imedi /  06 აგვისტო 2020, 18:17 / სანდო წყარო

ზურაბ ჯაფარიძე: ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური ცვლილება ეკონომიკური წესრიგის, იმისთვის, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

ეს მოსყიდვაა ცხადია, წინასაარჩევნოდ გაღატაკებულ მოსახლეობას ფულს ურიგებ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

​„ეს არის ნასესხები ფულის გადანაწილება მოქალაქეებზე და კამათი იმაზე, ასე ჯობია, თუ ისე ჯობია, მაგას შინაარსი არ აქვს, მაშინ მათხოვრები დავრჩებით და სულ ვიკამათებთ იმაზე, როგორ ჯობია ნამათხოვრალი ფულის განაწილება და ეს არაა გამოსავალი.

ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური ცვლილება ეკონომიკური წესრიგის, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დადგეს და მოქალაქეები აღარ იყვნენ მათხოვრებივით და აღარ გვჭირდებოდეს გარედან შემოტანილი ფულის გადანაწილება და დარიგება. ჩვენ გვჭირდება, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთარ ქვეყანაზე თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა და შეძლონ საკუთარი თავის შენახვა, ოჯახების შენახვა და მეგობრების და ახლობლების დახმარება. მანამ სანამ ამას არ მივაღწევთ და ასეთ სწორ რეფორმას არ გავატარებთ, მანამდე ვიქნებით მათხოვრების და ჩმორების ქვეყანა სადაც მთავრობა რაღაცებს დაგვირიგებს და გაგვიხარდება, არა მხოლოდ გაგვიხარდება, არამედ ადამიანების დიდი ნაწილი ამ ფულის სანაცვლოდ წავა და არჩევნებზე მხარს დაუჭერს „ოცნებას“ ისეთ გაჭირვებულ დღეშია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი სახელმწიფოსგან 200 ლარის დახმარებას მიიღებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 150 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.

კომუნალურ გადასახადებზე დახმარებას მოქალაქეები ზამთარშიც მიიღებენ.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2020, 16:44

მსოფლიო

სუდანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 138-მდე გაიზარდა

სუდანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 138-მდე გაიზარდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყანაში 100 ათასზე მეტი სახლი დაიტბორა და 56 ადამიანი დაშავდა. უამინდობის შედეგად დაზარალებულ სუდანს სხვადასხვა ქვეყნები ეხმარებიან. ჰუმანიტარულ დახმარებას აგრძელებს თურქეთი და ყატარი.

29 სექტემბერი 2020, 16:43

რეგიონი

შატილის მიმართულებით 54 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე პროექტებს შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია შატილის მიმართულებით გზის რეკონსტრუქცია, რომელიც მთის გზების პროეტქის ფარგლებში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი - ომალო - ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვი

29 სექტემბერი 2020, 16:41

მსოფლიო

რუსეთი თურქეთს მოუწოდებს, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და მთიან ყარაბაღში მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს

რუსეთი თურქეთს მოუწოდებს, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და მთიან ყარაბაღში მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს. ამის შესახებ კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

29 სექტემბერი 2020, 16:41

პოლიტიკა

ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობა გამოიკვეთა

„ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით. კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები არასწორი ინფორმაციის საფუძველზე საარჩევნო ადმინისტრაციის დისტკრედიტაციას ცდილობენ“, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

გია აბაშიძე

29 სექტემბერი 2020, 16:40

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნატოს გენერალური მდივანი კვლავ ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია

ანალიტიკოსის თქმით, განსაკუთრებულად მნიშნელოვანი იყო პრემიერ გახარიას ინიციატივა, რომ საქართველოს ფუნქცია ახლებურად იქნას პოზიციონირებული შავი ზღვის რეგიონის ფართო განზომილებაში და ამ კონტექსტში იქნას განხილული ალიანსის შესაძლო სამომავლო ინციატივები რეგიონში.

გიორგი გახარია მარგარიტის სხინასი

29 სექტემბერი 2020, 16:37

პოლიტიკა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ევროკომისარ მარგარიტის სხინასს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მარნეული დაპირისპირება

29 სექტემბერი 2020, 16:31

რეგიონი

მარნეულში „ქართული ოცნების“ წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

მარნეულში, ცენტრალური საოლქო საარჩევნო კომისიის წინ „ქართული ოცნების“ წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2020, 16:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრემიერის ვიზიტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს

„ეს ვიზიტი ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაში და კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს ევროკავშირთან. ევროკავშირთან დაახლოება და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენთვის მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანა. იგივე ეხება სხვა მიმართულებებს, რაც უკავშირდება დასავლურ ინტეგრაციას, რაც უკავშირდება ნატოს, აშშ-ს. აქაც გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ინტენსიური მუშაობა“, - აღნიშნა კობახიძემ.

კახა კუჭავა

29 სექტემბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ძალიან მალე შევძლებთ, იმას მივაღწიოთ, რაც დიდი ხნის სურვილია და ნატოს წევრები გავხდეთ

ვადგავართ სწორ გზას და ამ გზით ძალიან მალე შევძლებთ, იმას მივაღწიოთ, რაც დიდი ხნის სურვილია და ნატოს წევრები გავხდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული გზავნილები შეაფასა.

29 სექტემბერი 2020, 16:20

COVID19

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

37 მოსწავლე და 13 მასწავლებელი 2 კვირა თვითიზოლაციაში გადავიდა და ამ ორ კლასში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. რაც შეეხება სკოლაში სასწავლო პროცესს, ჯანდაცვის სამინისტროსგან წერილობით რეკომენდაციას ელოდებიან და ამის მიხედვით გადაწყდება თუ რა ფორმით გაგრძელდება ხვალიდან სწავლა.

29 სექტემბერი 2020, 16:18

მსოფლიო

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 33 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ორგანიზაციამ გიულენისტურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETÖ) კავშირის ბრალდებით, 33 ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებულთა შორის 14 სამხედრო პირია. სპეცოპერაცია ქვეყნის 10 პროვინციაში ჩატარდა. დედაქალაქ ანკარაში 15 პირია დაკავებული.

BTS

29 სექტემბერი 2020, 16:15

კულტურა

BTS-ის ყველა წევრი მულტიმილიონერი გახდება

ლეიბლის აქციებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მისი საბაზრო ღირებულება უკვე $4.1 მილიარდს შეადგენს. კომპანიის ხელმძღვანელი ბენგ სი-ჰიუკი, რომელიც ლეიბლის 43%-ს ფლობს, მილიარდერი გახდება. სწორედ მან გადასცა აგვისტოში BTS-ის წევრებს 68 386 აქცია, რომელთა საერთო ღირებულებაც 7,9 მილიონ დოლარს შეადგენს.

29 სექტემბერი 2020, 16:15

პოლიტიკა

ბოლნისში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები „ნაციონალურ მოძრაობას“ შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ნახიდურში მომხდარ დაპირისპირებას ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები გამოეხმაურნენ. ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ

ბრიუსელი პროსტიტუცია

29 სექტემბერი 2020, 16:13

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ბრიუსელში პროსტიტუცია აიკრძალა

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ბელგიის დედაქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაურკვეველი ვადით დახუროს ბორდელები. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.

მაიკ პომპეო

29 სექტემბერი 2020, 16:13

მსოფლიო

მაიკ პომპეო სომხეთსა და აზერბაიჯანს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.

29 სექტემბერი 2020, 16:06

რეგიონი

ევროპის უნივერსიტეტმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მემორანდუმის თანახმად, განათლების მართის საინფორმაციო სისტემა (EMIS), ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საკუთარ ელექტრონულ პლატფორმაზე (EL.GE ) განათავსებს საგანმანათლებლო სახის ვიდეო-რგოლებს, რომლებიც აბიტურიენტებს მომავალი პროფესიის შერჩევაში დაეხმარება. აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსებული ვიდეო-ლექციები იქნება გზამკვლევი მომავალი სტუდენტებისთვის, რათა დეტალური ინფორმაცია მიიღონ ამა თუ იმ პროფესიის შესახებ.

29 სექტემბერი 2020, 15:59

პოლიტიკა

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: პრემიერ-მინისტრ გახარიასთან ბრწყინვალე შეხვედრა გვქონდა ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბრწყინვალე შეხვედრა გვქონდა ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

29 სექტემბერი 2020, 15:56

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა.

29 სექტემბერი 2020, 15:53

COVID19

ხობში, კორნავირუსის შემთხვევის გამო სოფელ ქარიატის საჯარო სკოლა დაიხურა

ხობში სოფლის საჯარო სკოლა დაიხურა. მიზეზი კორონავირუსია, რომელიც სოფელ ქარიატას საჯარო სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოძიებულია 100-მდე კონტაქტი, მათ შორის მასწავლებლები და მოსწავლეები და ყველა მათგანზე თვითიზოლაციის რეკომენდაციაა გაცემული.

29 სექტემბერი 2020, 15:50

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას. შეხვდა ორბელიანების სასახლეში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების წარდგენისათვის, რომელიც ადამიანის უფლებებს, სოციალური უფლებების გაძლიერებასა და გარემოს დაცვის საკითხებს შეეხებოდა.