31 ივლისი 2020, 13:53 / სანდო წყარო

ლუიზა ვინტონი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწყებულ კვლევაზე: მინდა, პირადად შევაქო საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ლუიზა ვინტონი

ლუიზა ვინტონი

ჩემთვის სიამოვნებაა, გაეროს განვითარების პროგრამის სახელით, საქართველოს მთავრობის შექება და მილოცვა პანდემიაზე რეაგირების გამო; მიმაჩნია, რომ ვინც რიცხვებს შეხედავს და შეადარებს რეგიონის შედეგებს ან გლობალურ მაჩვენებლებს, კარგად დაინახავს, რომ საქართველო ჭეშმარიტად წარმატებული ქვეყანაა, - ამის შესახებ გაეროს მუმდივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლუიზა ვინტონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ სწრაფად იმოქმედა და სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინა მეცნიერებისადმი.

„ჩვენ ვგლოვობთ საქართველოში გარდაცვლილებს და გული შეგვტკივა იმ პირებისთვის, ვინც ამ ვირუსს ებრძოდა. რიცხვები იმდენად დაბალია, რომ ცალსახად მიუთითებს ერთ რამეზე: საქართველომ სწრაფად იმოქმედა და სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინა მეცნიერებისადმი. ვიცით, რომ ბრწყინვალე ეპიდემიოლოგები ჰყავს ქვეყანას, რომლებიც უკვე ეროვნულ გმირებად აღიქმებიან. მთავრობა უსმენდა მეცნიერებს. ეს ძალიან ნათელი იყო. საქართველოს ასევე ვულოცავ ხელისუფლებასა და ხალხს შორის დამყარებულ ძლიერ კავშირს. ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც პანდემია კონტროლს გასცდა, ქართველები უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ ხელისუფლების მითითებებს. მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს, რადგან ვხედავთ, რომ ხალხი მოეშვა. იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაემორჩილებიან მითითებებს. კარგად ვხედავთ, რომ ამ ნიშნით და ამ მომენტამდე საქართველო წარმატებული ქვეყანაა.“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ფონზე გაეროს განვითარების პროგრამა და გაერთიანებული ერების სისტემაში შემავალი სხვა უწყებები, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დიდი დაინტერესებით ერთვებიან კვლევაში, რომელიც გააანალიზებს საქართველოს გამოცდილებას და ნახავს რა გაკეთდა კარგად და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ.

„მინდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შევაქო გახსნილობისა და იმ სურვილისთვის, რომელიც გამოხატა არა მარტო წარმატების ფაქტორების შესწავლის მიმართ, არამედ იმ მიმართულებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს განსხვავებულად მეორე ტალღის ან სხვა კრიზისების შემთხვევაში.

გაეროს განვითარების პროგრამისა და გაერთიანებული ერების სისტემაში შემავალი სხვა უწყებების სახელით მდგრადი განვითარების მიზნების ფონზე და განსაკუთრებით იმ სულისკვეთებით, რომ არავინ გამოგვრჩეს, ძალიან ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას მოწყვლადი ჯგუფების გამოცდილების გაანალიზების მიმართ, რადგან ისინი პანდემიის პერიოდში შესაძლოა გაზრდილი რისკების ქვეშ იმყოფებოდნენ. შესწავლილი იქნება მიზეზ-შედეგობრივი უთანასწორობის ფაქტორები. ეს არა მარტო იმისთვის არის საჭირო, რომ დავინახოთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში არა მარტო პანდემიის კონტექსტში, არამედ ასევე ნებისმიერი სამომავლო უთანასწორობასა და მარგინალიზაციის მიმართებით. ახალი სლოგანი გვაქვს გაეროში და ადრე არსებულის ნაცვლად ფორმულირება მცირედით შეცვლილია. ადრე თუ ვამბობდით: უკეთ ვაშენოთ წარსული! ახლა ვამბობთ: უკეთ ვაშენოთ მომავალი! არავინ გამოგვრჩეს და უკეთ ვაშენოთ მომავალი! საქართველოს ამგვარად ეყოლება უფრო გამძლე და მედეგი საზოგადოება მომავალში“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

საქართველოს მთავრობამ კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო. დამოუკიდებელი კვლევის ფარგლებში გაანალიზდება, რა გავლენა მოახდინა კრიზისმა სოციალური, ადამიანის უფლებების და სამართლებრივი მიმართულებით, ასევე, როგორია სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა. შეფასდება მთავრობის ქმედებები საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის მართვის პროცესში, არსებული გამოწვევები და კოვიდ-19-ის გავლენა საქართველოს მოწყვლად მოსახლეობაზე.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2020, 17:45

სამართალი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობებში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელსაც 1-ელ თებერვალს მომხდარ, განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდსა და პოლიციელზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 17:38

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველო არ არის ერთადერთი გამონაკლისი და მისიები სხვა ქვეყნებშიც იგზავნება

ახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები, რომ პანდემიის ფონზე სადამკვირვებლო მისიებს მხოლოდ საქართველოში გზავნიან, ტყუილი და სპეკულაციაა.

25 სექტემბერი 2020, 17:37

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება

რთველის საკოორდინაციო შტაბი მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულებთან კოორდინირებული მუშაობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რათა რეგიონში რთველის პიკური პერიოდის დროს ქარხნებთან რიგებში დგომა დიდხანს არ მოუწიოთ. ამ თემაზე პრესკონფერენცია რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან მევენახეებს რიგში დგომა უწევთ.

25 სექტემბერი 2020, 17:33

მსოფლიო

ლონდონში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, პოლიციელი სასიკვდილოდ დაჭრეს

დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ ლონდონში, პოლიციის ოფიცერი დაჭრეს. სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა კროიდონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დაკავებულმა, 23 წლის პირმა გახსნა. ის თავადაც დაჭრილია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

25 სექტემბერი 2020, 17:29

საზოგადოება

Times Higher Education ქუთაისის უნივერსიტეტზე: „მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით“

„მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით“ - ამ სათაურით გამოცემა Times Higher Education-ი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ხვიჩა მღებრიშვილი

25 სექტემბერი 2020, 17:22

სამართალი

ხვიჩა მღებრიშვილი​: ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა, რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან, - ამის შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ ის ერგენთის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, ქართულ მხარეს გადმოსცეს. ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალი აბსურდულ ბრალდებას უყენებდა და ლუგარის ლაბორატორიაში ჩაბარების მიზნით ღამურების დაჭერას ედავებოდა. ის მოგვიანებით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გაასამართლეს. ამ დროისათვის გათავისუფლებული პირი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში გადაიყვანეს. ის ოჯახში სწორედ, სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდება. მღებრიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 17:19

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში არჩევნებს ეუთო/ოდირის წარმომადგენლები დააკვირდებიან

დღეს ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით. როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი დამკვირვებლების ნაწილი ჩამოსულია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 17:16

რეგიონი

აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდებმა ონლაინ ფორმატში მიიღეს მონაწილეობა.

25 სექტემბერი 2020, 17:15

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7,212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,128,836-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 108 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20,056-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 934,146 პაციენტი.

მურთაზ ზოდელავა

25 სექტემბერი 2020, 17:04

რეგიონი

ხობის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიის მხარდამჭერებთან და აქტივისტებთან ერთად ხობის აგრარულ ბაზარს სტუმრობდა. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ისინი ხალხთან საარჩევნო პროგრამაზე სასაუბროდ იყვნენ მისულები.

25 სექტემბერი 2020, 17:00

საზოგადოება

ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება

თბილისის მერიის ინფორმაციით,ზაჰესში გზის მოწესრიგების სამუშაოები, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე სრულდება. აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო წყალარინების ქსელი. ამ ეტაპზე კი, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 16:52

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სტატიაში მოყვანილი ფაქტები აცდენილია რეალობას

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ უზუსტობებზე დაფუძნებული სტატია გამოაქვეყნა ყოფილმა დიპლომატმა. კონკრეტული ფაქტები აქვს მოყვანილი, რომელიც არ არის ზუსტი და აცდენილია რეალობას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა „ცუდი ნიშანია აღორძინებადი დემოკრატიისთვის“.

25 სექტემბერი 2020, 16:46

სპორტი

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი მატჩები „ბაბლის“ სისტემით გაიმართება

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე დარჩენილი მატჩები „ბაბლის“ სისტემით გაიმართება, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველი ჯგუფის ოთხ-ოთხ მატჩს ერთი ქალაქი უმასპინძლებს. დიდი ალბათობით თებერვლის ფანჯრის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს. შესარჩევი ეტაპის ფანჯრების „ბაბლის“ სისტემით ჩატარების ინიციატივით ფიბას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და ფიბას ბორდის წევრმა გიორგი ქართველიშვილმა მიმართა.

25 სექტემბერი 2020, 16:26

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადება დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადება დაიწყო. ნაკრების წევრების დაინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, მორაგბეები მზადების პირველ ეტაპზე 11 ოქტომბრამდე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე იზოლაციაში იქნებიან და მათი ყველა ვარჯიში დახურული იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 სექტემბერი 2020, 16:26

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო გახდა ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა, რომელიც მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას შეუერთდა

„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას“, - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფოტო: ფოტო: ცესკო

25 სექტემბერი 2020, 16:20

პოლიტიკა

ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის​ სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

ლევან გორგაძე

25 სექტემბერი 2020, 16:20

სპორტი

ტოჩინოშინი აკი ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს

ტოჩინოშინი აკი ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს. ეს საკითხი დღეს, ლევან გორგაძის კაგაიაკისთან დამარცხების შემდეგ საბოლოოდ გაირკვა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქე დოჰიოდან გადააგდო, თუმცა მსაჯების თათბირის შემდეგ გამარჯვება კაგაიაკის ჩაეთვალა, რადგან ტოჩინოშინმა რკალსმიღმა ფეხი იმაზე ადრე დადგა ვიდრე კაგაიაკი მიწას ხელით შეეხო.

25 სექტემბერი 2020, 16:20

სამართალი

თბილისში, სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ, სანაპიროზე ავარია მოხდა. სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა. შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი 2020, 16:15

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ფასდაუდებელია

ჩვენი ქვეყანა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მუდმივად მუშაობს, რათა კიბერუსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებით ფასდაუდებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 16:04

პოლიტიკა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტი და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ხსნის

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტი და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ხსნის. შესაბამისი განცხადება სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიენ სტირკიმ გააკეთა. მისი თქმით, მათი ძირითადი გუნდი 13 ექსპერტისგან შედგება. ჩამოვა 27 გძელვადიანი დამკვირვებელი. ასევე იგეგმება ეუთოს წევრი ქვეყნებიდან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოყვანა, რომლებიც საქართველოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვევიან.