13 აგვისტო 2020, 11:33 / სანდო წყარო

კახაბერ ქემოკლიძე და ნათია სესკურია Rusi-ს გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში: დასავლეთის მხარდაჭერა დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე - ოდესმე

„აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე“ - ამ სათაურით, გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის ვებგვერდზე (RUSI), უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ და Rusi-ს მკვლევარმა, ნათია სესკურიამ წერილი გამოაქვეყნეს.

ავტორები აღნიშნავენ, რომ 2020 წლის აგვისტოში შესრულდა 12 წელი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, თუმცა მოსკოვი აგრძელებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას.

„ამ დღეს 12 წლის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით, საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა 6-პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელშიც არის მოწოდება „რუსული ჯარების გაყვანისკენ 2008 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ განთავსების ხაზზე“ და ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დაუბრკოლებელი წვდომის უზრუნველყოფისკენ. თუმცა ათწლეულის შემდეგაც რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების და სარკოზის შუამდგომლობით გაფორმებული შეთანხმების დარღვევას, ახორციელებს რა საქართველოს ტერიტორიის მეხუთედზე მეტის: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებას, ასევე ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ამ ტერიტორიებზე და ატარებს „ბორდერიზაციის“ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის შემდგომ მცოცავ ოკუპაციას“ - აღნიშნულია მასალაში.

ავტორები მკითხველს იმ შედეგებსაც აცნობენ, რაც საქართველოს აგვისტოს ომმა მოუტანა და აღნიშნავენ, რომ რუსული პროპაგანდა მომხდარში საქართველოს დადანაშაულებას დღემდე აგრძელებს.

„5-დღიანი ომი, რომლის დროსაც რუსულმა ჯარებმა განახორციელეს სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდასხმა საქართველოზე, მსოფლიოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ომმა შედეგად მოიტანა 150 000-ზე მეტი სამოქალაქო პირის იძულებით გადაადგილება და 169 სამხედრო პირის, 14 პოლიციელის და 288 მოქალაქის სიკვდილი. კრემლის პროპაგანდა ცდილობდა ამ მოქმედებების ლეგიტიმაციას და აცხადებდა, რომ სწორედ საქართველომ წამოიწყო ომი, თუმცა ნათელია, რომ მომზადება სამხედრო თავდასხმისთვის დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომამდე ბევრად ადრე და, ძირითადად, გამოწვეული იყო კრემლის მარცხით საქართველოს პროდასავლური მისწრაფებების და საგარეო პოლიტიკის ტრაექტორიის შეცვლასთან დაკავშირებით. ...და მაინც, ადამიანური მსხვერპლის, ეკონომიკური ზარალის და პოლიტიკური შედეგების მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო მთავარი მიზნის მიღწევა, დაებრუნებინა საქართველო რუსულ ორბიტაზე. მართლაც, ამ ომმა მხოლოდ ის დაგვანახა, რომ დაბრუნება გამორიცხულია. მაშინ, როცა დასავლეთი გვთავაზობს ეკონომიკური კეთილდღეობის პერსპექტივას, დემოკრატიულ მომავალს ძლიერი ინსტიტუტებით და უსაფრთხოებას, რუსეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი, გარდა აგრესიისა და ეკონომიკური ჩამორჩენილობისა. ასე რომ, ომის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ცხადზე ცხადია“ - ვკითხულობთ წერილში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროინტეგრაცია და დასავლურ სტანდარტებთან დაახლოება ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელისუფლების არჩევანია.

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეოპოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტი და წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტიას საქართველოს სახელმწიფოსთვის და ქართველო ხალხის უმრავლესობის ღირებულებებზე დაფუძნებულ არჩევანს. 12 წლის შემდეგაც, მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა, გამოიყენოს ათასგვარი ტრადიციული თუ არატრადიციული მეთოდი საქართველოს სუვერენიტეტის და შიდა სტაბილურობის შესარყევად, ქვეყანა დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს. ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს თუ დავესესხებით, „დღეს საქართველოში უფრო მეტი ნატოა, ვიდრე ოდესმე“.

საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, უპასუხოს ნატო-ს სტანდარტს თავდაცვის მიზნებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის გამოყოფასთან დაკავშირებით, რათა გაზარდოს ქვეყნის მზადყოფნის და ალიანსთან ურთიერთქმედების ხარისხი. ეს ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა ასახულია რეგულარულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში: Agile Spirit, Noble Partner და Sea Breeze.

გარდა ამისა, საქართველო არის არა მხოლოდ ნატოსთან პარტნიორობის დადებითი მხარეებით მოსარგებლე, არამედ აქტიური წვლილის შემტანიც ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში, რომელთა მიზანიცაა გლობალურ ნორმებზე დაფუძნებული წესრიგის გამყარება. საქართველო არის ავღანეთის მისიაში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ასე რომ, ომის მე-12 წლისთავზე რუსეთი დასავლეთის მიერ აღიქმება, როგორც აგრესორი, ხოლო საქართველო წინ მიიწევს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული მიზნისკენ მიმავალ გზაზე“ - აღნიშნულია წერილში.

მასალაში ცალკე ქვეთავი ეთმობა კრემლის მიერ ქართული მიწების ოკუპაციასა და მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციას“:

რუსული აგრესია გრძელდება

ნატოსთან პარტნიორობის და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიუხედავად, საქართველო ყოველდღიურად დგას რუსული აგრესიის წინაშე, რადგან „ომი“ სულაც არ დამთავრებულა. რუსეთი აგრძელებს მზარდ მილიტარიზაციას საქართველოს მიწა-წყალზე და მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიების შემდგომ მიტაცებას, როგორც ამას ადასტურებს მისი „ბორდერიზაციის“ პოლიტიკა.

საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე „გადასასვლელი პუნქტების“ დახურვის მავნებელი პრაქტიკა იწვევს ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაციის შემდგომ გაუარესებას. „ბორდერიზაციის“ უარყოფითი გავლენა აისახება ადგილობრივ მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ერთმანეთს აშორებს ოჯახებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოქალაქეთა დაპატიმრება. ასევე გვაქვს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე-ფაქტო ძალების მიერ მკვლელობის ფაქტებიც.

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო სამართლის ნორმებით არაორაზროვნად დადგინდა, რომ რუსეთი არის ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე, მოსკოვი დღესაც უარყოფს ამ ფაქტს და აცხადებს, რომ კონფლიქტში მხოლოდ მშვიდობისმყოფლის და „ჰუმანიტარულ მხარის“ როლში გამოდის. არსებითად, კრემლის მიზანია ტერმინის „ახალი რეალობა“ დამკვიდრებას, რომლის მიხედვით საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში იქმნება 2 ახალი „დამოუკიდებელი“ სახელმწიფო. გარდა ამისა, მოსკოვი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და არ აძლევს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს (მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობას.

საწყის ეტაპზე გამოყენებული ტრადიციული მეთოდებიდან რუსეთი სულ უფრო აქტიურად გადადის ჰიბრიდული ომის მეთოდებზე (მაგალითად, „მართვადი ქაოსი“, ფინანსური და ეკონომიკური მანიპულაციები და დეზინფორმაციის გავრცელება), რაც აძლევს კრემლს საშუალებას, მიაღწიოს თავის მიზნებს უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით.

საქართველო ასევე წარმოადგენს რუსული დეზინფორმაციის და სახელისუფლებო თუ არასამთავრობო დაწესებულებების წინააღმდეგ მიმართული რეგულარული კიბერშეტევების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს. კრემლის პროპაგანდის მთავარი მიზანია ნატოსა და დასავლეთის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შეცვლა და რუსეთის წარმოჩენა მხოლოდ კულტურული, რელიგიური და ღირებულებებზე დაფუძნებული „ნამდვილი მოკავშირის“ როლში. თუმცა, მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის გათვალისწინებით, რუსული პროპაგანდა ძალას ვერ იკრებს.

მასალის კიდევ ერთი ქვეთავი იმას ეხება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დასავლური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა:

დასავლეთის მხარდაჭერა დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე

ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, წარმოადგენენ რუსული აგრესიის მთავარ სამიზნეებს და მათ დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, სჭირდებათ დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა. 2014 წელს საერთაშორისო საზოგადოება აღაშფოთა კრემლის მიერ ყირიმის ანექსიამ ჰიბრიდული მეთოდების და აღმოსავლეთ უკრაინაში ინტერვენციის მეშვეობით, თუმცა ბევრს ამ დროს აღარ ახსოვდა საქართველოს გამოცდილებიდან გამოტანილი გაკვეთილები.

არსებითად, სწორედ 2008 წელს რუსული საფრთხის არასათანადოდ დაფასებამ განაპირობა უკრაინაში მოგვიანებით მომხდარი მოვლენები. დღეს კი კითხვა ასე ჟღერს: ვინ შეეწირება შემდეგი კრემლის იმპერიალისტურ ამბიციებს? რუსეთის მიმდინარე აგრესია ძალიან სახიფათო ტენდენციას წარმოადგენს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლის ფარგლებშიც კრემლს გადაწყვეტილი აქვს თავისი „გავლენის სფეროების“ დაცვა. შესაბამისად, აგვისტოს ომი არის გაფრთხილება: თუკი დავივიწყებთ წარსულს, რუსული აგრესიის შემდეგი გამოვლინება მხოლოდ დროის ამბავია.

ყველა სიახლე

გორი

30 ოქტომბერი 2020, 08:30

სამართალი

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, შსს ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 08:10

COVID19

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 47 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 მხოლოდ თბილისში დაფიქსირდა. რაც შეეხება თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრს, იქ ჯამში 62 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. პაციენტების უმეტესობა მძიმე და საშუალო სიმძიმისაა. თითოეული მათგანის მდგომარეობასაყურადღებოა, შესაბამისად კოვიდინფიცირებულებს სხვადასხვა ტიპის მართვითი სუნთქვა ესაჭიროებათ, მათ შორის ე.წ „სიპაპ“ რეჟიმით ჟანგბადის უწყვეტი მიწოდება.

არჩევნები

30 ოქტომბერი 2020, 07:58

პოლიტიკა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3657 საარჩევნო უბანი გაიხსნება

საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე 3 657-ივე საარჩევნო უბანს დეზიფექცია ჩაუტარდება.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:39

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გარეჯი საქართველოა, საქართველო მარადიულია და ის 31 ოქტომბერს იმარჯვებს

გარეჯი საქართველოა, საქართველო მარადიულია და ის 31 ოქტომბერს იმარჯვებს!, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:38

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: როგორ შეიძლება „ოცნებას“ ეჩხუბებოდე მიშას შენ ინახავო და იმავდროულად, ეუბნებოდე, ნუ იჭერ ამ ხალხსო

„მინდა მივმართო ოპოზიციურად განწყობილ საზოგადობას, რომელიც ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს მიხეილ სააკაშილი როგორც ალტერნატივა, მოდით „ქართულ ოცნებას“ გამოვაცალოთ ეს კომფორტი და არც ერთი ხმა არ მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მოდი რახან „ოცნება“ არ ამთავრებს „ნაციონალურ მოძრაობს“, იმიტომ რომ ამ ვერსიით და ლეგენდით აწყობს, მოდით დანარჩენებმა დაამთავროს მიშა სააკაშვილი. ხომ ბევრი არიან, დაამთავრონ. იმას კი ნუ ამთავრებენ, ვინც არ დაწყებულა, ეს დაამთავრონ“.

30 ოქტომბერი 2020, 01:33

სამართალი

გორთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი ადამიანი. რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დავით მათიკაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რუსულად ნამღერი „თბილისო“, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე: რუსულად ნამღერი „თბილისო“!!! უჭირთ დამალვა, თბილისი რუსულად „უყვართ“, ისევე როგორც კოდორი და ცხინვალის რეგიონი, რომელიც რუსეთს ჩააბარეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რეალურად კაცთმოძულე და სამშობლოს მოღალატე „ნაციონალური მოძრაობა“, ხელების ფშვნეტით რევანშისთვის, ციხეების გადავსებისთვის, ხალხის წამებისთვის და საქართველოს კვლავ და უკვე მერამდენედ, ღალატისთვის და გაყიდვისთვის ემზადება.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი დავით-გარეჯის საკითხზე: აზერბაიჯანელები ჩვენი ძმები არიან და არ არიან ის ხალხი, რომლებმაც შავზე თეთრი თქვან

მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშა სააკაშვილის ამომრჩევლების ნახევარმა ზუსტად იცის, რომ მიშას მოსვლით მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მაგრამ ის რევანშისტია და უნდა დასაჯოს ის, ვინც დღეს კარგად არის, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:04

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ვერ ვიქნები იმ მოქალაქის აღშფოთებისადმი სოლიდარული, რომელიც ბუბა კიკაბიძის „ტბილისოზე“ აღშფოთდა და 9 წლის განმავლობაში, ხალხს რომ აწამებდნენ, პეპლებს „აშეარებდა“

მე ვერ შევუერთდები და სოლიდარული ვერ ვიქნები ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად შესრულებულ სიმღერაზე აღშფოთებულ იმ ჩემს თანამოქალაქეს, რომელიც „ტბილისოზე“ აღშფოთდა და 9 წლის განმავლობაში ხალხს რომ აწამებდნენ პეპლებს „აშიარებდა“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემა „პოზიციაში“, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ბუბა კიკაბიძის რუსულად სიმღერაზე საუბრისას განაცხადა.

ვაკა გორგილაძე

30 ოქტომბერი 2020, 01:03

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: არახამია აპირებს, სააკაშვილის მიერ დაქირავებული თვითმფრინავით ჩამოსვლას საქართველოში და საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას

არახამია, სხვა სუბიექტებთან ერთად აპირებს სააკაშვილის მიერ დაქირავებული თვითმფრინავით ჩამოსვლას საქართველოში და დაკვირვებას არჩევნებზე, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „პოზიციაში“ სოციოლოგმა და ერთ-ერთმა წმყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

30 ოქტომბერი 2020, 00:59

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ის საზარელი თავდასხმები, რაც საფრანგეთში ვიხილეთ, ჩვენს ქალაქებშიც მოვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში საფრანგეთის მსგავსი ტერაქტები დაიწყება.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 00:50

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილს ფეიკ ეგზიტპოლის გვერდით სჭირდება ფეიკი დამკვირვებელი, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლის მანტიით შეიფუთება

სააკაშვილს სჭირდება ფეიკი კვლევა, ფეიკი ეგზიტპოლის გვერდზე კი სჭირდება ფეიკი დამკვირვებელი, როემლიც საერთაშორისო დამკვირვებლის მანტიაში შეიფუთება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: საქმე გვაქვს ყალბი და მოძალადე დამკვირვებლების ცირკულარულ მიგრაციასთან საქართველოსა და უკრაინას შორის

უკრაინაში ერთი ფანჯრის პრინციპით მიხეილ სააკაშვილი უკვეთავს რევოლუციას. ის მივიდა რაღაც ფანჯარაში და უთხრა, რომ მას სჭირდება რევოლუცია. იქ ალბათ უთხრეს, რომ ჩვენ გვაქვს ფართო ასორტიმენტი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ადამიანის მაკომპრომიტირებელი ფარული ჩანაწერის რანგში აიყვანეს რუსულად სიმღერა და თვითონ გაებნენ ამ კაკანათში

„ჩემთვის ტრაგიკული ის კი არ არის, რომ ბუბა კიკაბიძემ რუსულად შეასრულა სიმღერა, ჩემთვის ტრაგიკულია დისკუსიის ის დონე, სადაც ჩაგვიყვანა მიშამ. აქ ე.წ. კომპრომატი არის რუსულ ენაზე სიმღერა. მიშა სააკაშვილი რასაც ეხება ყველაფერს აზიანებს და ის რა ნაგავიც არის ყველანაირად ცდილობს ნებსით თუ უნებლიეთ დასვაროს“.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 00:18

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: აქამდე ვიცოდით, რომ დამკვირვებელი უნდა იყოს ობიექტური და ახლა გვყავს სუბიექტური დამკვირვებლები

გახსოვთ ხომ ბათუ ქუთელიას ცნობილი ქეისი, სიმბოლიზმი იმისა, როგორ მოქმედებენ ადამინების სიმწირის გამო ე.ი. კაცი არ ჰყავდათ ნაცმოძრაობაში, რომ თან არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელობაზე თავი არ დაედო და თან ლობისტებთან შეკვეთა თავის ხელმოწერით განეხორციელებინა. ერთ დღეს დოკუმენტებით გაიშიფრა, რომ არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ლობისტებთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

30 ოქტომბერი 2020, 00:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ეს არჩევნები ამერიკულ ოცნებასა და სოციალისტურ კოშმარს შორის არჩევანია

ეს არჩევნები ამერიკულ ოცნებასა და სოციალისტურ კოშმარს შორის არჩევანია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ვაკა გორგილაძე

30 ოქტომბერი 2020, 00:09

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: აქციაზე რომ ვიღაცას ფონოგრამა შეეშალა და ამღერა მთელი შეკრება რუსულად, ამაშია სიმბოლიზმი და ტრაგიკომედია

„მე მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს, რუსული აუდიტირია ბუბა კიკაბიძეს საბჭოთა ფრენკ სინატრასაც ეძახდა და აქციაზე რომ ვიღაცას ფონოგრამა შეეშალა და გაუშვა რუსული ფონოგრამა, ამაშია სიმბოლიზმი და ტრაგიკომედია“,- განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

29 ოქტომბერი 2020, 23:55

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 47 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 47 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 250 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათი მიზანი ერთია, შეაშინონ ხალხი, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ

მათი მიზანი ერთია, შეაშინონ ხალხი, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მან იმ რისკებზე ისაუბრა, რაც შესაძლოა, არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისგან წარმოიქმნას.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:37

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დავით-გარეჯის საკითხზე: ყველა მტკიცებულება მივა იქამდე, რომ ეს მიწა როგორც მინიმუმ არის გადაცემული, მაქსიმუმ კი გაყიდული

მამუკა მდინარაძემ დავით-გარეჯის საკითხზეც ისაუბრა. „სულ რომ ეს საქმე არ იყოს, განცხადებებს აკეთებდნენ, რომელშიც ამბობდნენ, რომ სამწუხაროდ გარეჯის სამონსატრო კომპლექსის რაღაც ნაწილი არის აზერბაიჯანის ტერიტორია. არის თუ არა ეს ღალატი? ყველა მტკიცებულება მივა იქამდე, რომ ეს მიწა როგორც მინიმუმ არის გადაცემული, მაქსიმუმ კი გაყიდული“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.