imedi /  12 აგვისტო 2020, 23:59 / სანდო წყარო

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

კელი დეგნანი

კელი დეგნანი

მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ განაცხადა.

ელჩი კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელების მოსაზრებებს გამოეხმაურა და საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჯიმ ობრაიენმა ახსენა კანონის უზენაესობის ვალდებულების მნიშვნელობა, კანონის უზენაესობის აღსრულება. ასევე მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და იმ მიღწევების სათანადოდ დაფასება, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია, ასევე - უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისა და ცენზურისგან თავისუფალი მედიის უზრუნველყოფა, რომელიც დაეხმარება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რათა ისინი უფრო მტკიცე და ძლიერი გახდნენ, როგორც ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიაა. ასევე მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება და ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო დგამს ამ მიმართულებით ნაბიჯებს.

ჩვენ ვნახავთ მიჰყვება თუ არა საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის პოლიტიკურ ნებას იმ რთული სამუშაოს შესასრულებლად და თუკი ეს ასეა, ის ნამდვილად იქნება ლიდერი რეგიონში და სამაგალითო წარმატების ისტორია რეგიონს მიღმაც“, – განაცხადა დეგნანმა.

მისივე თქმით, როგორც კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგუნმა თქვა, საქართველოში აქტიური დემოკრატია და დასავლეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის ვალდებულება აშშ-საქართველოს ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია.

„აშშ-სა და საქართველოს საერთო ხედვა აქვთ რეგიონთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მის სტაბილურობას, კონფლიქტებისგან გათავისუფლებას, კეთილდღეობას, სადაც საქართველო განაგრძობს მის განვითარებას დემოკრატიული მმართველობისკენ. ამ ხედვას იზიარებს ევროკავშირიც“, - აღნიშნა ელჩმა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხზე საუბრისას კელი დეგნანმა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

„ვეთანხმები ვიქტორ ყიფიანის თვალსაზრისს, რომ საქართველოს მდებარეობა არის ეკონომიკური ზრდისა და შესაძლებლობების, ასევე არასტაბილურობისა და საფრთხის წყარო. ვფიქრობ, ის კარგად ებმის ბატონი კარაპანოვის თვალსაზრისს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო ეფექტური იქნება, თუკი ის უფრო გაფართოვდება და მოიცავს კულტურულ-ეკონომიკურ და ბიზნეს საკითხებს, რომელთა დასაწყებადაც ჩვენ აქ ასე ბევრს ვმუშაობთ.

აქ ვიღაცამ აღნიშნა და „100%-ით ვეთანხმები ამ ეკონომიკური ზრდისთვის და მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციისთვის საქართველოს ნამდვილად სჭირდება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომელიც იქნება გარანტი თანაბარი პირობებისთვის. რაც უფრო მეტი დრო გადის ჩემი აქ ყოფნიდან, უფრო მეტად ვაანალიზებ, რომ ეს არის ფუნდამენტური საქართველოსთვის, რათა გააანალიზოს მისი პოტენციალი, როგორც რეგიონალურმა ჰაბმა და რა თქმა უნდა, როგორც რეგიონალურმა სატრანზიტო ჰაბმა. ინვესტორები დარწმუნებული უნდა იყვნენ და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, რომ მათი კონტრაქტები აღსრულდება დროულად და სამართლიანად“, - განაცხადა დეგნანმა.

ელჩი იზიარებს მიქელაძის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, არჩილ გეგეშიძის მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია პროგრესის ხილვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისეთი ინიციატივების საშუალებით, რომლებიც აერთიანებს ხალხს.

„მე ასევე დავეთანხმები ელჩ გეგეშიძეს, რომ მნიშვნელოვანია პროგრესის ხილვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინიციატივების საშუალებით, რომლებიც აერთიანებს ხალხს. შესაძლოა, არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და არსებობს პროცესი, რომელიც ამ დონეზე მიმდინარეობს, მაგრამ 100%-ით ვეთანხმები, რომ ამ შემთხვევაში დრო საქართველოს მხარეს არაა. არსებობს მთელი თაობის დაკარგვის საფრთხე, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე დანარჩენ საქართველოში. დიალოგისთვის სტატუსნეიტრალური პლატფორმის მოძიება, იქნება ეს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ან რაიმე მისი მსგავსი, ეს არის ის ინიციატივები, რომელთა ძიებაც ვფიქრობ, საქართველომ უნდა დაიწყოს უფრო მეტი ყურადღებით. იქნებ, არსებობს ახალი შესაძლებლობები აფხაზეთში“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ფაქტი, რომ საქართველო განიხილება რეგიონში ლიდერად, იმის დამსახურება და ნიშანია, რაც ქვეყანამ ვალდებულების შესრულებით მიიღო.

„მხოლოდ 20 წელი გავიდა, თუმცა საქართველომ ბევრ რამეს მიაღწია და ფაქტი, რომ ის განიხილება რეგიონში ლიდერად, იმის დამსახურება და ნიშანია, რაც საქართველომ ვალდებულების შესრულებით მიიღო.

ახლა საქართველოს სჭირდება აღსრულების ვალდებულება, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გახადოს ის გამძლე. საქართველოს სჭირდება მისი პრობლემების მართვა. ახლა საქართველო იმ დონეზეა, სადაც მას სჭირდება დემოკრატიულ და ეკონომიკურ გზაზე მსვლელობის გაგრძელება“, - განაცხადა დეგნანმა.

ყველა სიახლე

ნავიდ აფკარი

24 სექტემბერი 2020, 18:48

მსოფლიო

მოჭიდავე ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯის გამო აშშ ირანს სანქციებს დაუწესებს

უახლოეს დღეებში აშშ ირანს 27 წლის მოჭიდავის, ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯის გამო დამატებით სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ სენატში სიტყვით გამოსვლისას ირანისა და ვენესუელის საკითხებში ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელიოტ აბრამსმა განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 18:44

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 162 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 162 ადამიანს გამოუვლინდა, 1 ინფიცირებული კი გარდაცვლილა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,686 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 581 ადამიანი. ვირუსისგან 37,255 პაციენტი განიკურნა.

24 სექტემბერი 2020, 18:40

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებებზე ისაუბრეს.

ირაკლი ბერაია

24 სექტემბერი 2020, 18:40

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 სექტემბერი 2020, 18:36

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გამოწვევაა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გამოწვევაა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

ირაკლი ბერაია

24 სექტემბერი 2020, 18:26

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ბრიტანეთი არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი

ბრიტანეთი არის ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობების განმტკიცებას. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა არის პრიორიტეტულად მნიშნელოვანი და ვდგამთ ყველა ნაბიჯს ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეშვიდე რაუნდი, რომელიც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაიმართა როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა, სადაც განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალურია ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

კახა კუჭავა

24 სექტემბერი 2020, 18:21

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატებში

ჩვენ კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ იმ სხვადასხვა საკითხზე, რომლის გარშემოც ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ამ მიმართულებით ჩვენ დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატებში, როგორც ფინანსური ისე ტექნიკური, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის, მათ შორის, კიბერ-უსაფრთხოების მიმართულება, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:19

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენ სკოლებში აკადემიურ წელს არ გამოვაცხადებთ

მინისტრის მოადგილეს კითხვით მიმართეს, გვემუქრება თუ არა საფრთხე, გამოცხადდეს აკადემიური წელი და თუ მუშაობს განათლების სამინისტრო ამ სცენარზეც. დგებუაძემ გაზაფხულის პერიოდში სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედებები გაიხსენა, კერძოდ განათლებისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება, რომლის შედეგადაც ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:13

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: სიცხის გაზომვის გარეშე სკოლაში ვერც ერთი პირი ვერ შევა

სიცხის გაზომვის გარეშე სკოლაში ვერც ერთი პირი ვერ შევა, მათ შორის მოსწავლე. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სიცხე აღმოაჩნდება, ის გადადის სხვა სივრცეში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ხდება სიცხის შემოწმებად და თუ ისევ დაფიქსირება ტემპერატურა, მოსწავლე გადადის საიზოლაციო სივრცეში და სკოლამ ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

პიტერ ალტმაიერი

24 სექტემბერი 2020, 18:12

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი კარანტინში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, პიტერ ალტმაიერი კარანტინში გადავიდა.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:10

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: მე-6 კლასის ზემოთ განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს სპეცმასწვლებლები სკოლებში ასწავლიან

მე-6 კლასის ზემოთ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სჭირდებათ განსხვავებული მიდგომები, მათთვის სკოლის კარები ღია იქნება“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილემ სკოლებში არსებული საგანმანათკლებლო საჭიოროების მქონე მოსწავლეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაახლოებით, 10 ათასი ასეთი მოსწავლე იღებს ზოგადი განათლებას საფეხურზე განათლებას.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:03

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, მშობლების სურვილის შემთხვევაში, როგორ გაგრძელდება 1-6 კლასელთათვის დისტანციურად სწავლა

„ჩვენს მოსწავლეებს და მათ მშობლებს ვთავაზობთ კიდევ ერთ განსხვავებულ სერვისს და მოდელს, რაც გულისხმობს შემდეგს: მშობლებს, რომელსაც აქვთ შიში, რომ მოსწავლეები დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში, სკოლები დააორგანიზებენ ერთ განსხვავებულ კლასს, რომელიც ამ მოსწავლეებისთვის წარიამრთება დისტანციურ ფორმატში. ეს არის არჩევანი და შეთანხმება სკოლასა და მშობელს შორის“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

სტელა კირიაკიდესი

24 სექტემბერი 2020, 17:59

COVID19

ევროკომისარი: ევროპა მზად უნდა იყოს შეზღუდვების დაწესებისთვის

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ევროპა შეზღუდვების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს.

24 სექტემბერი 2020, 17:55

რეგიონი

„ქართული ოცნება“ აჭარის წარმატებული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს

წარმატებულ პროექტებს შორისაა ზარზმის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, შუახევში საჯარო სკოლის მშენებლობა, პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ და ღვინის ორი ქარხანა, ასევე შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგე-საჩითილე მეურნეობა.

ირაკლი ანთაძე

24 სექტემბერი 2020, 17:53

საზოგადოება

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი უკანონო პატიმრობიდან ხვალ გათავისუფლდება

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ ხვალ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 17:46

სამართალი

პოლიციამ მეუღლისა და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ახალციხეში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მეუღლისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 სექტემბერი 2020, 17:43

სამართალი

პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის გამამართლებელი განაჩენი და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჯ.ჭ. დამნაშავედ ცნო.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

24 სექტემბერი 2020, 17:41

საზოგადოება

საზოგადოებრივ მაუწყებელს ხვალიდან ახალი გენერალური დირექტორი უხელმძღვანელებს

ერთ-ერთმა კანდიდატმა, ალექსანდრე ვახტანგოვმა გასაუბრებისას საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ვახტანოვის თქმით, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ საბჭოს უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს და კონკურენციას აზრი აღარ ჰქონდა. ბორდის თავმჯდომარის თქმით, კონკურსანტის ამ მოსაზრებაზე კომენტარის გაკეთება უხერხულია, რადგან საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ დღევანდელი გასაუბრების შემდგომ მიიღებს.

დომინიკ რააბი

24 სექტემბერი 2020, 17:39

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი ბელარუსში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციებს დაუწესებს

დიდი ბრიტანეთი ბელარუსში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 17:37

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.