10 აგვისტო 2020, 16:20 / სანდო წყარო

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამას არ გავაკეთებ

კახა კალაძე

კახა კალაძე

„ბოლო დღეების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილისგან ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ და ეს სიახლე არაა. თუ გადავხედავთ განვლილ წლებს, თუ რა განცხადებებს აკეთებს ეს ადამიანი, კონკრეტული განცხადებაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა, საქმე ეხება ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს“ - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვლადიმერ პუტინის დავალებებს ასრულებს.

„ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ის, რაც მოხდა 2008 წელს, იყო ძალიან დიდი უბედურება და მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ რეალურად აერიდებინა ეს დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. დავკარგეთ ტერიტორიების დიდი ნაწილი, გვყავს ბევრი გარდაცვლილი ადამიანი, ჩვენი გმირი ჯარისკაცები... შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ. მე ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამას არ გავაკეთებ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 7 აგვისტოს ჰააგის სასამართლოს შენობასთან განაცხადა: „ჰააგაში ვსწავლობდი, მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართალს, ჩემი კავშირების გამოყენებით, მათ შორის ძალიან ცნობილი იურისტების საქმეში ჩაბმით, დავიცავთ სიმართლეს და ბოლომდე გავიტანთ. სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, ვიბრძოლებ საქართველოსთვის, ვიბრძოლებ ჩვენი ღირსების დასაცავად, ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშებისა და საქართველოს მტრების წინააღმდეგ, სიმართლის მტრების წინააღმდეგ“.

მიხეილ სააკეშვილის განცხადებით, აგვისტოს ომისა და რუსული პროპაგანდის შესახებ ჰააგაში სარეკომენდაციო დასკვნა შეიტანა.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2021, 10:14

რეგიონი

პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ბორჯომში, კოსტავას სახელობის მოედნისა და პატარა პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

მოედანზე მიმდინარეობს ქვაფენილის დაგების სამუშაოები, მოეწყობა ფეხით სავალი ნაწილები და დასასვენებელი სივრცე. კოსტავას სახელობის პატარა პარკში მიმდინარეობს ფეხით სავალი ნაწილების რეაბილიტაცია. მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, ღია კინოთეატრი, ჭადრაკის დაფა, დასასვენებელი ფანჩატური, პერგოლა, კაფე, არსებულ შადრევანს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დამონტაჟდება დეკორატიული ურნები, სკამები, გარე-განათების ლამპიონები და წყლის ბიუვეტი. სრულად გამწვანდება პარკის ტერიტორია.

27 ნოემბერი 2021, 10:12

COVID19

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის აუცილებლობისა და მთავრობის მიერ ინიცირებული 200-ლარიანი დანამატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სოფელ კაპანახჩში ვაქცინაციის აუცილებლობისა და მთავრობის მიერ ინიცირებული 200-ლარიანი დანამატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

27 ნოემბერი 2021, 10:05

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ხელმომწერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე.

27 ნოემბერი 2021, 10:00

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის პარლამენტში საქართველო-ურუგვაის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ურუგვაის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის პარლამენტში საქართველო - ურუგვაის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სენატორ სილვია ნანეს შეხვდა.

27 ნოემბერი 2021, 09:40

პოლიტიკა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დადასტურდა ორივე მხარის, საქართველოს და ევროკავშირის ინტერესი და მტკიცე სურვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

27 ნოემბერი 2021, 09:20

კულტურა

სამხრეთკორეულმა მინისერიალმა „ჯოჯოხეთმა“ „კალმარის თამაშს“ გაუსწრო და Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული პროექტი გახდა

სამხრეთკორეულმა მინისერიალმა „ჯოჯოხეთმა“ (Hellbound) „კალმარის თამაშს“ გაუსწრო და Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული პროექტი გახდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

27 ნოემბერი 2021, 09:00

COVID19

ჩილემ 3 წლიდან ასაკის ბავშვებში „სინოვაკის“ გამოყენების ნებართვა გასცა

ჩილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა „სინოვაკის“ ვაქცინის 3 წლიდან ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 08:56

COVID19

ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კორონავირუსის გავრცელების გამო ნიუ-იორკის შტატში 2022 წლის 15 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება შტატის გუბერნატორმა, კეიტი ჰოქულმა მიიღო.

27 ნოემბერი 2021, 08:40

მსოფლიო

კოსოვოში ახალგაზრდა კაცმა სკოლის ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა და სამი ადამიანი მოკლა

გამოცემა Kurir-ის ცნობით, ახალგაზრდა კაცი სკოლის ავტობუსში გოგონებს ავიწროებდა, რის გამოც მძღოლმა ის ავტობუსიდან ჩამოსვლა. ახალგაზრდამ აიღო ავტომატი, დაელოდა, როდის ჩამოივლიდა ავტობუსი საპირისპირო მიმართულებით, და ცეცხლი გახსნა.

ენტონი ბლინკენი

27 ნოემბერი 2021, 08:20

პოლიტიკა

ნატოსა და ეუთოს მინისტერიალებზე ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბარს გეგმავს

მომდევნო კვირაში დაგეგმილ ნატოსა და ეუთოს მინისტერიალებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბარს გეგმავს. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა განაცხადა.

27 ნოემბერი 2021, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ხანმოკლე წვიმაა ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

27 ნოემბერი 2021, 00:50

ტაბლოიდი

ლუქსორში რეკონსტრუქციის შემდეგ სფინქსების ხეივანი გაიხსნა. ფოტოგალერეა

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში არქეოლოგიური გათხრებისა და რეკონსტრუქციის შემდეგ სფინქსების ხეივანი გაიხსნა. NBC News-ის ცნობით, 3000-წლიანი ისტორიის მქონე ხეივანს ადრე „ღმერთის გზა“ ეწოდებოდა და მასზე ფარაონების პროცესიები იმართებოდა.

ჯარედ ლეტო

27 ნოემბერი 2021, 00:40

ტაბლოიდი

ჯარედ ლეტო ამბობს, რომ Thirty Seconds To Mars-მა ლოკდაუნის დროს 200 ახალი სიმღერა დაწერა

ჯარედ ლეტომ განაცხადა, რომ Thirty Seconds To Mars-მა ​​მომავალი ალბომისთვის დაახლოებით 200 ახალი სიმღერა დაწერა. მუსიკოსი NME-ს ასევე ესაუბრა რიდლი სკოტის ახალ ფილმზე „გუჩის სახლი“, რომელშიც ის პაოლო გუჩის როლს ასრულებს ლედი გაგასთან, ადამ დრაივერთან და ხსვებთან ერთად.

ჯო ბაიდენი

27 ნოემბერი 2021, 00:35

COVID19

ჯო ბაიდენი: კორონავირუსის ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ გლობალურ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ გლობალურ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ.

სტივ ვერზი

27 ნოემბერი 2021, 00:30

ტექნოლოგიები

ბრიტანელ კაცს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი ჩაუსვეს 👁️

ლონდონის მკვიდრი სტივ ვერზი გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელსაც 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი წარმატებით ჩაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 00:12

ტაბლოიდი

გერმანიაში კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა 🚗

გერმანიაში კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

26 ნოემბერი 2021, 23:56

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

26 ნოემბერი 2021, 23:40

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დმიტრი გორდონი

26 ნოემბერი 2021, 23:19

მსოფლიო

ზელენსკი: ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს, რომ კენჭი არ უნდა ვიყარო

ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს, რომ კენჭი არ უნდა ვიყარო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

26 ნოემბერი 2021, 22:46

ეკონომიკა

კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ ნავთობი 10%-ით გაიაფდა

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესების შესახებ ცნობების ფონზე ნავთობის ფასი ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.