imedi /  29 ივლისი 2020, 16:15 / სანდო წყარო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

კელი დეგნანი ზვიად შალამბერიძე

კელი დეგნანი
ზვიად შალამბერიძე

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა, - ამის შესახებნ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ თუ სხვა სფეროებში განხორციელებულ პროექტებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და იმერეთის მხარეში ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითზე, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნველობაზე და იმის საჭიროებაზე, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთ მოახდინოს მათი პრობლემების წამოჭრა ადგილობრივ დონეზე და ის პრობლემები იყოს მოგვარებული. ასევე, ვისაუბრეთ დაგეგმილ არჩევნებზე, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და ჩატარდეს თავისუფალ გარემოში. ამ პროცესში მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია COVID-19-ით შექმნილი მდგომარეობაც. გარდა ამისა, ჩვენ შევეხეთ ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების საკითხსაც, ვიმსჯელეთ იმ მიმდინარე პროექტებზე, რომელიც იმერეთში ხორციელდება და რომელიც საბოლოოდ ჯამში მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას“, - განაცხად კელი დეგნანმა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები იმერეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით ძალიან ბევრ კარგ და წარმატებულ პროექტს ახორციელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები იმერეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით ძალიან ბევრ კარგ და წარმატებულ პროექტს ახორციელებს, ბევრი მათგანი უკვე დასრულებულია და მოიცავს საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებს, ასევე ემსახურება თვითმმართველობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოს და არჩევნების ჩატარების პროცესზე ვისაუბრეთ, რაც ბუნებრივია, დემოკრატიის ისეთი მაღალი ხარისხით ჩატარდება, როგორც ტარდებოდა აქამდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2021, 16:08

რეგიონი

თუშეთის გზაზე ხევში გადაჩეხილი ავტომობილიდან გერმანელი ტურისტის ამოყვანა შეძლეს

თუშეთის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული გერმანელი ტურისტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივებმა იგი ხევიდან უკვე ამოიყვანეს. რაც შეეხება კიდევ ორ მგზავრს, რთული რელიეფის გამო მათი ამოყვანა გართულდა, თუმცა ადგილზე სამაშველო ეკიპაჟებს ელოდებიან.

ლევან იოსელიანი

04 აგვისტო 2021, 16:04

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლისგან არანაირ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა

„უნდა ვისაუბროთ პარტნიორებთანაც და მმართველ პარტიასთანაც იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევძლოთ ამ შეთანხმებასთან დაბრუნება. ყველა სხვა მოლოდინის შექმნა, რომელიც მმართველ პარტიას აიძულებს დაუბრუნდეს ამ შეთანხმებას, მათ შორის, პერსონალურ სანქციებზე საუბარი რელევანტურად არ მიმაჩნია, რადგან ასეთი საუბრები ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ შედეგი არ დამდგარა. არსებით საკითხებზე საუბარი მიმაჩნია სწორად. როცა სანქციებზეა საუბარი, ეს ვნებს ქვეყანას. კონკრეტულ ადამიანებს რა სანქციები დაედებათ, ეს მე ნაკლებად მადარდებს, მაგრამ თუ დაედება რაიმე ტიპის სანქცია ქვეყანას და ამის გამო დაზარალდებიან მოქალაქეები, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული ამ ამბავში, მაგრამ მე გუშინ მქონდა შეხვედრა და ამ საკითხებზე იქ საუბარი არ ყოფილა. მე უფრო მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა დავბრუნდეთ მსჯელობაში იმ ნაწილზე, რომელსაც მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა გავაგრძლოთ მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე, პარლამენტს შიგნით ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე და წამოვა თუ არა ამაზე მმართველი პარტია - ჩემთვის ეს არის საინტერესო,"- განაცხადა იოსელიანმა.

ნიკო თათულაშვილი

04 აგვისტო 2021, 15:49

პოლიტიკა

ნიკო თათულაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიკო თათულაშვილს განათლება მიღებული აქვს ესექსის, ლუნდის, ცენტრალური ევროპის, ბერნის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 15:39

სპორტი

ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ატაცის ვარჯიშის შემდეგ პირველ ადგილზეა.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 15:26

COVID19

თამარ გაბუნია: ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია

„7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული, დამატებითი კლინიკებიცაა ჩართული, რომ თუ პაციენტს ჰოსპიტალური მართვა სჭირდება, ჰოსპიტალში იყოს. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისთვის რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს. პრევენციული ზომების გატარება ამ პირობებში საკმაოდ რთულია, მთავარი დაცვის საშუალება პირბადის გამოყენებაა“, - განაცხადა გაბუნიამ.

სოფელი პატარძეული

04 აგვისტო 2021, 15:10

რეგიონი

სოფელ პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები სექტემბერში დაიწყება

წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. კომპანიის განცხადებით, ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის წყალმომარაგებისთვის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

04 აგვისტო 2021, 15:03

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდონეზიაში კორონავირუსის 3.53 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 100 636 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ირაკლი ზარქუა

04 აგვისტო 2021, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე: ევროკავშირიდან არანაირი სანქცია არ იქნება, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვამბობთ

"გვახსოვს ოპოზიციიდან ევროკავშირს რომ ეუბნებოდნენ, ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო. ისიც გვახსოვს, ინფორმაციას რომ ავრცელებდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს ბიუჯეტი სანქციებში მოაქციაო. ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ 123 მილიონი, ყველაზე მაღალი ბიუჯეტი ჰქონდა დამტკიცებული ჩვენს მხარდასაჭერად. საქართველოსთან მიმართებაში რადიკალური ოპოზიციის არაჯანსაღი ხედვები არ სრულდება-ხოლმე. ახლაც არანაირი სანქცია არ იქნება, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვამბობთ. შარლ მიშელის დოკუმენტი იყო მნიშვნელოვანი. იქ ჩაიწერა პუნქტები რომლებიც ორივე მახარეს უნდა შეესრულებინა. ჩვენ შევასრულეთ და ვასრულებთ ამ პუნქტებს. ახლაც პროცესში ვართ. ხოლო რადიკალურმა ოპოზიციამ ნიველირება გააკეთა, არც მოაწერა ხელი, არც შემოვიდა საარჩევნო რეფორმის და სასამართლო რეფორმის განხილვაში და ახლა ცალმხრივად არ გამოდის. არ არის სწორი",- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

04 აგვისტო 2021, 14:46

რეგიონი

თუშეთში ავტომანქანა ხევში გადაიჩეხა, არის მსხვერპლი

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. Imedinews-ის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილი ე.წ. ბოთლის წყალთან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟი გაიგზავნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სატელეფონო კავშირის არ არსებობის გამო მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

რამაზ ზოიძე

04 აგვისტო 2021, 14:39

სპორტი

რამაზ ზოიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი ვერ მოიპოვა

67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ რამაზ ზოიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი ვერ მოიპოვა.

04 აგვისტო 2021, 14:37

საზოგადოება

სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტყეში გადაადგილებისას სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ტყეში გადაადგილებისას, დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, მოქალაქეებმა კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე არ დაწვან ნარჩენები და თავი შეიკავონ კოცონის დანთებისგან.

მეხის დაცემა

04 აგვისტო 2021, 14:35

მსოფლიო

ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად ქორწილში 16 სტუმარი დაიღუპა

შემთხვევა ქალაქ შინბგანჯში მოხდა. სტუმრები და ნეფე სანაპიროზე თავშესაფარს ეძებდნენ, როცა იქ რამდენიმე მეხი დაეცა. პატარძალი ჯგუფთან ერთად არ იმყოფებოდა. შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ნეფე კი დაშავდა.

04 აგვისტო 2021, 14:34

მსოფლიო

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

04 აგვისტო 2021, 14:23

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: არ მგონია, ვითარება სწორად იყო წარმოჩენილი

ითქვა თითქოს, ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში და ის კონსტრუქციულად მუშაობდა და რომ, ისევ მოწმენდილ ცაზე მეხივით იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. იგი შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით გაკეთებულ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

ბარაკ ობამა

04 აგვისტო 2021, 14:13

მსოფლიო

„დელტა“ შტამის გავრცელების გამო, ბარაკ ობამამ 60 წლის იუბილეზე დაპატიჟებული სტუმრების რიცხვი მკვეთრად შეამცირა

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 60 წლის იუბილეზე დაპატიჟებული სტუმრების რიცხვი მკვეთრად შეამცირა. ინფორმაციას ამის შესახებ ბარაკ ობამას ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

04 აგვისტო 2021, 14:13

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებისკენ არ მოვუწოდებთ

„ზოგადად არ ვართ სანქციების დაწესების მომხრე არ ვართ და საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებისკენ არ მოვუწოდებთ, მაგრამ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება იყოს, ის არის, რომ შეიძლება ხელი ჩაიქნიონ ამ ქვეყანაზე და აქედან პარტნიორები საერთოდ წავიდნენ. ამას ჯობია ყველაფერი. ამას ჯობია, რომ „ქართლი ოცნების“ ყველა წევრს დაუწესონ სანქციები“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ზაალ უდუმაშვილი

04 აგვისტო 2021, 14:09

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რატომაც არ მოვაწერეთ ჩვენ ხელი მიშელის შეთანხმებას

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რატომაც არ მოვაწერეთ ჩვენ ხელი მიშელის შეთანხმებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 14:05

საზოგადოება

,,ციფრული იუსტიციის სახლი“ - სერვისების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი

მომხმარებელს ასობით სახელმწიფო სერვისის მიღება იუსტიციის სახლსა თუ საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტის გარეშე, მობილური ტელეფონის გამოყენებით, დისტანციურად შეეძლება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 14:04

სამართალი

საქართველოში პირველად, ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება შენდება

რატი ბრეგაძის თქმით, საპატიმრო სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს, ასევე წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებს.

04 აგვისტო 2021, 13:52

სამართალი

მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი დაარსდება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ,,ინოვაციური იდეა უნივერსიტეტებისთვის ელექტრონული პლატფორმის შექმნას მოიაზრებს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებს ციფრულ მომსახურებას შესთავაზებს“