imedi /  28 ივლისი 2020, 17:58 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი: უმთავრესია სამედიცინო მოდელიდან სოციალურზე გადასვლა, რადგან შშმ ადამიანები არ ვართ პაციენტები

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონი“ საუკეთესო პროექტია, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში განვიხილეთ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს კანონი გვეხება არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის პრობლემები, რომლის წინაშეც შშმ პირები დგანან, სინამდვილეში საზოგადოების თითოეული წევრისთვის, ასევე პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს.

„ეს არის კონკრეტული კანონი, რომელიც იღებს არა მხოლოდ ვალდებულებას და პასუხიმგებლობას, ამტკიცებს სტანდარტს, არამედ ამ ყველაფრის განხორციელების აღსრულების კონკრეტულ გარანტიებს დებს კანონში. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ახალ მონიტორინგის მექანიზმს აყალიბებს ამავე კანონის მიხედვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპლექსური ხასიათი ეძლევა ამ ყველაფერს. უმთავრესია სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები არ ვართ პაციენტები. ამ შემთხვევაში პირველ პირში ვსაუბრობ, რადგან გაორებული გრძნობა მაქვს, როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს პარლამენტში და ასევე, როგორც შშმ, პირთა საკითხებზე მომუშავე ადამიანს, რადგან ჩვენთვის ეს ორივე მიმართულებით საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე სოციალურ მოდელზე გადასვლა არ მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან შშმ პირებს პირველ რიგში სჭირდებათ უფლებების დაცვა და სახელმწიფოს უნდა ვხედავდეთ პირველ რიგში უფლებების დაცვის ჭრილში და არა დიაგნოზის დასმის კუთხით“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2020, 15:21

მსოფლიო

ვაშინგტონში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის დედაქალაქში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 9 კი დაიჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებულები საავადამყოფოში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ჯასინდა არდერნი

09 აგვისტო 2020, 15:17

COVID19

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მთელი მსოფლიოსგან ქება დაიმსახურა, რადგან მის მიერ მიღებულმა სწრაფმა და მკაცრმა ზომებმა კორონავირუსის პანდემიის შეჩერება გამოიწვია, ქვეყანაში კორონავირუსის ბოლო შემთხვევა 1-ელ მაისს დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდ, ხოლო სულ რაღაც 63 დღის შემდეგ პრემიერის მიერ მიღებული სწრაფი ზომების ხარჯზე ქვეყანამ ეპიდემია დაამარცხა.

09 აგვისტო 2020, 15:12

მსოფლიო

ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს

ინდოეთში 4 დღის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს. ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი, არუნ კუმარი აცხადებს, რომ დაცულ ჩანაწერებს საერთაშორისო გამომძიებლებთან და ბოინგის მწარმოებლებთან ერთად შეისწავლიან.

09 აგვისტო 2020, 14:57

რეგიონი

პრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის გახსნას დაესწრო

მეუფემ ახალი ტაძრის კურთხევასა და საზეიმო წირვაზე დასწრებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა ყველა მოქალაქე, ვინც ტაძრის შეჩერებული მშენებლობის დასრულებაში წვლილი შეიტანა. გიორგი გახარიას განცხადებით, ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის.

კიმ ჩენ ინი

09 აგვისტო 2020, 14:51

მსოფლიო

Reuters-ი: ფხენიანმა ჩაკეტილ სასაზღვრო ქალაქში დახმარება გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, სამხრეთ კორეასთან მოსაზღვრე ქალაქის, კესონის მოსახლეობას საკვები და სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნდა. ფხენიანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ცნობით, ქვეყანაში ვირუსი შეიტანა 24 წლის კაცმა, რომელიც 2017 წელს ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში გაიქცა.

09 აგვისტო 2020, 14:38

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქე „ტირანა“ იქნება

თბილისის „დინამოს“ მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის „ტირანა“იქნება. კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. შეხვედრას „დინამო არენა“ 18 ან 19 აგვისტოს უმასპინძლებს და გამარჯვებული ერთი შეხვედრის ჯამში გაირკვევა.

09 აგვისტო 2020, 14:26

მსოფლიო

საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე ძლიერ ქარიშხალსა და წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი, უგონო მდგომარეობაში, დატბორილ საცხოვრებელ სახლებში იპოვეს.

დონალდ ტრამპი

09 აგვისტო 2020, 14:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპის ახალი განკარგულებით, თეთრი სახლი, კონგრესის გარეშე შეძლებს პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და მოქალაქეების მხარდაჭერას

პრეზიდენტის განმარტებით, უმუშევრებისთვის გახანგრძლივდება ფედერალური დახმარების პროგრამა, ხოლო მოქალაქეები, ვისი წლიური შემოსავალიც 100 ათას დოლარზე ნაკლებია, წლის ბოლომდე გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. შეღავათით ისარგებლებენ სტუდენტებიც.

09 აგვისტო 2020, 14:22

COVID19

ტეხასში 19 წლის მოზარდი კორონავირუსით ინფიცირებული შეყვარებულის გამოჯანმრთელებას ყოველდღე მის სახლთან ელოდა. ვიდეო

ტეხასში 19 წლის მოზარდი კორონავირუსით ინფიცირებული შეყვარებულის გამოჯანმრთელებას ყოველდღე მის სახლთან ელოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. ამ მეთოდით შეყვარებულებს დროის ერთად გატარება სოციალური დისტანციის დაცვით შეეძლოთ, მანამ სანამ გოგო გამოჯანმრთელდებოდა. 19 წლის კოლინი მაქსიმალურად ცდილობდა მისი კარანტინში მყოფი 17 წლის შეყვარებულის გამხნევებას. ყოველდღე მიჰქონდა საჭმელი, პაზლები და მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან საუბარს.

09 აგვისტო 2020, 14:06

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 900-ს მიუახლოვდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსი 1 199 ადამიანს დაუდასტურდა, 18 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ქვეყანაში ვირუსი 80 949 ადამიანს დაუდგინდა, 1 897 გარდაიცვალა.

09 აგვისტო 2020, 13:52

მსოფლიო

ლიბანის დასახმარებლად, მსოფლიო ლიდერები ონლაინკონფერენციას გამართავენ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ბეირუთში მომხდარი აფეთქებით დაზარალებული ლიბანის დასახმარებლად, დღეს ონლაინკონფერენციას გამართავენ. ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის.

09 აგვისტო 2020, 13:41

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები და მწვრთნელები £15 მილიონს მიიღებენ

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები 15 მილიონ ფუნტს მიიღებენ. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ამ თანხიდან უფრო ერთი მილიონი ფუნტი პეპ გვარდიოლას, სერხიო აგუეროს, კევინ დე ბრუინს და დავიდ სილვას შეხვდება, ფეხბურთელებს კი 700 ან 500 ათასი ფუნტი გადაეცემათ.

აფეთქების ადგილი ბეირუთში / მანალ აბდელ სამადი

09 აგვისტო 2020, 13:21

მსოფლიო

ლიბანის ინფორმაციის მინისტრი გადადგა

ლიბანის ინფრომაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამადმა თანამდებობა დატოვა. მინისტრს გადაწყვეტილების შესახებ მეტი დეტალი არ უთქვამს, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეს ბეირუთში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება.

09 აგვისტო 2020, 13:15

რეგიონი

დავით ბაქრაძე საგურამოში დევნილებს შეხვდა

დავით ბაქრაძის განცხადებით 8 წლის მანძილზე მთავრობას არ გაუზრდია დევნილებისთვის დახმარება, არ მოუგვარებია ბინების დაკანონება. მისი განცხადებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდება მათი დახმარება რომ უკეთეს პირობებში იცხოვრონ.

09 აგვისტო 2020, 13:02

მსოფლიო

უნგრეთში პოლონელების ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

უნგრეთში, საავტომობილო მაგისტრალიდან თხრილში გადავარდა ავტობუსი, რომლითაც პოლონელები მგზავრობდნენ. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. სამმა ადამიანმა, რომელთა შორის 5 წლის ბავშვიცაა, მძიმე დაზიანებები მიიღო.

09 აგვისტო 2020, 12:53

კულტურა

ბრიტანეთში, აუქციონის სახლის თანამშრომელს საფოსტო ყუთში მაჰათმა განდის სათვალე დახვდა

„ვიღაცამ სათვალე საფოსტო ყუთში პარასკევს, საღამოს დატოვა და ის იქ ორშაბათამდე იდო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ კონვერტზე ეწერა, რომ ეს განდის სათვალეა“ - დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ენდრიუ სთოუ.

09 აგვისტო 2020, 12:49

სამართალი

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ტყიბულში ახალგაზარდა კაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. მას დროს ესროლეს, როდესაც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ლუკა დონჩიჩი

09 აგვისტო 2020, 12:37

სპორტი

ლუკა დონჩიჩმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

ლუკა დონჩიჩმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, - ამის შესახებ ინფორმაციას Essentially Sports-ი ავრცელებს. „დალასის“ სლოვენიელი ლეგიონერი NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელიც სამმაგი დაბლების მაჩვენებლით გალიდერდა. „მილუოკისთან“ ოვერტაიმში 136:132 მოგებულ შეხვედრაში დონჩიჩმა თამაში 36 ქულით, 14 მოხსნით და 19 შედეგიანი გადაცემით დაასრულა და ლიგაში სამმაგი დუბლი კარიერაში მეჩვიდმეტედ შეასრულა, რითაც ლეგენდარული მეჯიქ ჯონსონის მიღწევა გააუმჯობესა.

09 აგვისტო 2020, 12:26

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია

„ერთის გარდა, ცნობილია ყველას ინფიცირების წყარო, რომელზეც ახლა კვლევა მიმდინარეობს. ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერიდან არის, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან. სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ორი სამედიცინო პერსონალია. ორი არის იმპორტირებული, მათ შორის, სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

09 აგვისტო 2020, 12:14

COVID19

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 28 500-ს გადააჭარბა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 314 362 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 28 503 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.