imedi /  09 აგვისტო 2020, 21:40 / სანდო წყარო

ტომას ჰენდრიკ ილვესი: სააკაშვილს ვუთხარი, რომ არაფერი გაეკეთებინა. არაფერი მიპასუხა. გამოვიდა, რომ არ მომისმინა

ტომას ჰენდრიკ ილვესი

ტომას ჰენდრიკ ილვესი

ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აგვისტოს ომი ექსკლუზიურად „იმედის კვირაში“ გაიხსენა. პრეზიდენტი, რომელმაც ევროპელ ლიდერებს, ნატოს წევრი ქვეყნების პრეზიდენტებს და მთავრობის მეთაურებს საქართველოს მხარდაჭერისკენ და თბილისში შეკრებისკენ მოუწოდა.

ინტერვიუს დროს ტომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს სთხოვა პროვოკაციას არ წამოგებოდა.

„რუსეთის საქართველოში შემოჭრამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილმა დამირეკა. მე აქ, სახლში ვიყავი. მან მითხრა, რომ რუსეთი საქართველოს ბომბავდა და მას რაღაც უნდა ემოქმედა. მე მას ვუთხარი, რომ არაფერი გაეკეთებინა. ეს იყო ჩემი შინაგანი წინათგრძნობა - არ გააკეთო არაფერი. არაფერი მიპასუხა. გამოვიდა, რომ არ მომისმინა. როდესაც სერიოზული კრიზისი გაქვს ბევრ ადამიანს ეკითხები აზრს. 12 წლის შემდეგ და ამ გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო შეცდომა. მაგრამ როდესაც მოვლენების შუაგულში ხარ, კიდევ ბევრი რამ არ იცი. ბევრი გაძლევს რჩევას, ბევრის გჯერა. ვერ აფასებ სათანადოდ მოვლენებს და უშვებ შეცდომებს“, - იხსენებს ყოფილი პრეზიდენტი.

ის ასევე იხსენებს თუ როგორ აღმოჩნდა ომის დროს თბილისში.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2021, 11:04

პოლიტიკა

კომუნიკაციების კომისია: პოლიტიკური მიკერძოება და ყალბი ინფორმაციის გავრცელება ისევ მაუწყებლების მთავარი გამოწვევაა

რაოდენობრივი მედიამონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა. 6 საერთო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი მონიტორინგისას, კომისიის დაკვირვების საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, ასევე სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია.

30 ნოემბერი 2021, 11:03

მსოფლიო

ქვეყნის ისტორიაში პირველად, თურქეთში ელექტროენერგიის მიღების მეორე უდიდესი წყარო ქარის სადგურები გახდა

თურქეთში, ელექტროენერგიის გამომუშავების მეორე უდიდესი წყარო ქარის ენერგია გახდა. როგორც Anadolu წერს, 28 ნოემბრის მონაცემებით, ქარის სადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილმა 22.6% შეადგინა.

30 ნოემბერი 2021, 11:01

მსოფლიო

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 134 ადამიანი დააკავეს

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 134 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში 1674 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1674 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 361 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1674 პირი, მათ შორის, თბილისში - 651, აჭარაში - 121, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 201, აჭარაში - 38, იმერეთში - 35.

30 ნოემბერი 2021, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 821 თბილისში, 865 იმერეთში, 482 კი შიდა ქართლში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და შიდა ქართლში გამოვლინდა.

30 ნოემბერი 2021, 10:50

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 13 603 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 13 603-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 170 057 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 845 643 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 788 201, გარდაიცვალა 12 054 პაციენტი.

30 ნოემბერი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,38%-ს შეადგენს

29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,38%, ბოლო 14 დღეში - 8,96%, ხოლო 7 დღეში - 8,95%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 845 643 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 788 201, გარდაიცვალა 12 054 პაციენტი.

სანდრა მეისონი

30 ნოემბერი 2021, 10:45

მსოფლიო

ბარბადოსი დედოფალ ელისაბედის მმართველობიდან გამოვიდა და ოფიციალურად გახდა რესპუბლიკა

მსოფლიოს კიდევ ერთი რესპუბლიკა შეემატა - ბარბადოსის დედაქალაქში, ბრიჯთაუნში გაიმართა ცერემონია, რის შემდეგაც, სახელმწიფოს მეთაური დიდი ბრიტანეთის დედოფალი აღარაა და ის უკვე რესპუბლიკა გახდა

30 ნოემბერი 2021, 10:33

საზოგადოება

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მხრიდან დანაშაულის განმეორების ალბათობა ინოვაციური მიდგომით განისაზღვრება

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მხრიდან დანაშაულის განმეორების ალბათობა ინოვაციური მიდგომით განისაზღვრება. რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროგრამა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა სააგენტოს თანამშრომლებს გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 10:32

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 80 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 80 ოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

30 ნოემბერი 2021, 10:31

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 050 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4214 პაციენტი.

თენგიზ ცერცვაძე

30 ნოემბერი 2021, 10:19

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 100 დღეში მზად ექნებათ ახალი ვაქცინა, რომელიც ახალი შტამის მიმართ ეფექტიანი იქნება

„დღეს არსებული ვაქცინების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ მათ შეიძლება ვერ დაიცვან ადამიანი ან ნაკლებად დაიცვას ახალი შტამისგან, რამეთუ ისინი მოქმედებენ ვირუსის იმ სეგმენტზე, რომელმაც მუტაცია განიცადა. კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი უკვე მუშაობენ ვაქცინის მოდერნიზაციაზე, „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამ ისიც განაცხადა, რომ 100 დღეში მზად ექნებათ ახალი ვაქცინა, რომელიც იმუშავებს ახალ შტამის მიმართ, მაგრამ 100 დღე ხომ დიდი დროა, ვერ დაველოდებით სანამ ვაქცინის ახალ მოდიფიკაციას არ შექმნის კომპანია. მედიკამენტი იმიტომ გახდა აქტუალური, რომ ის უკვე მზად არის და ელოდება ნებართვას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

30 ნოემბერი 2021, 10:16

რეგიონი

საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის 32%-ზე ინვენტარიზაცია უკვე ჩატარებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის მოვლა-აღდგენა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვაა. სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ტყის ინვენტარიზაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 10:15

რეგიონი

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის და ფოთის ხიდის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს. მოცემულ ეტაპზე, იწყება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა.

ნუნუ მიცკევიჩი

30 ნოემბერი 2021, 09:50

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა 2021 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

გრანპრის მფლობელები კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები: დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე და ლიზა სორდია გახდნენ პროექტით „სმარტ კოსტუმი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets“. ახალგაზრდები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

30 ნოემბერი 2021, 09:36

საზოგადოება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის, ჩიტაიას, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვახტანგ მახარობლიშვილი

30 ნოემბერი 2021, 09:20

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება სამივე პრეზიდენტი, ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგასთან ერთად შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

ჯეკ დორსი

30 ნოემბერი 2021, 08:44

ტექნოლოგიები

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ამ პოსტზე მას Twitter-ის ტექნიკური დირექტორი, პარაგ აგრავალი შეცვლის. დორსის განმარტებით, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დირექტორთა საბჭოს წევრად მუშაობას გააგრძელებს, შემდეგ კი კომპანიას საბოლოოდ დატოვებს.

30 ნოემბერი 2021, 08:26

პოლიტიკა

დღეს რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იხსნება

ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება.

ლიონელ მესი

30 ნოემბერი 2021, 08:17

სპორტი

ლიონელ მესიმ მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა

არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენისა“ თავდამსხმელმა მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს არის პრიზი, რომელიც ჟურნალ France Football-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.