03 აგვისტო 2020, 13:44 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ხალხი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებდა, რიგრიგობით ამბობს უარს მაჟორიტარების დასახელებაზე

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

დღეს, როცა ოპოზიციაში გარკვეული განახლების პროცესი მიმდინარეობს, ძველი ოპოზიცია ისევ დესტრუქციული ქმედებებითაა გამორჩეული. ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს. ის ხალხი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებდა, ხედავთ, რომ რიგ-რიგობით უარს ამბობენ მაჟორიტარული დეპუტატების კანდიდატებსა და არჩევნებზე ოლქებში მონაწილეობაზე. შესაძლოა, ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილმა ახლა ნახა, თუმცა ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ძველი ოპოზიცია არის დესტრუქციული და მას პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნია. ეს ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა. როგორც ჩანს, მან უკვე ჩაიხედა ძველი ოპოზიციის სამზარეულოში და ის უპრინციპობა ნახა, რაც იქ ხდება. როდესაც ქვეყანა პანდემიას ებრძოდა, ძველი ოპოზიცია ებრძოდა ჯანდაცვის სისტემას. როდესაც ქვეყანა დემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა, კონსტიტუციასა და „საარჩევნო კოდექსს“ ცვლიდა, ძველი ოპოზიცია ამ პროგრესულ ცვლილებებს ებრძოდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ის არ იქნება პარლამენტის წევრი და არ დაიკავებს რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში.

ყველა სიახლე

ბელგია

30 ოქტომბერი 2020, 17:00

COVID19

ბელგია კორონავირუსის ახალი 23 921 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, სრულ ლოკდაუნს განიხილავს

ბელგიაში დღეს კორონავირუსის 23 921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 138 ადამიანი. დღეს საკონსულტაციო კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით ბელგიის სამეფოში არსებულ ეპიდვითარებას შეაფასებს და გადაწყდება, გადავა თუ არა უახლოეს დღეებში ბელგია სრულ ლოკდაუნზე

სკარლეტ იოჰანონი
კოლინ იოსტი

30 ოქტომბერი 2020, 16:59

ტაბლოიდი

სკარლეტ იოჰანსონი მესამედ გათხოვდა

იოჰანსონი და იოსტი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებოდნენ. 2019 წელს ისინი დაინიშნენ. მანამდე იოჰანსონი ორჯერ იყო გათხოვილი. 2008-2011 წლებში ის რაიან რეინოლდსთან იყო ქორწინებაში, 2014-2017 წლებში კი- ფრანგ ჟურნალისტ, რომენ დაურიაკთან. ბოლო ქორწინებიდან სკარლეტს 6 წლის გოგონა როზა დოროთი ჰყავს.

30 ოქტომბერი 2020, 16:55

რეგიონი

სოფელ ჯვარაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში 60 ბავშვზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყო: საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი, ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემები.

30 ოქტომბერი 2020, 16:54

მსოფლიო

ეგეოსის ზღვაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც საბერძნეთსა და თურქეთში იგრძნობოდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა იზმირის პროვიცნიაში სულ მცირე 20 შენობა გაანადგურა. მიწისძვრა იგრძნობოდა აგრეთვე ათენში.

30 ოქტომბერი 2020, 16:49

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,022 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,022 ადამიანს გამოუვლინდა, 10 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 54,174 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 718 ადამიანი. ვირუსისგან 42,996 პაციენტი განიკურნა.

ივანე მაჭავარიანი

30 ოქტომბერი 2020, 16:47

COVID19

ივანე მაჭავარიანი: გაცილებით იოლია ყველგან გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ მინიმალური წესები, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და მეტ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით

გაცილებით იოლია, ყველგან გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ მინიმალური წესები, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და მეტ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ილია II

30 ოქტომბერი 2020, 16:21

პოლიტიკა

კათოლიკოს-პატრიარქი არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს ხმას. როგორც საპატრიარქოს პრესცენტრში აცხადებენ, ილია მეორისთვის გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 16:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ რომელიმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია რაიმე სახის დარღვევას მიუთითებს, პირადად ვთხოვ ყველას, მიუთითოს კონკრეტული ფაქტი

„როდესაც ადგილობრივი ორგანიზაციები საუბრობენ, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას, ამას რომ ჰქონდეს ოდნავ სისტემური ხასიათი, ხომ შეიძლება, რომ ერთი ფაქტი სადმე ამოვარდეს. თუ ერთი ფაქტი მაინც არ არის წარმოდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ტყუილი და სამწუხაროდ, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციას ამბობს ტყუილს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 16:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დღეს თუ არ ვცდები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი

დღეს დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან თუ არ ვცდები, ყოველშემთხვევაში მე მაქვს კადრები ნანახი, სადაც ამომრჩეველზე 20-20 ლარის დარიგება მიმდინარეობს, არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 15:57

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: მიუხედავად სხვადასხვა ოპოზიციური ძალის ხშირად ბოროტი და პოლარიზებული თავდასხმისა, პარტია „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა ცვლილებებს

„ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, საქართველოში აღინიშნა ჯერ კიდევ არდაშლილ საბჭოთა კავშირში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნების 30 წლისთავი. ოპოზიციამ, რომელსაც ანტიკომუნისტი დისიდენტი ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა, დამაჯერებელი უმრავლესობით მოიგო არჩევნები და პირველი გარდამავალი მთავრობის შექმნის უფლება მიიღო, მოგვიანებით კი, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა“.

ივანე მაჭავარიანი

30 ოქტომბერი 2020, 15:44

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: სექტემბერში, თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს, როგორიც გასულ წელს იყო

სექტემბერში ძალიან პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდა. ესაა -0.7 შემცირება წინა წელთან შედარებით, რაც, პრაქტიკულად, ნიშნავს, რომ თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს სექტემბერში, რაც შარშან იყო, თუმცა, უნდა გვაქხსოვდეს, რომ ტურიზმი, სხვადასხვა შეფასებით, 9-10%-ია საქართველოს ეკონომიკის და ის მოგვაკლდა. მიუხედავად ამისა, შარშანდელ დონეზე ვნარჩუნდებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 15:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვერ დამისახელებთ ვერცერთ სფეროს, სადაც ხელშესახები პროგრესი არ არის

„თვითკმაყოფილებით არავინ არის შეპყრობილი და კარგად ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომლებზეც ადეკვატური პასუხი ჩვენ კიდევ წლების განმავლობაში გვჭირდება. მაგალითად, იმისთვის, რომ ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე. სიღარიბის მაჩვენებელი მსოფლიო ბანკის მონაცემებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს იყო 30 პროცენტი და დღეს იმავე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით არის 19-ნახევარი პროცენტი, ეს არის ხელშესახები პროგრესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გასაკვირი „ქართული ოცნების“ 60% კი არა, ის არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსსა“ და ასეთ პარტიებს ჯამში 40% აქვთ

დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს მყარი მხარდაჭერა და ეს დადასტურებულია იმ კვლევებით, რომლებიც მაღალი სანდოობით სარგებლობს. გამოქვეყნდა სხვადასხვა კვლევა, მათ შორის - ტელევიზიების მიერ. ჩვენ გვაქვს ჩვენი კომპანიის მიერ შესრულებული კვლევები და თითოეული მათგანი ძალიან მაღალ მხარდაჭერას ადასტურებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 15:35

პოლიტიკა

გიორგი გახარია რუსულ რბილ ძალაზე: ამას ჩვენ, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით ვუპირისპირებთ პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუტების მაღალ ხარისხს, მედია პლურალიზმს, სრულ გახსნილობას

შესაბამისი სპეციალური სამსახურები მუშაობენ თავიანთი რეგლამენტების შესაბამისად და რუსი ჯაშუშების, ძველ პერიოდში, ასე გამოვლენა, პიარისთვის და რეკლამისთვის, ეს არაფერს არ ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიას მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით

პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე. ახლახან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით, - ამის შესახებ ირაკი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.​

30 ოქტომბერი 2020, 15:29

სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა 2 ადამიანი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კაცმა 2 ადამიანი მოკლა, ორი მეზობელი კი დაჭრა. imednws-ის ინფორმაციით, მკვლელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში მოათავსა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

ამირან გამყრელიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:27

COVID19

ამირან გამყრელიძე: საარჩევნო უბნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია, ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ

„ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია არჩევნებზე მივიდეთ პირბადით. იქ ორჯერ გვიწევს ათი წამის განმავლობაში პირბადის მოხსნა და ეს არ არის პრობლემა. დარწმუნებული იყავით, მაქსიმალური დაცვაა გათვალისწინებული, რომ ხმის მიცემის პერიოდში და არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:16

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე რისკ-ჯგუფებს მოუწოდებს, გრიპის საწინაღმდეგო აცრა გაიკეთონ

„დღეიდან უკვე შეგვიძლია მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ გაფართოვდეს ეს არიალი რისკ-ჯგუფებში. განსაკუთრებით ფართო რიკს-ჯგუფები დაიწყება დღეიდან. ეს არის სამედიცინო პერსონალი, ყველა დიაბეტიანი, ასევე 65 წელს გადაცილებულები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ასევე იცრებიან ქართული ჯარის ნაწილები, პატრული და სხვა პატარა რიკს-ჯგუფის წარმომადგენლები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

პაატა იმნაძე

30 ოქტომბერი 2020, 15:15

COVID19

პაატა იმნაძე: საბედნიეროდ, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულების მკვეთრი მატება არ გვაქვს

დღეს დადგა ის პერიოდი, როდესაც, საბედნიეროდ, გამოჯანმრთელებული უფრო მეტია, ვიდრე ინფიცირებული, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან დაავადებული იყო ბევრი, გავიდა დრო და ეს ადამიანები უნდა გამოჯანმრთელებულიყვნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოში ლოკდაუნის გამოცხადების საფუძველი არ არის

საქართველოში ლოკდაუნის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს და ამას სტატისტიკაც ადასტურებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.