IMEDI /  29 ივლისი 2020, 18:54 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და კახა კუჭავა NDI-ის პრეზიდენტსა, და საარჩევნო პროგრამების მენეჯმენტს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს და NDI-ის საარჩევნო პროგრამების მენეჯმენტს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართა, არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ გატარებული საკანონმდებლო რეფორმები, წინასაარჩევნო კამპანიის საკითხები, კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები და სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლის საკითხი განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ NDI-ის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ქვეყანა ყველა ზომას მიიღებს პანდემიის პირობებში მოქალაქეთა, ასევე, დამკვირვებლების უსაფრთხოების დასაცავად.

NDI-ის პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა დადებითად შეაფასა პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმები, ისაუბრა პოზიტიური საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას.​

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 17:22

საზოგადოება

ნათია თურნავა: მსგავსი მასშტაბის დახმარებები წინა ხელისუფლების დროს არსებული კრიზისების პირობებში არ გაცემულა

„ძირითადი აქცენტი ამ ფაზის არის ის, რომ ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდებს, ვეხმარებით ბავშვებს, სტუდენტებს, მათ განათლებაში ვეხმარებით და ხელს ვუწყობთ. ვეხმარებით ოჯახს ყველაზე უფრო მტკივნეული ხარჯის დაფარვაში - ეს არის კომუნალური გადასახადები. ელექტროენერგიისა და გაზის გადამხდელების ბაზა არის ერთ-ერთი ძალიან ობიექტური კრიტერიუმი და აქ არის საუბარი მილიონ ოჯახზე მეტზე, ვინც უკვე ისარგებლა ამ სამთვიანი შეღავათით და კიდევ ყველაზე მტკივნეული და ცივი 4 თვის განმავლობაში ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ამ სუბსიდირებას. ეს არის უნიკალური ნიშან-თვისება ამ ანტიკრიზისული გეგმის, არასოდეს წინა ხელისუფლებებს ამ კუთხით არაფერი გაუკეთებიათ“.

06 აგვისტო 2020, 17:20

საზოგადოება

მშობლები ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ

„ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მამუკა მდინარაძე

06 აგვისტო 2020, 17:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ყველაზე მსხვილი დონაცია კოვიდის ფონდში - ასი მილიონი ლარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა განახორციელა

ჩვენი გუნდი აგრძელებს მოსახლეობის მხარდაჭერას. დიდი მადლობა აბსოლუტურად ყველას, ვინც კოვიდის ფონდში შენატანი განახორციელა, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ამგვარი მასშტაბურობა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ყველაზე მსხვილი დონაცია კოვიდის ფონდში - ასი მილიონი ლარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა განახორციელა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე

06 აგვისტო 2020, 17:16

ეკონომიკა

გია აბაშიძე: „ფრონტერა" ათასობით დოლარს იხდის ამერიკის ცალკეული კანონმდებლების ლობიზმში და წელიწადზე მეტია ათეულობით ქართველ თანამშრომელს საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული კუთვნილი ხელფასები არ გადაუხადა

„ფრონტერა" ათასობით დოლარს იხდის ამერიკის ცალკეული კანონმდებლების ლობიზმში. წელიწადზე მეტია საკუთარ ათეულობით ქართველ თანამშრომლებს კუთვნილი ხელფასები არ გადაუხადა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე ერთჯერადი 1 200-ლარიანი დახმარება გაიცემა.

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 17:11

საზოგადოება

ნათია თურნავას განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვების დასახმარებლად StopCoV ფონდიდან დიდი თანხა გავა

200-ლარიანი დახმარება, რომელსაც 17 წლის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით ყველა ბავშვი მიიღებს, დაეხმარება მათ ახალ სასწავლო პროცესს ნორმალურ პირობებში დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

თეონა თამაზაშვილ

06 აგვისტო 2020, 17:10

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: გენერალური პროკურორისგან დაპირება მივიღეთ, რომ საქმეში FBI ჩაერთვება

ირაკლი შოთაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ გენერალური პროკურორისგან საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობის შესახებ დაპირება მიიღო. „მთავარი პროკურორისგან მივიღეთ დაპირება, რომ FBI იქნება ჩართული ყველა ექსპერტიზაზე, რომელსაც მოვითხოვ. მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი მან ზედმეტად მიიჩნია, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. უნდა განვიხილოთ ყველა ვერსია და გადავამოწმოთ“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ბექა ლილუაშვილი

06 აგვისტო 2020, 17:02

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკური კრიზისების მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და მგრძნობიარე ბავშვები არიან

ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ კომპენსაციების, რომელიც უკავშირდება კოვიდს, მისი ბენეფიციარების რაოდენობა გაზარდოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ანტიკრიზისული სოციალური მხარდაჭერის მე-3 ეტაპზე საუბრისას ბექა ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და მგრძნობიარე ეკონომიკური კრიზისების მიმართ ბავშვები არიან.

მიხეილ რამიშვილი

06 აგვისტო 2020, 16:59

სამართალი

მიხეილ რამიშვილი: გამოძიებაში FBI-ს ჩართულობა იქნება, მაგრამ ეს გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული

გენერალურ პროკურორთან შეხვედრაზე წარმოგვიდგინეს დოკუმენტები, მოსამართლის განჩინებები იმის შესახებ, რომ უკვე გადაგზავნილია მოთხოვნები გამოძიებაში FBI-ს ჩართულობის შესახებ, მაგრამ ეს გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, უწყებაში გამოთქვეს მზაობა, რომ იქნებიან მოწვეული ადამიანები, რომლებიც გამოძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. „დაჩქარებული წესით მოვითხოვეთ ისეთი სადიაგნოსტიკო აპარატის მოძიება, რომელიც გამოიკვლევს როდის დაიქოქა ავტომობილი უკანასკნელად, გადაადგილება. იგივე შეეხება კომპიუტერსაც. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ არის მოსამართლის განჩინება, რომ ყველა საკითხზე, რომელიც კითხვის ნიშანს აჩენს, ამაზე რეაგირება იქნება პროკურატურისგან“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე

06 აგვისტო 2020, 16:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ორი მიზანია მისაღწევი - დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა და თავიდან ავიცილოთ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაძლო გაუარესება

„საქართველო ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, პანდემიის გამო საკმაოდ რთულ პერიოდს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოზიტიური, სხვებისგან გამორჩეული შედეგი დავდეთ, შესაძლოა განვითარდეს მეორე ტალღა, რაც ძალიან საყურადღებოა. ეს შედეგი ბოლომდეა მისატანი“, - განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ აკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

არჩილ თალაკვაძე

06 აგვისტო 2020, 16:55

პოლიტიკა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებების შესახებ იმსჯელეს

„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე შავი ზღვის აუზის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, სამომავალო გეგმებზე, რეგიონის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ვიმსჯელეთ“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომებს, რომლებიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა.

გიორგი ახვლედიანი

06 აგვისტო 2020, 16:51

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი ბაჩალიაშვილის საქმეზე: ადვოკატისა და მისი პარტიის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებების 99% პოლიტიკურია

ძალიან დიდი განსხვავებაა პოლიტიკურ განცხადებასა და სამართლებრივ შეფასებას შორის. ადვოკატისა და მისი პარტიის წევრებისგან გაკეთებული განცხადებების 99 პროცენტი არის არა სამართლებრივი შეფასდება, არამედ პოლიტიკური განცხადება, - მის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, გიორგი ახვლედიანმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

06 აგვისტო 2020, 16:51

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ პაკეტში სეგმენტები ძალიან სწორადაა შერჩეული

მნიშვნელოვანია ეს პაკეტი, რომელიც შემოთავაზებულია საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალიან სწორად არის შერჩეული სეგმენტები, სხვადასხვა სეგმენტი, რომლისთვისაც არის მიმართული ეს დახმარება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

06 აგვისტო 2020, 16:47

მსოფლიო

კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელების გამო Facebook-მა დონალდ ტრამპის პოსტი წაშალა, Twitter-მა კი მისი შტაბის ანგარიში დაბლოკა

წაშლილი პოსტი შეიცავდა ბმულს ტრამპის ინტერვიუზე, რომელიც მან ტელეგადაცემას Fox & Friends მისცა. ის ჯერ Facebook-ზე აიტვირთა, შემდეგ კი ტრამპის Twitter-ის პირად გვერდზე გაჩნდა.

06 აგვისტო 2020, 16:31

რეგიონი

რაჭაში მოსახლეობამ სტიქიის ზონაში სამაშველო საბაგირო მაგისტრალებით 243-ჯერ ისარგებლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო საბაგირო მაგისტრალებით პროდუქტების, მედიკამენტების, საწვავისა და მოქალაქეების ტრანსპორტირება 243-ჯერ განხორციელდა, მათ შორის 149-ჯერ სხვადასხვა ტიპის ტვირთის გადატანა მოხდა, ხოლო 94-ჯერ მოქალაქეებმა ისარგებლეს საბაგირო მაგისტრალებით, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ბექა ლილუაშვილ

06 აგვისტო 2020, 16:19

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: თვითდასაქმებულებისთვის არასოდეს, არც ერთ ხელისუფლებას ყურადღება არ დაუთმია, არანაირი დახმარება მათ შორის კრიზისების დროს არ გაუცია, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კრიზისის დასაწყისშივე

თვითდასაქმებული ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომლებზეც არასოდეს არც ერთ ხელისუფლებას ყურადღება არ დაუთმია და არანაირი დახმარება მათ შორის კრიზისების დროს არ გაუცია, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კრიზისის დასაწყისშივე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც შეავსო განაცხადი, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრული, მიიღებს 300-ლარიან კომპენსაციას.

ბეირუთი აფეთქება

06 აგვისტო 2020, 16:19

მსოფლიო

ევროკავშირი ლიბანს დახმარების სახით 33 მილიონ ევროს გამოუყოფს

ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლიბანის მთავრობის მეთაურთან, ჰასან დიაბთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. მან ასევე დააზუსტა, რომ ბეირუთისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

06 აგვისტო 2020, 16:19

კულტურა

თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ახალი გამოცემა და ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა

„ილია და თბილისი“ მუზეუმების გაერთიანების რიგით მეშვიდე გამოცემაა, რომელიც სერია „თბილისის“ მეორე წიგნია. სერიის პირველი გამოცემა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი „გალაკტიონი და თბილისია“. გარდა სამუზეუმო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებისა, გაერთიანება აქტიურად მუშაობს საგამომცებლო მიმართულებით.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 16:16

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მაჩვენეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ ბავშვების დახმარება არასწორი ნაბიჯია, მინდა, მას თვალებში ჩავხედო

მაჩვენეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ ბავშვების დახმარება არასწორი ნაბიჯია. მინდა, ამ ადამიანს თვალებში ჩავხედო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბავშვები საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და სოციალური დახმარების მიზნობრიობაც სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრა.

ბექა ლილუაშვილი

06 აგვისტო 2020, 16:12

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: დღეს რაციონალური პოლიტიკური კრიტიკის სივრცე ამოწურულია, იმიტომ, რომ თითოეული ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ეს არის მასშტაბით უპრეცედენტო

დღეს რაციონალური პოლიტიკური კრიტიკის სივრცე ამოწურულია, იმიტომ, რომ თითოეული ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ეს არის მასშტაბით უპრეცედენტო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ბექა ლილუაშვილი

06 აგვისტო 2020, 16:11

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება მთავრობამ განახორციელა მაქსიმალურად რაციონალურად, რესურსების მიზნობრივად გამოყენებით

მთავრობისთვის ორი მთავარი პრიორიტეტი იყო ის, რომ პირველ რიგში ეზრუნა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და შემდეგ - ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაზე; პარალელურად, მთავრობა დგამდა ნაბიჯებს იდენტიფიცირებული გამოწვევების საპასუხოდ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლილუაშვილის განმარტებით, დღეს შესამჩნევია, რომ გარემო გაუარესდა და ამას მოწმობს საერთაშორისო მასშტაბით არსებული გაურკვევლობის მაღალი ხარისხი.