომპანიამ ვერ შეასრულა საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება, ბევრი ადამიანი კი სამსახურისა და ანაზღაურები გარეშე დატოვა,”- განაცხადა მაშინ პარლამენტის სპიკერმა გია ვოლსკიმ. საქართველოს მთავრობა მეტად სენსიტიური იმ საკითხის მიმართ, თუ როგორ აღიქვამენ საერთაშორისო ინვესტორები ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს; მსოფლიო ბანკის უახლესმა რეიტინგის მიხედვით Doing Business, ქვეყანა მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში. შესაბამისად, მთავრობა ცდილობს მსუბუქი შეხება ჰქონდეს უცხოელ ინვესტორებთან; შრომის უფლებების ჯგუფებმა განაცხადეს, რომ Frontera-ს წინააღმდეგ სარჩელი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც თბილისმა განახორციელა მსგავსი ქმედება საქართველოში მოქმედი ბიზნესის წინააღმდეგ.

,,ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან, ურთიერთობა, ჩვენთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ,,მიუხედავად იმისა, რომ ,,ფრონტერას“ საკითხი ოფიციალური ურთიერთობების ჭრილში განსახილველი საკითხი არ არის, ჩვენთვის ცალსახად არასასურველია, რომ ამერიკის უაღრესად მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრიდან ვინმეს იმის საბაბი მივცეთ, რომ ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის ზიანის მისაყენებლად გამოიყენოს.” ,,რაოდენ სამარცხვინოა ის, რომ აშშ-ს დაქირავებულმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ამერიკაში არაფერს წარმოადგენენ, საქართველოს მთავრობა მოატყუეს”, - წერს სოფო ჯაფარიძე, ფეისბუქზე დამოუკიდებელი ქართული პროფკავშირის ,,სოლიდარობის ქსელის” ხელმძღვანელი“,- გამოცემა eurasianet ოფიციალური პირების კომენტარებს ციტირებს.

ამერიკულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანია „ფრონტერამ“ განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობას „დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.

მანამდე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

ყველა სიახლე

ჰელგა მარია შმიდი

15 ივნისი 2021, 13:43

პოლიტიკა

ჰელგა მარია შმიდი: ეუთო მუშაობს ხალხის კეთილდღეობისთვის - იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს

ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით მეასე შეხვედრის მიმდინარეობისას, შესვენების დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სრულად ფლობს ინფორმაციას ზაზა გახელაძის საკითხზე და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი მიზანი სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შემსუბუქებაა.

ნუნუ მიცკევიჩი

15 ივნისი 2021, 13:39

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა განმარტა, რომელი რეგულაციებით ჩატარდება ეროვნული გამოცდები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

15 ივნისი 2021, 13:37

საზოგადოება

გამოეთიშებიან თუ არა საგამოცდო პროცესს ის აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ

საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა.

15 ივნისი 2021, 13:35

სამართალი

პოლიციამ წყალტუბოში სასტუმრო „არგოს“ ფასადის დაზიანების ფაქტზე 3 ადამიანი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივნისს, წყალტუბოში, სასტუმრო „არგოს“ ფასადი ქვებით დააზიანეს და ამავე სასტუმროს მფლობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გიორგი კაკაურიძე

15 ივნისი 2021, 13:34

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: „ოქროს სიის“ გაუქმება სწორი გადაწყვეტილება იყო

„ოქროს სიის“ გაუქმება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ლელოს“ სხდომაზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იმპორტზე ისეთი შეღავათები, როგორი შეღავათებიც საქართველოში იყო.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 ივნისი 2021, 13:23

COVID19

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცა

ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა მოიცავს, როგორც ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობის გაზრდის ნაწილს, ისე სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის, მათ შორის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებას.

იმამურა აკირა

15 ივნისი 2021, 13:23

პოლიტიკა

იმამურა აკირა: იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იმამურა აკირამ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

დავით ქართველიშვილი

15 ივნისი 2021, 13:20

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ირაკლი კობახიძემ 20 ივნისის თემაში ტაბუდადებულ ეპიზოდებს ოდნავ მაინც ახადა ფარდა

ექსპერტი დავით ქართველიშვილი ,,მთავარ არხზე’’ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ტაბუდადებული ეპიზოდების წარმოდგენით 20 ივნისის თემას ოდნავ ნათელი მოეფინა.

დმიტრო კულება

15 ივნისი 2021, 13:20

მსოფლიო

დმიტრო კულება: უკრაინა იმედოვნებს, რომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას 2022 წელს მიიღებს

უკრაინა იმედოვნებს, რომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP) 2022 წელს მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

15 ივნისი 2021, 13:14

თავდაცვა

დეპუტატები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოტენციური კიბერშეტევების პრევენციასა და მათი განეიტრალების პროცესს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტრატეგიას და მიმდინარე პროცესებს, ასევე კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობის საკითხებს. პარლამენტარებმა ასევე, მოისმინეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს სამომავლო გეგმები და გამოწვევები.

15 ივნისი 2021, 13:12

ეკონომიკა

ბილაინმა და ნოკიამ ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაცია ნოკიასთან, 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება.

ანდრია გვიდიანი

15 ივნისი 2021, 13:09

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი ირაკლი კობახიძის ინტერვიუზე: არგუმენტირებული და გაწონასწორებული მსჯელობა მოვისმინეთ, რაც ქართულ მედია რეალობაში ძალიან იშვიათია

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიის ფაქტობრივ ფილიალში, პოლიტიკური დახვეწილობის მასტერკლასი ჩაატარა, - ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი „მთავარ არხზე“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინტერვიუს ეხმიანება.

15 ივნისი 2021, 12:55

რეგიონი

ღვინის სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება რამდენიმე მევენახის კომენტარი ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება რამდენიმე მევენახის საჯაროდ გაკეთებული კომენტარი ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 ივნისი 2021, 12:52

მსოფლიო

ზელენსკი: ნამდვილად ვიმსახურებთ ალიანსის წევრობას, თუ ალიანსი უკრაინას არა კულისებს მიღმა, არამედ ერთ მაგიდასთან ხედავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრობას იმსახურებს. „ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ ალიანსის წევრობას, თუ ალიანსი უკრაინას არა კულისებს მიღმა, არამედ ერთ მაგიდასთან ხედავს. პრეზიდენტი ბაიდენის მადლობელი ვარ. ჩვენ ამ თემაზე ღიად ვისაუბრეთ“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

15 ივნისი 2021, 12:49

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოსა და იაპონიის ღირებულებათა თანხვედრის გამო ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ვართ ერთმანეთისთვის

„იაპონია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დონორი სხვადასხვა მიმართულებით, ეს ეხება ეკონომიკურ სფეროს, განათლებას, კულტურას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ, თუ რა არის იაპონიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, როგორ ხედავენ ისინი ურთიერთობას სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოსთან, მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის დისტანცია არის ძალიან დიდი, ამ ღირებულებათა თანხვედრის გამო, ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ რომ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ერთმანეთისთვის“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

15 ივნისი 2021, 12:45

საზოგადოება

სემეკის ინიციატივითა და ორგანიზებით ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და ორგანიზებით ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

15 ივნისი 2021, 12:40

თემა

ელისო ბოლქვაძე: ჩვენი მისწრაფებაა წარმოვაჩინოთ ქართული კულტურა და გავაცნოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს თვითმყოფადი შემოქმედებითი მუხტი შთაგონებული იყო ევროპული ღირებულებებით

ელისო ბოლქვაძე - ქვეყნისთვის მოწოდებული ქართველი ხელოვანი ანნ-მარი როკო, 14/06/2021

15 ივნისი 2021, 12:35

საზოგადოება

თეა წულუკიანმა ქართული ესტრადის წარმომადგენლებს სამინისტროს მხარდაჭერილ პროექტებში მონაწილეობა შესთავაზა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო მინისტრის 3 ივნისის ბრძანებას კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ და აღინიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი არის კულტურაზე ხელმისაწვდომობის ამაღლება, განსაკუთრებით რეგიონებში.

რობ პორტმანი

15 ივნისი 2021, 12:33

პოლიტიკა

სენატორი რობ პორტმანი: საქართველო და უკრაინა ძლიერი მოკავშირეები არიან და ნატოს ნაწილი უნდა იყვნენ

საქართველო და უკრაინა ძლიერი მოკავშირეები არიან და ნატოს ნაწილი უნდა იყვნენ, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, რობ პორტმანმა.

15 ივნისი 2021, 12:30

კულტურა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ხელშეწყობით, გერმანულენოვანი ონლაინ ლიტერატურულ ფესტივალი გაიმართება

24-27 ივნისს, მწერალთა სახლი, ბერლინის ლიტერატურის სახლ Lettrétage-სთან თანამშრომლობითა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ხელშეწყობით, გერმანულენოვანი ქვეყნებისთვის, ონლაინ ლიტერატურული ფესტივალს, „საქართველოს პირველი რესპუბლიკა - 1918-1921. ისტორია. ლიტერატურა. ხელოვნება“, ჩაატარებს.