IMEDI /  07 აგვისტო 2020, 19:48 / სანდო წყარო

ირაკლი სესიაშვილი: სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე იყო შეცდომები, რისი წინაპირობაც უგუნური პოლიტიკა იყო

ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა, თუმცა ბრძოლა გრძელდება. ჩვენ არასდროს შევეგუებით ამ ოკუპაციას, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

მისი თქმით, საჭიროა კონსოლიდაცია ყველაფერში, განსაკუთრებით კი ამ საკითხზე.

„მაგრამ კონსოლიდაციას სჭირდება, რომ სიმართლეს ყველამ გავუსწოროთ თვალი. სალომე სამადაშვილმა განაცხადა, შანსი არ იყო, ეს ომი თავიდან აგვეცილებინაო. როცა დიპლომატი ამბობს, რომ შანსი არ იყო, ე. ი. ის დიპლომატი არ არის, რადგან დიმპლომატიაში ყოველთვის რჩება ადგილი, სადაც შეიძლება ომის თავიდან აცილება და ისტორიაში ამის არაერთი მაგალითია. ომი ერთ დღეში არ იწყება, ომი პოლიტიკის გაგრძელებაა ცეცხლისმიერი ფორმით. რუსი რომ ოკუპანტია, ამას მე კი არ ვაფასებ და ვამბობ მხოლოდ, საერთაშორისო სამართალი ამბობს ამას. მეორე, თუ მაშინდელმა ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, ამაზე უნდა ვისაუბროთ და ეს უნდა იყოს გაკვეთილი. როგორც გიგა ბოკერიამ თქვა და სალომე სამადაშვილმა გაიმეორა, თურმე ერთადერთი შეცდომა ყოფილა ის, რომ რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალებს სტატუსი არ მოუხსნეს ანუ გვეუბნებიან, რომ სტატუსი რომ მოეხსნათ, ომი არ იქნებოდაო, რაც დიდი ტყუილია იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართალი რუსეთმა ფეხქვეშ გათელა, როცა ოკუპაცია მოახდინა. ომის წინაპირობები იყო ჩვენი მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად უგუნური, გაუმართლებელი პოლიტიკა. რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უნდოდა, რითაც სურდა შეეჩერებინა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაცია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება. ხელისუფლების მთავარი ვალდებულებაა მოახდინოს პრევენცია, რომ ომი თავიდან აირიდოს. ხელისუფლების მხრიდან კი არადიპლომატიური ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენი ერთადერთი ფარი იყო საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია. ჩვენი მთავარი ფარი იყო, რომ არა 10 აგვისტოს ჩამოსულიყვნენ პრეზიდენტები არამედ მაშინ, როცა ომის მკაფიო ნიშნები იყო. ომი ასე მარტივად არ იწყება, მას პრაქტიკული გადაადგილებები უძღვის წინ. როცა ომის წინაპირობები არსებობდა და დაზვერვას ეს ინფორმაციები ჰქონდა, მაშინ იყო მოსათხოვი უშიშროების საბჭოს სხდომა. გაეროს უშიშროების სხდომაზე ვსაუბრობ და არა იმაზე, რომ სააკაშვილმა მეორე დღეს ქვეყნის უშიშროების საბჭო მოიწვია და გველაპარაკებოდა, ვინ რა სოფელი აიღო და როგორ. მთავარი ამოცანა წინა ხელისუფლების იყო მაშინ, როცა ხედავდა, რომ კრემლი მომზადებული და ჩასაფრებული იყო აგრესიის განსახორციელებლად, მას პრევენციულად საერთაშორისო დიპლომატიის საშუალებით ყველაფერი გაეკეთებინა ომის თავიდან ასაცილებლად. მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები იყო გასატარებელი: დი[ლომატია, თავდაცვითი ზღუდეები, ევაკუაციის გეგმები, მშვიდობიანი პოლიტიკა. წინა დღეებშიც და მანამდეც ყველაფერი კეთდებოდა ესკალაციისკენ. თქმა იმისა, რომ „ჩვენ არ გვეგონა“- არის დიდი უტიფრობა. ჩვენი კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომები იყოს აღიარებული. დადასტურებული ფაქტია, რომ 1 500 000 000 ლარი, რაც თავდაცვის ბიუჯეტისთვის იყო გამოყოფილი ომამდე სამხედრო შესყიდვებისთვის, მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიზანმიმართულად მიითვისა, მათ შორის, პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს დადასტურებული ფაქტია. ეს ასახულია შესაბამის დასკვნებში. როცა ვსაუბრობთ ომის წარმოებაზე და ქვეყნის თავდაცვაზე, აქ სამხედროებზე ჯოხების გადამტვრევა აბსოლუტურად გაუმართლებელია. უნდა ვაღიაროთ, რომ სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე იყო შეცდომები და ამ შეცდომების გამო იყო კომპლექსური პრობლემები მმართველობის, არასწორი შესყიდვების, არასწორი ოპერატიულ-ტაქტიკური მოქმედებების, რისი წინაპირობაც იყო უგუნური პოლიტიკა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

21 იანვარი 2022, 15:31

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ბექა ლილუაშვილს: ნაცების მობრუნებას არ დავუშვებთ ქვეყანაშიო და გუშინ, წალენჯიხაში ნაცებთან გააფორმეთ მორიგი კოალიცია, რაც შემდეგ სააკაშვილმაც დაგიფასათ და კარგი შექებაც დაიმსახურეთ

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გახარიას პარტიის წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას არ დაუშვებენ.

21 იანვარი 2022, 15:20

საზოგადოება

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში სურსათის უვნებლობის სისტემის გაძლიერებას და წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე „ტვინინგის“ პროექტის - „სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფა საქართველოში“, ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს ღონისძიებაზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ნათია თურნავა

21 იანვარი 2022, 15:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ქართული ბრენდის“ დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ბრენდის დღე 2021“-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. „ქართული ბრენდის დღეს“ ღონისძიებაზე კომპანიები რამდენიმე ნომინაციაშია გამოვლენილი, მათ შორის „რეპუტაცია და ნდობა“, „წარმატებული ახალი ბრენდი“, „წარმატებული ინვესტიცია“, „ბრენდ-პერსონა“ და სხვა. ღონისძიება წელს მეცხრამეტედ გაიმართა.

თეა ახვლედიანი
ვიორელ მოშანუსი

21 იანვარი 2022, 15:12

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს პოლონეთის თავმჯდომარეობის ახალდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს პოლონეთის თავმჯდომარეობის ახალდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან ვიორელ მოშანუსთან შეხვედრა გამართა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 იანვარი 2022, 15:09

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: 2 წლის განმავლობაში აქცენტი ჰქონდათ ქუჩაზე - მათი ტაქტიკა ქაოსურია

აწყდებიან [„ნაცმოძრაობა“] ნებისმიერ პრობლემას, რომელიც ლოკალურად შეიძლება წამოიჭრას სადმე, ამაზე უნდათ სახალხო უკმაყოფილების აგორება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი შეფასებით, „ნაცმოძრაობის“ ტაქტიკა ქაოსურია.

რატი იონათამიშვილი

21 იანვარი 2022, 15:06

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საშინაო დავალებას ასრულებს, ის მოუწოდებს მათ აქციებისკენ

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საშინაო დავალებას ასრულებს. ის მოუწოდებს მათ აქციებისკენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ თემებს ეძებს, რომლის მიხედვითაც სურს აქციების გამართვა.

მიხეილ სარჯველაძე

21 იანვარი 2022, 14:49

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ადამიანს, რომელიც იცნობს ჩვენი ქვეყნის პარლამენტის რეგლამენტს, არ შეიძლება გაუჩნდეს აზრი, რომ მოცემულ შემთხვევაში საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის ფორმალური საფუძველი სახეზე არ არის

ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ვერცერთი მიმართულებით გადაწყვეტილების მიღებას, იმიტომ რომ ორივე გადაწყვეტილებას - როგორც სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას, ისე შეწყვეტისგან თავის შეკავებას, შეიძლება გააჩნდეს შესაბამისი რელევანტური არგუმენტები, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სანდრო რაქვიაშვილი

21 იანვარი 2022, 14:46

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: ნამდვილად ვერ ვხედავ საფუძველს, თუ რატომ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ბადრი ჯაფარიძეს

„ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, თუ რატომ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ბადრი ჯაფარიძეს. ეჭვი მეპარება, რომ ასეთ გადაწყვეტილებას ვინმე მხარს დაუჭერს. ელენე ხოშტარიას ღიად გაცხადებული პოზიცია აქვს, რომ პარლამენტში არ უნდა. თუ ამ პოზიციას არ შეცვლის და არ იტყვის, რომ მას პარლამენტში უნდა, მაშინ ეს სულ სხვა საქმეა.

21 იანვარი 2022, 14:37

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ნატომ რუმინეთიდან და ბულგარეთიდან თავისი ძალები უნდა გაიყვანოს

უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც რუსეთი დასავლეთისგან მოითხოვს, მოიცავს დებულებებს, რომელიც რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

21 იანვარი 2022, 14:33

თავდაცვა

ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდკლინიკაში პაციენტმა ექთანი დაჭრა

მათივე ცნობით შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა. ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, პაციენტმა ექთანს სახის არეში 2 ჭრილობა მიაყენა. ამ ეტაპზე ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 იანვარი 2022, 14:33

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს რამდენიმე ადამიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა

საგაზაფხულო სესიის გახსნასთან ერთად პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს რამდენიმე ადამიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ხოსე მანუელ ალბარესი

21 იანვარი 2022, 14:32

მსოფლიო

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპელებს უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების აქტიურობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია აქვთ

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ევროპელებს უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების აქტიურობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია აქვთ და ესპანეთი მხარს უჭერს დიალოგს.

შალვა ნათელაშვილი

21 იანვარი 2022, 14:30

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მისი თქმით, ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკითხვა სოციალურ ქსელებში იმის შესახებ, შევიდეს თუ არა პარლამენტში და ამიტომ გადაწყვეტილება არ მიუღია.

რატი იონათამიშვილი

21 იანვარი 2022, 14:17

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გახარიას პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ ალიანსი ლოგიკური მსჯელობის საგანი აღარ არის, ეს დადასტურებული ფაქტია

„გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირი სულ უფრო მახსენებს „12 სკამის“ ერთ პერსონაჟს, რომელიც მუდმივად იპარავს და შემდეგ მუდმივად რცხვენია ამის გამო. სინამდვილეში, მათი ალიანსი აღარ არის ლოგიკური მსჯელობის საგანი. ესაა დადასტურებული ფაქტი, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ზურაბ ქადაგიძე

21 იანვარი 2022, 14:16

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ნათია მეზვრიშვილზე: გუშინ წალენჯიხაში, ნაცებთან უკვე მერამდენედ გააფორმეს კოალიცია და დღეს უსინდისოდ, წარბიც რომ არ ეხრება, დგას და ამბობს ნაცებთან კოალიციას არ ვაპირებთო

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელმაც „ქრონიკას“ განუცხადა, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას გამორიცხავს.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 იანვარი 2022, 14:12

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობამ“ და პარტიამ „საქართველოსთვის“ საკრებულოების დონეზე, სადაც საშუალება მიეცათ, კოალიცია ფაქტობრივად გააფორმეს

ეს კოალიცია მათ [„ნაცმოძრაობა“ და „საქართველოსთვის“] საკრებულოების დონეზე სადაც ამის საშუალება მიეცათ ფაქტობრივად გააფორმეს, - ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერ კორნელი სალიას არჩევას.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 იანვარი 2022, 14:08

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თამუნა იარაჯულის ქმარი, ავთანდილ ნიშნიანიძე ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს და მისი ანაზღაურება 4 000 ლარს აღემატება

მუდმივად ფეიკების გამავრცელებელ არხს პირდაპირ მიღებული აქვს დავალება სააკაშვილისგან, რომ ნებისმიერი ტყუილის, მათ შორის ამორალური სიცრუის ფასად ხელოვნურად დაამძიმონ სიტუაცია და შექმნან აპოკალიპტური სურათი - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

21 იანვარი 2022, 14:06

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ვიმედოვნებ, რომ რეგიონში უარყოფითი მოვლენები არ განვითარდება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მშვიდობის დამყარებისკენ მიისწრაფვის და იმედოვნებს, რომ რეგიონში უარყოფითი მოვლენები არ განვითარდება.

ზურაბ აზარაშვილი
ფატმა ჯერენ იაზგანი

21 იანვარი 2022, 13:25

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების მედიკამენტების შემოტანას, რაც წამლის ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ენტონი ფაუჩი

21 იანვარი 2022, 13:23

COVID19

ენტონი ფაუჩი: არავაქცინირებული მოსახლეობა 2022 წელს პანდემიის დასრულებას საფრთხეს უქმნის

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ არავაქცინირებულმა ადამიანებმა კორონავირუსის ენდემურ დაავადებად გადაქცევა შეიძლება შეაყოვნონ.