IMEDI /  03 აგვისტო 2020, 18:47 / სანდო წყარო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და პარლამენტში „მწვანე სივრცე“ გახსნა

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშისა და „მწვანე სივრცის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მიმართა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს დღევანდელ ღონისძიებას ესწრება ყველა ის ძირითადი მოკავშირე, რომელთან ერთადაც წარმატებით დავასრულეთ და მივიყვანეთ საბოლოო შედეგამდე ბევრი საინტერესო და პრინციპულად მნიშვნელოვანი რეფორმა. ჩვენი კომიტეტისთვის ღიაობა და გამჭვირვალობა სამუშაო პრინციპების ბაზისს წარმოადგენს და სწორედ ამიტომ, მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ყველა ინიციატივა თუ პროექტი, დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით განიხილებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივები ყოველთვის იყო აქტიურად მხარდაჭერილი დონორი ორგანიზაციების მხრიდან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დამსწრე საზოგადოებას ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილემ ლორა ბერგერმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

მათი შეფასებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობა ამ მოწვევის პარლამენტში ნამდვილად სამაგალითოა როგორც კანონშემოქმედებითი მიმართულებით, ვინაიდან კომიტეტის აქტიური მუშაობით მართლაც აქტუალური კანონები მიიღო პარლამენტმა, ასევე საზედამხედველო საქმიანობის კუთხითაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომიტეტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველმა დაიწყო თავის საკომიტეტო საქმიანობაში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის მექანიზმის გამოყენება.

ლორა ბერგერის განცხადებით, ორგანიზაცია კომიტეტთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით კი, სამინისტრომ კომიტეტთან თანამშრომლობით არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა და, საერთოდაც, სამინისტროს და კომიტეტის თანამშრომლობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა, რომელშიც არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობს.

შემდეგ, ნინო წილოსანმა კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას ყველა ის მნიშვნელოვანი კანონი და ინიციატივა გააცნო, რაზეც კომიტეტმა მიმდინარე წლის განმავლობაში იმუშავა.

როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მოკლე სამუშაო წელია და ამასთანავე, პანდემიიდან გამომდინარე, არასტანდარტულ მდგომარეობაში უწევდა კომიტეტს მუშაობა, ყველა დაწყებული უმნიშვნელოვანესი რეფორმა ბოლომდე მიიყვანეს. მათ შორის, ონლაინ შეხვედრებით, სხვადასხვა ჯგუფებთან კომუნიკაციით ყველა იმ კანონპროექტისა და ინიციატივის დეტალურად განხილვით, კომიტეტმა შეძლო ისეთი უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელება და კანონპროექტების მიღება, როგორიცაა: „ტყის კოდექსი," „აკვაკულტურის შესახებ“ კანონი, დაცული ტერიტორიების გაფართოება, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სამუშაო პროცესში თემატური მოკვლევები და კომიტეტის საზედამხედველო ფუნქცია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროექტი, რომელზეც ვიმუშავეთ და დავასრულეთ - ეს არის „მწვანე ბიუჯეტის“ პროექტი. ეს არის კომიტეტში ინოვაციური ახალი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ დავდებთ და რომელიც გულისხმობს მომდევნო ოთხი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ანალიზს, თუ რა უნდა შეიცვალოს ბიუჯეტში იმისთვის, რომ ის უფრო მწვანე გახდეს, რომ მეტად გამოიკვეთოს ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მიმართულებები, რომ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს ადამიანების ჯანმრთელობასა და სათანადო გარემოში მათ ცხოვრებაზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანი თემატური მოკვლევა იყო გარემოზე ტყვიის ზემოქმედების შეფასება.

„ეს თემატური მოკვლევა გულისხმობს სამოქმედო გეგმის და სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებების გამოკვეთას, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ტყვიის გამომწვევი წყაროები დააფიქსიროს და, შესაბამისად, აღმოფხვრას. ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ჩვენ ასევე დავასრულეთ, რომელიც პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა სამეწარმეო თუ ეკონომიკური საქმიანობის შედეგად როგორ უნდა მიიღოს გარემოს მინიმალური ზიანი და ამ კუთხით, სახელმწიფოს, როგორც სამინისტროს, ასევე პარლამენტის როლი უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნინო წილოსანმა კერძო სექტორთან ეკოლოგიის მიმართულებით თანამშრომლობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის ამაღლების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად დაასახელა კომიტეტში შექმნილი ქვემო ქართლში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. ყურადღება გაამახვილა ასევე კომიტეტის მიერ დაწყებულ ორ მნიშვნელოვან პროცესზეც, ეს ეხება მწვანე ეკონომიკის და მდგრადი ტრანსპორტის განვითარების პლატფორმას, რომლებზეც, მათი მასშტაბურობიდან გამომდინარე, უკვე ახალი მოწვევის პარლამენტს მოუწევს მუშაობა.

ნინო წილოსანმა ასევე წარმოადგინა ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტიანობის ანალიზი, რომელიც დონორი ორგანიზაციების USAID GEORGIA-ის, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივისა (GGI) და ვესტმინსტერის დემოკრატიული ფონდის (WFD) მხარდაჭერით მომზადდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ დასასრულს მადლობა გადაუხადა სამინისტროს აქტიური თანამშრომლობისათვის, რითაც სახელმწიფო ერთიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულების - გარემოს დაცვითი საკითხების აქტუალიზაცია და დაკანონება მოხერხდა, ასევე მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც ტექნიკური თუ ფინანსური მხარდაჭერით მუდმივად გვერდით ედგა კომიტეტს გარემოს დაცვის მიმართულებების განსახორციელებლად და ქვეყნის გაცხადებული ეკო სტრატეგიის რეალობაში მოსაყვანად.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გაიმართა დისკუსია. გამომსვლელებმა განსაკუთრებით აღნიშნეს კომიტეტის როლი იმაში, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური ნაბიჯები გადაიდგა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში განხორციელებული ინიციატივებით მწვანე კულტურა და მწვანე თემებზე საუბარი პრიორიტეტული ხდება.

გიორგი ვოლსკი: „საქართველოში განხორციელებული ინიციატივებით, მწვანე კულტურა და მწვანე თემებზე საუბარი ენერგო სფეროში, სატრანსპორტო სფეროში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში პრიორიტეტული ხდება. ძალიან კარგია, რომ ამაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და მოახერხა საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევა, იქნება ეს დაცულ ტერიტორიები, ტყის კოდექსი თუ სხვა“.

მისივე თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ბევრია გაკეთებული და მომავალში ადამიანები შეეცდებიან წარმოჩნდნენ როგორც გარემოს მეგობრის და გარემოს დამცველის სტატუსით.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ქვეყნაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების გამო აღნიშნული მნიშვნელოვანი თემები თითქმის იკარგება.

„ეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ჩვენი შვილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თითქმის იკარგება პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელიც, სამწუხაროდ, ახასიათებს საქართველოს დღევანდელობას. ვინც თვალს ადევნებს ამ მიმართულებით კომიტეტის, პარლამენტის, მთავრობის, ასევე, კერძო პირების საქმიანობას, და თქვენ იცით განსაკუთრებით ვისზე მაქვს საუბარი, შეუძლია დააფასოს მიღწეული შედეგები. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო პარტნიორების, თუნდაც გერმანიის კონკრეტული დახმარებით, ჩვენ გაცილებით წინ წავიწიეთ, როგორც რეგიონალური მასშტაბით, ასევე მსოფლიო დონეზე. დიდი მადლობა ამისთვის კომიტეტს და ყველას, ვინც გარკვეული ძალისხმევა გამოიჩინა ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში: „მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს გარემოს დაცვის საკითხებს პარლამენტისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ“.

ელჩმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მის მიერ მიღწეული წარმატებები აღნიშნა: „მინდა მივულოცო გარემოს დაცვის კომიტეტს მიღწევები, მათ შორის, „ტყის კოდექსის“ მიღება. ამას გარდა, ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ განახორციელეთ, მაგრამ კარგია იმის დანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს გარემოს დაცვის საკითხებს პარლამენტისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ. მნიშვნელოვანი არის როდესაც ქვეყანა, მისი მოსახლეობა ჩართული არის გარემოს დაცვის საკითხებში. ძალიან ბევრი პარტნიორი მუშაობს კონკრეტულად გარემოს დაცვითი პოლიტიკის დოკუმენტებზე. ჩვენმა ქვეყანამ, გერმანიამ უზრუნველყო ფინანსური და ტექნიკური დახმარების ნაწილი და ეს ასევე ნაწილობრივ აისახა იმ ფინანსური მხარდაჭერის დოკუმენტში, რომელსაც ხელი წინა კვირას მოვაწერეთ. ეს მიმართული იქნება სატყეო სექტორის და დაცული ტერიტორიების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, ეს მოიცავს თბილისის, ბათუმის ტერიტორიებს, განახლებად ენერგიებს, აკვა რესურსებს, ეს არის საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისა მნიშვნელოვანი ნაწილი და, რა თქმა უნდა, დიდი იმედით ველით მომავალ თანამშრომლობას“.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელის ირაკლი მაჭარაშვილის შეფასებით, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტები - „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ რევოლუციური კანონპროექტებია, რომელთა ბოლო ვერსია ექსპერტების და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობითაა შემუშავებული, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს.

„იმედი მაქვს, ამ მოწვევის პარლამენტი მესამე მოსმენითაც მიიღებს კანონპროექტებს არაგვისა და თრუსოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ეს კანონები მართლაც არის რევოლუციური იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების მონაწილეობის მაღალ სტანდარტს ქმნის გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო პარტნიორ ორგანიზაციებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და EMC-ს , რომლებთან ერთადაც ვმუშაობდით ამ კანონპროექტზე და მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, რომ ჩვენი, ექსპერტების, საზოგადოების და, რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით შემუშავებული კანონპროექტის ვერსია მიიღო პარლამენტმა“, - მიმართა ირაკლი მაჭარაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს.

ა(ა)იპ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე:

„მადლობა კომიტეტს, აპარატს, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ, ვინაიდან დღეს ყველაზე დიდი გამოწვევები გვაქვს გარემოს დაცვაში. უკვე სერიოზულად აიმაღლა ხმა საზოგადოებამ, კაცობრიობამ და უკვე ხდება დასაბუთება, რომ პანდემია, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო, არის გარემოსდაცვითი პრობლემებით გამოწვეული, კონკრეტულად კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე. ეს გამოწვევა კაცობრიობამ მიიღო და ძალიან დიდი ამოცანის წინაშე დააყენა მთელი კომიტეტიც. თქვენი კომიტეტი არის გამორჩეული, რომელმაც მოახერხა მოსმენების გამართვა კოვიდის პერიოდში საკმაოდ აქტიურად და იმდენად აქტიურად, რომ ჩართულობა საზოგადოების იყო ძალიან მაღალი, განსაკუთრებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის განხილვასთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში მოგიწიათ მუშაობა იმ თვალსაზრისით, რომ ახლა შედის ძალაში ის ვალდებულებები, რომლებიც ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით არის განპირობებული საქართველოსთვის და ყველაზე რთული პერიოდი იწყება და ეს იყო პირველი ნაბიჯები, რომ ასე ვთქვათ ის ზღვარი იყო ნაჩვენები, თუ როგორი ხარისხით უნდა მომზადდეს დოკუმენტები იმისათვის, რომ ევროკავშირის შეთანხმება იყოს აღსრულებული“.

ნინო ჩხობაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტი საზოგადოებისთვის იყო გახსნილი.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სახელით გიორგი კოლბინმა განაცხადა, რომ GIZ-ი, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან სატყეო სექტორის რეგულირების განხორციელების კუთხით.

„ყველას გვესმის ამ კუთხით რა დიდი მნიშვნელობა აქვს პარლამენტს, ვინაიდან ვერანაირ რეფორმას ვერ ჩაატარებ, თუ არ გაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და უდავოდ მისასალმებელია ის ძალისხმევა, რაც პარლამენტმა, პირადად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გასწია ახალი ტყის კოდექსის მიღების კუთხით. ამ კოდექსის მიღება ჩვენთვის არის ნიშანი პოლიტიკური ნების და პროცესების მდგრადობისა სატყეო სექტორის რეფორმისა. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი და რთული გზის დასაწყისი და ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა ასევე ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა GIZ-ის წარმომადგენელმა.

საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის განცხადებით, უდავოდ უნდა აღინიშნოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ყოფილი და ახლანდელი თავმჯდომარეების - კახა კუჭავასა და ნინო წილოსანის როლი გარემოს დამცველებთან თანამშრომლობის გააქტიურებაში.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათ გაიზიარეს გარემოს დამცველთა პოზიციები და ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა ორი წლის წინ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი - ქვემო ქართლში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი.

„შევქმენით პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბოლო ორი წელი ჩვენ პარლამენტის ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ვაიძულეთ კომპანია RMG გაეკეთებინა ის, რაც 40 წელია არ გაუკეთებია, ეს ყველაფერი ამ ჯგუფმა მოახერხა ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ორი წელი არ დაგვიტოვებია „ბრძოლის ველი“ და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დღეს ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისისა და ბოლნისის რაიონებში მივიღეთ ის შედეგები, რაც არის დღეს. ზოგადად, ასეთი პლატფორმები ჩვენ, აქტივისტებს დაგვეხმარება, რომ საკუთარი პოზიციები და არგუმენტები მივიტანოთ სახელმწიფომდე“, - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

კომიტეტის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ და კომიტეტის წევრმა ზაზა ხუციშვილმა. მათი თქმით, ამ მოწვევის პარლამენტში გარემოს დაცვის საკითხები მართლაც მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი, თუმცა ქვეყანა და, მათ შორის, კომიტეტიც კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.

მათ იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში სახელმწიფოს მხრიდან ბუნების დაცვის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი რესურსი გამოიყოფა და მომავალი პარლამენტიც აქტიურად გააგრძელებს ბუნების დაცვის კუთხით დასახული გეგმებისა და კომიტეტის მიერ დაწყებული რეფორმების განხორციელებას.

კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამეტში „მწვანე სივრცე“ გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

მათ ასევე სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას.

ნინო წილოსანის განცხადებით, „მწვანე სივრცე“ პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერით და კომიტეტის ინიციატივით გაიხსნა და იგი მოიცავს კონცეფციას - ეკოლოგიის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.

ამ სივრცეში განთავსებულია საინფორმაციო კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც გარემოს, ბუნების დაცვას და ეკოლოგიას უკავშირდება და საზოგადოებისთვისაა ხელმისაწვდომი.

აქ წარმოდგენილია კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული თემატური სტენდები, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მოეწყო საინფორმაციო დაფები, ხოლო სივრცე მთლიანად გამწვანებულია.

ნინო წილოსანის თქმით, თვით კუთხე და სივრცე მოეწყო ეკოლოგიის პრიორიტეტებით და მიმართულებებით, რაც ნიშნავს - „გადაამუშავე, ნაკლები მოიხმარე და მეორადი მოხმარების საგნები გამოიყენე“.

მწვანე სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ეკოლოგიური კულტურისა და ცნობიერების ამაღლებას, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის ინდივიდუალური უნარების განვითარებას, შეუერთდეს გარემოს დაცვისა და მწვანე ოფისის პრინციპების დამკვიდრებას ორგანიზაციის ყოველდღიურობაში.

დაამკვიდროს და აჩვენოს საკუთარ მაგალითზე, თუ როგორ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალურ დონეზე გაუფრთხილდეს ბუნებას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნება“ განათლების და ეკონომიკის რეფორმებთან ერთად, მომავალში კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს გარემოსდაცვით საკითხებს.

„გარემოს დაცვა არის და მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება საჯარო პოლიტიკის თვალსაზრისით. მისი უფრო მეტად გათვალისწინება საჯარო პოლიტიკაში აუცილებელია პროგრესის მისაღწევად. ამიტომ, პარლამენტი და ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება” განათლების და ეკონომიკის რეფორმებთან ერთად, მომავალში კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ გარემოს დაცვით საკითხებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „მწვანე სივრცის“ პრეზენტაციაზე.

არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში, ისევე, როგორც მმართველი გუნდის პროგრამასა და საჯარო პოლიტიკაში, გარემოს დაცვის ინტერესებისა და გარემოს რაციონალური მართვის საკითხები კიდევ უფრო მეტად იქნება ასახული.

„გარემო, მწვანე პოლიტიკა, მწვანე ეკონომიკა და მწვანე კანონმდებლობა არის აქტუალური საკითხები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების საცხოვრებელ გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, სადაც კომიტეტის საქმიანობის შედეგად, კანონმდებლობის განახლება მოხდა. მისი თქმით, ასეთი მიმართულებებია „ტყის კოდექსი“, „ენერგოეფექტურობის პაკეტი”, ნარჩენებთან და მის გადამუშავებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, ასევე, წყლის რესურსებთან და წყლის ინტეგრირებულ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ჩვენი ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია.

პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, ხოლო გაწეული შრომისთვის - კომიტეტის თავმჯდომარესა და აპარატის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მწვანე სივრცის“ პროექტის განხორციელებაში კომიტეტს მხარდაჭერა აღმოუჩინეს: „ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში (ECOserve)“ (ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით); ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის (ხორციელდება CENN-ის მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით).

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

28 სექტემბერი 2020, 09:11

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების შემდგომმა ესკალაციამ შესაძლოა უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტი გამოიწვიოს

„მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყება აჩენს რისკს, რომ დაპირისპირება უფრო დიდ, რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზარდოს. ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, საფრანგეთსა და რუსეთთან ერთად, რათა მშვიდობიანი გამოსავალი მოიძებნოს,“-ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

28 სექტემბერი 2020, 09:06

სპორტი

„ბარსელონამ“ „ვილიარეალი” დაამარცხა

„კამპ ნოუზე” გამართულ თამაშში მასპინძელთა შორის საუკეთესო 17 წლის ანსუ ფატი იყო. მან გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა, რომელიც ლიონელ მესიმ გაიტანა. მეოთხე გოლი კი მესის აქტიურობას მოყვა და პაუ ტორესის ავტოგოლით დასრულდა.

დონალდ ტრამპი

28 სექტემბერი 2020, 08:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ვაშინგტონი რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და ვითარების დეესკალაციის მისაღწევად საკუთარ კავშირებს გამოიყენებს. „ჩვენ ამ რეგიონში კარგი ურთიერთობები გვაქვს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ყველაფრის შეჩერებას,“-განაცხადა ტრამპმა.

28 სექტემბერი 2020, 08:42

რეგიონი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ტობავარჩხილი ტურისტულად ერთერთი მიმზიდველი ადგილია რეგიონში. ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ღირებულება 5.9 მილიონი ლარი.

გიორგი შაქარაშვილი

28 სექტემბერი 2020, 08:35

სამართალი

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეში 5 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართება

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის განცხადებით, სწორედ დღევანდელ სხდომაზე იტყვიან, დაუჭერს თუ არა მხარს დაცვის მხარე საქმეში ნაფიც მსაჯულთა ჩართვას. გარდა ამისა, პროცესზე ადვოკატები დააყენებენ ბრალდებულთა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს.

28 სექტემბერი 2020, 08:13

საზოგადოება

დღეს პარლამენტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

სამედიცინო პუნქტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. კანონპროექტით საქართველოს განათლების სამინისტრომ სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება ყველა სკოლაში 2022 წლის 15 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

სალომე ზურაბიშვილი

28 სექტემბერი 2020, 08:04

საზოგადოება

პრეზიდენტმა დალი ჩიკვილაძე და ლია ბიბილეიშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

,,ეს ჯილდო არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი მშობლების საქმიანობის დაფასებაცაა. მინდა, ქართული საზოგადოების სახელით ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ და არა როგორც ნიკო ნიკოლაძის შთამომავალმა არამედ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ირაკლი ჩიქოვანი

28 სექტემბერი 2020, 01:02

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყაიაში ახალგარდებს ოკუპაციაზე ესაუბრა

,,დღეს ენგურისპირა სოფელ ტყაიაში ახალგაზრდებს შევხვდით. ეს არის ადგილი, საიდანაც ნათლად ჩანს ოკუპაციის შედეგები. აქვეა ოკუპანტების სამხედრო ბაზა. ახალგაზრდებთან ერთად ვისაუბრეთ ოკუპაციის სიმძიმეზე, იმ გამოწვევებზე, რაც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გზაზე.

28 სექტემბერი 2020, 00:59

რეგიონი

ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, დოკუმენტური ფილმის „შინდისი" ჩვენება მოეწყო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დოკუმენტური ფილმის „შინდისი" ჩვენებას დაესწრნენ.

კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი

28 სექტემბერი 2020, 00:51

ტაბლოიდი

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები მშობლები გახდებიან

ჰარინგოტნმა და ლესლიმ ერთმანეთი პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებებზე გაიცნეს. სიუჟეტის მიხედვით, მათი პერსონაჟები შეყვარებულები იყვნენ. წყვილი 2018 წელს დაქორწინდა. მათთვის ეს პირველი ბავშვი იქნება.

ნიკოლ ფაშინიანი ემანუელ მაკრონი

28 სექტემბერი 2020, 00:26

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ორი ქვეყნის ლიდერებმა მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ნიკოლ ფაშინიანმახაზი „თურქეთის მიკერძოებულ-აგრესიულ პოზიციას“ გაუსვა ხაზი. მაკრონმა კი შეშფოთება გამოთქვა მთიან ყარაბაღში ვითარების დაძაბვის გამო და განაცხადა, რომ კონფლიქტის არეალის გაფართოება დაუშვებელია.

არჩილ თალაკვაძე

27 სექტემბერი 2020, 23:59

რეგიონი

რა პროექტები განხორციელდა არჩილ თალაკვაძისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ოზურგეთში - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

ფონდი „ქართუს“ და ბიძინა ივანშვილის ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთის დრამატულ თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარემონტდა თეატრის ორივე სცენა. დამონტაჟდა ახალი განათება. შეიძინეს ახალი ტექნიკა, მოეწყო სარეპეტიცო სივრცეები, საგრიმიეროები. შენობა უკვე ადაპტირებულია შეზრუდული შესაძლებლობის მქონეთათვის. სტუმრებისთვის თეატრშივე გამოიყო მოსასვენებელი ოთახი. მალე მზად იქნება ახალი რადიო სტუდია, სადაც რადიო სპექტაკლებს ჩაწერენ.

27 სექტემბერი 2020, 23:46

მსოფლიო

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ემანუელ მაკრონი სვეტლანა ტიხანოვსკაიას ბევრ ყურადღებას უთმობს, რის გამოც შესაძლოა ოჯახური პრობლემები შეექმნას

„როგორც ადამიანმა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აქ, ბელარუსში გვეჩვენება, რომ ემანუელ მაკრონი მეტისმეტად ბევრ ყურადღებას უთმობს ბელარუსის პრეზიდენტობის ერთ-ერთ ყოფილ კანდიდატს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს კანდიდატი ქალბატონია {სვეტლანა ტიხანოვსკაია}, საფრანგეთის ლიდერის რისკზე მიდის და შესაძლოა საფრანგეთის შიდა პრობლემებს კიდევ პირადი უსიამოვნებებიც მიიღოს - საკუთარ სახლში“, - ნათქვამია ლუკაშენკოს განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე

27 სექტემბერი 2020, 23:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კონკრეტული პოლიტიკური პარტია და მისი ტელევიზიები ცდილობენ საზოგადოებრივი განწყობა შექმნან, რომ კრიმინალმა იმატა

„ამ კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე, გაშუქება არის აბსოლუტურად სხვანაირი და სიკვდილის პროპაგანდა აქვთ მათ დღეს საარჩევნო კამპანიად არჩეული“, - აცხადებს მდინარაძე.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

27 სექტემბერი 2020, 23:01

საზოგადოება

ილია მეორე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებაზე: ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას

ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. პატრიარქის წერილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული ფართომასშტაბიანი დაპირისპირებას ეხება.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

27 სექტემბერი 2020, 22:49

საზოგადოება

უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ილია მეორე ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უკრაინაში 25 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო უწმინდსის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

თეა წულუკიანი

27 სექტემბერი 2020, 22:48

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ჩვენ მივიღეთ უმძიმესი მემკვიდრეობა სისხლის სამართლის პოლიტიკაში

„მოკლე ვადაში ჩვენ შევძელით ის, რომ აქცენტი გაგვეკეთებინა არა მხოლოდ რეპრესიაზე, რაც თავისთავად სისხლის სამართლის მიმართულებით, როცა დანაშაულს ებრძვი აუცილებელია, ასევე აქცენტი გაკეთებულიყო დანაშაულის პრევენციაზე. ჩვენ გავათავისუფლეთ მოსამართლე - ის არის დამოუკიდებელი. პროკურორი და ადვოკატი გახდა თანასწორი სასამართლო დარბაზში და თქვენ, მედიას მოგეცათ საშუალება, რომ თვალი მიგედევნათ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, სწორედ სასამართლო დარბაზში“, - განაცხადა წულუკიანმა.

ნაციონალური მოძრაობა

27 სექტემბერი 2020, 22:06

პოლიტიკა

რატომ იხდის ბოდიშს „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წინ - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

პარტიის წევრთა ნაწილი აცხადებს, რომ ბოდიშის მოხდას წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებასთან კავშირი არ აქვს და ბოდიშს გულწრფელად იხდიან, ნაწილი კი სტრატეგიულ გათვლას არ მალავს.

გოგი მეშველიანი

27 სექტემბერი 2020, 21:55

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე: მიმაჩნია, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

„ამ ყველაფერ მე ვუკავშირებ ორი დღის წინანდელ მუქარას, როცა ერთ-ერთ ჩვენ აქტივისტს, ხაიამ მისაევს დღევანდელ ინციდენტში მონაწილე მთავარი პირი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი, ვინმე არიფ იუსუპოვი დაემუქრა ანგარიშსწორებით, თუ ის გააგრძელებდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობას და აქტიურ აგიტაციას. მე მიმაჩნია, ეს ყველაფერი იმ გეგმის ნაწილია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს წინასწარ განწირულ არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური ძალის გაშავებას და ვითარების წარმოჩენას ისე, თითქოს ჩვენ ვახორციელებთ ძალადობას“, - განაცხადა მეშველიანმა.

დავით მათიკაშვილი

27 სექტემბერი 2020, 21:04

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს არის „ნაცმოძრაობის" სტილში განხორციელებული ვანდალური აქტი

„ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიულად განწყობილი მივიდნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას რო რეაგირება არ მოყვა გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე. მოხდა ჩხუბი, დაზარალდნენ „ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც გადაყვანილები არიან კლინიკაში. ვიმეორებ, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი. სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას და აუცილებლად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები",- განაცხადა მათიკაშვილმა.