imedi /  10 აგვისტო 2020, 11:50 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წლის ოქტომბერი შეიძლება კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იყოს ჩვენს ისტორიაში

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

2020 წლის ოქტომბერი შეიძლება კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იყოს ჩვენს ისტორიაში, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”, მიერ მოსახლეობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.

მისივე თქმით, ხელისუფლების ძალას უნდა აბალანსებდეს ღირსება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ხელისუფალი მმართველობიდან უნდა წავიდეს.

„2020 წლის ოქტომბერი შეიძლება კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იყოს ჩვენს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ხალხისთვის უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა. თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია. ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ თუ ძალაას არ აბალანსებს ღირსება, ასეთი ხელისუფალი მმართველობიდან უნდა წავიდეს. აი, სწორედ ასეთი ხელისუფლება გვყავდა ჩვენ, სულ ღაღაც 8 წლის წინ, მაგრამ ჩვენ თქვენთან ერთად შეუძლებელი შევძელით. თქვენ ასეთი ხალხი ხართ, ჩემო ძლიერო კახელებო, - მიმართა ღარიბაშვილმა შეკრებილებს.

თავდაცვის მინისტრმა ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დაღუპული გმირი მებრძოლები გაიხსენა.

„კახეთი სწორედ ასეთი გმირი ვაჟკაცების კუთხეა. ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თავდადებით, შეუპოვრობით, ბრძოლისუნარიანობით, განსაკუთრებული პატრიოტიზმით. მე მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენგანს გვერდით დგომისთვის. ჩვენ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით გავაგრძელებთ მშვიდობიანი, სტაბილური, განვითარების ეტაპს და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს კიდევ უფრო გავაძლიერებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ერეკლე მეფის სასახლის შიდა ეზოში, პოლიტიკური გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრნენ.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

25 სექტემბერი 2020, 18:00

COVID19

თამარ გაბუნია: იმედი გვაქვს, რომ ორი კვირის თავზე ბათუმში შემთხვევების რიცხვის შემცირება დაიწყება

იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ორი კვირა იქნება გარდატეხის პერიოდი და შემდეგ ბათუმში შემთხვევების რიცხვის შემცირება დაიწყება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 17:45

სამართალი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობებში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელსაც 1-ელ თებერვალს მომხდარ, განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდსა და პოლიციელზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 17:38

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველო არ არის ერთადერთი გამონაკლისი და მისიები სხვა ქვეყნებშიც იგზავნება

ახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები, რომ პანდემიის ფონზე სადამკვირვებლო მისიებს მხოლოდ საქართველოში გზავნიან, ტყუილი და სპეკულაციაა.

25 სექტემბერი 2020, 17:37

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება

რთველის საკოორდინაციო შტაბი მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულებთან კოორდინირებული მუშაობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რათა რეგიონში რთველის პიკური პერიოდის დროს ქარხნებთან რიგებში დგომა დიდხანს არ მოუწიოთ. ამ თემაზე პრესკონფერენცია რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან მევენახეებს რიგში დგომა უწევთ.

25 სექტემბერი 2020, 17:33

მსოფლიო

ლონდონში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, პოლიციელი სასიკვდილოდ დაჭრეს

დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ ლონდონში, პოლიციის ოფიცერი დაჭრეს. სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა კროიდონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დაკავებულმა, 23 წლის პირმა გახსნა. ის თავადაც დაჭრილია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

25 სექტემბერი 2020, 17:29

საზოგადოება

Times Higher Education ქუთაისის უნივერსიტეტზე: „მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით“

„მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით“ - ამ სათაურით გამოცემა Times Higher Education-ი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ხვიჩა მღებრიშვილი

25 სექტემბერი 2020, 17:22

სამართალი

ხვიჩა მღებრიშვილი​: ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა, რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან, - ამის შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ ის ერგენთის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, ქართულ მხარეს გადმოსცეს. ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალი აბსურდულ ბრალდებას უყენებდა და ლუგარის ლაბორატორიაში ჩაბარების მიზნით ღამურების დაჭერას ედავებოდა. ის მოგვიანებით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გაასამართლეს. ამ დროისათვის გათავისუფლებული პირი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში გადაიყვანეს. ის ოჯახში სწორედ, სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდება. მღებრიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 17:19

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში არჩევნებს ეუთო/ოდირის წარმომადგენლები დააკვირდებიან

დღეს ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით. როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი დამკვირვებლების ნაწილი ჩამოსულია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 17:16

რეგიონი

აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდებმა ონლაინ ფორმატში მიიღეს მონაწილეობა.

25 სექტემბერი 2020, 17:15

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7,212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,128,836-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 108 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20,056-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 934,146 პაციენტი.

მურთაზ ზოდელავა

25 სექტემბერი 2020, 17:04

რეგიონი

ხობის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიის მხარდამჭერებთან და აქტივისტებთან ერთად ხობის აგრარულ ბაზარს სტუმრობდა. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ისინი ხალხთან საარჩევნო პროგრამაზე სასაუბროდ იყვნენ მისულები.

25 სექტემბერი 2020, 17:00

საზოგადოება

ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება

თბილისის მერიის ინფორმაციით,ზაჰესში გზის მოწესრიგების სამუშაოები, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე სრულდება. აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო წყალარინების ქსელი. ამ ეტაპზე კი, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 16:52

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სტატიაში მოყვანილი ფაქტები აცდენილია რეალობას

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ უზუსტობებზე დაფუძნებული სტატია გამოაქვეყნა ყოფილმა დიპლომატმა. კონკრეტული ფაქტები აქვს მოყვანილი, რომელიც არ არის ზუსტი და აცდენილია რეალობას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა „ცუდი ნიშანია აღორძინებადი დემოკრატიისთვის“.

25 სექტემბერი 2020, 16:46

სპორტი

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი მატჩები „ბაბლის“ სისტემით გაიმართება

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე დარჩენილი მატჩები „ბაბლის“ სისტემით გაიმართება, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველი ჯგუფის ოთხ-ოთხ მატჩს ერთი ქალაქი უმასპინძლებს. დიდი ალბათობით თებერვლის ფანჯრის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს. შესარჩევი ეტაპის ფანჯრების „ბაბლის“ სისტემით ჩატარების ინიციატივით ფიბას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და ფიბას ბორდის წევრმა გიორგი ქართველიშვილმა მიმართა.

25 სექტემბერი 2020, 16:26

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადება დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადება დაიწყო. ნაკრების წევრების დაინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, მორაგბეები მზადების პირველ ეტაპზე 11 ოქტომბრამდე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე იზოლაციაში იქნებიან და მათი ყველა ვარჯიში დახურული იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 სექტემბერი 2020, 16:26

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო გახდა ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა, რომელიც მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას შეუერთდა

„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას“, - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფოტო: ფოტო: ცესკო

25 სექტემბერი 2020, 16:20

პოლიტიკა

ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის​ სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

ლევან გორგაძე

25 სექტემბერი 2020, 16:20

სპორტი

ტოჩინოშინი აკი ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს

ტოჩინოშინი აკი ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს. ეს საკითხი დღეს, ლევან გორგაძის კაგაიაკისთან დამარცხების შემდეგ საბოლოოდ გაირკვა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქე დოჰიოდან გადააგდო, თუმცა მსაჯების თათბირის შემდეგ გამარჯვება კაგაიაკის ჩაეთვალა, რადგან ტოჩინოშინმა რკალსმიღმა ფეხი იმაზე ადრე დადგა ვიდრე კაგაიაკი მიწას ხელით შეეხო.

25 სექტემბერი 2020, 16:20

სამართალი

თბილისში, სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ, სანაპიროზე ავარია მოხდა. სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა. შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი 2020, 16:15

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ფასდაუდებელია

ჩვენი ქვეყანა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მუდმივად მუშაობს, რათა კიბერუსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებით ფასდაუდებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.