07 აგვისტო 2020, 15:01 / სანდო წყარო

ვახტანგ მახარობლიშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის ონლაინკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ვახტანგ მახარობლიშვილი

ვახტანგ მახარობლიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სიტყვით გამოვიდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის (RUSI) ონლაინ კონფერენციაზე „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის“. ღონისძიება მიეძღვნა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ნეგატიურ შედეგებს ევროპული უსაფრთხოების სისტემის დესტაბილიზაციის კუთხით.

„ვახტანგ მახარობლიშვილმა ბრიტანული და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ვრცლად ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომის გრძელვადიან მძიმე მემკვიდრეობაზე, რომელიც 12 წლის შემდეგაც სერიოზულ ზიანს აყენებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას და საფრთხეს უქმნის მთელი ევროპის უსაფრთხოებას. მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში შემოჭრისა და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის შემდეგ უკრაინის ყირიმის რეგიონის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში წამოწყებული ჰიბრიდული ომი დესტაბილიზაციის სერიოზულ კერას ქმნის ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე. ამ ფონზე ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში, კი ევროკავშირისა და ნატოს ქმედითი და სტრატეგიული ჩართულობის აუცილებლობას შავი ზღვის რეგიონში და მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრიტანულ და საერთაშორისო აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე. მან ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს რუსეთის გახშირებულ პროვოკაციებსა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებზე. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, აღნიშნული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა მშვიდობიანი გზით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტა, ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის შერიგება და ნდობის აღდგენა. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, საქართველოს ინტერესშია შავი ზღვის რეგიონის მშვიდობისა და განვითარების არეალად ქცევა, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების კიდევ უფრო აქტიური და პრინციპული ჩართულობა.

მინისტრის პირველი მოადგილის მთავარი მოხსნების შემდეგ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის (RUSI) უსაფრთხოების საერთაშორისო კვლევების დირექტორი ნილ მელვინი; აგრეთვე რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი. პანელისტებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ყირიმის უკანონო ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ჰიბრიდულ ომთან ერთად, სერიოზულ ზიანს აყენებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების პერსპექტივას. მოხსენებების შემდეგ პანელისტებმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

27 სექტემბერი 2020, 09:55

მსოფლიო

ბაიდენმა ტრამპი გებელსსა და ფიდელ კასტროს შეადარა

„ის გებელსივითაა, რადგანაც იგივე მეთოდებს იყენებს- თუ იტყვით სიცრუეს, შემდეგ კი იმეორებთ და იმეორებთ, ის ყველასთვის ცნობილი გახდება. ის იყენებს გვარდიას თეთრ სახლთან მომიტინგეების დასაშლელად. ეს კაცი უფრო ფიდელ კასტროა, ვიდრე უინსტონ ჩერჩილი,“-განაცხადა ბაიდენმა MSNBC-ის პირდაპირ ეთერში.

27 სექტემბერი 2020, 09:50

კულტურა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, „მზიურის" ამფითეატრში ორტომეულის „უსაზღვროდ" პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 13:00 საათზე, „მზიურის" ამფითეატრში, ორტომეულის „უსაზღვროდ" პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნება და კორონავირუსის პანდემიის გამო, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

27 სექტემბერი 2020, 09:47

საზოგადოება

ხონში, დევნილთა დასახლებაში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია გაიხსნა

ხონში, დევნილთა დასახლებაში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია გაიხსნა. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მრევლი დალოცა, ჯვართამაღლება მიულოცა და ტაძარი აკურთხა. მეუფე საბას თქმით, სიმბოლურია, რომ ეკლესია სწორედ სოხუმის დაცემის დღეს გაიხსნა.

27 სექტემბერი 2020, 09:44

მსოფლიო

საფრანგეთში 27 წლის ჩეჩენი მოკლეს

საფრანგეთის ქალაქ ევრიოში 27 წლის ჩეჩენი მოკლეს. ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ ბარში მოხდა, სადაც ერთმანეთს ჩეჩნები და აფრიკელები დაუპირისპირდნენ. მძიმედ დაჭრილი ჩეჩენი ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.

27 სექტემბერი 2020, 09:40

საზოგადოება

ქუთაისში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ქუთაისში, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

27 სექტემბერი 2020, 09:21

პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

27 სექტემბერი 2020, 09:13

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ ქალაქში სასმელ წყალში ჯანმრთელობისთვის საშიში მიკრობი აღმოაჩინეს

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ ლეიკ ჯექსონის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, არ გამოიყენონ ონკანის წყალი, რადგან მასში პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტის გამომწვევი მიკრობი, Naegleria Fowleri აღმოაჩინეს. „მოსახლეობამ ონკანის წყლის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს, ვიდრე წყალმომარაგების სისტემა შესაბამისად არ დამუშავდება და ნიმუშები არ მიუთითებს, რომ წყალი უსაფრთხოა გამოსაყენებლად"

27 სექტემბერი 2020, 08:53

რეგიონი

მთიან აჭარაში ევროპული დონის ველობილიკზე მუშაობა დაიწყო

მთიან აჭარაში პირველ, ევროპული დონის სამთო ველობილიკზე მუშაობა დაიწყო. 6-კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. „Down Hill“–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

27 სექტემბერი 2020, 08:41

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 28 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 869 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 28 378 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 869 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 717 991 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 141 406 ადამიანი გარდაიცვალა.

27 სექტემბერი 2020, 08:18

რეგიონი

აბაშაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

აბაშის მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში გაიხსნება შშმ ბავშვთა დღის ცენტრი. აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დამფუძნებელთან და გამგეობის თავმჯდომარესთან, თამარ ფოფხაძესთან ერთად, შშმ ბავშვთა დღის ცენტრისთვის გათვალისწინებული ფართი დაათვალიერა.

დავით სონღულაშვილი

27 სექტემბერი 2020, 08:07

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: კახეთის, როგორც მეღვინეობის რეგიონის ეკონომიკური პოზიციონირება გრძელდება

„მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ხმა და ინტერესების დამცველი ვიქნები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მზად ვარ, თითოეული გამოწვევის გადასაჭრელად, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იქნება დაყენებული, მივიტანო შესაბამის უწყებამდე“.

ზაზა ლომინაძე

27 სექტემბერი 2020, 01:05

საზოგადოება

ზაზა ლომინაძე: საქართველო კვლავ უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ქუთაისში , ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად , აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

27 სექტემბერი 2020, 00:54

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

27 სექტემბერი 2020, 00:40

საზოგადოება

იოსებ ხახალეიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვინ დიზელი

27 სექტემბერი 2020, 00:38

ტაბლოიდი

ვინ დიზელმა პირველი სიმღერა გამოუშვა. ვიდეო

ამერიკელმა მსახიობმა და „ფორსაჟის“ ვარსკვლავმა, ვინ დიზელმა თავის პირველი სიმღერა სახელწოდებით Feel Like I Do გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიმღერისთვის მუსიკა ნორვეგიელმა დიჯეიმ Kygo-მ დაწერა, რომელიც თავის საქმეში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიაზრება.

ფილმი „დასაწყისი“

27 სექტემბერი 2020, 00:30

კულტურა

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს „დასაწყისი“ 4 ჯილდო გადაეცა

ფილმი „დასაწყისი“ რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები კი მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე გადანაწილდნენ.

27 სექტემბერი 2020, 00:29

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

ზვიად შალამბერიძე

27 სექტემბერი 2020, 00:15

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე: ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს

ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ და დარწმუნებული ვარ, რუსული ოკუპაცია საქართველოში სწორედ სამშვიდობო პოლიტიკით დასრულდება, - ასე ეხმაურება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს.

ქეთევან ბაკარაძე

27 სექტემბერი 2020, 00:14

პოლიტიკა

ქეთევან ბაკარაძე: ვინ მეტი დააშავა და ვინ ნაკლები ვიცით, მაგრამ მიტევებაც შეგვიძლია, რადგან ის მიწა, ის ქალაქი, ის ხალხი ჩვენია და ჩვენიანია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ირაკლი ჩიქოვანი

26 სექტემბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: წარუშლელი ტკივილი ახლავს თან 27 სექტემბრის ტრაგიკულ დღეს

სოხუმის დაცემის დღე, ენგურის ხიდზე სიმბოლური შეკრებით „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა გაიხსენეს. ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია.