imedi /  12 აგვისტო 2020, 13:39 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი: სირცხვილია, როდესაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვეტერანების უფლება დამცველებად გვევლინებიან

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

საგულისხმოა, არჩევნებამდე ერთხელ მაინც, რატომ არ გაგახსენდათ ვეტერანები და მათი პრობლემები? ან ხელისუფლებაში მყოფებს რა გაქვთ გაკეთებული ვეტერანებისა და სამხედროებისთვის?- ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ 2012 წლის შემდეგ ვეტერანებისთვის დახმარება არ გაზრდილა, ეხმიანება.

ნიკოლეიშვილი იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში „გმირთა მოედანზე“ აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალთან შეკრებილი ვეტერანების სასტიკ დარბევას.

როგორც ანალიტიკოსი წერს, ვეტერანები, რომლებიც მათ დაარბიეს, სწორედ იმ უფლებების დაცვას ითხოვდნენ, რომლის ქომაგადაც იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს გვევლინება.

,,რაღაც ვერ ვიხსენებ მის მაშინდელ მხარდამჭერ თუნდაც ერთ განცხადებას. შემდეგ, როდესაც აგვისტოს ომის დროს, ცაზე თვითმფრინავის გამოჩენით შეშინებული სააკაშვილი საფრანგეთი საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის და უამრავი სამხედროს თვალწინ გორში მიწაზე ფორთხავდა, იგივე ბაქრაძე ქვეყნის მოსახლეობას სამშობლოს „დანა-ჩანგლით დაცვისკენ“ მოუწოდებდა. არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ე.წ. „მუხროვანის ამბოხი“ მოიგონეს, სადაც კიდევ ერთხელ გათელეს ფეხქვეშ სამხედროების ღირსება და პატივი. ბევრი მათგანი სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს, არაადამიანურად აწამეს და ხანგრძლივი პატიმრობისთვის გაწირეს. როგორც ჩანს, მაშინდელ ხელისუფლებას, მძიმე ტვირთად აწვა 2008 წლის ომში მათი მოღალატეობრივი ქმედებები და ყველაფრის სამხედროებზე და ვეტერანებზე გადაბრალება სურდათ. არადა 12 წლის წინ უამრავმა სამხედრომ ღირსეულად შესწირა თავი სამშობლოსათვის ბრძოლას. მათი უმეტესობა, სწორედაც იმ დიდი ვეტერანებისა და წინაპრების მაგალითზე იყვნენ გაზრდილი. ევრონაცები და ნაცები, რომლებიც ხან დაიშლებიან, ხან შალიკოს ფანჩატურში შეერთდებიან, მერე ისევ დაიშლებიან და თუ საჭიროდ ჩათვლიან და მათი ბელადის სააკაშვილის მოწოდება იქნება, სავარაუდოდ ისევ გაერთიანდებიან, ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილით, დღეს კიდევ ერთხელ ახალი პოპულისტური იდეებით ცდილობენ ცრუ იმედი ჩაუსახონ ადამიანებს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ანალიტიკოსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იმ პროგრამებსა და დახმარებებზე წერს, რომელიც ვეტერანებისთვის 2012 წლის შემდეგ განხორციელდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ვეტერანებს 100% უფინანსდებათ გეგმიური სამედიცინო მომსახურება, მაშინ როცა ჩვეულებრივ საყოველთაო დაზღვევის მოსარგებლეს 70%-ით. სოციალურ პაკეტს (მოქმედებს 2012 წლიდან) იღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. თანხა განისაზღვრება: 134 დან 323 ლარამდე ოდენობით კატეგორიების მიხედვით. 2007 წლიდან განხორციელდა სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის განკუთვნილი კომუნალური მომსახურების სუბსიდირება. მათ შორის, იყვნენ ომის მონაწილეები, პირები, რომლებიც არც პენსიონერები არიან და არც შშმ პირები. 2009 წლიდან მათთვის ამ დახმარების გაცემა შეწყვეტილი იყო და 2019 წლის ივნისიდან განახლდა. შესაბამისად, 22-ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია მოიპოვა ყველა ვეტერანმა.

თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებით, სამხედროები და მათი ოჯახის წევრები, უმაღლესი განათლების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერ უნივერსიტეტში სახელმწიფოსგან 50%-ით ფინანსდებიან. დანიშნულია თავდაცვის სამინისტროს სტიპენდიები, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მრავალ სამხედროსა და ვეტერანს გადაეცა საცხოვრებელი ბინები; აღარაფერს ვამბობ სამხედრო ტექნიკისა და თავდაცვის პოტენციალის გაზრდაზე და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან და ნატოსთან ყველაზე მაღალ თანამშრომლობის ნიშნულზე (ეს ის არ არის, მიშა სააკაშვილი და დავით ბაქრაძე რომ „გვაბოლებდნენ“ მაპ-ზე უკეთესი მივიღეთო).
სამხედროები და ვეტერანები პოლიტიკაში არ ერევიან. ისინი სამშობლოს ემსახურებოდნენ და ემსახურებიან... მაგრამ, სხვაზე მეტად არჩევენ რომელი ხელისუფლებაა მათი თანამდგომი და ქვეყნის სიკეთეზე და განვითარებაზე ორიენტირებული, რასაც დარწმუნებული ვარ ოქტომბრის არჩევნებზე კიდევ ერთხელ ღირსეულად გამოხატავენ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

24 სექტემბერი 2020, 01:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნების ბედი უზენაეს სასამართლოში შეიძლება გადაწყდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი უზენაეს სასამართლოში შეიძლება გადაწყდეს.

24 სექტემბერი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ვიეტნამში პოლიციამ გამოააშკარავა დაწესებულება, რომელიც გამოყენებულ პრეზერვატივებს ყიდდა

ვიეტნამის პოლიციამ აღმოაჩინა გადამუშავებული, გამოყენებული პრეზერვატივების დიდი რაოდენობა, რომელსაც ობიექტი შემდგომში ფასდაკლებით ყიდდა. LadBible-ის ინფორმაციით, აღნიშნული დაწესებულება ბინაში იყო მოწყობილი და იქ დაახლოებით 324,000 გამოყენებული პრეზერვატივი ხელმეორედ იფუთებოდა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

24 სექტემბერი 2020, 00:54

COVID19

ჯანმო სახელმწიფოებს მოუწოდებს, პანდემიის დროს დეზინფორმაციის წინააღმდეგ იმოქმედონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ჯანმრთელობის შესახებ მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:52

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ბევრ საინტერესო პროგრამას ჩაეყარა საფუძველი

ზოგადად მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან პროგრამას ჩაეყარა საფუძველი და დეპუტატის მანდატი მომცემს იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მასშტაბური გავხადო, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, მარიამ ლაშხმა „ღია ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების რეფორმას სწორედ ამ გუნდის მმართველობის დროს ჩაეყარა საფუძველი.

სერგეი ტოროპი

24 სექტემბერი 2020, 00:48

მსოფლიო

რუსეთში დააკავეს კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა

რუსეთში კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა, დააკავეს. როგორც UniLad-ი იუწყება, მას ბრალი მიმდევრების ფულის გამოყენებაში და ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ედება. სერგეი ტოროპო, რომელიც მიმდევრებისთვის „ვისარიონ ქრისტე მასწავლებლის“ სახელითაა ცნობილი, კრასნოიარსკის რეგიონში, ბოლო აღთქმის სახელობის ეკლესიის ხელმძღვანელია.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:48

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: როდესაც ვაბარებდი მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერთვალება გოგონას საქმე არ არის ტექნოლოგიები

სტერეოტიპები ნამდვილად არსებობს. როდესაც ვაბარებდი საინჟინრო ტექნოლოგიებზე მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერთვალება გოგონას საქმე არ არის ტექნოლოგიები - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, მარიამ ლაშხმა „ღია ეთერში ისაუბრა.

24 სექტემბერი 2020, 00:46

რეგიონი

გოგი მეშველიანი: მოსახლეობასთან ერთად ვიშრომებთ არსებული გამოწვევების დასაძლევად

მმართველი გუნდის კანდიდატმა ადგილობრივების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მოსახლეობასთან ერთად მათი დაძლევის გზებზე იმსჯელა. თავის მხრივ, გოგი მეშველიანი ადგილობრივებს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:33

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: გენდერული კვოტირება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც ქალებს და კაცებს თანაბარი საშუალება უჩნდებათ

„გენდერული კვოტირება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც პირველ ეტაპზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამ და რეალურად ხდება, რომ ქალებს და კაცებს თანაბარი საშუალება უჩნდებათ მონაწილეობაზე და მერე უკვე, როდესაც ეს ინტეგრირდება ჩვენს ეთიკასა და მიდგომებში,შემდეგ შეიძლება სულაც არის საჭირო ასეთი ინიციატივები“,- განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:31

ტექნოლოგიები

მარიამ ლაშხი: ინოვაციების სფეროში პანდემიის ტიპის გამოწვევები შესაძლებლობებად გარდაიქმნება

ინოვაციების სფეროში პანდემიის ტიპის გამოწვევები პირიქით, შესაძლებლობებად გარდაიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, „ღია ეთერში ისაუბრა. მარიამ ლაშხის თქმით, ინოვაციები ერთადერთი სფეროა სადაც კორონავირუსმა სასარგებლო გავლენა იქონია. „ინოვაციების ეკოსისტემაში კოვიდმა დააჩქარა განვითარების პროცესები. რაც შეიძლებოდა რომ 5-10 წლის მერე გამოგონებულიყო ან შექმნილიყო დაჩქარდა. ამბობენ, რომ ინვესტიციები შეჩერდა, ინოვაციებში პირიქით

დმიტრო კულება

24 სექტემბერი 2020, 00:31

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ლუკაშენკოს ინაუგურაცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად მის აღიარებას არ ნიშნავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად მის აღიარებას არ ნიშნავს.

გიორგი ხელაშვილი

24 სექტემბერი 2020, 00:02

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: შეგვიძლია დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში

შეგვიძლია საკმაოდ დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში იმისთვის, რომ მოიპოვოს უმრავლესობა - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა.„იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, წინასწარი გამოკითხვების საფუძველზე, არა მხოლოდ „გორბის“, არამედ სხვა გამოკითხვებითაც, ტოვებ უზარმაზარ ნაწილს მოსახლეობის, როგორც გადაუწყვეტელს და ნაწილ, რომელსაც არ სურს თავისი აზრის გამოთქმა. შეგვიძლია საკმაოდ დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში

24 სექტემბერი 2020, 00:00

მსოფლიო

აშშ ალექსანდრე ლუკაშენკოს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევს

აშშ ალექსანდრე ლუკაშენკოს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევს. ამის შსახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:59

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი ნატოში გაწევრიანებაზე: როგორც კი საერთაშორისო გარემო მოგცემს ამის საშუალებას, ჩვენს მიმართ არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს

თუ დავაკვირდებით ჩვენი პარტნიორების გზას, რომელიც მათ გაიარეს ნატოს წევრობისაკენ, ერთ კანონზომიერებას დავინახავთ: მათი გაწევრიანება იყო არა იმდენად მათი ძალისხმევის შედეგი, რამდენადაც ხესაყრელი პოლიტიკური გარემოსი. ამიტომაც მწყდება გული, რომ 2004-2012 წლები პრაქტიკულად ხელიდან გავუშვით, - ამის გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:54

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: დარწმუნებული, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგი შედეგი უნდა აჩვენოს ამ არჩევნებზე

წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ ეს ხდება არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა. მისი თქმით, აკადემიური, გაწონასწორებული და თავაზიანი გარემო, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში არჩევნებს ახლდა, თითქოს ისტორიას ჩაბარდა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:44

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ნებისმიერ პოლარიზაციას იმისთვის, რომ დათესოს შუღლი

რუსეთის ჩარევა არჩევნებში პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე საარჩევნო კამპანია საზღვარგარეთ, ჩვენზე გაცილებით დიდ და ძლიერ ქვეყნებში,, სადაც რუსეთმა როგორც ჩანს, თავისი როლი შეასრულა - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 23:39

მსოფლიო

„რესპუბლიკელი“ სენატორები აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის შვილი იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა

„რესპუბლიკელი“ სენატორების განცხადებით, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:38

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლითა და მათი აქტიურობით დაინტერესებულია მმართველი პარტია

საქართველოს დემოკრატია იმ დონეზეა და ბოლო წლებში ჩვენ მივაღწიეთ იმ საფეხურს, რომ ჩემი აზრით, სრულიად საკმარისი იქნებოდა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ისე ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობა, ვინაიდან ჩვენ უკვე რამდენჯერმე ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც მიჩნეული იყო საკმაოდ მაღალი სტანდარტის, დემოკრატიულ არჩევნებად, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლით და მათი აქტიურობით დაინტერესებულია მმართველი პარტია

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:36

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება

ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება, - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა „არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ საქართველო უკვე ფონს არის გასული. ეს არის ყოველდღიური ბრძოლა, ყოველდღიური დაპირისპირება მოწინააღმდეგესთან იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო, რომელიც ჩვენი ცხოვრების განმავლობაშ შეიქმნა. შესაბამისად, ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ამოსავალი წერტილი შემდეგი ოთხი წლის, როგორც პარლამენტის, ასევე თითოეული ჩვენგანის“, - განაცხადა მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:26

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: გუნდის ახალი წევრების წარდგენით გზავნილი „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს გაუგზავნა

„თუ გავიხსენებთ 2012 წელს, გასაგები მიზეზების გამო, ეს გარკვეული კონგლომერატი, კოალიცია. 2016 წელს ეს უფრო დაიხვეწა, მაგრამ მაინც რჩებოდა საკმაოდ მრავალფეროვან ჯგუფად, ახლა კი ეს ერთიანი გუნდის კონტურებს იღებს და ერთიან გუნდს, როგორც წესი, უკეთესად შეუძლია როგორც ქვეყნის მართვა, ისევე კანონების შექმნა და საერთოდ, ქვეყნის წინ წაწევა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

23 სექტემბერი 2020, 23:18

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 3 კოვიდინფიცირებული დაემატა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 3 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა. მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ერთი 2 წლის, ხოლო მეორე პაციენტი 10 წლის. ექიმების შეფასებით, 3 ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა მათ ამ დრომდე კლინიკური შემოწმება უტარდებათ. სამივე მათგანის კონტაქტები დადგენილია. ისინი ინფიცირებული პაციენტების კლასტერს განეკუთვნებიან.