imedi /  12 აგვისტო 2020, 13:28 / სანდო წყარო

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მესტიაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს

მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწესებული შეზღუდვები და სწრაფი რეაგირების კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები საკმაოდ ეფექტიანად გადაიდგა და ვირუსის აფეთქების საფრთხე შეჩერებულია, თუმცა შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში ამ დრომდე აღებული 1000 ტესტის პასუხი, რომელიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიან მუშაობას გადაადგილების შეზღუდვისა და მუნიციპალიტეტში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას კარგად ესმის, რომ შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს, თუმცა ისიც ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ყველაზე მაღალი ფასეულობაა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სვანეთიდან საკარანტინო ზონებში 919 მოქალაქე გადაიყვანეს, ხოლო დღევანდელი მდგომარეობით ჯამში საკარანტინო სივრცეებში 7 718 ადამიანი იმყოფება. მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მაქსიმალურად უზრუნველყონ საკარანტინო სივრცეების მართვის ეფექტურობა. საბჭო სვანეთში დარჩენილ მოქალაქეებს მიმართავს, თავიანთ საჭიროებებზე დაუკავშირდნენ მთავრობის ერთიან ცხელ ხაზს, ნომერზე - 144, რაზეც შესაბამისი უწყებები მყისიერ რეაგირებას მოახდენენ.

სვანეთის მოსახლეობის სურსათით მომარაგების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, ქუთაისიდან სვანეთისკენ დღეს დამატებით სხვადასხვა სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქტით დატვირთული რამდენიმე მსხვილი მომწოდებლის მანქანა დაიძრა. ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად მობილიზებულია და საკვებით და სხვა პირველადი მოხმარების ნივთებით რეგიონის მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს მაღალი რისკის შემცველი პროფესიული წრეების მიზნობრივი ტესტირებების პროცესზე. აღინიშნა, რომ ეს პროცესი წარმატებით გრძელდება. და სწორედ მის ფარგლებში გამოვლინდა, ლარსის გამშვებ პუნქტზე მომუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის ინფიცირების ფაქტი. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ყაზბეგში გამოვლენილი ინფიცირების რამდენიმე ერთეული შემთხვევა მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საჭიროებას არ ქმნის, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნესსუბიექტებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ზედმიწევნით შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა საფრთხის წინაშე არ დადგეს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ასევე ვირუსთან ბრძოლის პროცესში ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა საოპერაციო შტაბს დაავალა, მაქსიმალური ყურადღებით და სიფრთხილით მოეკიდოს ვირუსის გავრცელების კუთხით რისკის შემცველ ყველა მიმართულებას, მათ შორის ქვეყანაში შემოსულ უცხოელ ვიზიტორებს. დღევანდელი მონაცემებით, იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც საქართველომ ნაცვალგების პრინციპით ორმხრივად გახსნა საზღვარი, საქართველოში 751 ტურისტი იმყოფება, ბოლო პერიოდში ქვეყანაში შემოსული საქმიანი ვიზიტორების რაოდენობამ კი 4 ათასს გადააჭარბა. გიორგი გახარიას განცხადებით, საქმიანი მიზნებით განხორციელებული ვიზიტები მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა ნელ-ნელა გაძლიერდეს, თუმცა ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაც ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა.

საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ჯანდაცვის სისტემასა და კლინიკებში არსებული მდგომარეობა, ასევე 112-ზე მოქალაქეების მხრიდან შესული ზარების დინამიკა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1278 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1058 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 17 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 7718 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 245 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

01 ოქტომბერი 2020, 17:11

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პარტიული სიის სათავეში თორნიკე რიჟვაძეა

ათეულში არიან თინათინ ზოიძე; გიორგი მანველიძე; ირაკლი ჭეიშვილი; ნადიმ ვარშანიძე; ფატი ხალვაში; დავით თედორაძე და ლადო მგალობლიშვილი. აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკო) უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სიებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება.

თეა ახვლედიანი

01 ოქტომბერი 2020, 17:10

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ირაკლი ბებუას დაკავება საოკუპაციო რეჟიმის არალეგალური და საგანგაშო ქმედებების გაგრძელებას წარმოადგენს

კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი წარმოადგენს იმ არალეგალური და საგანგაშო პროცესების გაგრძელებას, რასაც უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის სახით, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გალში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუას უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 17:07

რეგიონი

დაბა მანგლისში ადგილობრივები და დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაციას აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებები მიღება ხვალ სრულდება.

გიორგი ვოლსკი

01 ოქტომბერი 2020, 17:06

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, შევძელით მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების განხორციელება

„საზოგადოება პრობლემების მიუხედავად გამოსავალს მაინც იმ პოლიტიკურ პარტიაში ხედავს, რომელმაც უზრუნველყო სტაბილურობა და მიუხედავად ათასნაირი სხვადასხვა უშველებელი არსენალისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოედინებოდა, შევძელით განგვეხორციელებინა საგანგებოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული განათლებით დამთავრებული“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დიმიტრი პესკოვი

01 ოქტომბერი 2020, 17:03

მსოფლიო

კრემლი: ალექსეი ნავალნისთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნისთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ.

მთიანი ყარაბაღი

01 ოქტომბერი 2020, 16:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა, ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ჰარი პოტერი ძეგლი

01 ოქტომბერი 2020, 16:54

კულტურა

ლონდონში ჰარი პოტერს ძეგლი დაუდგეს ⚡👓

ბრინჯაოს ქანდაკება ფილმის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ სცენას ასახავს, რომელშიც ჯადოქარი ქვიდიჩს თამაშობს. ძეგლი კინოთეატრ „ოდენთან“ დგას, სადაც 2001 წელს ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

ანა მიქელაძე

01 ოქტომბერი 2020, 16:33

პოლიტიკა

ანა მიქელაძე: მოცემული დროისთვის 32-მა საარჩევნო სუბიექტმა შემოიტანა სია, მათგან ორმა რეგისტრაცია უკვე გაიარა

საღამოს 6 საათზე იწურება პარტიული სიების წარდგენის ვადა. მოცემული დროისთვის 32-მა საარჩევნო სუბიექტმა შემოიტანა სია და ორი მათგანია რეგისტრირებული, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა. „კანონმდებლობის შესაბამისად სიების შემოტანის შემდეგ იწყება გადამოწმება, დასკვნა ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 5 დღისა წარედგინება. ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა თავმჯდომარე მიიღებს გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაში თუ სია შეესაბამება კანონმდებლობას გაატარებს რეგისტრაციაში, ხოლო თუ არ შეესაბამება, მიეცემა საშუალება გამოასწოროს ხარვეზი მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ნიკოლ ფაშინიანი

01 ოქტომბერი 2020, 16:31

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: 100 წლის შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად დაბრუნდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 100 წლის შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად დაბრუნდა.

მიხეილ სააკაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 16:27

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ ჰარუთიუნიანი წერს.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეყოლება თვისობრივად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი

კანონმდებლობის შესაბამისად ჩვენ წარვადგინეთ სია. ეს არის 150-კაციანი სია. მასში არიან როგორც მოქმედი დეპუტატები, ისე ახალი სახეები. მთლიანობაში ჩვენ გვეყოლება თვისობრივად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი.ესეც უნდა გახდეს საფუძველი ჩვენი საარჩევნო წარმატების, გარდა იმ საარჩევნო პროგრამისა რომელსაც წარვადგენთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 16:20

საზოგადოება

ვაკის რაიონში 7 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სავარჯიშო მოედნების მოწყობა სხვადასხვა მისამართზე გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2020, 16:07

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ცნობილია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

01 ოქტომბერი 2020, 16:03

საზოგადოება

არგენტინული გამოცემა: ქვეყანა, რომელმაც კოვიდ -პანდემიის დროს ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით უცხოელებისთვის გრძელვადიანი სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყო

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბევრი ადამიანი მუშაობს სახლიდან. ე.წ. home-office-ის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ იძლევა მუშაობის შესაძლებლობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. სწორედ ამ უპირატესობის გათვალისწინებით, საქართველომ გახსნა საზღვრები იმ უცხოელებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოდან გააგრძელონ სამსახურებრივი პასუხისმგებლობების განხორციელება. საქართველო მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 16:02

COVID19

აჭარაში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

„დიაგნოზი: COVID-19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავდება: გულის მწვავე უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა პირველ ოქტომბერს“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

სასამართლო

01 ოქტომბერი 2020, 15:54

სამართალი

5 წლის გოგოსადმი სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საქმის კოლეგიური წესით განხილვების შედეგად სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2019 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ლაგოდეხის მუნიციპლიტეტის სოფელ უზუნთალაში, ა. ა-მა თავისი ნათესავი - 2014 წლის 8 იანვარს დაბადებული ე. კ-ა ძალის გამოყენებით აიყვანა თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სადაც ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის და ხარისხის გათვალისწინებით ა.ა-ს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

01 ოქტომბერი 2020, 15:50

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 291,182 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 218,847-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,856 ადამიანი ემსხვერპლა.

ირაკლი კობახიძე ცესკო

01 ოქტომბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში პროპორციული სია წარადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და სიის მესამე ნომერმა, ირაკლი კობახიძემ შეიტანა.

01 ოქტომბერი 2020, 15:45

COVID19

ხობში, №66 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხობში, №66 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდკვლევა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით, 140-მდე კონტაქტია მოძიებული.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 15:43

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 41-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი, 41-ე პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გავრცელდა.