imedi /  28 ივლისი 2020, 23:59 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში მკვლელობის საქმე არ არის გაუხსნელი

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

როგორ გგონიათ, მსოფლიოში, რამდენი ქვეყნის დედაქალაქი შეიძლება არსებობდეს, რომელსაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში არ ჰქონდეს მკვლელობის პრაქტიკულად არც ერთი გაუხსნელი საქმე? ასეთი არის თბილისი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „არენაში“ განაცხადა.

მისი თქმით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში მკვლელობის საქმე არ არის გაუხსნელი.

„2017 წელს არც ერთი გაუხსნელი საქმე არ იყო, 2018 წელს პრაქტიკულად ყველა გახსნილია, მკვლელობაზე ვსაუბრობ, ორი საქმეა გაუხსნელი, რომელთაგან ერთი შეიძლება ითქვას გახსნილია და დაკავება ვერ მოხერხდა სავარაუდო ბრალდებულის, რადგან სხვა ქვეყნაში იხდის სასჯელს და ერთის კვალიფიკაციის შესახებ მიდის გამოძიება, რომ დადგინდეს, მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა, 2019 წელს მკვლელობის გაუხსნელი საქმე არ არსებობს და 2020 წელს, რაც არის მომხდარი, მიმდინარე საქმეების გარდა, ყველა გახსნილია. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში მკვლელობის საქმე არ არის გაუხსნელი. როდესაც ოპონენტებისგან არგუმენტებს ვისმენთ, ამბობენ, რომ მაგალითად კონკრეტულ საქმეში მედია რომ არ ჩარეულიყო და ჟურნალისტური გამოძიება არ ჩატარებულიყო, საქმე არ გაიხსნებოდაო, მაშინ, როდესაც დედაქალაქში მკვლელობის ყველა საქმე გახსნილია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ზოგადი სტატისტიკის მოშველიებაც შესაძლებელია.

„2012 წლამდე, ბოლო 6 წლის განმავლობაში 300 ათასამდე დანაშაული იყო მომხდარი, 2013 წლიდან 2019 წლამდეც ანალოგიური რაოდენობის და ეს მაშინ, როდესაც დანაშაული აღარ იმალებოდა. მიუხედავად რეპრესიული რეჟიმისა, წვრილმანი დანაშაულზე, თუ გახსნის პერსპექტივა არ არსებობდა, ხშირ შემთხვევაში გამოძიებას არ იწყებდნენ. გვახსოვს ისიც, 2012 წლამდე რა მექანიზმით ხდებოდა დანაშაულის გახსნა და 2013 წლიდან, როდესაც ლოიალური მიდგომა იყო, გახსნის მაჩვენებელი 15 %-ზე მეტით გაიზარდა. დაახლოებით 36%-მდე იყო გახსნის მაჩვენებელი 2012 წლამდე და შემდეგ ეს მაჩვენებელი 50%-ს. გასცდა. სულაც ერთნაირი გახსნის მაჩვენელი რომ ყოფილიყო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იქნებოდა წარმატება, რადგან გახსნის მეთოდები იყო განსხვავებული. 2012 წლამდე იყო რეპრესიულ ფონი და საქმის გახსნა იყო შედარებით მარტივი, შემდეგ იყო გაცილებით რთული, რადგან მიდგომა იყო ლოიალური და ამ ფონზე გახსნის მაჩვენებელი მაინც გაიზარდა. თან 2012 წლამდე კიბერდანაშაულზე გამოძიება არ იწყებოდა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზეც გამოძიება ერთეულ შემთხვევებში იწყებოდა, მაშინ როდესაც ახლა ოჯახური ძალადობის პირველივე ნიშნებზეც იწყება გამოძიება. სტატისტიკა ამ ფონზე თითქმის იგივეა და გახსნის მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილი. ამავდროულად, მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე ვართ, მეთხუთმეტე ადგილზე ვართ მკვლელობებისგან თავისუფლების ინდექსით გერმანიის გვერდი-გვერდ. ამავე მონაცემებით 6-7 წლის წინ ვიყავით 89-ე ადგილზე ეს არ არის დამსახურება რეალური ერთი მხრივ ლოიალური და მეორე მხრივ სწორი და ხისტი სისხლის სამართლის პოლიტიკის. მაგრამ მიზანი არის, რომ ეს მონაცემები გაიწიოს გვერდზე. ყოველდღე ხდება რაღაც და ყოველდღე გავაშუქოთ და მაშინ შეიქმნება ისეთი ფონი, რაც მათ სურთ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2020, 15:36

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმების დოკუმენტზე კომისიამ მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე აჭარის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობს იუნისეფი, წითელი ჯვარი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

09 აგვისტო 2020, 15:35

რეგიონი

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს გადიან

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო კურსს გადიან. ამჯერად ტრენინგი მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის ჩატარდა.

09 აგვისტო 2020, 15:21

მსოფლიო

ვაშინგტონში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის დედაქალაქში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 9 კი დაიჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებულები საავადამყოფოში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ჯასინდა არდერნი

09 აგვისტო 2020, 15:17

COVID19

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მთელი მსოფლიოსგან ქება დაიმსახურა, რადგან მის მიერ მიღებულმა სწრაფმა და მკაცრმა ზომებმა კორონავირუსის პანდემიის შეჩერება გამოიწვია, ქვეყანაში კორონავირუსის ბოლო შემთხვევა 1-ელ მაისს დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდ, ხოლო სულ რაღაც 63 დღის შემდეგ პრემიერის მიერ მიღებული სწრაფი ზომების ხარჯზე ქვეყანამ ეპიდემია დაამარცხა.

09 აგვისტო 2020, 15:12

მსოფლიო

ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს

ინდოეთში 4 დღის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს. ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი, არუნ კუმარი აცხადებს, რომ დაცულ ჩანაწერებს საერთაშორისო გამომძიებლებთან და ბოინგის მწარმოებლებთან ერთად შეისწავლიან.

09 აგვისტო 2020, 14:57

რეგიონი

პრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის გახსნას დაესწრო

მეუფემ ახალი ტაძრის კურთხევასა და საზეიმო წირვაზე დასწრებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა ყველა მოქალაქე, ვინც ტაძრის შეჩერებული მშენებლობის დასრულებაში წვლილი შეიტანა. გიორგი გახარიას განცხადებით, ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის.

კიმ ჩენ ინი

09 აგვისტო 2020, 14:51

მსოფლიო

Reuters-ი: ფხენიანმა ჩაკეტილ სასაზღვრო ქალაქში დახმარება გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, სამხრეთ კორეასთან მოსაზღვრე ქალაქის, კესონის მოსახლეობას საკვები და სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნდა. ფხენიანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ცნობით, ქვეყანაში ვირუსი შეიტანა 24 წლის კაცმა, რომელიც 2017 წელს ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში გაიქცა.

09 აგვისტო 2020, 14:38

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქე „ტირანა“ იქნება

თბილისის „დინამოს“ მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის „ტირანა“იქნება. კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. შეხვედრას „დინამო არენა“ 18 ან 19 აგვისტოს უმასპინძლებს და გამარჯვებული ერთი შეხვედრის ჯამში გაირკვევა.

09 აგვისტო 2020, 14:26

მსოფლიო

საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე ძლიერ ქარიშხალსა და წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი, უგონო მდგომარეობაში, დატბორილ საცხოვრებელ სახლებში იპოვეს.

დონალდ ტრამპი

09 აგვისტო 2020, 14:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპის ახალი განკარგულებით, თეთრი სახლი, კონგრესის გარეშე შეძლებს პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და მოქალაქეების მხარდაჭერას

პრეზიდენტის განმარტებით, უმუშევრებისთვის გახანგრძლივდება ფედერალური დახმარების პროგრამა, ხოლო მოქალაქეები, ვისი წლიური შემოსავალიც 100 ათას დოლარზე ნაკლებია, წლის ბოლომდე გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. შეღავათით ისარგებლებენ სტუდენტებიც.

09 აგვისტო 2020, 14:22

COVID19

ტეხასში 19 წლის მოზარდი კორონავირუსით ინფიცირებული შეყვარებულის გამოჯანმრთელებას ყოველდღე მის სახლთან ელოდა. ვიდეო

ტეხასში 19 წლის მოზარდი კორონავირუსით ინფიცირებული შეყვარებულის გამოჯანმრთელებას ყოველდღე მის სახლთან ელოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. ამ მეთოდით შეყვარებულებს დროის ერთად გატარება სოციალური დისტანციის დაცვით შეეძლოთ, მანამ სანამ გოგო გამოჯანმრთელდებოდა. 19 წლის კოლინი მაქსიმალურად ცდილობდა მისი კარანტინში მყოფი 17 წლის შეყვარებულის გამხნევებას. ყოველდღე მიჰქონდა საჭმელი, პაზლები და მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან საუბარს.

09 აგვისტო 2020, 14:06

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 900-ს მიუახლოვდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსი 1 199 ადამიანს დაუდასტურდა, 18 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ქვეყანაში ვირუსი 80 949 ადამიანს დაუდგინდა, 1 897 გარდაიცვალა.

09 აგვისტო 2020, 13:52

მსოფლიო

ლიბანის დასახმარებლად, მსოფლიო ლიდერები ონლაინკონფერენციას გამართავენ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ბეირუთში მომხდარი აფეთქებით დაზარალებული ლიბანის დასახმარებლად, დღეს ონლაინკონფერენციას გამართავენ. ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის.

09 აგვისტო 2020, 13:41

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები და მწვრთნელები £15 მილიონს მიიღებენ

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები 15 მილიონ ფუნტს მიიღებენ. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ამ თანხიდან უფრო ერთი მილიონი ფუნტი პეპ გვარდიოლას, სერხიო აგუეროს, კევინ დე ბრუინს და დავიდ სილვას შეხვდება, ფეხბურთელებს კი 700 ან 500 ათასი ფუნტი გადაეცემათ.

აფეთქების ადგილი ბეირუთში / მანალ აბდელ სამადი

09 აგვისტო 2020, 13:21

მსოფლიო

ლიბანის ინფორმაციის მინისტრი გადადგა

ლიბანის ინფრომაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამადმა თანამდებობა დატოვა. მინისტრს გადაწყვეტილების შესახებ მეტი დეტალი არ უთქვამს, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეს ბეირუთში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება.

09 აგვისტო 2020, 13:15

რეგიონი

დავით ბაქრაძე საგურამოში დევნილებს შეხვდა

დავით ბაქრაძის განცხადებით 8 წლის მანძილზე მთავრობას არ გაუზრდია დევნილებისთვის დახმარება, არ მოუგვარებია ბინების დაკანონება. მისი განცხადებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდება მათი დახმარება რომ უკეთეს პირობებში იცხოვრონ.

09 აგვისტო 2020, 13:02

მსოფლიო

უნგრეთში პოლონელების ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

უნგრეთში, საავტომობილო მაგისტრალიდან თხრილში გადავარდა ავტობუსი, რომლითაც პოლონელები მგზავრობდნენ. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. სამმა ადამიანმა, რომელთა შორის 5 წლის ბავშვიცაა, მძიმე დაზიანებები მიიღო.

09 აგვისტო 2020, 12:53

კულტურა

ბრიტანეთში, აუქციონის სახლის თანამშრომელს საფოსტო ყუთში მაჰათმა განდის სათვალე დახვდა

„ვიღაცამ სათვალე საფოსტო ყუთში პარასკევს, საღამოს დატოვა და ის იქ ორშაბათამდე იდო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ კონვერტზე ეწერა, რომ ეს განდის სათვალეა“ - დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ენდრიუ სთოუ.

09 აგვისტო 2020, 12:49

სამართალი

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ტყიბულში ახალგაზარდა კაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. მას დროს ესროლეს, როდესაც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ლუკა დონჩიჩი

09 აგვისტო 2020, 12:37

სპორტი

ლუკა დონჩიჩმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

ლუკა დონჩიჩმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, - ამის შესახებ ინფორმაციას Essentially Sports-ი ავრცელებს. „დალასის“ სლოვენიელი ლეგიონერი NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელიც სამმაგი დაბლების მაჩვენებლით გალიდერდა. „მილუოკისთან“ ოვერტაიმში 136:132 მოგებულ შეხვედრაში დონჩიჩმა თამაში 36 ქულით, 14 მოხსნით და 19 შედეგიანი გადაცემით დაასრულა და ლიგაში სამმაგი დუბლი კარიერაში მეჩვიდმეტედ შეასრულა, რითაც ლეგენდარული მეჯიქ ჯონსონის მიღწევა გააუმჯობესა.