imedi  /  05 აგვისტო 2020, 13:03 / სანდო წყარო

The Heritage Foundation: ამერიკის მზარდი ურთიერთობა სტრატეგიულ ადგილას მყოფ საქართველოსთან ზიარ ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს ეფუძნება

The Heritage Foundation-ი სტატიას აქვეყნებს სათაურით „მეტი დემოკრატია და ღია ბაზრები საქართველოს წინსვლის გზაა“.

სტატიის ავტორები ენტონი კიმი და მამუკა წერეთელი აღნიშნავენ, რომ შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ძლიერი თანამშრომლობის გზით საგრძნობლად გააღრმავეს პარტნიორობა გასული სამი ათწლეულის განმავლობაში.

„საქართველომ მნიშვნელოვანი სამხედრო წვლილი შეიტანა ერაყსა და ავღანეთში შეერთებული შტატების ხელმღვანელობით წარმოებულ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა, მეტის გაკეთება შესაძლებელია და აუცილებელია აშშ-საქართველოს ურთიერთობების დასაწინაურებლად. ორი დიდი ხნის პარტნიორი ერთმანეთისგან ბევრ სარგებელს მიიღებს, თუ მეტად ითანამშრომლებენ დემოკრატიისა და ღია ბაზრების ღირებულებების გასაძლიერებლად“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამერიკის მზარდი ურთიერთობა საქართველოსთან, რომელიც ზიარ ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს ეფუძნება, სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის.

„ამერიკის მზარდი ურთიერთობა სტრატეგიულ ადგილას მყოფ საქართველოსთან ზიარ ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს ეფუძნება. ის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის. წარსულის კრიზისებისა და გამოწვევების მსგავსად, საქართვლო ამჟამინდელი პანდემიის დროსაც ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატებისთვის საიმედო მოკავშირეა. ქვეყანა გეო-პოლიტიკურად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმყოფება და გამოკვეთილად ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო განვითარებადი ეკონომიკის მქონეა მსოფლიოში. შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ სამი ათწლეულის განმავლობაში წარმოებული ძლიერი თანამშრომლობის გზით საგრძნობლად გაზარდეს პარტნიორობა. მაგალითად, საქართველომ მნიშვნელოვანი სამხედრო წვლილი შეიტანა ერაყსა და ავღანეთში შეერთებული შტატების ხელმღვანელობით წარმოებულ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა, მეტის გაკეთება შესაძლებელია და აუცილებელია აშშ-საქართველოს ურთიერთობების დასაწინაურებლად. ორი დიდი ხნის პარტნიორი ერთმანეთისგან ბევრ სარგებელს მიიღებს, თუ მეტად ითანამშრომლებენ დემოკრატიისა და ღია ბაზრების ღირებულებების გასაძლიერებლად“, - წერენ სტატიის ავტორები.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

29 სექტემბერი 2020, 18:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას განცხადებაზე: გარკვეული სპექტაკლის ნიშნები იკვეთება

„ნიკა მელიას შემთხვევაში, პირდაპირ გეტყვით, კარგი გამოსაძიებელია საქმე - ქვები, საერთოდ, დაუშინა თუ არა ვიღაცამ. გუშინდელი ტირის თუ კისტის თოფის არ იყოს, რაზეც ვერ ხდება ვერანაირი ინფორმაციის მოძიება. უკვე ერთ დღეზე მეტია, ჩვენ ვცდილობთ, მოვიძიოთ ინფორმაცია, ჩვენი აქტივისტები ლამის გამომძიებლები გახდნენ, რომ დაეხმარონ გამოძიებას, იქნებ მოიძიონ ვინ მიაყენა რაღაც დაზიანება ტირის თუ კისტის თოფით. ამ წუთამდე ვერ დგინდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენი წყაროებით, გამოძიება რას დაადგენს, არ ვიცი“.

საბაჰ მეოთხე

29 სექტემბერი 2020, 18:14

მსოფლიო

ქუვეითის ამირა საბაჰ მეოთხე 91 წლისა გარდაიცვალა

ქუვეითის ამირა საბაჰ მეოთხე (საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი) 91 წლისა გარდაიცვალა, ინფორმაციას ამის შესახებ Daily Sabah-ი ავრცელებს.

სარაგბო ჩემპიონატი

29 სექტემბერი 2020, 18:12

სპორტი

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის თითოეულ დივიზიონში შეხვედრები მაყურებლის გარეშე გაიმართება

ღია სივრცეში 200 ადამიანის შეკრება დაშვებულია, თუმცა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რაგბის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შექმნილიყო და ისინი იძულებულნი გახდნენ ეპიდვითარების დასტაბილურებამდე გულშემატკივრის ტრიბუნაზე დაშვება აეკრძალათ.

დავით ზალკალიანი

29 სექტემბერი 2020, 18:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტს

„მაგრამ ჩვენ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს და სწორედ ამ ამბიციურ გეგმებზე და მომავალ პერსპექტივებზე იყო ყურადღება გამახვილებული ყველა შეხვედრაზე. მიშელთან შეხვედრის დროს ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ხაზი გაესვა ასევე ჩვენს შემდგომ ინტეგრაციულ პროცესებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, რომლიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მიხეილ ჩხენკელი

29 სექტემბერი 2020, 18:07

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან, სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დირექტორ, სებასტიან მოლინეუსთან და ახლადდანიშნულ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური სექტორების პროგრამების ლიდერთან სამხრეთ კავკასიაში, ლევენტ იენერთან ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

29 სექტემბერი 2020, 18:07

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში ინტეგრაცია, მისი წევრობა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია

ევროკავშირში ინტეგრაცია, მისი წევრობა გახლავთ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი. ესაა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება, უკვე წლებია, ემსახურება. 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, შეიქმნა ძალიან მტკიცე საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიოს იმ მიზნამდე, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის მე-14 ნომერმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მიკ შუმახერი

29 სექტემბერი 2020, 18:03

სპორტი

„ფორმულა 1“-ზე შუმახერის შვილის დებიუტი შედგება

ავტომრბოლელი მიკ შუმახერი, რომელიც ცნობილი პილოტის მიხეილ შუმახერის ვაჟია, „ფორმულა 1“-ზე იასპარეზებს. 21 წლის მრბოლელი ეიფელის გრან-პრიზე გამოვა. ამის შესახებ The Mirror წერს.

მაკა ბოჭორიშვილი

29 სექტემბერი 2020, 18:01

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას

„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ვაცნობიერებთ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნიშნული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში, რასაც აუცილებლად მოჰყვება ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

29 სექტემბერი 2020, 17:57

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გიორგი გახარიას ვიზიტი უდავოდ ადასტურებს, თუ რას ნიშნავს საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უდავოდ ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, ნატოსა და ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

29 სექტემბერი 2020, 17:56

ეკონომიკა

RS CAR გადასახადის გადამხდელებს ოქტომბერში 32 ლოკაციაზე მოემსახურება

1-30 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR, გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

29 სექტემბერი 2020, 17:55

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიბიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

29 სექტემბერი 2020, 17:34

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმერეთში „ნაცმოძრაობის“ წევრებმა უარი თქვეს პროვოკაციებში მონაწილეობაზე და ახლა პარტიის ლიდერები მათ გადარწმუნებას ცდილობენ

იმერეთის 2 რაიონში „ნაცმოძრაობის“ წევრებმა უარი უთხრეს თავის ხელმძღვანელობას პროვოკაციებში მონაწილეობაზე და ახლა პარტიის ლიდერები ცდილობენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ გადაარწმუნონ ეს ადამიანები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძე

29 სექტემბერი 2020, 17:33

პოლიტიკა

„ქრონიკის ინფორმაციით“, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი სავარაუდოდ გრიგოლ ვაშაძე იქნება

„ქრონიკის“ ინფორმაციით, პარტიაში სიაზე მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს, სავარაუდო პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, დევი ჭანკოტაძე.

განათლების სამინისტრო

29 სექტემბერი 2020, 17:31

COVID19

წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, - ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში „დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

მამუკა მდინარაძე

29 სექტემბერი 2020, 17:30

სამართალი

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მარნეულში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ადგილზე იმყოფება პოლიცია და დაწყებულია გამოძიება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

29 სექტემბერი 2020, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: სტოლტენბერგის გზავნილები კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა ოპონენტებმა

ჩვენი ქვეყნის წარმატებები მართლაც აღიარებულია მთელი რიგი მიმართულებით, განსაკუთრებით თავდაცვის უსაფრთხოების სექტორში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

29 სექტემბერი 2020, 17:25

რეგიონი

ლევან დავითაშვილმა და დავით ზალკალიანმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „დიპლომატიურ რთველში“ უმასპინძლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „დიპლომატიურ რთველში“ უმასპინძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

29 სექტემბერი 2020, 17:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება

„ნაცმოძრაობას“ წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად პროვოკაცია აქვს არჩეული - მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციაზე რეაგირებისგან. ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რადგან კარგად იციან, რომ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ და მხოლოდ პერმანენტულ ძალადობასა და მუდმივ პროვოკაციაზე არიან გადასულები“.

29 სექტემბერი 2020, 17:16

პოლიტიკა

გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. მხარეებმა ყურადღება დაუთმეს COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის შედეგად შექმნილ გამოწვევებს და პანდემიასთან გამკლავების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ ამ კუთხით მიღწეული წარმატება. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

29 სექტემბერი 2020, 17:09

პოლიტიკა

ცესკო მარნეულის ინციდენტზე: ბრალდებები, თითქოს საოლქო საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სხდომების შესახებ არ შეატყობინა, არის უსაფუძვლო და სიცრუის ტირაჟირება

„სახეზე გვაქვს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცემის ფაქტი, რომელიც იქ მყოფ პირებს სთხოვდა განემარტათ თუ რატომ ახდენდნენ მის ვიდეო გადაღებას ნებართვის გარეშე, რაზეც პასუხად მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა“.