IMEDI /  12 აგვისტო 2020, 10:58 / სანდო წყარო

დავით ბაქრაძე: ვფიქრობ, ერთ დღესაც რუსეთი გააცნობიერებს რომ, დაშინების ნაცვლად გააძლიერა საქართვლოს სურვილი შეუერთდეს NATO-ს ​

დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე

რუსეთის თავდასხმიდან 12 წლის შემდეგ საქართველო აგრესიის დასასრულს კვლავ ვერ ხედავს, თუმცა ის დაშინებული ნამდვილად არაა. რუსეთის აგრესიამ მხოლოდ გააორმაგა ქვეყნის სურვილი გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ამერიკული გამოცემისთვის Foreign Policy მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის ხუთდღიანი სამხედრო თავდასხმიდან, რომლის შედეგადაც საქართველომ ორი რეგიონი დაკარგა და კავკასიელი ერი შუაზე გაიხლიჩა. საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნავს, რომ რუსეთის ქცევა მხოლოდ უარესდება და კორონავირუსის პანდემიის საბაბით კიდევ უფრო ზღუდავს სასაზღვრო ხაზზე გადაადგილებას და ვირუსთან ბრძოლის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

„რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 12 წლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ევროპის შვიდმა ქვეყანამ რუსეთს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, (სადაც ქართველი წარმომადგენლობა ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებზე მიუთითებს) ჯარების გაყვანისკენ ერთობლივად მოუწოდეს. რუსეთის მხარდაჭერით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა პაციენტების სამედიცინო ევაკუაციაზე სეპარატისტული რეგიონებიდან, ხოლო ამ პერიოდში მოსკოვიდან რეგიონში 10,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ჩავიდა“, - აცხადებს ბაქრაძე.

„ვფიქრობ რომ ერთ დღესაც რუსეთი გააცნობიერებს რომ, იმის მაგივრად, რომ დაეშინებინა საქართველო, მან გააძლიერა საქართველოს სურვილი შეუერთდეს NATO-ს და მნიშვნელოვნად დააჩქარა ქართველების სვლა NATO-სა და ევროკავშირისკენ”, - განაცხადა ბაქრაძემ.

Foreign Policy: ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა განაახლეს საქართველოსათვის დახმარების მცდელობა რუსული ძალების ქვეყნიდან გასაძევებლად. ხედავენ თუ არა საქართველოს წარმომადგენლები ჟენევაში UN-ის ფორმატით, რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების შედეგსა და რუსული აგრესიის დასასრულს?

დავით ბაქრაძე: სამწუხაროდ ამ მხრივ წინსვლა არაა. ჩვენ ვხედავთ რომ ორმოცდაათზე მეტი შეხვედრისა და მოლაპარაკების შემდეგაც, რუსეთს არ სურს რომ შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. დღეს, საქართველოზე თავდასხმიდან და საქართველოს 20%-ის ოკუპაციიდან 12 წლის შემდეგაც კი, ის კვლავ განაგრძნობს მცოცავ ოკუპაციას, რომელიც მოიცავს ადგილობრივი, ე.წ. ინსტიტუციების რუსეთის ფედერალურ სტრუქტურებში გაერთიანებას, რუსეთი ცდილობს გაანადგუროს დარჩენილი ქართული მემკვიდრეობა ოკუპირებულ რეგიონებში.

დღეს, რაც უკვე სახეზეა სხვა ქვეყნებშიც, ეს არის ჰიბრიდული ომი რომელიც რუსეთის ხელში იარაღი გახდა. ეს იარაღი საქართველოსთვის ახალი არ არის. წლების განმავლობაში ის ჩვენ სხვადასხვა ფორმით ვიხილეთ. 2006 წელს ეს იყო ენერგეტიკული და ეკონომიკური ინსტრუმენტების ბოროტად გამოყენება, 2008 წელს ეს იყო კიბერშეტევა. ასევე, 2019 წელს, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა კიბერ შეტევები. ახლაც კი, როცა ყველა, მთელი მსოფლიო გაერთიანებულია COVID 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, რუსეთი კვლავ უტევს საქართველოს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის იარაღით. მან, ასეთ რთულ დროსაც კი, ხელიდან არ გაუშვა მომენტი რომ მათი მხრიდან პროვოკაციები გაეძლიერებინა.

Foreign Policy: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შექმნეს უფრო მეტი ბარიერები სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის შეფერხების მიზნით, რაც კითხვებს ბადებს ადამიანების უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. თქვენი აზრით ვითარება უარესდება?

დავით ბაქრაძე: ოკუპაციის შედეგად, ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი) ოკუპირებული რეგიონებიდან, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, ათობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია საქართველოში. ამ ტერიტორიებზე ყოველდღიურად ირღვევა ადამიანების უფლებები. მინდა ხაზი გავუსვა რომ ამ ორ ოკუპირებულ რეგიონში საიდანაც ადგილობრივები გაასახლეს, ძალიან მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ამ რეგიონებში მოსახლეობა ოთხჯერ ან ხუთჯერ შემცირდა, 135,000-დან დაახლოებით 30,000-მდე სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ხოლო აფხაზეთში 350-400,000-იდან 100,000-ამდე.

ეს ძირითადად ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა და დღესაც კი ვხედავთ, რომ საოკუპაციო ხაზს რუსეთი იყენებს როგორც ახალი ბრძოლის იარაღს, იმისთვის რომ კვლავაც გაიტაცოს საქართველოს მოქალაქეები. საყურადღებოა რომ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს.

აქ საქმე გვაქვს ეგრეთ წოდებული სასაზღვრო წერტილების ჩაკეტვასა და თავისუფალი გადაადგილების მუდმივ შეზღუდვასთან, რომელსაც რუსეთი იყენებს როგორც კიდევ ერთ ჰიბრიდულ [საომარ] ინსტრუმენტს; ეს ყველაფერი ძალზე აუარესებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და ოკუპირებულ რეგიონებში.

ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმმა განზრახ უარი განაცხადა მოქალაქეების სამედიცინო ევაკუაციაზე ოკუპირებული რაიონებიდან რამაც მრავალი ფატალური შემთხვევა გამოიწვია. 2019 წლის სექტემბერში საოკუპაციო ხაზის დახურვის შემდეგ, ორმოცდაათი ადამიანი დაიღუპა ამ ძალზედ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გამო, რადგან უარი ეთქვათ პაციენტებს სასწრაფო დახმარების მიღებაზე. აგრეთვე, საქართველოს მთავრობა ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო სარგებელი, მათ შორის უფასო სამედიცინო მომსახურება, რაც ყველა საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნის. თუმცა არც ეს არის შესაძლებელი.

Foreign Policy: არის თუ არა საკმარისი აშშ-ს და ევროპის ძალისხმევა იმისთვის რომ რუსეთმა ვერ გაამყაროს თავისი პოზიციები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში? მათმა არასაკმარისმა ქმედებებმა ხომ არ შეარყია ნატოში და ევროკავშირში შესვლის გეგმები?

დავით ბაქრაძე: ახლა ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერ პოზიციას, რაც გამოიხატება მრავალ დოკუმენტში და მოქმედებაში. მხოლოდ 2017 წელს, კონგრესმა პირველად აღიარა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დააწესა შეზღუდვა ნებისმიერი ქვეყნის დაფინანსებაზე რომელიც ცნობს მათ დამოუკიდებლობას.

ჩვენ გასულ წელს, დავინახეთ მხარდაჭერის ძალიან ძლიერი გზავნილი კონგრესიდან, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად მიიღო საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც მოიცავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, მაგრამ ასევე აწესებს სანქციებს იმ პირებზე, რომლებმაც აშკარად დაარღვიეს ადამიანის უფლებები ოკუპირებულ რეგიონებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სენატი კვლავ წინ წამოწევს ამ აქტის მნიშვნელობას და მას წლის ბოლომდე მიიღებს.

ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან, ჩვენ ვგრძნობთ მტკიცე მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის საკითხებში, მათ საკმაოდ გაზარდეს დაგეგმილი სამხედრო წვრთნების რაოდენობა. ქართველთა დაახლოებით 76 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 70 პროცენტი NATO-ში გაწევრიანებას, ეს ძლიერი მაჩვენებელია იმისა რომ საქართველო სწორედ ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

ვფიქრობ, რომ ერთხელაც რუსეთი გააცნობიერებს, რომ საქართველოს დაშინების მაგივრად, მან პირიქით გააძლიერა საქართველოს სურვილი შეუერთდეს NATO და მნიშვნელოვნად დააჩქარა ქართველების სვლა NATO-სა და ევროკავშირისკენ.

Foreign Policy: რამდენად დიდია რუსეთის მხრიდან პირდაპირი მხარდაჭერა სეპარატისტული რეგიონებისადმი?

დავით ბაქრაძე: რუსეთმა მალევე წამოიწყო ოკუპირებული ტერიტორიის გაზრდა ე.წ. მცოცავი ანექსიის გზით, რასაც ადგილობრივი ინსტიტუციების რუსულ სახელმწიფო სტრუქტურებში ინკორპორირება დაერთო. ჩვენ ვხედავთ არაკანონიერ ქმედებებს საქართველოს ორივე [სეპარატისტულ] რეგიონში. მარტივად სათქმელია და შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ რომ რუსეთი ასეთ ქმედებებს ახორციელებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იგივე ხდება უკრაინის ოკუპირებულ ან ანექსირებულ ტერიტორიებზე. ეს სწორედ ის საკითხია, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ყურადღებით ეკიდება.

ჩვენ ვხედავთ რომ რუსეთი განაგრძობს ეფექტურ კონტროლს ყველა სოციალური ან სამხედრო თუ სხვა სტრუქტურის ბერკეტით. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს 10,000-ზე მეტ კაციანი რუსის ჯარი არის განთავსებული სამხედრო ბაზებში სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი თავისი გავლენისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად ეფექტურად იყენებს ფინანსურ ვალდებულებებს, გადასახადებს და ადგილობრივი ბიუჯეტის თითქმის ას პროცენტს.

ჩვენ ვხედავთ სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც განლაგებულია ამ ორ რეგიონში, რომელთა სპექტრიც სცილდება საქართველოს ფარგლებს და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის უფრო ფართო რეგიონს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოებას.

Foreign Policy: რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი, რომელიც ექვემდებარება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ასევე გახდა დეზინფორმაციის კამპანიის სამიზნე….

დავით ბაქრაძე: პანდემიის გავრცელებისთანავე, ჩვენ დავინახეთ დეზინფორმაციის ტალღა, რომელიც თავს დაესხა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას, კონკრეტულად ლუგარის ცენტრს, რომელმაც შეასრულა კრიტიკული როლი COVID- 19-ის გავრცელების შეჩერებაში, (რასაც დიდი წარმატებით გაართვა თავი).

მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ცენტრმა მიიღო ძლიერი მხარდაჭერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, რუსულმა დეზინფორმაციამ იგი წარმოაჩინა, როგორც ტოქსინებისა და ვირუსების გამოსაცდელი ბაზა. ეს იყო ძალზედ ორკესტრირებული შეტევა, რომელსაც ეხმიანებოდა ასობით სხვადასხვა განცხადება უმაღლესი თანამდებობის პირებისგან, მედიისგან ან ბლოგერებისაგან. რუსულ გადმოცემებში, ლუგარის ცენტრი პასუხისმგებელია წარმოუდგენელ შეთქმულებებზე, მათ შორისაა ებოლას ვირუსის წარმოება ან გავრცელება.

ყველა სიახლე

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 18:31

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყალბი გვერდები და ჯგუფები ინტერნეტ-პოლიციის როლს ასრულებენ

ჯერ კიდევ დაახლოებით 2010-2011 წლიდან ძალიან გააქტიურდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მყოფი ჯგუფების ასე ვთქვათ სოცმედიაში აქტივობები. გააქტიურდნენ როგორც რეალური პიროვნებები, ასევე ყალბი გვერდები, ჯგუფები, რომლებიც ინტერნეტ-პოლიციის როლს ასრულებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

რონი ბრუნსვეიკი

22 სექტემბერი 2021, 18:28

სპორტი

სურინამის 60 წლის ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარი საფეხბურთო კლუბის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი ჩაატარა⚽😎

„ინტერ მენგოტაპი“ ანგარიშით 0:6 დამარცხდა, თუმცა თამაშის შემდეგ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ვიცე-პრეზიდენტი თავის მოთამაშეებს ფულს ურიგებს.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 18:20

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ოპოზიციაში წავიდა, რატომღაც დმანისში დაპირისპირებები მუდმივად ხდება

ვფიქრობ, კარგად არის გამოსაძიებელი რატომ ხდება და ვის აწყობს დმანისში ამ დაძაბულობის კერების შექმნა. ამას ბოლომდე უნდა ჩავყვეთ და ჯამურად, მთლიანი სურათი უნდა დავინახოთ. გარდა იმისა, რომ დამნაშავე, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს წარმოადგენს, ცალსახად დასასჯელია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 18:12

სამართალი

შსს-მ კაფე-ბარ „სკარპაში“ და კლუბ „როიალში“ თაღლითური სქემები გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავეს.

22 სექტემბერი 2021, 18:12

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს და გამოთქვეს მზაობა ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობის მიზნით.

22 სექტემბერი 2021, 18:09

რეგიონი

რუსთავსა და ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

დევნილებს ენდოკრინულ დაავადებათა და მხედველობის სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში სათვალის რეცეპტის გაცემა), სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი, რადიოლოგიური კვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციასთან ერთად დანიშნულების შესაბამისად, საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 18:07

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: თუ ეს აუდიო ჩანაწერები რეალურია, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობს

ეს არ არის ფარული აუდიო ჩანაწერები, გამავარცელებლების თქმით, ეს არის ტექსტური მასალა აუდიო ჩანაწერების შესახებ. რაღაც ოქმებს წარმოადგენენ. აქედან რა არის მართალი და რა ტყუილი ღმერთმა უწყის და მბობენ, რომ ეს არის ფარულად მიყურადების მასალები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 18:03

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

„მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 17:57

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: გაეროში პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს ავღანეთის ჰუმანიტარული მისიისთვისა და ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს დადებითი როლისთვის

„გაეროში შეხვედრისას ხაზი გაესვა და პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ავღანეთის ჰუმანიტარულ მისიაზე, რისთვისაც მხარეებმა მას მადლობა გადაუხადეს. ასევე განიხილეს ყარაბაღში კონფლიქტისას საქართველოს დადებით როლი და ძალიან პოზიტიურად შეაფასეს“,- აღნიშნა დავითულიანმა.

მამუკა მდინარაძე

22 სექტემბერი 2021, 17:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოვიგებთ ისეთი ანგარიშით და შედეგებით, რომ კითხვის ნიშნებიც კი ვერავის გაუჩნდება

წინასაარჩევნო განწყობა არის საუკეთესო. მოვიგებთ ისეთი ანგარიშით და შედეგებით, რომ კითხვის ნიშნებიც კი ვერავის გაუჩნდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 17:53

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: მაღალმთიანი აჭარისთვის ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება განვითარების ახალი ეტაპი იქნება

მაღალმთიანი აჭარისა და სამცხე-ჯავახეთისთვის ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება განვითარების ახალი ეტაპი იქნება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 17:44

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: ხულო-ზარზმის პროექტის დასრულების შემდეგ მთიანი აჭარის კურორტებს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება

​​​​​​​ხულო-ზარზმის ისტორიულ პროექტზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ხელოვნური ნაგებობების მოწყობის მიმართულებით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ხულოსა და ზარზმის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოს დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 სექტემბერი 2021, 17:43

მსოფლიო

ზელენსკი: სისუსტეა - „მოკითხვა“ გადმომცე ტყიდან ჩემი მეგობრის ავტომობილზე სროლით და ამაზე პასუხი ძლიერი იქნება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მის თანაშემწე სერგეი შეფირზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

მამუკა მდინარაძე

22 სექტემბერი 2021, 17:32

ეკონომიკა

მამუკა მდინარაძე ნამახვან ჰესზე: როგორც მე ვიცი, ამ წუთის მონაცემებით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის

რუსული დაკვეთით თუ ა.შ. იყო ძალიან ბევრი არასასიამოვნო აქტივობა. ბევრი ადამიანი შეიძლება მართლა გულწრფელი იყო და მართლა სჯეროდა, რადგან პიარულად და პროპაგანდისტულად აჯერებდნენ რაღაცებს. ზოგიერთი შეიძლება ვიღაცის შეკვეთით მოქმედებდა, მე ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, მაგრამ მედიაციის ის პლატფორმა, რომელიც ჩვენთან ერთად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მაინც სასურველ შედეგებს დადებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ენკას“ მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ კომენტირებისას​ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2021, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვებაზე: ცხოვრებაში პირველად, სწორად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გაიქცა

ნიკა მელია გაექცა დებატებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - მას სათქმელი არაფერი აქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას არ აქვს არც ინტელექტი, ის არის „ხულიგანი“ და ასეთი ადამიანების ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში, დებატებში არ არის.

მამუკა მდინარაძე

22 სექტემბერი 2021, 17:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დმანისის მოვლენებზე: თუ დადასტურდება, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონეს მიმართ მძიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, „ნაცმოძრაობას“ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება

თუ დადასტურდება, რომ მძიმე პროვოკაციას ადგილი ჰქონდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის მიმართ, ეს „ნაცმოძრაობას“ ძალიან ძვირად დაუჯდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დმანისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტულ დეტალებზე ჯერ აღნიშნულთან დაკავშირებით დანამდვილებით საუბარი არ შეუძლია.

ირაკლი ზარქუა

22 სექტემბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: პრემიერ-მინისტრს შეხვედრები ჰქონდა მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტისა და ავსტრიის კანცლერის მიწვევით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრებზე განიხილებოდა საკითხი, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2021, 17:27

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: „ენკას“ გადაწყვეტილება სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი

მთავრობას აქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხითაც. მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა არის ამ სფეროში დაგეგმილი. ამ კუთხით, ამ ჭრილში ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2021, 17:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დმანისში დაჭრაში ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს - თუ მის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს ამძიმებს „ნაცმოძრაობის“ პასუხისმგებლობას

თუ ეს გამოიკვეთა და თუ ასეთი ადამიანის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს ცოტა ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება პირს, ვინც ეს ჩაიდინა, ზომები არის კიდეც მიღებული - პირი არის დაკავებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

მამუკა მდინარაძე

22 სექტემბერი 2021, 17:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლაზე: ეს ფორმატი ქვეყნის საგარეო გამოწვევებზე სასაუბროდ საუკეთესოა

„ჩვენ არცერთი წუთით ძალისხმევა არ უნდა შევაჩეროთ, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით დეოკუპაციის გზაზე ვიაროთ შეუქცევადად. ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული და სტრატეგიული ამოცანა და ჩვენ ამას ყველა პლატფორმიდან გავაკეთებთ და ამას გააკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, ამ პლატფორმის ფარგლებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.