28 ივლისი 2020, 23:50 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ვინმესთვის რამის დაბრალება სირცხვილი გახდეს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების გეგმა არის, რომ თუ მოქალაქეებს ხელისუფლებაზე, პოლიციასა და ჯარზე ვერ გააბრაზებენ, მინიმუმ, სტრესულ მდგომარეობაში მაინც ჩააგდონ, რომ განწყობა იყოს ძალიან ცუდი. ეს მათი ერთ-ერთი ბინძური მიზანია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

„თუ ვინმე იმას იჯერებს, რასაც ისინი ტელევიზიით ლაპარაკობენ, ესაა სერიოზული პრობლემა. მე ასეთი წარმოდგენა არ მაქვს ხალხზე. მათ აქვთ იმედი, რომ იქნებ დადიოდნენ ამ ქვეყანაში ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას დაიჯერებენ, აღშფოთდებიან ხელისუფლებით და ეს შეცვლის საზოგადოებაში განწყობას. ამიტომაც მიდიან ვა-ბანკზე. ბუნებრივია, ეს ფსიქოლოგიური ამბავია; ადამიანი ყოველ დღე ასეთ უბედურებას რომ უყურებს, ცხადია, მისი გუნება-განწყობა ცუდისკენ შეიცვლება. შეიძლება, ესეც მათი მიზანი იყოს, მაგრამ მათი მთავარი მიზანი მაინც დაბრალებაა. სამწუხაროდ, სწორედ დაბრალების გზით ცდილობენ საზოგადოების განწყობის შეცვლას. ჩვენი ვალდებულებაა, საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ დეტალების შესახებ. ამ კონკრეტულ შემთხვევებში, ამ ტრაგედიებთან დაკავშირებით, კომუნიკაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აუცილებელი. ასევე, მედია, რომელიც ობიექტურად ფიქრობს, უნდა მოყვეს ამის შესახებ. ჩვენ, ყველამ ერთად, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ნებისმიერმა ობიექტურად მოაზროვნე ადამიანმა, იქნება ეს ექსპერტი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, უნდა უზრუნველვყოთ, რომ სირცხვილი იყოს დაბრალება, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს; ოპოზიციონერს, ხელისუფლების წარმომადგენელს, პოლიციელს თუ მეორე მხარეს, სირცხვილი უნდა გახდეს ის, რომ ადამიანმა ტრაგედიით მანიპულირება, სპეკულირება და სარგებლობა იკადროს. ეს სირცხვილი უნდა გახდეს. დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - აქეთ აბულინგებენ ადამიანებს, რომლებიც გაბედავს, შეეწინააღმდეგება და ამხელს მათ ამ სპეკულირებაში. „ნაცმოძრაობის“ მთელი პროპაგანდისტული მანქანა, თავისი დარჩენილი რესურსით, მიმართულია იმისკენ, რომ შეურაცხყოფის დონეზე დააბულინგონ ადამიანები, ვინც მათ აზრს არ იზიარებს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

23 ივნისი 2021, 12:56

საზოგადოება

კახა კალაძე: მე როგორც ოთხი შვილის მამას, მსიამოვნებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტები დავნერგეთ

ჩვენ მიერ აშენებული 18 ახალი ბაღი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს - კვების კომპონენტით, გარემოთი თუ სისუფთავით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2021, 12:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა ზედმიწევნით შესრულდა

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა. ამ და სხვა მსგავსი გარემოებების თაობაზე „ქართულმა ოცნებამ“ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მივიღეთ თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოგვეწერა ხელი, რათა დაზუსტებებს დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია. ჩვენ პარტნიორების აღნიშნულ თხოვნას ანგარიში გავუწიეთ. ამრიგად, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ გომელაური

23 ივნისი 2021, 12:46

სამართალი

ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებს: ესებუას საქმე სახუმარო თემა არ არის

„ყველაზე ძალიან ვისაც ამ ადამიანის დაკავება უნდა , ეს შს სამინისტროა. რატომ ჰგონია ხალხს რომ ჩვენ არ გვინდა, ან ხელს ვუწყობთ და ვმალავთ, არ ვიცი. ვმუშაობთ ამ თემაზე. ის საქართველოში იმყოფება, მას ქვეყანა არ დაუტოვებია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ივნისი 2021, 12:45

სამართალი

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს გილოცავთ სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელსა და ვეტერანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს ულოცავს სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელსა და ვეტერანს, ყველას, ვინც ერთგულად დგას ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე.

23 ივნისი 2021, 12:40

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 23 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენს.

ვახტანგ გომელაური

23 ივნისი 2021, 12:33

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: ვნიშნავ თანამდებობაზე ადამიანებს და პასუხისმგებელი ვარ, რომ კორუფციაში არ მონაწილეობენ

ძველი გამოცდილი თანამშრომელია, დიდი ხანია მუშაობს, დიდ პატივს ვცემ და ჩვენს რიგებშია. გამოცდილია, პატიოსანია და თანამდებობაზე გუშინ არ დანიშნულა, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ოპოზიციის ბრალდებას, რომ დასავლეთ საქართველოში გენინსპექციის ხელმძღვანელად კორუფციის ბრალდებით სუსიდან გათავისუფლებული პირი დაინიშნა.

23 ივნისი 2021, 12:28

პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა

კიევში, უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ვახტანგ გომელაური

23 ივნისი 2021, 12:23

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად მთავრობა ყველაფერს აკეთებს

„ხშირად ვხვდები კრიტიკის მსხვერპლი, ამ შემთხვევაშიც გამიჭირდება, რომ დეტალებზე ვისაუბრო. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველა ჩვენი პარტნიორი, მეგობარი, საერთაშორისო ორგანიზაცია ჩართულია ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში და ვიმედოვნებ, რომ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მას გაათავისუფლებენ. კიდევ ერთხელ ბოდიში, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან შეიძლება ღია საუბარმა მოლაპარაკებები ჩაშალოს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

23 ივნისი 2021, 12:21

სამართალი

შსს-მ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია შეიმუშავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია. 1-ელ ივლისს დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებულ კომისიაზე გავა, შემდეგ კი წარედგინება მთავრობას და პარლამენტს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2021, 12:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება

„პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პროცედურის დროებით შეჩერებასა და ახალი განაცხადების მიმდინარე პროცედურის ფარგლებში მიღებას კანონი ხაზგასმით ითვალისწინებდა, რაზეც არავის, მათ შორის არც ვენეციის კომისიას, არც მოლაპარაკებების მოდერატორს, არც მოლაპარაკებების მონაწილე ელჩებსა დ არც პოლიტიკურ პარტიებს საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამთ. შესაბამისად, ყველა მხარე საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კანონი მიმდინარე პროცედურის გაგრძელებასა და დასრულებას ითვალისწინებდა. რაც სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან სწორედ ეს იყო კრისტიან დანიელსონის გამოქვეყნებული დოკუმენტის შინაარსი“, - განაცხადა კობახიძემ.

23 ივნისი 2021, 12:13

პოლიტიკა

აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის სენატში სენატორები რონ ჯონსონის, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

23 ივნისი 2021, 12:12

თავდაცვა

საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

23 ივნისი 2021, 12:09

რეგიონი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემები წესრიგდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან ჯამში 5,1 კმ სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება.

23 ივნისი 2021, 12:01

პოლიტიკა

პარლამენტის ბიურომ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ დაარეგისტრირა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის“ რეგისტრაციის თაობაზე.

23 ივნისი 2021, 11:56

თავდაცვა

JTEC-ის ინიციატივის ნორვეგიელ ხელმძღვანელს მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ინიციატივის ნორვეგიელ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ კენეტ ბაკენს მედალი - „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა კენეტ ბაკენმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2019 წლის აგვისტოდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო.

23 ივნისი 2021, 11:44

თავდაცვა

DIBS-ში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების კურსი მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების კურსი დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კურსის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული კორუფციული რისკების გაცნობა, მათი აღმოფხვრისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ანტიკორუფციული საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვაა.

23 ივნისი 2021, 11:38

საზოგადოება

კახა კალაძემ საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილებაზე ისაუბრა

„აქ დაკმაყოფილებულია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები. ბაღი 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელს ემსახურება, დასაქმებულია 60 ადამიანი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია ლიფტი როგორც ეტლით მოსარგებლეებისთვის, ასევე ტექნიკური ლიფტი პერსონალისთვის. შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერებითა და უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო, თანამედროვე საბავშვო სათამაშო მოედნები და სივრცე სპორტული აქტივობებისთვის. საბავშვო ბაღის მშენებლობა ქალაქის ბიუჯეტიდან 1 203 000 ლარით დაფინანსდა“, - განაცხადა კალაძემ.

23 ივნისი 2021, 11:32

პოლიტიკა

აჭარას უკრაინელი ჟურნალისტები სტუმრობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად, აჭარას ჟურნალისტები უკრაინიდან სტუმრობენ. მათ უკვე მოუნახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და საზღვაო ტურისტული პროდუქტები. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის შემდეგ ისინი მთიან აჭარაში გეგმავენ მოგზაურობას. სტატიები, სადაც აჭარაში მოგზაურობა, სხვადასხვა ტურისტული ადგილები და ჟურნალისტების შტაბეჭდილებები იქნება თავმოყრილი უკრაინის რეიტინგულ მედიასაშუალებებში ივლისის დასაწყისში გამოქვეყნდება.

კახა კალაძე

23 ივნისი 2021, 11:32

საზოგადოება

კახა კალაძე: დღეს, ბინები კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა

სამგორის რაიონში მცხოვრებ 15 ოჯახს გადავცემთ საკუთრებაში ბინებს, ისანში 3 ოჯახს გადაეცემა, წყნეთში, ოქროყანაში და ნაძალადევისა და ვაკის რაიონებში კი თითო ოჯახს დაუკანონდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

გრიგოლ გეგელია

23 ივნისი 2021, 11:31

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრორუსული არ არის

„არა. ერთადერთი, ისიც არ ვარ დარწუნებული ეს როგორ ან რატომ მოხდა,ეს ანაკლია არის. რუსეთის მთავარი მიზანი ჩვენთან მიმართებაში რა არის? დღეს რომ აქ, სტუდიაში სიმართლის აცრაგაკეთებული კრემლის ერთ-ერთ წამყვანი სტრატეგიული პოლიტიკის დამგეგმავი დავსვათ ის გეტყვით: არავითარი ევროკავშირი, არავითარი ნატო, საქართველოს თავისუფალ ნაწილში განლაგებული თუნდაც 1 სამხედრო ბაზა და მონაწილეობა და ვეტოს უფლება ყველა იმ პროექტში, რომელიც ენერგომატარებლების გატარებას გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის გავლით. არცერთი“, - განაცხადა ვაშაძემ.